5.02.2012

ძველთაძველ და ლამაზ სირიაზე ცნობისმოყვარე ევროპელებისთვის-4:

დიდი სირიის დაყოფა 1916 წელს  
საიკს-პიკოს შეთანხმებით
ელისაბეტ პიკარი, სულ უფრო და უფრო პატარა სახელმწიფო:
1900 წელს სირიის ტერიტორიებია ოსმალეთის პროვინციები ალეპო, დამასკო, ტრიპოლი და საიდა. ნაციონალისტებს სურთ დამასკოს ირგვლივ ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე ყველა არაბული პროვინციის გაერთიანება.
ესაა ოცნება დიდ სირიაზე ანუ ბილად ალ-შამზე («დამასკოს ქვეყანა).
1918 წელს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ფრანგები ითხოვენ მანდატს სირიულ პროვინციებზე,კილიკიის და პალესტინის ჩათვლით. პალესტინა ბოლოს და ბოლოს დარჩება ინგლისელებს რომლებიც ასევე მიიღებენ ერაყს და ტრანსიორდანიას.

საფრანგეთს მოუხდება კილიკიის დათმობაც თურქების სასარგებლოდ.

სირია დააქუცმაცეს ხუთ სახელმწიფოდ,რომელთა შორის იყო ლიბანიც. ანტაკია (ანტიოქია) და მისი რეგიონი 1939 წელს დაუთმეს თურქეთს.

1943 წლიდან დამოუკიდებელი სირია კარგავს 1967 წელს იზრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანს.

სირიაში,როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეკოლონიზაციიდან წარმოქმნილ სხვა ქვეყნებში,ნაციონალიზმი წინ უსწრებდა გარკვეული საზღვრების და ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. თვითონ ეს ჩამოყალიბება წინ უსწრებდა 1943 წლის დამოუკიდებლობას,იმდენად რომ სირიული საზოგადოება მნიშვნელოვანწილად დარჩა ამ პროცესის მიღმა. ამის მიზეზი იყო საზოგადოების წინააღმდეგობრივი წარმოდგენები ( არაბული ნაციონალიზმი თუ სირიული ნაციონალიზმი).

ნაციონალიზმი დღესაც არის ერებად ჩამოყალიბების მსურველ ლოკალურ ჯგუფებს შორის არსებული დაძაბულობის წყარო.

1820-1920: სირიის გაღვიძება :

«დამასკოს ქვეყანა» ( ბილად ალ-შამ) ანუ დიდი სირია ჯერ ითხოვდა დეცენტრალიზაციას,შემდეგ ავტონომიას და ბოლოს დამოუკიდებლობას. ოსმალეთის იმპერიის სამფლობელოებიდან ერთ-ერთი ბოლო განთავისუფლდა სირია. ეგვიპტისგან განსხვავებით ალეპო,დამასკო,ტრიპოლი და საიდა 1918 წლამდე ფაქტიურად დარჩნენ ოსმალეთის შემადგენლობაში.

XIX საუკუნეში ლოკალურმა ელიტებმა დაიწყეს დიალოგი ქაიროს ინტელექტუალებთან და მოგზაურობა ევროპაში.

სირიულ საზოგადოებას თავისი სპეციფიური მეობა და თავისი ჩამორჩენა დაანახვეს უცხოელთა სამხედრო ჩარევებმა სირიაში (ნაპოლეონი 1799 წელს,ეგვიპტის მეჰმეტ ალი 1831 წელს,ევროპელები 1843 და 1860 წლებში) და ახალმა ინვესტიციებმა (რკინიგზა,ბანკები...).

სირიული ეელიტები მაშინ პრესის მეშვეობით დიდ ყურადღებას დაუთმობენ არაბულ კულტურას და ისტორიას.

ზოგი სასულიერო პირი,მაგ.ტრიპოლელი რაშიდ რიდჰაა და ალეპოელი აბდერაჰმან კავაკიბი შეეცდებიან ისლამის რეფორმას.

ყველა რელიგიური კონფესიის ინტელექტუალები ცდილობენ ქვეყნის მოდერნიზაციას.

ბუტროს ალ ბუსტანიმ და სხვა ინტელექტუალებმა ისევ დაიწყეს უკვე ანტიკურ ხანაში გავრცელებული ცნება «სირიის» ხმარება. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში ალაპარაკდნენ «სირიულ სამშობლოზე».

ამ კულტურულ «აღორძინებას» თან ახლდა პოლიტიკური მობილიზაცია.

სირიის პირველ ნაციონალისტებს სურდათ ოსმალეთის არაბულენოვანი პროვინციების (ხმელთაშუა ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის,ე.ი.არაბული აღმოსავლეთის,მაშრიყის) დამასკოს ირგვლივ გაერთიანება. 

მათ სურდათ სულთანის « დესპოტური» ხელისუფლების შეცვლა რელიგიური,ეთნიკური და რეგიონალური მრავალფეროვნებისკენ გახსნილი ლიბერალური რეჟიმით.

ღიად თუ საუდუმლოდ მათ შექმნეს პარტიები რათა მოეთხოვათ დეცენტრალიზაცია.  ამის საპასუხოდ დამასკოს ოსმალთა გუბერნატორმა ჯამალ ფაშამ ჩაატარა სასტიკი რეპრესიები:

1915 წელს ბეირუთში სიკვდილით დასაჯეს სირიის ავტონომიის 23 მომხრე.

პირველი მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე ავტონომიისკენ მისწრაფება გამოიხატა მუჰამედის შთამომავალთა, მექას წმინდა ადგილების მცველთა ჰაშიმიტთა დინასტიის არაბული სამეფოს პროექტში. მათ მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი.

1915 წელს ბრიტანეთის კომისარი ეგვიპტეში გენერალი მაკმაჰონი მექას შერიფ ჰუსეინს დაპირდა არაბულ დამოუკიდებლობას თუ კი ის და მისი შვილები დაუჭერდნენ მხარს დიდ ბრიტანეთს გერმანულ-თურქული ღერძის წინააღმდეგ.

მაგრამ იმ დროს როდესაც არაბები ანჯღრევენ ოსმალურ უღელს,ევროპელები პარალელურად იწყებენ იმპერიის დაშლას.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ლორდ ბალფური 1917 წლის ნოემბერში ამხნევებს  პალესტინაში ებრაული ეროვნული კერის შექმნის პროექტს.

პალესტინა ხმელთაშუა ზღვასა და იორდანეს შორის არსოდეს იქნება სირიული პოლიტიკური ერთეულის ნაწილი,მიუხედავად იმისა რომ დამასკოს ლიდერები მოითხოვენ პალესტინისთვის «სამხრეთ სირიის» დარქმევას.

დიდი ბრიტანეთს და საფრანგეთს უნდოდათ მათი კოლონიული იმპერიების გაზრდა და გაძლიერება და ამიტომ მათ დაამსხვრიეს ბილად ალ შამის, «დამასკოს ქვეყნის» ერთიანობა.  

1916 წელს,ბალფურის დეკლარაციამდე ერთი წლით ადრე, ფრანგმა დიპლომატმა ფრანსუა ჟორჟ-პიკომ და ბრიტანელმა დიპლომატმა მარკ საიკსმა  რუსეთის თანხმობით ჩუმად მოილაპარაკეს ოსმალეთის იმპერიის არაბული პროვინციების ერთმანეთში გაყოფაზე.


ამ შეთანხმებამ ბილად ალ შამი ანუ დამასკოს ქვეყანა დააქუცმაცა სირიად,ერაყად, ლიბანად და პალესტინად და ბრიტანეთის და საფრანგეთის სამართავ ზონებად.
მათ რეგიონის რუკაზე სვადასხვა ფერით აღნიშნეს ბრიტანეთის და საფრანგეთის უშუალო კონტროლის თუ გავლენის ზონები.


შეთანხმებას ეწოდა საიკს-პიკოს შეთანხმება.

ერთი წლის შემდეგ კი პოლკოვნიკი «არაბეთის» ლოურენსის დახმარებით ჰუსეინის შვილმა ამირა ფაისალმა მოიგერია ოსმალეთის ჯარები ჩრდილოეთისკენ და 1918 წლის ოქტომბერში დაიპყრო დამასკო.

მთელი ბილად ალ-შამის წარმომადგენელთა ყრილობამ ის 1920 წლის მარტში აირჩია სირიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეფედ. ყრილობაში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ შუამდინარეთის წარმომადგენლებიც.

თითქოს ახლოვდებოდა დიდ სირიაზე ოცნების განხორციელების დრო.

მაგრამ ფაისალის სამეფო ეფემერული იყო:

სან რემოს სამშვიდობო კონფერენციაზე,1920 წლის 24 აპრილს,არაბული ტერიტორიები ხმელთაშუა ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის მანდატების სახით მისცეს ომში ორ დიდ გამარჯვებულს.


საფრანგეთმა მიიღო სირია,მაშინ როდესაც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო პალესტინა და რეგიონები რომლებიც გადაიქცნენ იორდანიად და ერაყად.

სამხედრო სისუსტემ პარიზს არ მისცა ჩრდილოეთ შუამდინარეთზე,მოსულზე, თავისი პრეტენზიების დაცვის საშუალება (საუკუნის დასაწყისში იქ ნავთობი აღმოაჩინეს).

ფაისალის და არაბი ნაციონალისტების დროშით გაწეული წინააღმდეგობის დასაძლევად და რეგიონის დასაუფლებლად საფრანგეთმა მიმართა სირიის ტერიტორიის დაშლა-დაქუცმაცების სტრატეგიას.


1920 წლის ივლისში საფრანგეთმა მაისალუნთან,ბეირუთიდან 50 კილომეტრის მოშორებით დაამარცხა ფაისალის მცირერიცხოვანი არმია,დააძალა სირიისგან გამოყოფილი ლიბანის სახელმწიფოს შექმნა და დაეხმარა ლიბანის მარონიტ ქრისტიანებს. 


სირიის სივრცე დაიყო  «სახელმწიფოებად» რომლებსაც უშუალოდ მართავდნენ სამხედრო და საერო ხელისუფალნი. ოფიციალურად ლაპარაკი იყო დროებით მფარველობაზე დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე: დამასკოს და ალეპოს «სახელმწიფოები» ( 1925 წელს შეიქმნა მათი ფედერაცია),სამხრეთით დრუზების ჯებელი და ალაუიტების სახელმწიფო სანაპირო ზონაში, მთიანი ზღუდე რომელიც გამოყოფს სხვა სახელმწიფოებს ზღვიდან.


1920-1921 წლებში თურქ ნაციონალისტებთან შეჯახებების შემდეგ საფრანგეთმა უარი თქვა კილიკიის რეგიონის სირიაში ჩართვაზე.

1920 წელს ბეირუთში საფრანგეთის კომისარის დამკვიდრებისთანავე სირიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა განაახლეს ბრძოლა საფრანგეთის წინააღმდეგ. მას რეგიონალისტურ მოძრაობაზე დაყრდნობით ხელმძღვანელობდნენ ქალაქური ელიტები.

ბეირუთში ადმისტრაციასთან რთული მოლაპარაკებების შემდეგ მათ 1936 წელს მიიღეს დამოუკიდებლობის ტრაქტატი რომელიც განხორციელდა 1943 წელს.

სირიის არაბული რესპუბლიკა გამოცხადდა 1946 წლის აპრილში.

1920:დიდი ლიბანი :

არაბმა ნაციონალისტებმა ვერ გააერთიანეს დიდი სირია და მათი მარცხის სიმბოლოა 1920 წლის სექტემბერში სახელმწიფო დიდი ლიბანის შექმნა.

დიდი ლიბანი არის ცაკლე პოლიტიკური ერთეული რომელიც ასევე საფრანგეთისგან მიიღებს დამოუკიდებლობას 1943 წელს.

მაგრამ ეს ერთეული ეწყობა ლიბანის მთის,ტრიპოლის,ბეირუთის და საიდას ზღვისპირა ველების და ბექაას ველის ირგვლივ. არადა ეს ტერიტორიები ისტორიულად იყო ოსმალეთის დამასკოს გუბერნიის ნაწილი.

სირიამ დაკარგა სანაპირო რეგიონების 10 000 კვადრატული კილომეტრის,ბეირუთის და ტრიპოლის პორტების,დამასკოსთვის და ჰომსისთვის ზღვაზე გასასვლელის დაკარგვა ძალიან მძიმე იყო. რომ არ გაგუდულიყო, არსებობისათვის სირიას სჭირდებოდა ლიბანის ტყუპისცალ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა.

სირიის აგრარული და ინდუსტრიული ეკონომიკა ავსებს ლიბანის ვაჭრულ და საბანკო ეკონომიკას. ორი ქვეყნის საზოგადოებები ახლოს არიან ერთმანეთთან ლინგვისტურად და კულტურულად,მათ აქვთ საერთო წარსული,ერთი და იგივე ოჯახური და კლანური სტრუქტურები. სირიაშიც და ლიბანშიც არსებობდა რელიგიური და კონფესიური პლურალიზმი.

შიდა ველის სავაჭრო ქალაქები ალეპოდან დერაამდე საუკუნეების მანძილზე ვაჭრობდნენ სანაპიროს ქალაქებთან ალექსანდრეტტასთან ტირამდე, მეტიც,ჰაიფამდე და იაფამდე. მათი საზოგადოებები ქორწინებათა მეშვეობით ენათესავებოდნენ ერთმანეთს. 


1920-1943 წლებში როგორც სირიაში ისე ლიბანში(განსაკუთრებით უმთავრესად მაჰმადიანებით დასახლებულ რეგიონებში) აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ ლიბანის გამოყოფას სირიისგან.

ერთიანობის მოთხოვნა განუწყვეტლად აერთიანებდა ბრბოებს «უნიტარისტი» პოლიტიკური ოპოზიციის ირგვლივ. ეს «უნიტარისტები» კი არ სცნობენ ცალკე ლიბანის სახელმწიფოს არსებობას.

ამ «უნიტარული» პარტიების გვერდით 1932 წელს გაჩნდა სირიული სოციალ ნაციონალისტური პარტია,რომელიც ბეირუთში დააარსა ანტუნ საადემ. ფრანგულად ის უფრო ცნობილია როგორც « სირიის სახალხო პარტია».

ამ მოფაშისტო პარტიის მიზანია მრავალფეროვანი და საერო დიდი სირიის შექმნა.  ამ დიდმა სირიამ უნდა მოიცვას ფრანგული მანდატის ქვეშ მყოფი სირია და ლიბანი,ბრიტანული მანდატის ქვეშ მყოფი პალესტინა და ტრანსიორდანია,მეტიც,კვიპროსი და ერაყი.

მაგრამ ფრანგული მანდატის ჩრდილში და შემდეგ დამოუკიდებლობათა პირველ წლებში მმართველი ქალაქური ლიბერალური ელიტები შეეგუენ ერთმანეთისგან გამოყოფილი სახელმწიფოების არსებობას და ლიბანის და სირიის ქალაქურ ლიბერალურ ელიტებს კარგად ესმით ერთმანეთისა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ კი დამასკოს ხელისუფლებას შეატყობინა რომ საფრანგეთი სირიის დამოუკიდებლობას აღიარებს იმ შემთხვევაში თუ კი სირია აღიარებს დიდი ლიბანის დამოუკიდებლობას.

1943 წელს ლიბანის ქრისტიანი და მაჰმადიანი ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ეროვნულ პაქტზე რომელიც გულისხმობს ხელისუფლების გაყოფას მარონიტებს და სუნიტებს შორის.

ერთი წლის შემდეგ,1944 წელს, სირია და ლიბანი არიან არაბული ლიგის დამფუძნებლებს შორის. ეს პაქტი კი ადგენს ლიბანის დამოუკიდებლობას.

ორი წარუმატებელი გადატრიალების წამომწყები სირიული სახალხო პარტია ლიბანში აკრძალეს 1962 წელს ( გაგრძელება იქნება). 

   ეს სტატია გამოქვეყნდა უკვე მითითებულ ფრანგულ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნქლში  "ისტორია"

No comments: