5.19.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველი სტრესი-5:

სტრესი აბერებს:

 სტრესის დროს ორგანიზმი გამოყოფს მეტ თავისუფალ რადიკალს,ორგანიზმისთვის ძალიან შხამიან მოლეკულებს. ითვლება რომ თავისუფალი რადიკალები აჩქარებენ უჯრედთა დაბერებას და ამას გარდა ისინი ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის,კატარაქტის და კიბოთა გაჩენასაც.

 თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებასთან დასაპირისპირებლად აუცილებელია ანტიოქსიდანტებით უფრო მდიდარი საკვები.

ცუდი სტრესის ფიზიკური მავნებლობა:

სტრესის უწყვეტად ან განმეორებითად მოქმედი ფაქტორები ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვის სისტემას. ავადდება იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემები და მომნელებელი აპარატი.

თვეებისა და წლების მანძილზე ქრონიკული სტრესი თუ განმეორებადი ძლიერი თუ სუსტი სტრესები ბოლოს და ბოლოს შეარყევენ ადამიანის ჯანმრთელობას:

ჩნდება უშუალოდ სტრესის მიერ თუ მისი ხელის შეწყობით გაჩენილი ავადმყოფობები.  ზოგ ასეთ ავადმყოფობას «ფუნქციონალურს» უწოდებენ, ზოგი ორგანულია და მათ შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის სიცოცხლეს.

მემკვიდრეობითობას, გადატანილ სნეულებებს,ზოგად მდგომარეობას ან კიდევ ცხოვრების ჰიგიენას შეუძლია სტრესის მიერ გამოწვეული ავადმყოფობების გაძლიერება ან,პირიქით, დასუსტება.

5.18.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველი სტრესი-4:

ჰიპოტალამუსი და ჰიპოფიზი სტრესის გულში:

ტვინის გულში არსებული ჰიპოტალამუსი არის მრავალი ჰორმონის გამომყოფ უჯრედთა ნაერთი. ამ ჰორმონებს შორისაა Corticotropin-Releasing Hormone (CRH) რომელიც გააღიზიანებს ზუსტად ქვევით არსებულ ჰიპოფიზს.

ჰიპოფიზი არის ჰიპოთალამუსის ქვეშ შეკიდული პატარა ენდოკრინული ჯირკვალი. ჰიპოპთალამუსის ჰორმონები გაააქტიურებენ ჰიპოფიზის უჯრედებს და ისინი გამოყოფენ ჰორმონებს.

ჰიპოფიზი ასე გამოიმუშავებს ადრენიკორტიკოტროფინს რომლის ფუნქციაცაა  თირკმლისზედა ჯირკვლების  გააქტიურება კორტიზოლის გამოსაყოფად.

ჰორმონები სტრესის საფუძველში:

 თავიდან სტრესი არის აგრესიის ზემოქმედებით ნერვული სისტემის და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ჰორმონების ისტორია და მეტი არაფერი. ამის შEმდეგ რთულდება ყველაფერი....

5.17.2012

კავკასიელ ვაჟკაცთა სახეებიდან: სულთან კელეჩ შახანის ძე-გირეი

სულთან კელეჩ შახანის ძე-გირეი (1880, მაიკოპი) 17.1.1947, მოსკოვი),

თავადი, მთიელთა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თეთრი არმიის გენერალ-მაიორი (1918). ისწავლა ელისავეტგრადის კავალერიულ სასწავლებელში და ოფიცერთა კავალერიულ სკოლაში. მსახურობდა მე-12 ბელგოროდის ულანთა პოლკში. პოლკოვნიკი.

1917 წელს ფრონტის დაშლის შემდეგ წავიდა ყუბანზე. 1918 წელს შევიდა მოხალისეთა არმიაში. 1918 წლის მარტ-დეკემბერში ჩერქეზული ცხენოსანი პოლკის მეთაური. 1918 წლის 8 დეკემბრიდან ჩერქეზული დივიზიის მეთაური. მოქმედებდა გენერალი ლიახოვის კორპუსის შემადგენლობაში. სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების დამარცხების შემდეგ დივიზიის ნაწილებთან ერთად გადავიდა საქართველოს ტერიტორიაზე, საიდანაც წავიდა ყირიმში.

ყირიმიდან გააგზავნეს ყარაჩაის ოლქში, სადაც შექმნა მოხალისეთა რაზმი და ებრძოდა ბოლშევიკებს. წითელი არმიის შეტევის შემდეგ ისევ დაიხია საქართველოში, საიდანაც, 1921 წლის გაზაფხულზე, წითელი არმიის შესვლის შემდეგ, გაემგზავრა იუგოსლავიაში და შემდეგ საფრანგეთში.

იყო ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი კავკასიის კომიტეტის წევრი. ამავე დროს ეწეოდა ჯიგიტოვკას და ხედნიდა ცხენებს.

შავი: გიორგი შარვაშიძეზე მოკლედ რუსულად

შავი: გიორგი შარვაშიძეზე მოკლედ რუსულად

რევოლუციური ტერორი რუსეთში-2,ბოლშევიკთა ყაჩაღობა:


უძვირფასესი ლენინი 
და სტალინი
ექსპროპრიაციები ანუ ყაჩაღობა:
რევოლუციის სახელით პოლიტიკურ მკვლელობებში დაოსტატებული პირების გარდა
ყოველ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში იყვნენ შეიარაღებულ ძარცვაში და სახელმწიფო და კერძო ქონების ძალისმიერ კონსფიკაციაში დაოსტატებული პირებიც.

პარტიები ასეთი მოქმედების მიმართ ისეთივე ორაზროვანები იყვნენ როგორც ტერორის მიმართ,რომელსაც უარყოფდნენ თეორიულად და მიმართავდნენ პრაქტიკულად. 

გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი მოღვაწეები, სულ მცირე საწყის ეტაპებზე, არ იწონებდნენ ძარცვას პოლიტიკური მოტივებით.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1906 წლის ყრილობაზე სტოკჰოლმში დელეგატებმა დაგმეს «კერძო ბანკების ფულის ექსპროპროაცია და რევოლუციის საქმისთვის იძულებითი შენაწირის ყველა ფორმა (199).
ამავე დროს სოციალ-დემოკრატი ბაევიკები ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტების ნებართვით ახდენდნენ ასაფეთქებელი მასალის და სახელმწიფო და საზოგადოებრივი სახსრების ექსპროპრიაციას. თანაც სრულ ანგარიშს აბარებდნენ (200).

5.16.2012

ლენინურ ტერორიზმზე-1.


ანა გეიფმანი (რევოლუციური ტერორი რუსეთში (1894-1917), ფრაგმენტები:
სიტყვიერი განცხადებებით იდეოლოგიურ და ტაქტიკურ საკითხებზე რუსეთის სოციალ-დემოკრატები მუდამ უსვამდნენ ხაზს იმას რომ მათ არ უნდოდათ მონაწილეობის მიღება XX საუკუნის პირველ წლებში რუსეთის წამლეკავ ტერორისტულ საქმიანობაში. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდრპ) გამოჩენილი წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ რომ «ბომბათა გამოყენება ინდივიდუალური ტერორის მიზნით სრულებით გამორიცხულია ვინაიდან პარტია უარყოფდა ინდივიდუალურ ტერორს როგორც მთავრობასთან ბრძოლის მეთოდს».

ხშირად ამბობდნენ რომ მარქსის მოძღვრების «მეცნიერული კანონები» შეუთავსებელია პოლიტიკურ მკვლელობებთან და ამიტომ ბევრმა ისტორიკოსმა დაიჯერა რომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციები ტერორიზმის მოწინააღმდეგეები იყვნენ როგორც თეორიაში ისე პრაქტიკაში (3).

მაგრამ ფაქტები ლაპარაკობენ სულ სხვა რამეზე: მარქსისტების მყვირალა დეკლარაციები ტერორის მიუღებლობის შესახებ სულ არ უშლიდა ხელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებს და ისინიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკური ძალადობის ინდივიდუალურ აქტებს და მონაწილეობდნენ მათში.

ცოტა რამ სევრის ტრაქტატზეც ბარემ...

         
სევრის ტრაქტატი
სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება, სევრის მშვიდობა-ვარსალ-ვაშინგტონის სისტემის ერთ-ერთი ხელშეკრულება. ყველაფერი ეს ნიშნავდა პირველი მსოფლიო ომის დასრულებას. ანტანტის ქვეყნებმა მათთან შეერთებულ სახელმწიფოებთან (იტალია, იაპონია, ბელგია, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბების, ხორვატების და სლოვენების სამეფო, ხიჯაზი, ჩეხოსლოვაკია და სომხეთი) ერთად ხელი მოაწერეს 1920 წლის 20 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ სევრში. მეორე მხრივ მას ხელი მოაწერა ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ.

ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროისთვის თურქეთის დიდი ნაწილი ოკუპირებული იყო დიდი სახელმწიფოების ჯარებით.

ანდრეი ზელევი ემხრობა სომხეთს სევრის ხელშეკრულების საზღვრებში:

იზრაელის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ავი მიზრახიმ დავოსში თაღლითი და ათობით ათასი უდანაშაულო ქურთების ჯალათი ერდოგანის გამოხდომაზე იზრაელის პრეზიდენტი შ.პერესის წინააღმდეგ თურქეთს გაახსენა სომეხი ხალხის გენოციდი.

5.14.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველ სტრესზე-3:

სიტყვა სტრესის წარმოშობა:
ცნება წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან სტრინგერე (შეკუმშვა,დაძაბვა). შემდეგ ანგლოსაქსურში იქცა დისტრესს-ად და ბოლოს მივიღეთ სტრესი.

სასაუბრო ენაში გადასული ეს ცნება ნიშნავს ზეწოლას,შეზღუდვას. ის აღნიშნავს როგორც სტრესის მომგვრელი ფაქტორის მოქმედებას ისე ორგანიზმის რეაქციას მასზე.

სტრესი გუშინ და დღეს:
სტრესი არც თანამედროვე ავადმყოფობაა და არც საუკუნის ჭირი,როგორც მას ზოგჯერ უძახიან. ესაა აგრესორის წინაშე აღმოჩენილი ცოცხალი არსების თავდაცვითი რეაქცია, სტერეორიპული ფსიქოლოგიური რეაქცია რომელიც უცვლელია უხსოვარი დროიდან. თავდაცვის ერთი და იგივე პროცესი,ლაპარაკი იქნება თავის გადარჩენაზე თუ ავტომანქანის მართვის უფლების აღებაზე.

სტრესი ფართო გაგებით არსებობს უხსოვარი დროიდან,მაგრამ მისი მოქმედება 1936 წელს დაახასიათა კანადელმა ექიმმა ფიზიოლოგმა ჰანს უილიამ სელიემ.

მან სტრესი აღწერა თავის წიგნში «სიცოცხლის სტრესი» («Stress of life»):
«სტრესი არის ადაპტაციის ზოგადი სინდრომი,ფსიქიური აგრესია იწვევს არასპეციფიურ ნეიროენდოქტრინულ რეაქციას და,შესაძლოა,ფსიქოპათოლოგიურ გამოვლინებებს». სხვა სიტყვებით სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ აგრესიებზე ( ემოციების ჩათვლით).

5.13.2012

ლორდი ბერტრან რასელის (1872-1970) ხსოვნას :

XX საუკუნემ კაცობრიობას გაიძვერა ოხრების და მხეცების გარდა ნორმალური ადამიანებიც მისცა. ზოგი მათგანი მათ თანამედროვეთა მორალურ ავტორიტეტადაც გადაიქცა.
მათ შორისაა გავლენიანი ინგლისელი არისტოკრატიის ოჯახიდან გამოსული სახელგანთქმული ინგლისელი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი,ლოღიკოსი,სოციოლოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ბერტრან რასელი.

 რასელის ავტობიოგრაფია იწყება სიტყვებით: «მთელი ცხოვრება მინდოდა სიყვარული,ცოდნა და მთელი ცხოვრება მეცოდებოდა ტანჯული კაცობრიობა».

ამ ტრიადამ ბრიტანელი არისტოკრატი გადააქცია მისი დროის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ფიგურად. მან 94 წელი იცხოვრა,ოთხჯერ დაოჯახდა ორჯერ იჯდა ციხეში.

ეს ლორდი ამხელდა როგორც ბოლშევიზმის ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხეცობებს. მან იგრძნო სექსუალური რევოლუციის მოახლოება,იბრძოლა ბირთვული განიარაღებისთვის. მან დაწერა ათობით მონოგრაფია ცოდნის სხვადასხვა სფეროში. მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში.

საქართველოს მეგობარი ტატიანა შჩერბატოვა-შევიაკოვას ხსოვნას:


ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი კოპიისტი, საქართველოს მხატვართა და არქიტექტორთა კავშირის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ტატიანა შჩერბატოვა-შევიაკოვა დაიბადა 1905 წელს სმოლენსკში, თავადი შჩერბატოვების ოჯახში. 1929 წელს მან დაამთავრა ლენინგრადის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. სწავლობდა აუთენტურ ტექნიკაში ფრესკების ასლების გადაღების უნიკალური მეთოდიკის ავტორი ლიდია ალექსანდროვნა დურნოვოს სახელოსნოში. ლ. ა. დურნოვოსთან და მის მოწაფეთა ჯგუფთან ერთად ტ. ს. შჩერბატოვა შევიაკოვა მონაწილეობდა მრავალ ექსპედიციაში რუსეთში და საქართველოში. იღებდნენ ფრესკების ასლებს.      

1935 წელს დააპატიმრეს და სოლოვკებზე გადაასახლეს ტ.ს. შჩერბატოვა-შევიაკოვას მეუღლე,ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი ბორის ვლადიმირის ძე შევიაკოვი. ტ.ს.შჩერბატოვა შევიაკოვა მოერიდა რეპრესიებს და მან 4 წლის ქალიშვილთან ერთად სასწრაფოდ დატოვა ლენინგრადი.

1936-1987 წლებში ის ცხოვრობდა მუშაობდა საქართველოში, საქართველოსა და სომხეთის მუზეუმების დაკვეთით აკეთებდა შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის ასლებს.