კრიშნამურტი |
ესაა გაგიჟებული,სრულიად არეული სამყარო სადაც კომუნისტი ებრძვის კაპიტალისტს,სოციალისტი იგერიებს ორივეს,სადაც ყველას ყავს თავისი მტერი და იბრძვის დაცულ და კომფორტულ ადგილას მოსახვედრად. ამყაროს გლეჯენ ერთმანეთს დაპირისპირებული სარწმუნოებები,კასტური და კლასობრივი განსხვავებები,ეროვნებები და ყოველგვარი სისულელეები და სისასტიკეები». ((ცნობისმოყვარეებისთვის იაფფასიანი ჯიბის წიგნაკის ფორმით გამოცემული "კრიშნამურტი,ბედნიერების მნიშვნელობა»,სერია «სიბრძნე",პარიზი,2006. პარიზში არსებობს კრიშნამურტის კულტურული საზოგადოებაც).
ეს მსოფლიოს გასაგონად თქვა თეოსოფების მიერ კაცობრიობის მხსნელ მესიად გამოცცხადებულმა დიდმა ინდოელმა მოაზროვნე კრიშნამურტიმ. კრიშნამურტიმ უარი თქვა ამ წოდებაზე, თეოსოფების გასაკვირად განაცხადა რომ ადამიანები ცხვრების მსგავსად არ უნდა მიყვებოდნენ წინამძღოლებს,გურუებს თუ მსგავს დამრიგებლებს და გაეცალა მათ.
ფაქტია რომ კრიშნამურტის თუ სხვათა ზუსტი დაკვირვებით კაცობრიობა ცხოვრობს პერმანენტული სტრესის მდგომარეობაში და სტრესის საკითხი მნიშვნელოვანია ცალკე ადამიანის თუ კაცობრიობის გადარჩენისთვის და დავუკვირდეთ მას.
დოქტორ დანიელ კლოაგენი,სტრესი,კონტროლი,დაიმორჩილეთ სტრესი,გააწონასწორეთ თქვენი ემოციები, სტრესი ვერ მოგერევათ!, დაბეჭდილია მონაკოში,2011.( Dr Daniel Cloaguen,Stress contrôle Maîtrisez le stress,équilibrez vos émotions).
შესავალი:
მონადირე შევიდა გამოგვაბულში. მისი გრძნობები დაძაბულია თითქოს საფრთხის დასასწრებად. და აი საფრთხეც: მის წინაშე აღიმართა უზარმაზარი დათვი. ადამიანი დაუფიქრებლად კისრისტეხით გაიქცა გამოქვაბულიდან, ის იმასაც ვერ გრძნობდა რომ კაჟის ნამტვრევები უფლითავდა ფეხებს.
ორმოცდაათი ათასი წლის შემდეგ გადაქანცული და ილაჯგაწყვეტილი ბატონი მ. ესაუბრება ექიმს. მას სურს საავადმყოფოში დაწოლა:
«მე უმუშევარი ვარ,ვეყრები ცოლს, და თითქოს ეს არ იყოს საკმარისი მამაჩემი გარდაიცვალა ერთი თვის წინ. მე აღარ მძინავს,ვეღარ ვჭამ,მე ბოლომდე ვიბრძოლე. მე გავლოთდი. ეს უკვე ერთი წელი გრძელდება,აღარ შემიძლია».
ეს ორი სცენა კარგად გადმოსცემს იმას თუ რა არის მწვავე სტრესი.
სტრესი თან ახლავს ადამიანს უხსოვარი დროიდან. ის, მაშ, არ არის ახალი ჭირი თუმცა შრომა და ცხოვრებისეული სირთულეები კიდევ უფრო აძლიერებენ მის მიერ გამოწვეულ ზარალს და სტრესს ასე გარდაქმნიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნამდვილ პრობლემად.
სტრესი მავნე შეიძლება იყოს ადამიანისთვის,მაგრამ ასევე მევნე შეიძლება იყოს სტრესის სრულებით არქონა. ეს უკანასკნელი შეიძლება ნიშნავდეს სიცოცხლისუნარიანობის ნაკლებობას,რეფლექსის თუ ზომიერი სტრესის მომგვრელ ვითარებასთანაც შეგუების უნარის არქონას.
სტრესი არის აუცილებელი ბოროტება რომელსაც უნდა შევეგუოთ პიროვნულად და საკუთარი საშუალებებით.
მაგრამ შეგუება არ ნიშნავს სტრესის მოსპობას ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების და წამლების სისტემატურად მიღებას.
არა, სტრესთან საბრძოლველად საჭიროა მისი გაკონტროლება «კარგი სტრესის» დონის შენარჩუნება. ეს დონე იძლევა მეტისმეტი წნეხის გარეშე,სიამოვნებით, მეობის საუკეთესო ნაწილის გამოვლენით ცხოვრების საშუალებას.
შინაგანი მექანიზმების გაგება,ეფექტური ადაპტაცია,უკეთესად კვება,განმუხტვა,უკეთესად სუნთქვა, ემოციების კალაპოტში მოქცევა,ჯანსაღი ცხოვრება, უკეთესად ურთიერთობა... ეს წიგნი ეხება სტრესის მართვის ყველა ასპექტს.
მიზანი ერთია: სტრესის მოკავშირედ გადაქცევის სწავლა!
აქტიური ქალის სტრესი:
ქალის სტრესი საზოგადოდ თითქოს უფრო დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახურ ცხოვრებასთან,მაგრამ აქტიური ქალები მამაკაცებზე მეტად განიცდიან პროფესიულ სტრესს. ყველაზე ხშირად ლაპარაკია მაღალი სოციო-კულტურული დონის ახალგაზრდა ქალებზე რომლებსაც ადრე განცდილი ჰქონდათ დეპრესია თუ მწუხარება,სევდა. ამას ნამდვილად უწყობს ხელს «ორმაგი დღის» ფენომენი.
სტრესი თანამედროვე და ყოველდღიურ ცხოვრებაში:
გადაადგილებები, უმუშევრობა,ოჯახური კონფლიქტები... ადამიანი არ განიცდის სტრესის მიზეზების ნაკლებობას!
ძველად გადარჩენისთვის აუცილებელი სტრესი გახდა ფსიქოლოგიური და ბევრად უფრო თვალთმაქცი. ზარალობთ თქვენ და არა აგრესორი!
დილით ადგომა, ბავშვების სირბილით წაყვანა სკოლაში,გადასახადები,ხმაური, ყოველდღიური საქმეების გასაკეთებლად თუ დასასვენებლად საჭირო დროის უკმარისობა... გვინდა თუ არა სტრესი არის ყოველდღიურობის ნაწილი და ვერავინ გაურბის ამას!
საფრანგეთის მოსახლეობის 15-20%-ის თქმით მას სტანჯავს სტრესი.
ეს ფენომენი ეხება მთელ ევროპას იმიტომ რომ ევროპელთა 35%-ის თქმით მათ სტანჯავს სტრესი.
ძველებური ქცევა რომელიც აღარ გამოიხატება:
თანამედროვე სტრესი აღარაა ძველი გადარჩენის სტრესი. ის ბევრად უფრო რთულია. დღეს საჭიროა ჟონგლირება სამუშაოს,კარიერას,პირად ცხოვრებას,ოჯახს,და ა.შ. შორის.
ესაა არსებითად ფსიქოლოგიური პრესი,ზეწოლა, რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო ფიზიკურ ბრძოლასთან ან გაქცევასთან.
მიუხედავად ამისა პასუხისმგებელი ჰორმონები ისევ გამოიყოფა რისი ერთადერთი მიზანიცაა სტრესის მომგვრელი აგენტის მოსპობა ან გაქცევის სტიმულირება.
მაგრამ თანამედროვე სტრესი არ უტოვებს ადგილს არქაულ ქცევებს და ბრძოლის რეაქციებს.
პასუხი ფსიქიურ-ემოციურია და და გარკვეულად გვიბიძგებს ბრძოლისკენ ჩვენს ჰორმონებთან და მათ მიერ გამოწვეულ ფსიქოლოგიურ რეაქციებთან.
სტრესის ჰორმონები ორგანიზმს ამუშავებენ ზერეჟიმში და აჩენენ სტრესის სახელგანთქმულ ავადმყოფობებს: ინფარქტს,დეპრესიას,კანის ავადმყოფობებს და ა.შ.
ერთი და იგივე სტრესი ზოგს დიდად არ აწუხებს,ზოგს კი განაცდევინებს პერმანენტულ სტრესს. ადამიანები სტრესს განიცდიან სხვადასხვანაირად,მათი პიროვნული თვისებების,კულტურის,ტემპერამენტის,ცხოვრებისეულ გარემოებათა შესაბამისად; არ ვლაპარაკობთ აგრესიის განმეორებაზე თუ წვრილ-წვრილი სტრესების დაგროვებაზე.
მწვავე სტრესი თუ ქრონიკული სტრესი?
შემძვრელი მოვლენა (ავტოკატასტროფა, მოულოდნელი სიკვდილი,ბუნებრივი კატასტროფა,სამსახურიდან გაგდება,ლოტოში მოგება...) ხშირად მოულოდნელია,უკონტროლოა,ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურია და ამიტომ სტრესის მომგვრელიცაა.
მძაფრი სტრესები,მაშ,მთავარი სტრესებია.
მიუხედავად ამისა უმრავლეს შემთხვევაში სტრესი ქრონიკულია. სტრესის გამომწვევი აგენტი განმეორებადი და ქრონიკულია.
სტრესის განმცდელი მუდმივად დაძაბულია და შეიძლება გადაიქანცოს,დაუძლურდეს.
სტრესის ზოგი სხვა წყარო:
ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა ან ცუდი ფიზიკური მდგომარეობა,მაღალი დონის სპორტი,მომაბეზრებელი სამუშაო ან ცხოვრება,პოლუცია,ხმაური,ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ან ოჯახთან ურთიერთობის სირთულეები, სამუშაო დროის ცუდად გამოყენება, თავისუფალი დროის უკმარისობა,ხელოვნური სინათლე,დახურულობა (ციხეები,წყალქვეშ,პოლარულ სადგურებში,კოსმოსში ყოფნა),მარტოობა, ადამიანურობას მოკლებული გარემო.
მაინც რომელ სტრესზე ვლაპარაკობთ?
Добавьте подпись |
სტრესიცაა და სტრესიც.
ზოგი წარმოადგენს დადებით ცვლილებას,ზოგი კი უარყოფით მოვლენებს.
საზოგადოდ სტრესის მამაკაცური ფაქტორები ეხება უფრო პროფესიულ ცხოვრებას და ქალებში ბატონობს ოჯახური მოვლენები.
ამ სიას ემატება აგრეთვე პატარა სტრესების განმეროება რაც მავნებელია გრძელვადიან პერსპექტივაში.
საერთაშორისო საზომი:
სტრესის თვალსაზრისით ძნელია ქორწინების ა პრიორი შედარება...სამსახურიდან გაგდებასთან!
არადა თუ კი დავუჯერებთ საერთაშორისო დონეზე მიღებულ საზომს («ჰოლმსის და რაეს საზომი») ქორწინება გვრის უფრო დიდ სტრესს ვიდრე სამუშაოს მოულოდნელი დაკარგვა!
ჰოლმსის და რაეს საზომი გვთავაზობს მოვლენებით გამოწვეული სტრესის იერარქიზაციას მათი ინტენსიურობის შესაბამისად.
ნიშანი 100 შეესაბამება ყველაზე მნიშვნელოვან სტრესს რომელიც უნდა იყოს მეუღლის სიკვდილი.
ასაკოვანთა განსაკუთრებული სტრესი:
ასაკში შესვლა სიბერესთან და ავადმყოფობასთან დაპირისპირებაცაა.
არადა ავადმყოფობა არის სტრესის უდიდესი ფაქტორი!
დაბერება ზოგჯერ მარტოობაცაა რომელსაც შეუძლია სტრესული მდგომარეობის გაძლიერება ან გაჩენა.
ამ ასაკში ჩნდება მოუსვენრობა,მწუხარება;სევდა. არაა ყოველთვის ადვილი აქტიური პროფესიული ცხოვრების შეწყვეტა და პენსიაზე გასვლა,თუ არ ვილაპარაკებთ შესაძლებელ დაქვრივებაზე რაც არის სტრესის უდიდესი ფაქტორი.
ამიტომ ცდილობენ ადამიანები მარტოობის დაძლევას, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობას ან მესამე ასაკის კლუბებთან დაახლოებას.
მაგრამ ფსიქოტროპული მედიკამენტების (დამამშვიდებლები,ძილის მომგვრელები) მიღება საშიშია იმიტომ რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ გაუთვალისწინებელი შედეგები (მაგ. მძინარობა,კუჭის შეკვრა,თავის ტკივილები,გულისრევები,მეხსიერების დაკარგვა და ა.შ.).
ჰოლმის და რაეს საზომი:
პრობლემები მეუღლის მშობლებთან-29;
უმუშევრობა მეუღლისთვის-26;
ცხოვრების პირობების შეცვლა-25;
_____________
მცირე სტრესები:
არდადაგების მომზადება-13;
სკოლის შევლა-20;
განრიგის შეცვლა-20;
პროფესიული კონფლიქტები-23;
15000 ევროზე ნაკლების სესხად აღება-17;
შობის დღესასწაულთა მომზადება-12;
______________
საშუალო სტრესები:
პროფესიული პრობლემა-36-39:
სექსუალური პრობლემები-39;
15000 ევროზე მეტი სესხის გასტუმრება-31;
პჯახური უთანხმოებები,განმეორებადი კონფლიქტები-35;
მთავარი სტრესები:
ახლობლის თუ მეუღლის გარდაცვალება-100;
ქორწილი-50;
გაყრა(73),განშორება(65)...ისევ შერიგება(45);
მძიმე ავადმყოფობები თუ ჭრილობები--53;
ახლობლის მძიმე ავადმყოფობები თუ ჭრილობები-44;
სამუშაოდან დათხოვნა თუ უმუშევრობა-47;
პენსიაზე გასვლა-45;
დაპატიმრება-63;
ფეხმძიმობა-40. ( გაგრძელება იქნება)
No comments:
Post a Comment