Showing posts with label ფილოსოფია. Show all posts
Showing posts with label ფილოსოფია. Show all posts

10.24.2013

კაცობრიობა პლატონს და დიოგენს შორის


"ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია, ის უკვე აღარაა, მართალია, მაგრამ ნუ ტირიხარ დედა, წინ გაქვს ცხოვრება, დარჩა შენი კარგი წმინდა სული...წამოდი ჩემთან ერთად, წავიდეთ აქედან, ჩვენ გავაშენებთ ახალ, კიდევ უფრო ლამაზ და მშვენიერ ბაღს. შენ ნახავ მას. გაიგებ და წყნარი, ღრმა სიხარული აავსებს შენ სულს ისე როგორც მზე მოსაღამოვებისას, და შენ გაიღიმებ, დედა!" //ა. ჩეხოვი, ალუბლის ბაღი//.

Вишневый сад продан, его уже нет, это правда, правда, но не плачь, мама, у тебя осталась жизнь впереди, осталась твоя хорошая, чистая душа… Пойдем со мной, пойдем, милая, отсюда, пойдем!.. Мы насадим новый сад, роскошнее этого, ты увидишь его, поймешь, и радость, тихая, глубокая радость опустится на твою душу, как солнце в вечерний час, и ты улыбнешься, мама!” (А.Чехов “Вишневый сад”).

საბჭოთა დემოკრატიამ აი ასეთ ნანგრევებად აქცია ქართველთა ალუბლის ბაღი თბილისი და მთელი საქართველო. მაგრამ განვიწმინდოთ სული და შევუდგეთ ახალი და უფრო ლამაზი ბაღის აგებას. მანამდე კი ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ყანყალებს კაცობრიობა პლატონს და დიოგენეს შორის.

7.03.2013

ობოლენსკი სერჟ ლიფარზე და ბალეტზე "შოთა რუსთაველი"

ეს სახელგანთქმული რუსი "საპატიო ქართველიც" იყო

ეს სახელგანთქმული რუსი "საპატიო ქართველიც" იყო. მან, სახელგანთქმული დიაგილევის საყვარელმა მოწაფემ, ქორეოგრაფმა და პარიზის ოპერას დირექტორმა სერჟ ლიფარმა დადგა ბალეტი "შოთა რუსთაველი". ის ოცნებობდა ბალეტის ჩვენებაზე საბჭოთა კავშირში.


მაგრამ სტალინმა საბჭოთა კავშირში გასტროლების უფლების სანაცვლოდ მოსთხოვა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება. ლიფარმა უარი თქვა. საბჭოთა კავშირში დამწყვდეულმა ადამიანებმა ბალეტი ვერ ნახეს.

წლების შემდეგ სერჟ ლიფარმა ისევ სცადა მოსკოვში ჩასვლა, პირდებოდა პუშკინის ხელნაწერების ჩუქებას //ამ ხელნაწერებს ის მთელი ცხოვრება აგროვებდა//. მაგრამ ბოლო წუთს ქორეოგრაფს უარი უთხრეს ვიზაზე.

მხოლოდ 1960-ანი წლების დასაწყისში შესძლო ლიფარმა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის და თბილისის მონახულება.

თბილისში მან მიიღო "საპატიო ქართველის" წოდება, რაზეც ის სიამაყით წერს თავის მემუარებში.

საქართველოს მუზეუმს მან გადასცა ნატალია გონჩაროვას მიერ ამ ბალეტისთვის შესრულებული ესკიზები.

ლიფარის მთელი უძვირფასესი არქივი თითქოს არავის სჭირდება. ის ინახება ქალაქი ლოზანას არქივის სარდაფში //82 წლის ლიფარი ლოზანაში გარდაიცვალა//.

4.27.2013

რა აფიქრებთ ევროპელებს,ბედნიერების ძიებაზე:

რა აფიქრებთ ევროპელებს, ბედნიერების ძიებაზე:


ესეც ევროპაა - თუ მოახერხებ  ირგვლივ მყოფ ხალხთან ადამიანური და თანაგრძნობაზე, სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას  ოსვენციმშიც კი შეიძლება იყო ბედნიერი ყოველგვარი ნარკოტიკის და ლოთობის გარეშე. ამას გვეუბნება სახელგანთქმული ფრანგი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ბორის ცირულნიკი.

ფრანგი ფსიქიატრი, ნეიროლოგი და ეთოლოგი ბორის სირულნიკი: "რიტუალიზებული საზოგადოებები უკეთ უწევენ წინააღმდეგობას უბედურებას". ის აგრძელებს:

მე ვიტყოდი რომ ბედნიერება არის კარგი საათი. დრო და დრო ჩვენ  ცხოვრებას ვართმევთ კეთილდღეობის, ეიფორიის მომენტს, მოკლედ ეს არის კარგი დრო. ესაა  სწრაფად წარმავალი ემოცია რომელსაც არაფერი აქვს ხანგრძლივი.

ბედნიერების განცდის გამოწვევა ადამიანში შეიძლება მისი ტვინის ზოგი ნაწილის სტიმულირებით და ტვინის სხვა ნაწილების დაბუჟება-გათოშვით. 

მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ რატომ გრძნობს ადამიანი ამ შემთხვევაში თავს ბედნიერად.

სხვათა შორის ბედნიერების განცდის გამოწვევა შეუძლიათ  სიმსივნეებსაც და ქიმიურ ნივთიერებებსაც, მაგალითად კოკაინს, მორფინს, ალკოჰოლს. მათ შეუძლიათ უმიზეზო ბედნიერების შეგრძნების გამოწვევა.

2.26.2013

ესეც ევროპაა-.მეოცე საუკუნის ქრისტიანი კლაივ ლიუისი

ტოლკიენის მკითხველი
კლაივ სტეპლ ლიუისი //ინგლ// Clive Staples Lewis;1898 წლის 29 ნოემბერი, ბელფასტი. დიდი ბრიტანეთი -1963 წლის 22 ნოემბერი, ოქსფორდი. დიდი ბრიტანეთი//.ინგლისელი და ირლანდიელი მწერალი, მეცნიერი და ღვთისმეტყველი. ასევე ცნობილია მხატვრული ნაწარმოებებით ფენტეზის სტილში. ოქსფორდის ლიტერატურული ჯგუფი ინკლინგები ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი //ვიკიპედია//.

ეშმაკის ტაქტიკა (1942)
კ: ლიუისი (S.Lewis)

«ჩემო ძვირფასო ვორმვუდ, წუხილით შევიტყე რომ შენი პაციენტი გაქრისტიანდა. ნუ გექნება იმედი რომ გადაურჩები ჩვეულებრივ სასჯელს...ამასობაში ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ჩვენს უბედობას. უსარგებლოა სასოწარკვეთა: ასობით ასეთი მოქცეული სრულწლოვანი ისევ დაგვიპყრია მტრის ბანაკში ცოტა ხნით მათი ყოფნის შემდეგ. ისინი ეხლა ისევ ჩვენთან არიან. 

პაციენტის ყველა მენტალური და ფიზიკური უნარი ისევ ჩვენს სასარგებლოდაა.»

რამოდენიმე სიტყვით:
დავუპირისპიროთ ჩვენთვის საინტერესო საგანი იმას რაც არაა კარგი და გავიგებთ კარგია თუ არა ჩვენთვის საინტერესო საგანი.

4.01.2012

ვიაჩესლავ რაკოვი, როგორ კვდებიან ცივილიზაციები:

ეს თემა როგორც წესი ამოტივტივდება ხოლმე დიდი ისტორიული ციკლის,მაგალითად ანტიკური ხანის დამასრულებელი კრიზისების დროს.
რომის დაცემა და დამხობა დღემდე რჩება ცივილიზაციური გადაგვარების პროცესის ყველაზე მეტყველ ილუსტრაციად,უფრო ზუსტად ილუსტრაციების სერიად.

რომი დაიწყო როგორც პატრიარქალური თემი რომელსაც განამტკიცებდა მორალური და სოციალური სოლიდარობა. ის შემდეგ გადაიქცა საერთო ბედის იდეად, რომის მითად.
რომი იწყებოდა მკაცრი პატრიოტიზმით, საყოველთაო,საერთო კეთილდღეობისთვის მსხვერპლის გაღებით;არსებითად ასკეზით. გავიხსენოთ ტიტუსი ლივიუსის პერსონაჟები და XVII)XVIII საუკუნეების ევროპული დასავლეთის გმირები ჰორაციები ან მუციუს სცევოლა,კორნელი დქ დავიდის გმირები რომლებიც ცხოვრობდნენ რესპუბლიკური რომის ხანის ტიპოლოგიურად მსგავს ხანაში.

     რომი მთავრდებოდა სახლში დილით მიმავალი დაღლილი,მაგრამ გაუმაძღარი  «sed non satiata») მესალინათი, ნერონით და ვიტელიუსით რომლებიც ბუმბულით იფხანდნენ სასას რათა ამოეღებინებინათ უკვე ნაჭამი.გაენთავისუფლებინათ სტომაქი სასმელ-საჭმელის შემდეგი დოზისთვის  და გაეგრძელებინათ ქეიფი. 

      რომი მთავრდებოდა პურის და სანახაობების მომთხოვნი პლებსით,ყველაფრის დამფარავი და რომის კულტურული ბრწყინვალების შემჭმელი ადამიანური ობით და ჟანგით. ბარბაროსთა ყველაფრის გამთელი ტურტლიანი ფეხებით. ამ ბარბაროსებმა ქრიტიანებთან ერთად ახალი სულიერი ფასეულობებისგან, წარმართული ასიცოცხლო ძალისგან და ანტიკური კულტურული მემკვიდრეობისგან შექმნეს ახალი ხანა.

3.04.2012

მუდამ აქტუალური სტოიციზმი

ამას ამბობდა ძვ.106 წელს დაბადებული და ა.წ. 44 წელს ანტონიუსის ჯარისკაცების მიერ მოკლული ციცერონი,
"ციცერონი", სტოიკოსთა პარადოქსები, პარიზი, 2004
«გეფიცებით, რომ სიკეთედ ან სასურველ რამეებად არასოდეს ჩამითვლია ფული, სასახლეები, სიმდიდრეები, უმაღლესი ძალაუფლება, არც ამ ადამიანთა დამმონებელი ავხორცობები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ზედმეტი სიუხვე, მხოლოდ მის მფლობელთა წადილებს ამძაფრებს. სიხარბე და გაუმაძღრობა მუდამ დაუკმაყოფილებელი წყურვილი არის, რომელსაც ვერც დავამშვიდებთ, და ვერც დავაკმაყოფილებთ. მესაკუთრეებს როგორც მეტის შეძენის, ისე უკვე შეძენილის დაკარგვის შიში სტანჯავთ.  ჩვენ ყველგან ვხედავთ, რომ მატერიალური სიმდიდრე ხშირად უპატიოსნო ადამიანებს აქვთ, მაშინ, როდესაც უფრო სათნოები და ღირსეულები, გაჭირვებაში ცხოვრობენ...»

2.17.2012

ცოტა რამ სიგიჟეზე

სიგიჟე
1.შეშლილობა ხდება გონებასთან შეფარდებულ ფორმად. ორივე ხდება ერთმანეთის საზომი. 2. შეშლილობა გადაიქცევა თვითონ გონების ერთ-ერთ ფორმად. ის ინახავს გარკვეულ აზრს და თვითღირებულებას მხოლოდ უკანასკნელის სივრცეში ყოფნით.

აგი მიშელ ფუკოა.
"შეშლილობის ჭეშმარიტება" ფუკოს თანახმად იქცა "გონების ერთ-ერთ სახედ" რომლის წყალობითაც მან შეიძინა "საკუთარი თავის კიდევ უფრო დიდი რწმენა".

აღორძინების ხანამ თავისუფლება მიანიჭა სიგიჟის ხმებს,მოთოკა მათი მძვინვარე ძალა.

კლასიკურმა ეპოქამ...ხმა ჩააგდებინა სიგიჟეს. დეკარტემ თქვა რომ უგონობა ენათესავება სიზმარს და გონების ყველანაირ დაბნეულობას.

მე-16 საუკუნისთვის უგონობა იყო უშუალო საშიშროება რომელსაც ყოველთვის შეეძლო სუბიექტური აღქმისა და ჭეშმარიტების კავშირის გაწყვეტა.

დეკარტეს ხანიდან სიგიჟე გამოყვეს იმ არიდან სადაც სუბიექტს აქვს ჭეშმარიტების ყველა უფლება, იმ ფეროდან რომელიც კლასიკური აზრისთვის არის თვითონ გონება...

1.31.2012

ცოტა რამ სოციალურ დარვინიზმზე:

მე-19 საუკუნეში დარვინის ევოლუციის თეორიის გამოჩენამ გადატრიალება მოახდინა მეცნიერული აზრის მრავალ სფეროში.

Herbert Spencer, 1820–1903 
დარვინის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე თაყვანისმცემელი იყო ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰერბერტ სპენსერი (Herbert Spencer, 1820–1903). 

 სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა "გადარჩებიან ყველაზე მორგებულ-შეგუებულები".

მან პირველმა სცადა ევოლუციის კანონების მიყენება ადამიანთა საზოგადოებისთვის.

დარვინისტ-სპენსერისტებმა ეს იდეა აქციეს სოციალური დარვინიხზმის თეორიად რომლის თანახმადაც ადამიანთა საზოგადოების ევოლუცია ზუსტად ისევე ხდება როგორც ევოლუცია ბუნებაში- თავაშვებული,შეუზღუდავი კონკურენციით და ყველაზე მორგებულთა გადარჩენით.

აქედან გამომდინარე მე-19 საუკუნის დასასრულის საზოგადოებაში გამეფებული გააფთრებული კონკურენცია და აქედან წარმოქმნილი კოლოსალური სოციალური უთანასწორობა ითვლებოდა ამ საზოგადოების ბუნებრივ მდგომარეობად . ეს იყო წონადი არგუმენტი სოციალური რეფორმისა და პროფკავშირების იდეების საწინააღმდეგოდ.

სინამდვილეში სოციალური დარვინიზმი ეფუძნებოდა ბუნებრივი გადარჩევის პრინციპების ელემენტარულ არცოდნას. ბუნებაში მართლაც გადარჩებიან "ყველაზე მორგებულ-შეგუებულები" ან,სულ მცირე, "ყველაზე შეგუებულთა"გენები.

10.31.2011

ისევ და ისევ ბიბლიაზე-გამქრალი კიდობნის ძიებაში:

მასისი–არარატი
წარღვნის სხვადასხვა ტრადიცია მიუთითებს იმაზე რომ კიდობანი ერთ მთაზე გაჩერდამაგრამ სხვადასხვა ტრადიცია სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს ამ მთას და მის ადგილმდებარეობასაც სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად მიუთითებს
გამოთქმულია სხვადასხვა ჰიპოთეზა. მთის ადგილსამყოფელად ზოგი სომხეთისა და თურქეთის მთებს ასახელებს,ზოგი კი არარატის მთას საუდის არაბეთის კლდოვან მასივებში ხედავს. მრავალჯერ სცადეს გემის ნაშთების მოძიება, მაგრამ ამაოდ.

10.30.2011

ევროპის ძირებთან, პითაგორა და პითაგორელები-3, პითაგორას სკოლა და თემი:

პითაგორული პენტაგრამა
ამ ნიშნით სცნობდნენ პითაგორელები ერთმანეთს.
ითაგორული სკოლა იყო საიდუმლო საზოგადოების პირველი მოდელი. 
ის დახურული იყო თავის თავისებურებებზე,მაგრამ ამავე დროს ის თავისი პოლიტიკური როლით და ფილოსოფიისთვის მინიჭებული მნიშვნელობით ის იყო უნივერსალურისკენ,
საყოველთაოსკენ გახსნილი საზოგადოების პირველი მაგალითი.
   სწორედ პითაგორასგან მივიღეთ ცნება ფილოსოფოსი

10.29.2011

ევროპის ძირებთან, პითაგორა და პითაგორელები-2:

       
პითაგორა
  თავი პირველი-პითაგორა:
   პითაგორას ცხოვრების შესახებ ჩვენს ხელთაა მოგვიანო საბუთები რაც აძნელებს ლეგენდების გარჩევას სინამდვილისგან. პითაგორას, ამ რელიგიურ რეფორმატორს, ჯადოსანს, სფეროთა მუსიკით და საზოგადოების ჰარმონიით დაინტერესებულ ამ მათემატიკოსსა და ფილოსოფოსს ზოგი თანამედროვე მკვლევარი აახლოებს აღმოსავლელი შამანის ფიგურასთან.

    შემჩნეულია რომ რაც უფრო ვშორდებით პითაგორას ხანას მით უფრო მრავლდება ავტორთა მიერ მოწოდებული ცნობები პითაგორიზმის შესახებ რაც გვაფიქრებინებს გვიან შეთხზულ ცნობებზე....

ევროპის ძირებთან-პითაგორა და პითაგორელები-1:

პითაგორა
  დასაწყისი ყველაფრის ნახევარია, ასეთია ერთ-ერთი უცნაური სენტენცია იმათგან რომლებსაც პითაგორელები უწოდებდნენ ჰომოიას ანუ მსგავსებებს...
     თუ კი ამას სიტყვა-სიტყვით მივიღებთ უნდა ვაღიაროთ რომ პითაგორა განსაზღვრავს დასავლური აზრის ნახევარს,,,
      ჰერაკლიდე პონტოელის მოწმობით პითაგორა შეხვდა ფილიონტეს ტირან ლეონს. პითაგორას თაყვანისმცემელმა ტირანმა მას ჰკითხა თუ რომელ ხელოვნებას ეფუძნებოდა ის. პითაგორას უთქვამს რომ ის არაა ბრძენი, რომ ისაა ფილოსოფოსი ანუ სიბრძნის

10.24.2011

ესეც ევროპაა: სამყარო მშვენიერია :

ფრანგი აკადემიკოსი
ჯან დორმესონი
  „მე ძალიან მიყვარდა ეს სამყარო რომლის გაგებაც სცადა ამდენმა დიდმა სულმა. მე არ მქონია პრეტენზია მის საიდუმლოთა ამოცნობაზე. მე არასოდეს დამიდვია მისთვის ბრალი და არასოდეს დამიწამებია ცილი. მე არ მიცდია სამყაროსგან გაქცევა ან მისი მასხრად აგდება.
  მე კარგი ურთიერთობა მქონდა სამყაროსთან. ყველაზე მეტად მიყვარდა სეირნობა,ისე,არაფრის გულისთვის.  მე თავში დამკრა და წავედი სულერთია როდის,სულერთია სად.

დაუვიწყარი ბიბლია, ამერიკა ედემს და ქაოსს შორის:


წმინდა ბიბლია
ამერიკის პრეზიდენტები ფიცს დებენ ბიბლიაზე და ამერიკელი მწერლები ვერ უარყოფენ წიგნს რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მათი ქვეყნის წარმოსახვაში.

მე-17 საუკუნის ინგლისიდან მამა მლოცველებთან ერთად გარბის რწმენის გამო ჩაგრული ხალხი. ახალი სამყაროსკენ როგორც აღთქმული მიწისკენ მიდიან ძველი ევროპიდან განდევნილი  "თანამედროვე ებრაელები".

10.14.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს11: ღირებულებათა კონფლიქტი:

 მესამე რესპუბლიკის პატრიოტულ მორალს ჰქონდა მეორე უხერხულობაც. ის უმთავრესად მიმართავდა დაწყებითი სკოლების მოწაფეებს რომელთაც, უკვე სრულწლოვანებს, უნდა აეღოთ იარაღი და ებრძოლათ ჩვენთვის ელზას-ლორენის მომტაცებელი საშიში მეზობლის წინააღმდეგ. საფრანგეთის ფეხზე წამოსაყენებლად სწორედ მათი აღზრდა იყო საჭირო.

10.13.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-10: ეროვნული მოქალაქეობრივი შეგნების შემოღება:


პარიზის პანთეონის ფრონტონი რომელზეც აწერია:„მადლიერი სამშობლო დიდ ადამიანებს".
იდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ლექსიკონს. ცნება პატრიოტიზმის განსაღრვრებაში არის ელემენტი რომელზეც აქამდე არ გვილაპარაკია მაგრამ რომელსაც ეხლა უნდა მივაქციოთ ყურადღება.
     მცირე რობერის ლექსიკონის თანახმად პატრიოტიზმი არის სამშობლოსთვის თავდადების,მის დასაცავად თავგანწირვის სურვილი.

10.11.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-9:იმიგრანტი,ჩემი თანამემამულე:


ტრუბადური
 პატრიოტიზმს უკავია ცენტრალური ადგილი პოლიტიკურ საქმიანობაში და სვავს კითხვას რომელსაც ვერ ავუხვევთ გვერდს წიგნში ეროვნული გრძნობის შესახებ. მე მინდა ლაპარაკი ინტეგრაციაზე.

 უცხოელთა ეროვნულ თანამეგობრობაში ინტეგრაციის პროცესის წარმატება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. ის დამოკიდებულია სამუშაოს შოვნის შესაძლებლობაზე. ის დამოკიდებულია საჯარო სამსახურების,განსაკუთრებით სკოლის,ჯანდაცვის სისტემის,მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე.

 ის გულისხმობს იმასაც რომ უცხოელებს უნდა შეეძლოთ კანონის მიერ მათთვის მიკუთვნებული უფლებებით სარგებლობა.

 უცხოელები უნდა ლაპარაკობდნენ ჩვენს ენაზე,უნდა იზიარებდნენ ჩვენს ზნე-ჩვეულებებს,ისინი უნდა იხდიდნენ გადასახადებს,ისინი უნდა

ქება-დიდება პატრიოტიზმს-8: პოლიტიკის ამოცანა :


ბერტრან დე ჟუვენელი
1955 წელს გამოცემულ  თავის დიდ წიგნში "სუვერენიტეტზე" პოლიტოლოგი ბერტრან დე ჟუვენელი განიხილავდა იმას რასაც პოლიტიკური ფილოსოფია ტრადიციულად უწოდებს საერთო კეთილდღეობას.
სწავლული ანალიზის შედეგად ის მივიდა დასკვნამდე რომ  მმართველთა მთავარი ამოცანებია მოქალაქეთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტების გადაწყვეტა, უთანხმოებათა დამშვიდება, საერთო თანხმობის დონის ამაღლება, სოციალური კლიმატის გაუმჯობესება...


კარგი პოლიტიკა არის ძლიერი სოციალური კავშირის შენარჩუნებაზე მზრუნველი პოლიტიკა. 

10.10.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-7-დიდი მეგობრობა:

სამი მუშკეტერი:

ერთი ყველასთვის,
ყველა ერთისთვის!!!
    აქამდე ჩვენ სამშობლო წარმოვიდგინეთ როგორც ინდივიდების მომცველი,მათზე დიდი რეალობა. პატრიოტიზმი გამოჩნდა როგორც ერთქგვარად მაღლა მიმართული გრძნობა.
   მაგრამ პატრიოტიზმს აქვს აგრეთვე ჰორიზონტალური, თარაზული ასპექტივა ვინაიდან პატრიოტულ სიყვარულს განიცდის არა ერთი არამედ მრავალი ინდივიდი.
   მარტო მე არ მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე ის მიყვარს ჩემს თანასწორებთან ერთად. პატრიოტიზმის გულშია სხვათა ყოფნა. ეს სხვები ჩემი თანამემამულეები არიან.

ქება-დიდება პატრიოტიზმს-6, სამშობლო-მემკვიდრეობითობა და სამშობლო-კონტრაქტი:


სტრასბურგი
  ეროვნული კუთვნილების დეტერმინისტურ-პარტიკულარისტურ კონცეფციას  როგორც წესი უწოდებენ "ერის გერმანულ კონცეფციას". მე-19 საუკუნეში ის გამოხატეს ისტორიკოსებმა თეოდორ მომზენმა და ჰაინრიხ ფონ ტრაიჩკემ. ერის ნებაყოფლობით--უნივერსალისტურ კონცეფციას კი იცავდნენ ერტესტ რენანი და ფიư3;სტელ დე კულანჟი.
  ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდა 1870 წლის ომის შემდეგ თვალსაზრისთა რადიკალიზაციისთვის ხელის შემწყობ კონტექსტში.