რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-2:
ფრანგულმა გამომცემლობა ფლამარიონმა 1989 წელს კიდევ ერთხელ გამოსცა
სახელგანთქმული ხელოვნების და საზოგადოდ კულტურის ისტორიკოსი იურგის
ბალტრუშაიტის ცნობილი წიგნი "შუმერული ხელოვნება,რომანული ხელოვნება". პირველად
1934 წელს გამოცემული ეს ნაშრომი ეხლა გამოსცეს როგორც ჟან-ფრანსუა
შევრიეს წიგნი "იურგის ბალტრუშაიტისის პორტრეტი და იურგის ბალტრუშაიტისის
შუმერული ხელოვნებამრომანული ხელოვნება"-ს ნაწილი.
ამ ნაშრომის ცოდნა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოს და კავკასიის ისტორიით დაინტერესებული ქართველებისთვის და ამიტომ მასზე წარმოდგენის შესაქმნელად გთავაზობთ მის საკმაოდ მოზრდილ ფრაგმენტებს//გიორგი მარჯანიშვილი//.
ჯერ ცოტა რამ ავტორზე:
სახელგანთქმული ლიტველი სიმბოლისტი პოეტი და 1920-1939 წლებში მოსკოვში ლიტვის მინისტრი იურგის ბალტრუშაიტისის //1873-1944// ვაჟი ასევე იურგის ბალტრუშაიტისი//1903-1988// იყო ფრანგულენოვანი ხელოვნების ისტორიკოსი.
ის ჩავიდა პარიზში თეატრის შესასწავლად,მაგრამ 1924 წელს შეხვდა სახელგანთქმულ მეცნიერ ანრი ფოსიონს //Henri Focillon//და ამან განსაზღვრა მისი მოწოდება.
ბალტრუშაიტისის გამოკვლევათა პირველი ნაწილი მოხდა ფოსიონის სწავლების საზღვრებში. ბალტრუშაიტისმა და ფოსიონმა ხელოვნების ისტორიას შესძინეს რომანული ხელოვნების ორიგინალურ თავისებურებათა და ამ ხელოვნების მიერ განცდილი ბერძნულ-რომაული და აღმოსავლური გავლენების უკეთ ცოდნა.
ბალტრუშაიტისი არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ხელოვნების ისტორიკოსი.
ნაშრომი "შუმერული ხელოვნება,რომანული ხელოვნება პირველად გამოიცა 1934 წელს.
რომანული ხელოვნების უძველესი ფესვების ეს მოკლე და შთამბეჭდავი გამოკვლევა არის ასევე შუა საუკუნეების ეგზოტიზმის შემდეგ გამოკვლევათა შესავალი.
ამ ნაშრომის ცოდნა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოს და კავკასიის ისტორიით დაინტერესებული ქართველებისთვის და ამიტომ მასზე წარმოდგენის შესაქმნელად გთავაზობთ მის საკმაოდ მოზრდილ ფრაგმენტებს//გიორგი მარჯანიშვილი//.
ჯერ ცოტა რამ ავტორზე:
სახელგანთქმული ლიტველი სიმბოლისტი პოეტი და 1920-1939 წლებში მოსკოვში ლიტვის მინისტრი იურგის ბალტრუშაიტისის //1873-1944// ვაჟი ასევე იურგის ბალტრუშაიტისი//1903-1988// იყო ფრანგულენოვანი ხელოვნების ისტორიკოსი.
ის ჩავიდა პარიზში თეატრის შესასწავლად,მაგრამ 1924 წელს შეხვდა სახელგანთქმულ მეცნიერ ანრი ფოსიონს //Henri Focillon//და ამან განსაზღვრა მისი მოწოდება.
ბალტრუშაიტისის გამოკვლევათა პირველი ნაწილი მოხდა ფოსიონის სწავლების საზღვრებში. ბალტრუშაიტისმა და ფოსიონმა ხელოვნების ისტორიას შესძინეს რომანული ხელოვნების ორიგინალურ თავისებურებათა და ამ ხელოვნების მიერ განცდილი ბერძნულ-რომაული და აღმოსავლური გავლენების უკეთ ცოდნა.
ბალტრუშაიტისი არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ხელოვნების ისტორიკოსი.
ნაშრომი "შუმერული ხელოვნება,რომანული ხელოვნება პირველად გამოიცა 1934 წელს.
რომანული ხელოვნების უძველესი ფესვების ეს მოკლე და შთამბეჭდავი გამოკვლევა არის ასევე შუა საუკუნეების ეგზოტიზმის შემდეგ გამოკვლევათა შესავალი.
ბიბლიოგრაფია:
1931-"ორნამენტალური სტილისტიკა რომანულ ქანდაკებაში";
1934-"შუმერული ხელოვნება,რომანული ხელოვნება";
1935-"გილგამეში";
1936-" თაღის პრობლემა და სომხეთი";
1939-"ქრისტიანული კოსმოგონია შუა საუკუნეების ხელოვნებაში";
1955-"ფანტასტიკური შუა საუკუნეები";
1957-"გადახრები";
1960-"გამოღვიძებები და საკვირველებები";
1967-"იზისის ძიება"
1978-"სარკე,ნარკვევი მეცნიერულ ლეგენდაზე,გამოცხადებები,მეცნიერული ფანტასტიკა";
ხელმეორე გამოცემები :
" მეტამორფოზები",ფლამარიონი,1984 ;
"ფორმაცია,დეფორმაცია ",ფლამარიონი,1986 ;
"იურგის ბალტრუშაიტისის პორტრეტი,რომანული ხელოვნება,შუმერული ხელოვნება",ფლამარიონი,1986. "
Bibliographie
1931 : La Stylistique ornementale dans la sculpture romane
1934 : Art sumérien, art roman
1935 : Gilgamesh
1936 : Le Problème de l'ogive et l'Arménie
1939 : Cosmogonie chrétienne dans l'art du Moyen Âge
1955 : Moyen Âge fantastique
1957 : Aberrations
1960 : Réveils et Prodiges
1967 : La Quête d'Isis
1978 : Le Miroir, essai sur une légende scientifique, révélations, science fiction
Rééditions
Anamorphoses, Flammarion, 1984
Formation, déformation, Flammarion, 1986
Portrait de Jurgis Baltrušaitis, suivi de Art roman, art sumérien, Flammarion, 1986
პატარა ცნობაც რომანულ ხელოვნებაზე:
რომანული ხელოვნება,ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების სხვა დარგების სტილი.დასავლეთ ევროპაში გაჩნდა მეათე საუკუნეშიდა არსებობდა მე-12 საუკუნემდე,გოთური სტილის გაჩენამდე. ტერმინი რომანული,ფრანგულად Romanesque,ესპანურად romanico,გერმანულად Romanik,ლათინურიდან romanum-რომაული,გაჩნდა მე-19 საუკუნეში,როდესაც ისტორიკოსებმა და მხატვარმა რომანტიკოსებმა თავისთვის აღმოაჩინეს ადრეული შუა საუკუნეების ხელოვნება და შენიშნეს რომ იმ ხანის ხუროთმოძღვრება გარეგნულად ჰგავს ძველ რომაულ ხუროთმოძღვრებას.
რომანული ხანა არის საერთოევროპული ხუროთმოძღვრული სტილის გაჩენის ხანა, წამყვან როლს ამ პროცესში ასრულებდნენ დასავლეთ ევროპის ხალხები. განუწყვეტელი ომებისა და ხალხთა გადასახლების გამო დასავლურევროპული რომანული კულტურის ჩამოყალიბება ხდებოდა უფრო გვიან ვიდრე აღმოსავლეთში,ბიზანტიაში,მაგრამ ხდებოდა უფრო დინამიურად.
რომანული ხელოვნების ორნამენტიკა უმთავრესად ნასესხები იყო აღმოსავლეთიდან.
ეხლა გადავიდეთ უშუალოდ იურგის ბალტრუშაიტისის ტექსტზე:
შესავალი :
რომანული ქანდაკების კავშირმა აღმოსავლურ ხელოვნებებთან უკვე დიდი ხანია რაც მიიპყრო ისტორიკოსთა და არქეოლოგთა ყურადღება. უკვე 1860 წლიდან Springer სვავდა აღმოსავლური ქსოვილების და დასავლური შუა საუკუნეების მოტივების კავშირის საკითხს. კვლევა გააღრმავეს კურაჟომ //Courajod// და მოგვიანებით მალმა და მარკე დე ვასელომ//Mâle,Marquet de Vasselot//. ერთდროულად სასანიდურ,ბიზანტიურ და კოპტურ ნაქარგობებზე,მაჰმადიანურ სპილოს ძვალზე და ოქრომჭედლობის ნაწარმოებებზე ზოგი იკონოგრაფიული თემის იდენტობამ და ზოგი სიუჟეტის ნათესაობამ შესაძლებელი გახადეს დაგვედგინა უწყვეტობა მოძრაობისა რომელსაც ზოგჯერ მივყავართ აზიის კულტურათა თავდაპირველ,საწყის წყაროებამდე.
პოტიემ//Pottier// აღწერა საოცარი ისტორია პირუტყვისა რომელიც გაჩნდა რა ბიბლიურ ხანასა და რეგიონებში მრავალჯერ ჩნდება ისევ სხვადასხვა ხანაში და ადგილებში და ათასწლეულების შემდეგ ისევ ზუსტად იგივე სახით გაჩნდა ერთი რომანული ეკლესიის რელიეფზე.
სულ ბოლო ხანს ბერნჰაიმერმა //Bernheimer// ისევ მოკიდა ხელი ამ საკითხებს და სცადა მთელი რომანული ქანდაკების ცხოველურ გამოსახულებათა შექმნის ეტაპების დადგენა.
ბრეჰიერმა ჩათვალა რომ რომანული ქანდაკების ცხოველური რეპერტუარი მე-12 საუკუნის დეკორს აკავშირებს აზიურ ხელოვნების ნაწარმოებებთან.
სტრიგოვსკიც // Strzygovski// ბევრს ლაპარაკობს აღმოსავლური სამყაროს წვლილზე დასავლური სამყაროს კულტურაში.
ამ და სხვა გამოკვლევებმა აჩვენეს რომანული ხელოვნების მოტივების იზოლირებული თუ უწყვეტი კავშირები აზიური ხელოვნების მოტივებთან.
მათ გზა გაუხსნეს ახალ გამოკვლევებს რომლებიც ფართოვდება და ღრმავდება ძველი აღმოსავლეთის შესახებ ცოდნის გაფართოებისა და გაღრმავების კვალდაკვალ....
რომანული ქანდაკების აღმოსავლური საწყისები შეიძლება წარმოდგეს მრავალი ასპექტით.
პირველ რიგში იქაა ზოგი თემის და მოტივის თანხვედრა და ასევე სტილების და შემოქმედებითი ტექნიკის საკითხი.
"გავლენის" მთელი პრინციპი რთულია. ერთი ხელოვნების ელემენტები არ გადაეცემა მექანიკურად ძეგლების ერთი ჯგუფიდან მეორეს. არის შერჩევა,ინტერპრეტაცია,ადაპტაცია.
სხვა სამყაროში შეტანილი მოტივები არ რჩებიან უცვლელად. ისინი მდიდრდებიან,ხშირად გარდაიქმნებიან და ერთვებიან სხვა ციკლში.
ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროს გარეგნულ კონტაქტებს წინ უსწრებს უფრო მჭიდრო,უფრო საიდუმლო და უფრო ღრმა კავშირები რომლებიც ამზადებენ და განაპირობებენ ფორმათა შეღწევას.
მაშ არაა საკმარისი იზოლირებული ხატების უბრალო გადაცემის დადგენა,
ყველაზე მნიშვნელოვანია არა მარტო ორი მხატვრული რეპერტუარის მსგავსების დადგენა,არამედ მათი წარმომშობი ხერხების ერთმანეთისგან გამომდინარეობა და ანალოგია.
ჩვენ ვიკლევთ ამ დიდი საკითხის ერთადერთ ასპექტს-რომანულ ქანდაკებაში ორნამენტალური სტილისტიკის საწყისებს....
მე-12 საუკუნის რელიეფთა მორფოლოგიის კვლევას და ამიერკავკასიაში გაკეთებული ზოგი დაკვირვებას ერთის მხრივ და დასავლეთში მრავალი აშკარად აღმოსავლური ,ორნამენტის ტექნიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული თემის არსებობას მეორეს მხრივ ჩვენ მივყავართ აღმოსავლეთის ძველ ხელოვნებათა ცნობილ წყაროებამდე. ჩვენ აქ ვაქვეყნებთ ამ კვლევის შედეგს....
აღმოსავლეთის ხელოვნება უძველესი ხანიდან იყენებდა ფიგურათა გეომეტრიულ კომპოზიციას. ის თავიდანვე აღიარებდა აბსტრაქტული ფორმების შემოქმედებით მნიშვნელობას და და მისი ყველა პირველი მოტივი გამოსულია მათი კომბინაციებიდან.
კერამიკის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი თავიდან არის ელამში,
ტეპეში,მუსიანში და სუზაში და ბოლო აღმოჩენებმა დაადასტურეს მისი გავრცელება მთელ დასავლეთ აზიაში სპარსეთის ყურიდან,პერსეპოლისიდან, შუამდინარეთიდან ზემო სირიამდე. ყველგან გავრცელებულია ეს ტექნიკა.
შემკულობა ამ კერამიკისა,რომელსაც ეწოდა სუზას პირველი სტილი ეფუძნება მხოლოდ გეომეტრიულ ფიგურებს,სამკუთხედებს,რომბებს,ზიგზაგებს,კონცენტრულ წრეებს, ტეხილ ხაზებს,ტოლმკლავა ჯვრებს, X-ის მსგავს ჯვრებს,სვასტიკას,ამა გარდა ვხედავთ შაშის დაფის მსგავს ნახატს რომელიც ფართოდ გავრცელდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგ ხელოვნებაში.
უკვე ძალიან მყარი და რთული მეცნიერება ავითარებს მოტივების მრავალფეროვნებას. ის არ იფარგლება აბსტრაქტული ფიგურებით, ის იყენებს მცენარეულ მოტივებსაც// შტო,ხე,ფოთლები,ვარდულები,ცხოველურ მოტივებსაც // მტაცებლები,მფრინავი ფრინველები,ქვის ვერძებს,ხვლიკებს, და ა.შ,//. ჩანს ადამიანიც.
ყველაფერი ეწერება ზოგად გეომეტრიულ დეკორში და ორნამენტული ფორმის წყობაში.
აბსტრაქტული ფორმა და ცოცხალი ხატი ერთიანდება ერთსა და იმავე ნახატში. ვერძის გაზრდილი რქები შემოხაზავენ წრეს,მისი გამარტივებული სხეული მათი წვერებით გაერთიანებულ ორ სამკუთხედს,უზომოდ დაგრძელებულ კისრებიანი ფრინველები ქმნიან ზიგზაგების სერიას.
მკაცრად გეომეტრიული ხერხი შლის და ისევ აწყობს ცოცხალ ხატს. ის მას უმორჩილებს ფიგურების რეგულარობას.
პერსონაჟები და პირუტყვი იძენენ პარადოქსულ სახეს. თვითონ ისინი იქცევიან გეომეტრიად. სიმეტრიის და ერთიანობის საჭიროება წარმოშობს ორთავა მონსტრებს -ორი ვერძი გაერთიანებული ორთავიან ერთ სხეულად. განმეორების სურვილი ზრდის ოთხფეხთა კიდურების რაოდენობას,რაც იძლევა ცხოველ-სავარცხელს,ერთგვარ ფანტასტიურ ათასფეხას.
ზუსტად ასევე ეპყრობიან ადამიანსაც. მას აშორებენ თავს,ცვლიან მისი ნაკვთების და ანატომიური ნაწილების სახეს. ქმნიან სხვადასხვა ორნამენტალურ ფიგურას. მხატვარი მრავალჯერ იმეორებს სხეულების და ხელების სამკუთხედებს,მათ ადებს ერთმანეთზე და აბამს მათ ერთმანეთს,რითაც ქმნის ახალ სახეს. უცნაურ ორნამენტებს ქმნიან მოგლეჯილი ხელებიც და ფეხებიც. ვერაფერი ვერ არიდებს თავს ამ მეტამორფოზას. ...
მთავარია აბსტრაქტულის და ცოცხალის მჭიდრო კავშირი.
აზიური ცივილიზაციის უძველესი პერიოდიდან ჩანს ელემენტები სტილისა რომელსაც შეუძლია სიცოცხლის მთელი მრავალფეროვნებისთვის იმპერსონალური და სქემატური ფორმების მიცემა,რომელიც გეომეტრიული ფიგურების მსგავსად ქმნის და აერთებს პერსონაჟების და ცხოველების სხეულებს და რომელიც ახდენს ხატოვანი მასალის დეფორმაციას.
ამ პრინციპებზე დაფუძნებით ვითარდება ძველი აზიის მონუმენტთა მთელი ჯგუფი.
უკვე სუზას პირველ სტილში გამოვლენილი ეს სხვადასხვა ხელოვნება ჩანს შესანიშნავი ერთიანობით და ამავე დროს ისინი ინარჩუნებენ შინაგან მრავალფეროვნებას.
შუმერული ხელოვნება და მისგან გამომდინარე ხელოვნებები მუშაობენ ერთსა და იმავე ფონდზე. ისინი ცვლიან ზოგ ელემენტს,მაგრამ რჩებიან ერთგულნი რეპერტუარისა რომელსაც რელიგიურად მიაგებენ პატივს და რომელიც მოაქვთ ნაკლებად შორეულ ხანამდე.
ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ზოგი ფორმა რომლებსაც აქვთ უფრო რთული მექანიზმი ვიდრე სუზას პირველ დეკორს.
იქ ვხედავთ იგივე ლექსიკონს და ფიგურათა იგივე სისტემას რომლის განვითარებასაც ჩვენ თვალი გავადევნეთ რომანულ ქანდაკებაში. იქ თითქოს ერთი და იგივე პრინციპის შესაბამისად ჩნდებიან და ერთმანეთს უკავშირდებიან ერთი და იგივე მოტივები. ისინი ერთმანეთს ებმიან ერთნაირი სიზუსტით,იცვლებიან ერთი და იგივე წესების შესაბამისად და ქმნიან მრავალი თვალსაზრისით მსგავს თუ იდენტურ რეპერტუარს...
რომანულ ქანდაკებაშიც და აზიურ ხელოვნებებშიც ცხოველთა კომპოზიცია ხშირად მისდევს ერთსა და იმავე ნახატს. ფრინველზე იქნება ლაპარაკი,ოთხფეხზე თუ ფანტასტიკურ ცხოველზე,მათი სხეულები მისდევს ერთსა და იმავე მრუდს. სხეული აღიმართება,კისერი გრძელდება,იწევს უკან ან წინ. ისინი ყველანი ეწერებიან ერთსა და იმავე სილუეტში...
დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ვხედავთ როგორც ერთსა და იმავე ზოგად სქემას ისე ხშირად ერთსა და იმავე ანატომიურ დეტალებს,ერთსა და იმავე ცხოველებს.
ასე მაგალითად ნახევრად თევზი ნახევრად ადამიანი სირენა ჩანს როგორც საბეჭდავებზე ისე კომპოსტელას წმინდა იაკობში //Saint Jacques de Compostelle//.რიპოლიში,ვეზელი ში.
ასურულ ბეჭედზეც და პუატიეშიც და მოდენშიც ვხედავთ ოთხფეხს რომლის სხეულიც მთავრდება თევზის თუ გველის კუდით.
აზიურ ხელოვნებაში ესოდენ ხშირი ადამიანისთავიანი ოთხფეხი ისევ ჩნდება ვილაგრასაში,ესპანეთში. ბევრია სხვა მსგავსი მაგალითიც.
მე-12 საუკუნის კაპიტელი |
როგორც ძველთაძველ აზიურ ისე ევროპულ რომანულ ხელოვნებაში ვხედავთ ფიგურების გადაჯვარედინებას. ვერძთან გადაჯვარედინებულ თხას,ლომს რომელიც უტევს ხარს,ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ცხოველების თემა მეორდება მუდამ. ვხედავთ ლომებს,ადამიანისთავიან ხარებს,სხვადასხვა ოთხფეხი ხშირად აღწერს ერთსა და იმავე ფიგურას და მათი რელიეფი ზოგჯერ იღებს მონუმენტურ ფორმას....
ვხედავთ უცნაურ კომპოზიციებს. ორი თავი ერთიანდება და ჩნდება ორსხეულიანი და ცალთავიანი მონსტრი. მიკენის ერთ ქვაზე სუზას ლომები გადაიქცევიან მრავალსხეულიან და მრავალთათიან ქიმერად.კერკუკის ერთ თიხის ფირფიტაზე ორი ირემი ქმნის ერთ ცხოველს. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ ბეჭედზე ერთმანეთთან მებრძოლ სირენებს აქვთ ერთი თავი.
მონსტრების შექმნა იგივე ეტაპებს გადის რომანულ ქანდაკებაში. ფანტასტიკური ანატომიას ქმნის სიმეტრიული ცხოველების თავების შერწყმაც.
ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ნათესაობა. ეს უფრო მეტია ვიდრე ტექნიკის უბრალო დამთხვევა.
მეტამორფოზების მექანიზმი ერთი და იგივეა აზიაში და ევროპაში....
ესტანის და ენაის წმინდა მარტინის გამოსახულებები ახლოსაა ასურულ თუ ურის გამოსახულებებთან.
კავკასიური ბრინჯაოს გამოსახულებები შეიძლება დაუახლოვდნენ ევროპული Saint-Paul les-Dax-ის მონსტრს.
ძველი აზიის ძეგლებსაც და ევროპის რომანულ ეკლესიებსაც შეესია ხან ნორმალური და ხან ფანტასტიკური ფაუნა. ორნამენტალური კომპოზიციების გვერდით ვხვდებით ერთმანეთთან მებრძოლ თუ ერთმანეთზე მიყუდებულ ცხოველთა ფიგურებს. არის ერთმანეთის მდევარი და ერთმანეთის მსანსლავი ცხოველებიც. მათი ფორმულა არ ექვემდებარება იოლად წასაკითხ გეომეტრიას.
საკმარისად ბევრჯერ და დასაბუთებულად აჩვენეს ასეთ ევროპულ გამოსახულებათა,ისევე როგორც გრიფონის,სირენის,ადამიანისთავიანი ხარის, დრაკონის ევროპული სახეების აღმოსავლური წარმომავლობა. ...
იკონოგრაფიული თანხვედრები:
ასურული იკონოგრაფიის ზოგი მოტივი ჩანს მე-12 საუკუნის მრავალ ევროპულ რელიეფზე.... მრავალ მოტივს შორის ყურაღებას იპყრობს ოთხფეხის დამამარცხებელი გილგამეშის გამოსახულება რომელსაც ვხედავთ როგორც მაგალითად კერკუკის სტილის ერთ-ერთ ცილინდრზე ისე პავიის წმინდა მიხეილის ეკლესიის ფასადზე....
პავიის წმინდა მიხეილის ეკლესიაზე ვცნობთ ზოგ დეტალ ოთხფეხთა იმ
ბრძოლისა რომელსაც ვხედავთ ურის // შუამდინარეთი// მეფის აკლდამის
ერთ-ერთ ფილაზე....
შუამდინარული ლაბარტუ ამ ლაბართუს მაგავსი პერსონაჟების ნახვა შეგვიძლია ნაზარეთის რომანულ კაპიტელებზე... |
No comments:
Post a Comment