მასისი–არარატი |
გამოთქმულია სხვადასხვა ჰიპოთეზა. მთის ადგილსამყოფელად ზოგი სომხეთისა და თურქეთის მთებს ასახელებს,ზოგი კი არარატის მთას საუდის არაბეთის კლდოვან მასივებში ხედავს. მრავალჯერ სცადეს გემის ნაშთების მოძიება, მაგრამ ამაოდ.
ქსავიე ფერი, „არარატის მთები“ :
შემდეგ შუა საუკუნეების დასავლეთში, სან-სავანის მოხატულ კამარაზე (XI-
-XII სს.), ბონის (საფრანგეთი,კოლეგიალის თუ ოტანის კათედრალის კაპიტელებზე
(XII ს.). სხვადასხვა თემის მეშვეობით კიდობნის მშენებლობამ, ცხოველთა აყვანამ და წყლის კლებამ ადგილი მოიპოვა დიდ მხატვართა რეპერტუარში (რაფაელი ვატიკანის ლოჟებში,მიქელანჯელო სიქსტეს კაპელაში,ტიციანი,
კარაში,პუსენი «ოთხ სეზონში» ,გუსტავ დორე ბიბლიის მისეულ ილუსტრაციებში...). ამ სახეთა წყალობით კოლექტიურ წარმოსახვაში ღრმად ფესვგადგმული ნოეს კიდობანი ხშირად იჩენს თავს ხელოვნების ნაწარმოებებში და უბიძგებს დაინტერესებულ პირთ მოაწყონ ექსპედიციები არქეოლოგიურ მოწმობათა მო-
საპოვებლად.
ჟურნალი წარღვანაზე |
ძველ აღთქმაში არარატი სახელია ქვეყნისა,რომელიც ალბათ შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ სახელმწიფოს. იგი უპირისპირდებოდა ასურეთს და სამეფო ანალები მას მოიხსენებდნენ ნაირის, ურუატრის და ურარტუს სახელებით. საკმარისია წავიკითხოთ II მეფეთა,37 და ისაია, XXXVII,38: ასურეთის მეფე სინაჰერიბმა უკან დაიხია. იგი დაბრუნდა ნინევიაში,სადაც დარჩა კიდეც. თავისი ღმერთი ნისროკის სახლში ლოცვისას იგი ხმლით მოკლეს მისმა შვილებმა ადრამელექმა და სარესერმა და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში. იგივეა იერემიაში, II,27 : მის (ბაბილონის) წინააღმდეგ მოუხმეთ სამეფოებს არარატს, მინის, აშკენაზს...“
ბიბლია არ ახსენებს რომელიმე განსაკუთრებულ მთას. მხოლოდ ა.წ. მე-5 საუკუნეში დაწყეს ამ როლის მინიჭება 5156 მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი ვულკანური მასივისათვის რომელიც თანამედროვე კავკასიის სამხრეთ-დასავლეთით, დღევანდელ თურქეთში მდებარეობს. ტრადიცია განამტკიცა სომხურმა ლიტერატურამ XI თუ XII საუკუნეში. მთას უწოდებენ მასისს ( „სიმაღლე“).თურქები მას იცნობენ სახელით «აღრი დაღ» („ციცაბო მწვერვალი“), ან არღი დაღ („კიდობნის მთა“). ირანელები მას იცნობენ სახელით კუბ ნუ („ნოეს მთა“). სახელი „არარატის მთა“ დამკვიდრდა ქრისტიანულ ხანაში.ის განამტკიცა ნოეს კიდობნის ნაშთთა ძიებამ ამ სიმაღლეზე. ათანასიუს კირხერის (1601-1680) ნაშრომიდან ამოღებული რუკა ასახავს არარატის მთით დაგვირგვინებულ შუამდინარეთს. მოგვიანებით გერმანელი გეოგრაფოსი კარლ რიტერი ( 1779-1859) აზუსტებდა რომ რომ არარატის მთა წარმოადგენდა ორიენტირს კასპიის ზღვის მოგზაურებისათვის.
თუ კი წარღვნის სხვადასხვა ტრადიციის თანახმად ნოეს კიდობანი ერთ მთაზე გაჩერდა, სხვადასხვა წყარო მას სხვადასხვა სახელით ცნობილ სხვადასხვა მთაზე მიუთითებს. ებრაული,ქრისტიანული და მაჰმადიანური ლიტერატურა მრავალ ადგილზე მიუთითებს. ბევრგანაა ნაპოვნი ძველი ხის ნაშთი. გილგამეშის ეპოპეა ყვებოდა რომ ასურნაზირპალის ანალებში მოხსენიებული და ქვემო ზაბის (პირ ომარ გუდრუმ ქურთისტანში) მახლობლად ლოკალიზებული მთა ნისირი წარმოადგენდა კიდობანის გაჩერების ადგილს; მელოუენი მას აიგივებდა ბასრას სამხრეთ-დასავლეთით, ქვემო შუამდინარეთში მდებარე ჯებელ სანამთან.
ქალდეური და მაჰმადიანური ტრადიცია კიდობანის გაჩერების ადგილად
მუთითებს მთა ჯუჯის. ეს მთა ორნაირად იყო ლოკალიზებული: მუჰამედი მას ათავსებდა არაბეთში, ჰეჯაზის ქედზე, მეორე თვალსაზრისით იგი მდებარეობდა ტიგროსის სათავეებთან არსებულ დაბალ ბორცვებზე,შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის გამოძახილია ყურანის სურატი 11,46 : „და მან თქვა: ო,მიწავ, შეიწოვე შენი წყლები, ო ცაო, გაჩერდი“; და წყალმა იკლო;ყველაფერი გაჩერდა. გემი გაჩერდა მთაზე ალ-ჯუდი და მან თქვა: „ბოროტნო შორს აქედან !“. ამ მთას თურქულად უწოდებენ კუდი დაღს ნესტორიან ქრისტიანთა მიერ აგებული მონასტრების გამო. ამ მონასტრებიდან ერთ-ერთს უწოდებდნენ კიდობნის მონასტრებს. შემდეგ მაჰმადიანებმაც ააგეს იქ მიზგითი. ტრადიციის თანახმად ამ მთაზე იყო იმდენი ხე რომ შესაძლებელი იყო მათგან მეორე კიდობნის აგება.
მითითებული იყო სხვა ადგილებიც: კუბ-ი-ალვანდი და მთა დემავენდი ირანის
ჩრდილოეთ ნაწილში,და ბოლოს ერთი ანონიმური ადგილი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, აპამეას დასახლების მახლობლად, მდინარე მარსიასზე. ცხადია რომ ყოველმა ტრადიციამ მოახდინა წინაპართა მითის ელემენტების ადაპტაცია საკუთარ გარემოსთან. სწორედ ამაზე მოწმობს უეჭველად სემიტური წარმოშობის ინდური ვერსია, რომელიც შატაპათა ბრაჰმანაში (I,VIII,I) თუ მაჰაბჰარატაში არის დამოწმებული: „მანუ წარღვნის თაობაზე გააფრთხილა გიგანტურმა თევზმა,რომელმაც ნავი მიიყვანა და გააჩერა მთა ჰიმავატ-ის (ჰიმალაიას) ძირას!...“.
ბიბლიის შემდგომი ტრადიციები კიდობნის გაჩერების ადგილად საზოგადოდ სომხეთს ასახელებენ.
მის სამხრეთ საზღვარს, ადგილს სადაც პირველი მთები გამოირჩევა შუამდინარეთის დაბლობზე უწოდებდნენ ქარდუ-ს. ბიბლიის არამეული და სირიული ვერსიები შესაქმის VIII ტაეპის თარგმისას ხმარობდნენ გამოთქმას „ქარდუს მთები“. ბერძენი და რომაელი ავტორები ამ ზონას უწოდებენ კარდუხთა არეს, რომელსაც აგრეთვე გორდიაეა ეწოდებოდა. ასე ბაბილონის მარდუკის ქურუმი ძვ.წ.III საუკუნეში ამბობს რომ ნოეს კიდობანი კორდ-თა მთებში გაჩერდა... (ფრანგული ჟურნალი „Les Dossiers d'Archéologie“, ნ°204,1995 წლის ივნისი, გვ. 67-71).
„კარდუხთა ეთნიკური სახელი (სომხურად კორდუხ) იდენტური უნდა იყოს
ქართველთა ეთნიკური სახელისა“, წერდა სტრასბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენათა და ლიტერატურათა პროფესორი კარსტი 1934 წელს პარიზში გამოცემულ ნაშრომში „ქართული ქრისტიანული ლიტერატურა“ ( გვ.9).
ანუ შეიძლება ითქვას რომ მნიშვნელოვანი ტრადიციის თანახმად ნოეს კიდობანი გაჩერდა და განახლებული კაცობრიობის ცხოვრება სწორედ კარდუხ-ქართველთა ქვეყნიდან, საქართველოდან დაიწყო.
დავუგდოთ ყური ძველი სახელების მუსიკას მასისი (არარატის ძველსომხური სახელი)-ფაზისი-დმანისი-მანგლისი- იქნებ ამ მუსიკამ გაამხნევოს თანამედროვე ქართველობა და აგრძნობინოს მას რომ მას ღვთისგან ბოძებული აქვს გაჭირვებული კაცობრიობისთვის შვების მოტანის ძალა.
No comments:
Post a Comment