5.08.2012

ისევ და ისევ აღმოსავლეთით მოხიბლულ ჟერარ დე ნერვალზე:


ჟერარ დე ნერვალი აღმოსავლეთში:
«აღმოსავლეთში მოგზაურობის» საბოლოო ვერსია გამოქვეყნდა 1851 წელს; ჟერარ დე ნერვალი ყვება თავის მოგზაურობაზე პარიზიდან ჟენევაში,შემდეგ ვენაში და ტრიესტში, ეგვიპტეში,ლიბანში,კონსტანტინეპოლში და მის დაბრუნებაზე საფრანგეთში კუნძული მალტის გავლით.

სინამდვილეში მოგზაურობის ეს თხრობა მოიცავს ორ სხვადასხვა მოგზაურობას. 1839 წლის ოქტომბრის დასასრულს ჟერარი მიდის ვენაში და იქ ატარებს ზამთარს. შემდეგ ის ეწვევა მიუნხენს და ზალცბურგს. 

1843 წელს ის მიდის მახლობელ აღმოსავლეთში. პირველ იანვარს ის მარსელშია. იანვრის შუა რიცხვებში ის ალექსანდრიაშია,სადაც რჩება მაისამდე. მან ნახა ქაირო,გიზე და პირამიდები. შემდეგ მან იმოგზაურა ლიბანში და სირიაში. კვიპროსის,როდოსის,სმირნას და ბერძნული კუნძულების ნახვის შემდეგ ის 25 ივლისს ჩავიდა კონსტანტინეპოლში. ხანში დაბინავებული,ის რამადანის პერიოდს ატარებს კონსტანტინეპოლში. შემდეგ ბრუნდება მარსელში.

მძიმე ფსიქიკური კრიზისიდან გავიდა ერთი წელი და ის 1844 წლის იანვრის დასაწყისში დაბრუნდა პარიზში. მან დაასკვნა რომ დაივიწყა თავისი ავადმყოფობა.

ის იყენებს მახლობელ აღმოსავლეთში მოგზაურობის ზოგ მოგონებას და წერს წერილებს ჟურნალ-გაზეთებისთვის. 1848 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ტომი თხზულებისა «აღმოსავლური ცხოვრების სცენები». 1850 წელს გამოვიდა ამ თხზულების მეორე ტომი. 1851 წელს გამოვიდა საბოლოო ვერსია თხზულებისა «მოგზაურობა აღმოსავლეთში».

სამოგზაუროდ წასვლამდე ნერვალმა უამრავი იკითხა აღმოსავლეთის შესახებ და თავის თხზულებებში ის ეხება იმ ადგილებსაც რომლებიც რეალურად არ უნახავს. მას უნდოდა დაწერა თხზულებისა რომელიც აჯობებდა შატობრიანის და ლამარტინის ნაწერებს.

შემწყნარებლობის გაკვეთილი:

ნერვალი მუდამ უსვამს ხაზს იმას რაც აღმოსავლურია დასავლეთში (უკვე ვენაში იგრძნობა «აღმოსავლეთის ტკბილი ატმოსფერო რომელიც მოქმედებს ჩემს თავზე და ჩემს გულზე».

მაგრამ ის აგრეთვე მუდამ უსვამს იმას რაც განასხვავებს დასავლეთს აღმოსავლეთისგან , «სამყაროსგან რომელიც არის ჩვენი სამყაროს სრული ანტითეზა».

ენთუზიასტ მოგზაურს განუწყვეტლად ხვდება თვალში აღმოსავლეთში გაბატონებული ფუნდამენტური თანასწორობა რომელიც მეფობს როგორც ზნე-ჩვეულებებში ისე პოლიტიკის სფეროში. აღმოსავლური პრაქტიკა ამ თვალსაზრისით ბევრად დასავლეთის წადილებზე:

პარიზი მე-19 საუკუნის გრავიურაში
«უნდა ვაღიაროთ რომ დაბალი სართულის ადამიანებს შემთხვევითობის თუ მათი ბუნებრივი გონიერების წყალობით შეუძლიათ უმაღლესი  მდგომარეობის დაკავება ისე რომ მათი წარსული,მათი განათლება თუ საწყისი მდგომარეობა ვერ დააბრკოლებს მათ.  თანასწორობის ეს პრონციპი ჩვენში მხოლოდ კოდექსებშია ჩაწერილი».

აქედან გამომდინარე სოციალური კლასები არ არიან გათიშულები ერთმანეთისგან. «წვრილი ხალხი» ახლოსაა მდიდართან და ძლიერთან პირველ რიგში იმიტომ რომ განათლება, თუნდაც არასრულყოფილი, ყველას ერთნაირი აქვს და იმიტომ რომ
« ყველა კლასის წარმომადგენელი თავაზიანი და ზრდილია».

მოგზაურისთვის საინტერესო სხვა თემაა მამაკაცთა და ქალთა ურთიერთობა.

ჟერარ დე ნერვალი ასწორებს ზოგ მოარულ აზრს: სქესთა ერთმანეთისგან გამოყოფა სოციალურ ცხოვრებაში რეალურია იმიტომ რომ «ისევ მოქმედებს ძველი პლატონიზმი რომელიც წმინდა სიყვარულს აყენებს ყველაფერ მოკვდავზე და ხრწნადზე უფრო მაღლა. საყვარელი ქალი არის აბსტრაქტული ხილვა, ღვთაებრივი ქალის არასრული სახე, ღვთისმოსავის მარადიულად დაწინდული»; მაჰმადიან ქალს შეუძლია ფიქრი იმაზე რომ ისიც ოდესღაც განიცდის ქალთა სამოთხის სიტკბოებას.

მაგრამ ჩანს სატირაც. დრუზთა რელიგიური ბელადები მათი ტაძრების სიბნელეში ქორწინდებიან ქალებზე რომლებიც მათ უბოძა ბედმა. ხშირია გისოსებით დაფარული ფანჯრების,»მუშარაბების» მოტივი. ეს ფანჯრები ქალებს აძლევენ ქუჩაში მომხდარის დანახვის საშუალებას ისე რომ ქუჩიდან ისინი არ ჩანან. ესეც აჩვენებს ამ საზოგადოებაში სივრცეების და არსებების დახვეწილ ჩაკეტილობას. 

მაგრამ მაჰმადიანურ ქვეყანაში თანასწორობის ხილვა დომინანტური რჩება და ვერ განმარტავს მონათმფლობელობის საკითხს.

მთხრობელი ხაზს უსვამს იმას რომ აღმოსავლეთში ბატონს მონასთან აკავშირებს ოჯახური ბუნების კავშირი და მათ მდგომარეობას აწესრიგებენ რელიგია და ზნე-ჩვეულებები.

ჟერარ დე ნერვალი მონათმფლობელობას მაჰმადიანურ ქვეყანაში მრავალჯერ უპირისპირებს მონათმფლობელობას დასავლეთის ქვეყნებში რომლებშიც დაუნდობლად ჩაგრავენ შავკანიანებს.

ნერვალის მიერ აღწერილ აღმოსავლეთში ისევე როგორც ბაბილონში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს მრავალი ხალხი: « მე თავი ვიგრძენი წარმართად საბერძნეთში, მაჰმადიანად ეგვიპტესში, პანთეისტად დრუზთა შორის...მაგრამùკონსტანტინეპოლში მე გავიგე სიდიადე იმ საყოველთაო შემწყნარებლობისა რომლითაც დღეს გამოირჩევიან თურქები...» (ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ლიუსიან ჟიროდოს უკვე ნახსენებ წიგნაკში  «ნერვალი», პარიზი, 1998).
  

No comments: