ჰაფეზ ასადი ხვდება რიჩარდ ნიქსონს დამასკოს აეროპორტში 1974 წელს. |
1948 წელს იზრაელის შექმნამ და მისმა სამხედრო დაპყრობებმა ახალი სუნთქვა და ლეგიტიმურობა მისცა სირიულ უნიტარულ პროექტს.
ამჯერად ლაპარაკია დამასკოს ირგვლივ სირიულ, პალესტინურ, იორდანულ და ლიბანურ წინააღმდეგობათა გაერთიანებაზე და იზრაელის საწინააღმდეგოდ ერთიანი ფრონტის შექმნაზე ლიბანის სამხრეთი სანაპიროზე მდებარე ნაკურადან წითელ ზღვასთან მდებარე აკაბამდე.
ამ პროექტის დიდი სტრატეგოსი 1970-2000 წლებში იყო პრეზიდენტი ჰაფეზ ალ-ასადი. ითვლება რომ მისი მიზანი იყო არაბული ნაციონალისტური იდეოლოგიის საფარველით დიდი სირიის ხელახალი პოლიტიკური გაერთიანება.
მაგრამ 1967, 1973 და 1982 წლებში დამარცხებებმა იზრაელთან, იორდანიის და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის გადაწყვეტილებებმა სეპარატული ზავის დადების შესახებ და ყველაზე მეტად ლიბანელთა წინააღმდეგობამ 1975-2005 წლებში სირიის 30-წლიანი ყოფნის წინააღმდეგ სირია დატოვეს მის საზღვრებში.
მაგრამ სირიის და ლიბანის საზოგადოებათა და ხელმძღვანელთა კავშირები განმტკიცდა,მით უმეტეს რომ ლიბანის სამოქალაქო ომის შემდეგ მათ შეიძინეს მაფიური ხასიათი და საერთო ბედს იზიარებენ ორივე სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურები,კონტრაბანდისტები,ბიზნესმენები და მაღალი თანამდებობის პირები...საერთოა მათი წარმატებებიც და მარცხებიც.
ცივი ომის დროს სირიის არაბული რესპუბლიკა კიდევ დაკარგავს ტერიტორიებს, მაგრამ ასევე სუვერენიტეტსაც. მას დაემუქრება სეცესია. ეს სირთულეები გამოხატავენ ანკლავური ქვეყნის სირთულეს. სირია 1970 წელს ხელისუფლებაში ასადის მოსვლამდე გატანჯული იყო დაპირისპირებებით. მას ხარბი თვალით შეცქეროდნენ თურქეთის ქემალისტური რესპუბლიკა, იზრაელი, ერაყის და იორდანიის მონარქიები, აშშ-ს მხარდაჭერის მქონე ლიბანიც და საუდის არაბეთიც კი.
ცივი ომი ძალიან ადრე დაიწყო მახლობელ აღმოსავლეთში (1950-ან წლებში სირიისთვის ჩეხური იარაღის გადაცემასთან ერთად) და საბჭოთა კავშირის ახლო მოკავშირე სირია ეგვიპტესთან ერთად გადაიქცა კრემლის მნიშვნელოვან პაიკად.
პირველი დარტყმა იყო წლებში როდესაც წყდებოდა დამოუკიდებლობა.
მეორე მსოფლიო ომის წინ საფრანგეთს სჭირდებოდა თურქეთის მხარდაჭერა ღერძის სახელმწიფოთა წინააღმდეგ და მან თურქეთს ეტაპებად (1936-1939) დაუთმო ანტიოქიის ოლქი ალეპოს მომსახურე ალექსანდრეტას პორტთან ერთად.
ანტიოქიის სუნიტი არაბები იოლად ჩაერთვნენ მდიდარ თურქულ პროვინციაში რომელსაც ამიერიდან ჰატაი ეწოდებოდა, მაგრამ მრავალი ქრისტიანი და ალაუიტი არაბი წავიდა ლატაკიაში, ალეპოში თუ ბეირუთში.
სირიის ყველა მთავრობამ მას შემდეგ დაკარგული მხარის მიმართ დაიკავა ირედენტისტული პოზიცია, თუმცა ისინი რალისტურად ეგუებოდნენ მომხდარ ფაქტს. მათთვის მთავარი იყო მოლაპარაკება ევფრატის წყლების გაყოფაზე და გაძლიერებულ თურქეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება.
მაგრამ არა მარტო სირიელებისთვის არამედ მთელი არაბი ერისთვის გაცილებით უფრო დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა 1967 წლის ივნისში იზრაელის მიერ დაპყრობილი გოლანის დაკარგვას. გოლანი ეგვიპტის სინაისთან,იორდანიასთან და გაზასთან ერთად იყო იოკუპირებული ტერიტორიებიდან რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 242-ე რეზოლუციის მოთხოვნით იზრაელს უნდა დაეტოვებინა 6დღიანი ომის შემდეგ.
გოლანის დასაბრუნებლად სირია ეგვიპტესთან ერთად მონაწილეობდა 1973 წლის ოქტომბრის ომში და უშედეგო მოლაპარაკებებს ატარებდა იზრაელთან 1992-2000 წლებში ( გოლანის მცირე ნაწილი სირიამ დაიბრუნა 1973 წელს).
გოლანის საკითხის გადაწყვეტდა დაასრულებდა ქვეყნის დამანგრეველ საომარ მდგომარეობას. მაგრამ ეს იქნებოდა სირიის ხელმძღვანელთა გამოცდაც: განუვითარებლობა, კორუფცია,დესპოტიზმი... დაკარგული პროვინცია აღარ იქნებოდა თავის გამართლების საშუალება.
მოლოდინში კრიზისიდან კრიზისამდე ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი ართულებდა ქვეყნის მდგომარეობას.
კომუნისტური გადატრიალების შესაძლებლობით შეშინებულმა სამხედროებმა და სამოქალაქო მოხელეებმა 1958 წელს ძალაუფლება გადასცეს ნასერს რომელმაც დააარსა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა,ეგვიპტის და სირიის კავშირი.
1958 წლის თებერვლიდან 1961 წლის სექტემბრამდე სირია იყო ეგვიპტის ანექსირებული პროვინცია და მეტი არაფერი რამაც აჩვენა ქალაქელი წარჩინებულების და შემდეგ სამხედროების მიერ შექმნილი ეროვნული კონსტრუქციის სისუსტე.
დაბოლოს სახელმწიფოს ლეგიტიმურობას ეჭვს ქვეშ აყენებდნენ ჯეზირეს აღმოსავლურ პროვინციაში. წყლით და ნავთობით მდიდარი ამ მხარის მკვიდრ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად თუ სულაც აპატრიდებად მიჩნეულ ქურთებს აცდუნებდათ სეცესიის იდეა.
არავინ იცოდა თუ სად გაჩერდებოდა სირიული სახელმწიფოს ტერიტორიული რევიზიის პროცესი.
ლიბანელმა პოლიტოლოგმა ხასან სალამემ სირიას უწოდა «სულ უფრო და უფრო ნაკლები სახელმწიფო».
ეროვნული მეობის ძიება:
არც ოსმალებს და არც კოლონიალურ რეჟიმებს არ მოუმზადებიათ ადამიანები იმისთვის რომ თავი ეგრძნოთ სირიული რესპუბლიკის მოქალაქეებად. მათ ადამიანებს უბიძგეს ტომების ბელადების თუ მათი რელიგიური და კონფესიური ავტორიტეტების ირგვლივ დაჯგუფებისკენ.
1943 წელს დამოუკიდებლობის მომენტისთვის თემური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ურთიერთობა სახელმწიფოსთან და სუვერენიტეტის პატივისცემა.
გარედან შეტევებს სირიის ერთიანობის წინააღმდეგ ჰქონდა,მაშ,ძლიერი გამოხმაურება შიგნით რაც სამაგიეროდ იწვევდა ჩარევის მოთხოვნებს.
ჯებელ ელ-არაბის დრუზები სამხრეთით,მაგალითად უფრო ახლოს გრძნობდნენ თავს მათ ლიბანელ და იზრაელელ ერთმორწმუნეებთან ვიდრე მათ მაჰმადდიან და ქრისტიან თანამემამულეებთან. შიიტთა დისიდენტური ჯგუფი ალაუიტები სანაპიროს მთაში უკმაყოფილოები იყვნენ სუნიტი მიწათმფლობელების ბატონობით და მათ ლიდერებს ჰქონდათ სეპარატისტული პროექტი რომელსაც ამხნევებდნენ ფრანგები.
რელიგიური თემები (სირიული სამართალი აღიარებდა,მაგალითად,11 სხვადასხვა ქრისტიანულ თემს) ზრუნავდნენ განათლებაზე,ჯანდაცვაზე, ზოგჯერ იყვნენ პოლიტიკური წარმომადგენლები და იცავდნენ მათ ჯგუფებს.
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშიც კი სირია დაქუცმაცებული იყო სხვადასხვა და ერთმანეთის მიმართ ნაკლებად სოლიდარულ ტერიტორიებად...
სირიულ რესპუბლიკას აჯანჯღარებდა მეზობელთა მანიპულაციები და ძლიერ სახელმწიფოთა ფარული აქციები...
სირიის ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო ეთნიკური თუ კონფესიური უმცირესობების მიმხრობა. როგორ? უმცირესობათა დარწმუნებით იმაში რომ მათი გადარჩენა დამოკიდებულია რეჟიმის გადარჩენაზე.
სუნიტ არაბთა უმრავლესობის (მოსახლეობის 70%) გვერდით არის კონფესიურ უმცირესობათა მოზაიკა (ალაუიტები, პრეზიდენტისა და მისი მმართველი კლანის ნაწილი,სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანები,ისმაელელები,12იმამიანები და დრუზები. ეთნიკური უმცირესობები (ასურელები,ქურთები,ჩერქეზები,სომხები და თურქმენები.
რეჟიმს სურდა მათი აჯანყების თავიდან არიდება,მეტიც, მათი მიმხრობა.
მოარული აზრის მიუხედავად ყველა უმცირესობა არაა ბაშირ ალ ასადთან.
1970-200 წლებში პრეზიდენტი ჰაფეზ ალ-ასადის მიერ გამოყენებულმა კოოპტაციის მეთოდებმა ხელი ვერ შეუშალა უმცირესობათა ზოგი წარმომადგენლის აჯანყებას პარტია ბაასიის ავტორიტარული მიდრეკილებების წინააღმდეგ. 2004 წლიდან უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქურთები,აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თურქმენებმა.
უმცირესობათა სხვა წარმომადგენლები გაყოფილები არიან რეჟიმის მომხრეებად,მოწინააღმდეგეებად და ნეიტრალურებად. საზღვრები მათ შორის მერყევია.
მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის სირიის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის შიშების გამოყენებას.
XX საუკუნის დასაწყისში ნაციონალისტი თურქების მიერ მოწყობილ სასაკლაოთა მსხვერპლ ქურთებს,სომხებს,ასურელებს ეშინიათ ანკარასი.
ამ შიშის გასაძლიერებლად სირიის ხელისუფლება აცხადებს რომ თურქეთს სურს ნეოოსმალური პოლიტიკის გატარება. ბაშარ ალ-ასადმა სცადა თურქეთთან დაახლოება თურქეთის პრემიერ მინისტრ ერდოგანს ახლო მეგობარს უწოდებდა,მაგრამ ერდოგანმა შემდეგ სირიულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი.
მიუხედეავად იმისა რომ ქურთებს,სომხებს და ასურელებს არა აქვთ ერთნაირი პოზიცია მათ არ სურთ თურქეთის ჩარევა ოპოზიციის ორგანოებში. ამ თემებიდან გამოსულთ სძულთ როგორც ბაშარის რეჟიმი ისე მის შემდეგ სირიის საქმეებში თურქეთის ჩარევის პერსპექტივა.
ბევრი ჩერქეზი, ალაუიტი და დრუზი სამხედრო იყო,ბევრი მათგანი მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობათა ჩახშობაში და მათ ეშინიათ შურისძიებისა რეჟიმის დამხობის შემდეგ.
დაბოლოს ისლამისტური წარღვნის შიში...
ერთმა შეიარაღებულმა ჯიხადისტურმა ორგანიზაციამ «მებრძოლი ავანგარდი» რომელიც მიზნად ისახავდა ყველა «ურჯულოს» დამარცხებას და ისლამისტური თეოკრატიის დამყარებას 1976-1982 წლებში მოაწყო ასიოდე ტერორისტული აქტი და 1980 წლის 26 ივნისს სცადა სირიის პრეზიდენტის მოკვლა.
საპასუხოდ სირიის ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო ჯიხადისტების ბასტიონი ქალაქი ჰამა სადაც ზოგი ანგარიშით 1982 წლის თებერვალში უნდა დაღუპულიყო 10000-30000 მკვიდრი. დათრგუნული იქნა სამოქალაქო ფრონდაც.
მოსახლეობამ ბაასის ავტორიტარულ საეროობას მიანიჭა უპირატესობა და არა ჯიხადისტურ სექტარიზმს...
ძველთაძველი და ლამაზი სირიის რთული ისტორია გრძელდება...იმედია რომ ქვეყანა გადაურჩება კაცობრიობის სიგიჟეებს...
(ამის და ამაზე მეტის ამოკითხვა შეგიძლიათ უკვე ნახსენებ ფრანგულ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში «ისტორია»).
__________________________
ტონი რუსელენი და ბერტ დე ბელტერი,სირიის მღელვარებები 1946 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ:
1946 წელს ფრანგებისგან განთავისუფლების შემდეგ სირიას მუდამ სტანჯავდა შინაგანი დაძაბულობები.
სირიელთა შინადაპირისპირებებს მოხერხებულად იყენებდნენ გარეშე ძალები.
XVI საუკუნიდან პირველ მსოფლიო ომამდე სირია იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი.
ამ 4 საუკუნის მანძილზე ქვეყნის ხელმძღვანელ ჯგუფს შეადგენდნენ სუნიტები რომლებიც დღემდე წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას.
გაბატონებული სუნიტები ჩაგრავდნენ ალაუიტებს (შიიტური მიმდინარეობა ისლამში), დრუზებს და ქრისტიანებს.
სუნიტები უფრო ქალაქებში ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ ფეოდალურ კლასს.
ალაუიტები და დრუზები უფრო მთებში და სოფლებში ცხოვრობდნენ და წარმოადგენდნენ მოსახლეობის ჩაგრულ ჯგუფებს.
ეს ძველი სირია თანამედროვეზე ბევრად უფრო დიდი იყო. დიდი სირიის მხარეები იყო ლიბანი,პალესტინა,იორდანია და თანამედროვე თურქეთის ზოგი ნაწილი.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სირია მნიშვნელოვანწილად აღმოჩნდა ფრანგული ბატონობის ქვეშ.
საფრანგეთმა სირიის რელიგიურ უმცირესობებს მისცა განათლების და ჯარში დაწინაურების საშუალება რაც არ ყოფილა მაინც და მაინც კარგი სუნიტებისთვის.
საფრანგეთმა ასე მოიპოვა მომხრეები სირიის ჯარში და პოლიციაში.
ფრანგებმა დიდი სირია გაყვეს ორ რეგიონად რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაიქცნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად:ლიბანად და სირიად.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სირიაში დაარსდა პარტია ბაასი რომელიც ითვლება არაბულ სოციალისტურ პარტიად.
პარტიის არაბული ნაციონალიზმი უფრო ფრანგული ოკუპაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
პარტიაში იყო ორი მიმდინარეობა:
ქალაქების ინტელიგენცია თვლიდა რომ ყველა არაბი ეკუთვნის ერთსა და იმავე ოჯახს და რომ არაბთა ერთიანობის საკითხი უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ისეთი დემოკრატიული საკითხი როგორიცაა აგრარული რეფორმა.
სოფლელ ბაასისტებს სურდათ მეტი საშუალებები ჩაგრული ჯგუფებისთვის და აგრარული რეფორმა. სწორედ ამ მიმდინარეობამ მიიზიდა ალაუიტები.
სწორედ ამიტომაა რომ პარტია ბაასში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რელიგიური უმცირესობები.
ასე მაგალითად პრეზიდენტი ასადი ალაუიტია.
პარტია ბაასში არის კიდევ შემდეგი ფენომენი: ყოველი სექცია თუ ხელმძღვანელი მომხრეებს ნახულობს თავის საკუთარ რეგიონში,თავის საკუთარ ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფში,თავის გარემოცვაში.
პარტია ბაასი არმიაში მხოფ ბაასისტებზე დაყრდნობით 1963 წელს მოდის ხელისუფლებაში. ამ პერიოდში ნასერის წაბაძვით აიკრძალება სხვა პარტიები.
1967 წელს,ექვსდღიანი ომის შემდეგ, სირიამ დაკარგა გოლანის სიმაღლეები.
სექტარული დაძაბულობები:
1970 წელს ძალაუფლებას ხელში იგდებს სირიის დღევანდელი პრეზიდენტის მამა,ავიაციის გენერალი ჰაფეზ ალ-ასადი.
ის ყურადღებას აქცევს სოციალურ რეფორმებს და დემოკრატიზაციას.
1973 წელს ის სახელმწიფო ხელმძღვანელობას ანდობს სხვადასხვა პარტიების,მათ შორის კომუნისტური და ნასერისტული პარტიების გაერთიანებულ ფრონტს იმ პირობით რომ პარტიები დაეთანხმებიან ბაასის ხელმძღვანელობას და უარს იტყვიან ჯარში აქტიურობაზე.
ასადის დროს ფეოდალები გარიცხეს ხელისუფლებიდან. არჩეული იქნა საერო სახელმწიფოს მოდელი.
ლაპარაკია ანტიიმპერიალიზმის,სამოქალაქო ნაციონალიზმის და სახელმწიფო კაპიტალიზმის კომბინაციაზე.
მაგრამ 1975 წლიდან სირია ჩათრეული აღმოჩნდა ლიბანის სამოქალაქო ომთან დაკავშირებულ სექტარულ კონფლიქტებში.
1980 წელს სირიის ქალაქ ჰამაში აჯანყდნენ «ძმები მაჰმადიანები»,მოეწყო ტერორისტული აქტები.
1982 წელს 10000-ზე მეტი კაცი დაიღუპა როდესაც სირიის არმიამ დაიბრუნა ქალაქი.
დღევანდელი შინაგანი დაძაბულობები:
არიან კიდევ ოპორტუნისტები.
მამა ასადის ძმა რიფად ასადი,ყოფილი კოლონი,რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ჰამაში აჯანყების ჩახშობას,დღეს ხელმძღვანელობს იმას რასაც უწოდებენ სირიის თავისუფალ არმიას.
მას უნდა თავისი ძმისშვილის,პრეზიდენტი ასადის გადაგდება ხელისუფლებიდან.
არის კიდევ ასადის ყოფილი მოკავშირე აბდულ ხალიმ ხადამი. ის არის მეორე პირი «სირიის თავისუფალ არმიაში». ის 21 წლის მანძილზე იყო სირიის ვიცე-პრეზიდენტი (1984-1925). შემდეგ მან თავი გარიყულად იგრძნო და წავიდა თურქეთში.
ეს დაიბეჭდა ბელგიის შრომის პარტიის გაზეთში « Solidaire», 07.12.2011.
No comments:
Post a Comment