5.03.2012

კონსტანტინე გამსახურდია თარაშ ემხვარის პროტოტიპ არზაყან ემხვარზე

თარაშ ემხვარის პროტოტიპი
 არზაყან //დიმიტრი// ემუხვარი,
 ლაკობას და ბერიას ბანდებმა
 მას სიკვდილი მიუსაჯეს და 
 ნკვდმ ის მოწამლა პარიზში.
შენი ბლოგი
ბლოგი ლიტერატურაზე, სპორტზე, ისტორიაზე…

თარაშ ემხვარის პროტოტიპი
Posted on November 10, 2011
როდესაც პირველად კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა, თუ რა იყო გამოგონილი და რეალური ამ ნაწარმოებში. ჩემს ინტერესს ის აძლიერებდა, რომ კარგად ვიცნობ რომანში აღწერილ ადგილებს. ამიტომ, კონსტანტინეს გამსახურდიას ამ ნაწარმოებზე შექმნილ ლიტერატურას მივმართე და ყველა ინფორაციას მისხალ–მისხალ ვაგროვებდი. ერთ–ერთი საინტერესო ცნობა, რაც გავიგე (იხ. ჩვენი მწერლობა), იყო ის, რომ თარაშ ემხვარის პროტოტიპი ყოფილა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი. ეს დგინდება კონსტანტინეს წერილით, რომელიც ადრესატი არზაყანის ვაჟია. მწერალი მიმართავს მას, რომ „ჩემს ნაწარმოებში „მთვარის მოტაცებაში“ შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი, რომელშიდაც მე ჩემი სიყმის მეგობარი კეთილი აფხაზი არძაყან იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი“. კონსტანტინეს თქმით, მან მთავარი გმირი ენგურის ზვირთებთან ბრძოლაში დაამარცხა, „რადგანაც მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა, გიჟი ენგურის ზვირთებთან  შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა“. წერილი დათარიღებულია 1934 წლით. მწერალი თხოვს არზაყანის ვაჟს, რომ რომ სიკვდილამდე ეს ამბავი არ გახმაუროს. მართლაც, ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი ცნობილი მხოლოდ ათიოდე წლი წინ გახდა.                                                     


…საბოლოოდ, ნაწარმოებზე გარკვეული ცოდნა დამიგროვდა. ერთხელაც, „ვიკიპედიამ“ და „დიოგენემ“ გამოაცხადეს კონკურსი, სადაც ნათქვამი იყო, რომ თავისუფალ ენციკლოპედიაში ქართულ ლიტერატურაზე შექმნილი საუკეთესო სტატიის ავტორი დაჯილდოვდებოდა. ბევრი არ მიფიქრია – სტატია მთვარის მოტაცებაზე დავწერე და, საბოლოოდ, გამარჯვება წილად მხვდა.

თჰის ენტრყ წას პოსტედ ინ ლიტერატურა ანდ ტაგგედ ვიკიპედია, თარაშ ემხვარი, კონსტანტინე გამსახურდია, მთვარის მოტაცება.

No comments: