ჯონ ლოკი |
ასეთია როგორც ლუთერის ისე ადრერეფორმაციული ხანის იდეა.
შემდეგმა ფეოდალურ-მილიტარისტულმა ხანამ, მოულოდნელ სიკვდილთა საუკუნემ, საეჭვო გახადა სვინდისის და სიცოცხლის მეტაფიზიკური გაყოფა.
უკვე ციურიხელი რეფორმატორი ულრიხ ცვინგლი,რომელიც ბევრს ფიქრობდა დაქირავებული ლანდსკნეხტის ბედზე ( ლანდსკნეხტთა პრობლემა შვეიცარიის ძველი უბედურება იყო),მწვავედ სვავდა საკითხს იმის შესახებ რომ სისხლიანი შინაომის პირობებში მეტისმეტად ბევრი ადამიანი დაეჭვებული და ცოდვილი წყვეტს არსებობას.
ის ამტკიცებდა რომ ღმერთისგანაა როგორც სვინდისი ისე ამქვეყნიური ცხოვრების გარკვეული ხანგრძლივობა. ამ დროში სვინდისმა უნდა გაანათლოს სული. ანალოგიურ აზრებს გამოთქვამდნენ ლუთერის მოწაფე,დანიის ეკლესიის რეფორმატორი,პირველი რელიგიური ომების მოწმე იოჰან ბუგენჰაგენი და XVII საუკუნის მრავალი გერმანელი პიეტისტი.
შექსპირის დროისთვის კი სიცოცხლეს სულ უფრო და უფრო უყურებდნენ როგორც ღმერთის საჩუქარს რომლის განკარგვის უფლებაც არ აქვთ არც მის მფლობელს,არც სხვა ადამიანებს და არც ხელისუფლებას.
გვიანფეოდალური შინაომების ატმოსფერო აძლიერებს სიცოცხლის მნიშვნელობის განცდას, აჩენ ნებისმიერ ფასად მშვიდობის დამყარების სურვილს და ამავე დროს ადამიანები აცნობიერებენ რომ მათ აქვთ როგორც სვინდისის და რწმენის ისე სიცოცხლის მოუცილებელი უფლება.
სიცოცხლის უპირობო მნიშვნელობა არაა მის სიხარულებში და სიტკბოებაში...
მნიშვნელოვანი და ღირებულია უსიხარულო და აუტანელი სიცოცხლეც:
სიცოცხლე არის ცის მიერ მოცემული დავალება რომლის უგულვებელყოფის და გათელვის უფლება არა აქვს არც ცოცხალს და არც სხვა ადამიანებს თუ ყველა სხვა მხრივ სრულუფლებიან სახელმწიფოს.
სიცოცხლის როგორც საზოგადოების მიერ აღიარებული ინდივიდუალური მოვალეობის გაგება ისახება ნიდერლანდელ პროტესტანტებთან. მას იტაცებენ ინგლისელი ინდენპენდენტები და ის ცხად გამოხატულებას პოულობს ჯონ ლოკის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ კონცეფციაში. არც ერთმა ადამიანმა არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,ვკითხულობთ ჩვენ მის პირველ ტრაქტატში სახელმწიფოს მართვის შესახებ.
ყველა ადამიანი შექმნა ერთმა ყოვლისშემძლე და უსასრულოდ ბრძენმა შემოქმედმა; ყველა ადამიანი არის უზენაესი მბრძანებლის მსახური. ყოველი ადამიანი ამქვეყნად და მისი საქმისთვის გამოაგზავნა მან; ადამიანები არიან მათი შემქმნელის საკუთრება და მათი არსებობა უნდა გაგრძელდეს მანამდე სანამ სჭირდება მათ შემქმნელს და არა მათ».
ჰამლეტის სასტიკ,სასაფლაოს,მისტიკურ და ფანატიკურ ხანაში სიცოცხლის მნიშვნელობა ვერ იქნებოდა გაცნობიერებული ნაკლებად რიგორისტული ხერხით.
მაგრამ სწორედ ის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნორმათა იძულებით ხასიათზე და არა უბრალოდ ჰუმანურ გრძნობაზე დაფუძნებული სამართლებრივი შეგნების განვითარებისთვის.
(გაგრძელება და დასასრული იქნება).
No comments:
Post a Comment