3. შემოქმედი სიტყვა:
გარეგნულად უზომო უფსკრული გამოჰყოფს შუმერულ, სემიტურ, ბერძნულ მითებს ბიბლიური შესაქმის მოთხრობიდან, მაგრამ სახე დაფლეთილი გიგანტისა რომლისგანაც შეიქმნა სამყარო სულაც არაა ირაციონალური ხატი. ის გვიხსნის რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი, ღრუბლებიც, ტვინიც, ნერვებიც, მცენარეებიც და მნათობებიც ერთი და იგივე სუბსტანციაა იმიტომ რომ ადამიანსაც და მთასაც ყავს ერთი და იგივე წინაპარი.
სამყაროც და ადამიანიც ერთი და იგივე მასალისგანაა შექმნილი. და სამყარო ადამიანის მსგავსად ცოცხლობს, იტანჯება და კვდება. ადამიანი არის მისთვის შექმნილი სამყაროს აუცილებელი განსრულება.. ამ მითების უკან ჩანს ბიბლიის და შესაქმის წიგნის ფუნდამენტური იდეა.
ბიბლიური და შემდეგ ყორანის ტექსტების უდიდესი ღირსება იყო ის რომ მათ ცხადად და გარკვევით გამოთქვეს ის რაც ბუნდოვნად იგრძნეს ებრაელებზე და არაბებზე უფრო ძველმა ხალხებმა.
სამყაროს შექმნა არსებითად გახდა მარტივი და რადიკალური აქტი. მარტივი იმიტომ რომ სამყაროს ქმნის ერთი ღმერთი, იაჰვე თუ ალაჰი.
რადიკალური იმიტომ რომ სამყარო უცებ იქნა გამოხმობილი არარაობიდან, შუალედური ეტაპების, პირველყოფილი ღმერთების, ბრძოლების, მკვლელობათა გარეშე. სამყარო შეიქმნა გარკვეულ დროში, 6 დღეში. უფსკრულიდან გაჩენილი ელემენტები, სინათლე, ცა, მიწა, მცენარეები იმთავითვე იღებენ თავის დასრულებულ ფორმას. აღარაა ხელების ცეცება, მინახაზები, ძნელი და სისხლიანი შესწორებები.
გარეგნულად უზომო უფსკრული გამოჰყოფს შუმერულ, სემიტურ, ბერძნულ მითებს ბიბლიური შესაქმის მოთხრობიდან, მაგრამ სახე დაფლეთილი გიგანტისა რომლისგანაც შეიქმნა სამყარო სულაც არაა ირაციონალური ხატი. ის გვიხსნის რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი, ღრუბლებიც, ტვინიც, ნერვებიც, მცენარეებიც და მნათობებიც ერთი და იგივე სუბსტანციაა იმიტომ რომ ადამიანსაც და მთასაც ყავს ერთი და იგივე წინაპარი.
![]() |
პრაჯაპატი, თავისი სიტყვით
სამყაროს შემოქმედი ღმერთი
|