5.01.2012

ძველთაძველ და ლამაზ სირიაზე ცნობისმოყვარე ევროპელებისთვის-3:


ჰარუნ არ რაშიდი და 1001
 ღამე
მთავარი პროვინცია:

661 წელს, მუჰამედის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, მაჰმადიანთა იმპერიის დედაქალაქი გადავიდა დამასკოში. სირია ერთი საუკუნით გახდა ომეიადთა დინასტიის ხელისუფლების ცენტრად,რაც რა თქმა უნდა გააადვილა ქრისტიანთა დაყოფამ ერთმანეთს გადამტერებულ ჯგუფებად.

 გაბრიელ ლარტიეზ-გროს არაბეთიდან პირველად წასული მაჰმადიანური ხელისუფლება გადავიდა სირიაში.

 ჰიჯრას დროს მუჰამედის მიმღები მედინა ახალი ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად დარჩა 660 წლამდე.

 661 წელს დამასკოში, მის ერთგულ მხარდამჭერ სირიაში დარჩენა გადაწყვიტა ხალიფა ალისთან (656-660) გამართულ სამოქალაქო ომში გამარჯვებულმა სირიის მმართველმა მუავიამ.

დამასკო გადაიქცა ექსპანსიის გზაზე დამდგარი ისლამური იმპერიის ახალ დედაქალაქად...

ომეიადების ხალიფატმა აპოგეას მიაღწია  აბდ ალ-მალიკის (685-705) და მისი შვილი ალ-ვალიდის (705-715) დროს.  პირველმა არაბული ენა აქცია ადმინისტრაციის ენად,მოჭრა პირველი ისლამური ფული. ისინი აშენებენ დღესაც არსებულ პირველ ისლამურ შენობებს-სამივე ისევ ბიზანტიურ მხატვრულ ენაზე: კლდის გუმბათი და მიზგითი ალ აქსა იერუსალიმში და დამასკოს მიზგითი (იმდროინდელი სირია მოიცავდა დღევანდელ ლიბანსაც,იორდანიასაც,პალესტინასაც).
პარადოქსულია მაგრამ ეს აპოგეა საბოლოო ანგარიშით ფატალური იყო სირიისთვის. ერაყის განიარაღებამ და სირიელ ტომთა დამორჩილებამ შეანელეს დაპყრობები.

კონსტანტინეპოლის წინაშე არაბთა მარცხის (717-718) შემდეგ იმპერიამ არჩია თავდაცვის სტრატეგია და ასე გაგრძელდა სამი შემდეგი საუკუნე.

ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს საზღვრებმა: ჯერ ჩრდილოეთის საზღვარმა (კავკასია და აზერბაიჯანი),შემდეგ,745-750 წლებში,აღმოსავლეთის საზღვრებმა (ხორასანი და შუა აზია) რომლებიც დაამხობენ ომეიადებს და ხელისუფლებაში მოიყვანენ აბასიდებს; და ბოლოს დასავლეთის საზღვარმა ( ესპანეთი და მაღრიბი) რომელიც აღადგენს ომეიადების ხელისუფლებას კორდოვაში.

ჰარუნ ალ რაშიდს აძლევენ საჩუქრებს
750 წლის შემდეგ სირია გადაიქცა აბასიდთა იმპერიის პროვინციად. 796-808 წლებს შორის სირიაში,რაქაში დამკვიდრდება ჰარუნ ალ-რაშიდი; დამასკოს დედაქალაქის როლს 858 წელს დაუბრუნებს მუტავაკილი...მაგრამ მხოლოდ 38 დღით. ნამდვილ სუვერენულ ძალაუფლებას სირია დაიბრუნებს მხოლოდ XII საუკუნეში.


ან-მარი ედე, სალადინ სირიელი:

დიდ სალადინს დღეს თავისიანად თვლიან სირია,ეგვიპტე და ერაყი,მაგრამ თვითონ სალადინის გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სირიას.

«სალადინს უყვარდა დამასკო და რეზიდენციად ყველაზე მეტად ის ერჩია», წერდა კადი იბნ შადადი მისი მბრძანებლის ბიოგრაფიაში.

სალადინმა თავისი მეფობის დიდი ნაწილი გაატარა ეგვიპტეშიც,სირიაშიც და ზემო შუამდინარეთშიც,მაგრამ მას ძალიან უყვარდა სირია ანუ «ბილად ალ შამ»,რომელიც იმ დროს მოიცავდა როგორც სირიულ სახელმწიფოს თავის თანამედროვე საზღვრებში ისე დღევანდელ ლიბანს,იორდანიას,პალესტინას და იზრაელს.

სალადინმა მრავალჯერ თქვა რომ უყვარს სირია და განსაკუთრებით მისი დედაქალაქი. ერთ ეგვიპტელს,რომელიც ჩიოდა რომ სალადინმა მიატოვა ეგვიპტე, სალადინმა უპასუხა რომ მისი აზრით ვერაფერი შეედრებოდა დამასკოს პეიზაჟებს,ბაზრებს,ხილს და არხებს,განა თვითონ მუჰამედმა არ თქვა რომ სირია არის «საუკეთესო ქვეყანა სადაც ღმერთი წაიყვანს თავის საუკეთესო თაყვანისმცემლებს»?

ყურანში (XCV,1) არაპირდაპირ ნახსენებმა სირიის დაპყრობამ თავისი კვალი დაამჩნია ისლამის საწყის ხანას.  სირიაში ცხოვრობდა მუჰამედის მრავალი თანამებრძოლი და სირია ამაყობდა იმით რომ მასში იყო ისლამის მესამე წმინდა ქალაქი იერუსალიმი.

იმხანად რეგიონის მნიშვნელობას განსაზღვრავდა ის თუ რას ამბობდნენ მის შესახებ ღმერთი (ყურანი), და წინასწარმეტყველი მუჰამედი,თუ როგორი იყო რეგიონის როლი ისლამის საწყის პერიდში.

თავისი    ერთგული ადმინისტრატორი ალ-ფადილისთვის მიწერილ წერილში სალადინი კიდევ უფრო შორს წავიდა და თავისი კარიერის ეგვიპტური ფაზა შეადარა «თავგადასავალს კახპასთან (ეგვიპტესთან) რომელმაც სცადა მისი მოშორება მისი ერთგული მეუღლისგან (სირიისგან)»...
სალადინის აკლდამა დამასკოში

მაგრამ განა შეიძლება ლაპარაკი სირიელ სალადინზე? ამაზე შეიძლება გვაფიქრებინოს 1993 წელს დამასკოში გარდაცვლლილი სალადინის საფლავზე ომეიადთა მიზგითის ჩრდილოეთით (დამასკოში) მნახველებისა და მლოცველების სიმრავლემ. ერაყში დაბადებულმა სალადინმა ბავშვობა და სიყმაწვილე სირიაში გაატარა.

მაგრამ ეგვიპტე დარჩა მისი იმპერიის პოლიტიკურ ცენტრად. სწორედ ეგვიპტე აძლევდა ყველაზე ბევრ მეომარს მის ჯარებს, ყველაზე მეტ გემს მისი ფლოტისთვის,ფულს ბრძოლებისთვის. ეგვიპტე იყო აგრეთვე,სალადინის ოქროს ფულის ემისიის ერთადერთი ადგილი. გამონაკლისი იყო ფრანკთა დამარცხების აღსანიშნავად 1187 წელს დინარის მოჭრა დამასკში.

 სალადინს, მაშ, თავისიანად თვლიან ერაყიც, ეგვიპტეც, სირიაც, ქურთებიც.

1987 წელს, ჰატინთან ფრანკების დამარცხების 800 წლისთავზე ამ მოვლენის აღსანიშნავად ერთდროულად სამი კოლოკვიუმი გაიმართა ბაღდადში,ქაიროში და დამასკში.

1992 წელს ჰაფეზ ასადის დროს სალადინის იმპოზანტური ქანდაკება აღიმართა დამასკოს ციტადელის ფერხთით. ერაყში სადამ ხუსეინი მუდამ იყენებდა სალადინის სახელს ოფიციალური პროპაგანდისთვის.

დღეს არაბულ სამყაროში სალადინს პატივს მიაგებენ როგორც არაბულ-მაჰმადიანური სამყაროს ხელახლა გამაერთიანებელს და ფრანკთა დამამარცხებელს. ბევრისთვის ისაა იზრაელის და საზოგადოდ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.
 (გაგრძელება იქნება).
// ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ უკვე ნახსენებ ფრანგულ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში «ისტორია»//.

No comments: