4.22.2011

მარადიული ევროპა თანამედროვე ევროპის ფონზე


 «ერთადერთი სიმდიდრეა მორალური მშვენიერება» (ციცერონი).
«ბედნიერება, უმაღლესი სიკეთე არის პატიოსანი და გულწრფელი ცხოვრება და მეტი არაფერი», სათნოება საკმარისია ბედნიერი ცხოვრებისთვის»  
(ციცერონი, სტოიკოსთა  პარადოქსები,  ძვ.წ.46 წ. ფრანგული გამოცემა, 2004).    
«დაბადებისას ყოველ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ ვაი მას ვინც ისარგებლებს ამ უფლებით» (ინგლისელი მწერალი, მისტიკოსი და ოკულტისტი, რომანებით, ანტიუტოპიებით და  მესკალინიდან მიღებული ნარკოტიკით და ლსდ-თი ძლიერი ემოციებისა და ნეტარების ძიებით ცნობილი ოლდოს ხაკსლი (1894-1963).
Олдос Хаксли, Двери восприятия. Рай и Ад

   той книге собраны 2 трактата Хаксли о визионерских переживаниях: "Двери восприятия", "Рай и ад"; некоторые приложения и дополнения.
В начале 20 века ученые мало представляли еще, какие реальные возможности и последствия таят в себе наркотические вещества. Олдос Хаксли был убежден, что человек способен познать таинства мироздания, но в этом ему мешают наложенные природой ограничения. Мировой разум в сознании человека пропущен через редукционный клапан мозга, именно этот таинственный элемент можно символически назвать - "двери восприятия". А наркотики способны приоткрыть эти двери, наполнив мозг человека совершенно невероятным осознанием. Хаксли описывает несколько опытов с мескалином, лсд и многими другими препаратами,что были ему доступны. Он пытался своими наблюдениями выявить возможности человека, необремененного житейскими переживаниями, так сказать освобожденного от всего лишнего. Он считал возможным добиться визионерского переживания без участия наркотиков - приводит в пример религиозный аскетизм, посты, самобичевания как нормальное явление в некоторых конфессиях и прочие лишения.
Некоторые люди, считает он, способны видеть мир иначе и без всяких вспомогательных средств. Это гении творческих профессий и психи, все время испытывающие на себе чудеса мироздания.
Сам принявший наркотики всего 10 раз за 10 лет изучения, он не испытал на себе возможного пагубного влияния, но и не исключал такой возможности,тем не менее, всегда веря в позитивный эффект.




                  მაგრამ დავუბრუნდეთ მარადიული ევროპის წარმომადგენელ ადვოკატს, ორატორს, ფილოსოფოსსს და ფილოსოფიის პროპაგანდისტ  მარკუს ტულიუს ციცერონს (ძვ. წ. 106-ძვ.წ. 44 წელს მოკლეს ანტონიუსის ჯარისƯ3;აცებმა).

            «ერთადერთი  სიმდიდრეა  მორალური მშვენიერება» ( ციცერონი).
     
        … ვფიცავ რომ არასოდეს მიფიქრია რომ კარგი და სასურველია  ფული, სასახლეები, სიმდიდრეები, უმაღლესი ძალაუფლება და  ავხორცობა რომელიც იმონებს ამ ადამიანებს ( ციცერონი  «ამ ადამიანებში» უნდა გულისხმობდეს მის თანამედროვე ეპიკურეველებს), და ეს განსაკუთრებით მას შემდეგ ვიგრძენი  რაც დავინახე რომ  მეტისმეტი სიმდიდრე მხოლოდ ამძაფრებს მისი მფლობელების წადილებს. სიხარბე არის წყურვილი რომელსაც ადამიანი ვერასოდეს დაამშვიდებს ან მოიკლავს.მფლობელებს სტანჯავს როგორც დაგროვების გააფთრებული სურვილი ისე უკვე დაგროვებულის დაკარგვის შიში.

         ამის თაობაზე მე ხშირად ამაოდ ვეძებ სიფრთხილეს ჩვენი წინაპრებისა რომლებიც მიუხედავად ამისა ესოდენ ზომიერად ცხოვრობდნენ მაგრამ მათ სწამდათ რომ მათ სიკეთე, მატერიალური სიკეთე  შეიძლებოდა ეწოდებინათ ბედის ესოდენ არამდგრადი და სუსტი ნაყოფისთვის მაშინ როდესაც მათი ქმედებები უარყოფდნენ ამ განსჯას ( ციცერონი უეჭველად გულისხმობს წყალით გარშემორტყმულ მაგრამ წყურვილის მოკვლის უნარს მოკლებულ ტანტალს. სიფრთხილე სტოიციზმის მამა ზენონისთვის ყველა სხვა სათნოებათა დამფუძნებელი სათნოებაა. ციცერონი მას შემდეგნაირად განსაზღვრავს : « სიფრთხილე არის ყველაფერი კარგის თუ ცუდის ცოდნა, ისევე როგორც ყველაფრისა რაც არაა კარგი თუ ცუდი». ისაა აგრეთვე ცხოვრების ხელოვნებისთვის იგივე რაც მედიცინა არის მკურნალობის ხელოვნებისთვის ( დე ნატურა დეორუმ III, XV,38; დე ფინიბუს...V, 16-17. დაბადება და სიკვდილი ბედის პასუხისმგებლობაა სტოიკოსების აზრით, ყველაფერი რაც ხდება მათ შორის ფორტუნას, ბედის სფეროა და რჩება გაურკვეველი და წინასწარ წარმოუდგენელი ).

       მატერიალური სიკეთე განა შეიძლება მავნებელი იყოს? სხვა სიტყვებით შეიძლება თუ არა არ იყოს სათნო, კეთილი კაცი  მატერიალურ სიუხვეში მცხოვრები ადამიანი? არადა სწორედ ამას ვხედავთ ყველგან: მდიდრები ხშირად არიან უპატიოსნო ადამიანები, მაშინ როდესაც ქონება აკლიათ უფრო სათნო, უფრო ღირსეულ ადამიანებს. დაე ამიგდონ მასხრად თუ უნდათ. სწორი აზრი უფრო დიდ გავლენას მოახდენს ჩემზე ვიდრე საზოგადოებრივი აზრის ცრურწმენები....

     მაშ რა არის სიკეთე, სიმდიდრე, მნიშვნელოვანი? იკითხავს ვინმე.

         სიმდიდრეს, სიკეთეს, მნიშვნელოვანს მე ვუძახი მხოლოდ იმას რაც შეესაბამება  გულწრფელობის, პატიოსნების და სათნოების წესებს.სწორედ სამართლიანი, პატიოსანი, სათნო არის მხოლოდ სიკეთე, სიმდიდრე,..

         ამბობენ რომ უმაღლესი სიკეთეა სიამოვნება. მაგრამ ეს უფრო ველური მხეცების ენაა ვიდრე ადამიანებისა. 
      
     როგორ, შენ ღმერთისგან ან ბუნებისგან, ამ უნივერსალური დედისგან მიიღე სული რომელსაც ვერაფერი უთანაბრდება სრულყოფილებით და ღვთაებრიობით და შენ დაეცემი იქამდე რომ დაიჯერებ რომ არ არსებობს არავითარი განსხვავება შენსა და პირუტყვს შორის?  განა სიკეთე და სიმდიდრეა ის რაც ადამიანს არ ხდის უკეთესს?   სიკეთე და სიმდიდრე მხოლოდ ისაა რის გამოც მის მფლობელს შეუძლია საკუთარი თავის პატივისცემა კანონიერად. ყველაზე მეტ ქებას იმსახურებს ის ვინც ყველაზე მეტად უზიარებს სხვებს თავის სიკეთეს და სიმდიდრეს. განა შეიძლება მსგავსი უპირატესობების ნახვა სიამოვნებაში? განა სიამოვნება ადამიანს უკეთესსა და უფრო პატივსაცემს ხდის? ვის აღარ უკვეხნია სიამოვნებებით როგორც საპატიო წოდებებით?

       სიამოვნება არაა ნამდვილი სიკეთე და სიმდიდრე, პირიქით, რაც უფრო ძლიერია სიამოვნებისკენ სწრაფვა და მორჩილება სიამოვნებისადმი მით უფრო არღვევს ის გონების წონასწორობას და ბუნებრივ საფუძველს.

          მაშ უმაღლესი სიკეთე და სიმდიდრეა მხოლოდ პატიოსანი და გულწრფელი ცხოვრება.(თავი ციცერონის ნაშრომისა სტოიკოსთა პარადოქსები, პარიზი, 2004, გვ. 13-21; თარგმნა ფრანგულიდან გ. მარჯანიშვილმა).

No comments: