Showing posts with label ცივილიზაციები. Show all posts
Showing posts with label ცივილიზაციები. Show all posts

9.20.2013

ჟიროფტი,შუმერული ცივილიზაციის თანამედროვე ცივილიზაცია ირანში

ირანის სასწაულები - ჟიროფტი და ცივილიზაციის საწყისი 


ვეფხვებთან მებრძოლი გმირი,
ჩვენი ტარიელის და ავთანდილის
უძველესი ირანელი პროტოტიპი?
2002 წლის თებერვალი. ფრანგ-ირანელი არქეოლოგი იუსეფ მაჯიზადე ჩავიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, ქერმანის ციხეში და იქ იპოვა ირანელი მებაჟეების მიერ აღმოჩენილი ასობით ობიექტი - ქლორიტის //იოლად საქანდაკებელი ქვის//, ადამიანთა და ცხოველების გამოსახულებებით და ნახევრადძვირფასი ქვებით შემკული ლარნაკები. ყველაფერი ეს თარიღდება ძვ.წ. მესამე ათასწლეულით.

ესაა დამოუკიდებელი და ორიგინალური ცივილიზაციის არსებობის მოწმობა.
ყველა ეს ობიექტი მომდინარეობს ქერმანის, პაკისტანის და ავღანეთის საზღვრებთან, 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელი ჟიროფტის მიდამოებიდან. მაღალი მთებით გარშემორტყმულ ამ რეგიონს ცოტა მნახველი ჰყავს, ის თითქმის შეუსწავლელია არქეოლოგიურად.

ამ დაუჯერებელი კოლექციის ნაწილი საფრანგეთში წარმოადგინა ჟურნალმა არქეოლოგიის საქმეები // Dossiers d'archéologie// რომელმაც მას მიუძღვნა საგანგებო ნომერი.


კონტრაბანდა

2001 წლის წყალდიდობების შემდეგ ჟიროფტის რეგიონის მკვიდრებმა აღმოაჩინეს საგნებით,განსაკუთრებით მიცვალებულებისთვის მირთმეული ძღვენით სავსე აკლდამები. განძის მაძიებლებმა დაიწყეს ველური გათხრები, თხრიდნენ მიწას გათენებიდან დაღამებამდე. ყოველ ოჯახს მიაკუთვნეს კვადრატი 6-მეტრიანი მხარით.

ასე ათასობით ობიექტი გაზიდეს ევროპაში, აზიაში, აშშ-ში.

ფუნქციონერები ერთი წლის მანძილზე ხუჭავდნენ ამაზე თვალებს. ბოლოს და ბოლოს.2002 წლის თებერვალში, რევოლუციის მცველებმა გადაწყვიტეს ამ ვაჭრობისთვის ბოლოს მოღება. მათ დაიჭირეს მრავალი კონტრაბანდისტი და ხელში ჩაიგდეს ობიექტები.

6.21.2013

ატარი, ლეილი ანვარი, რუმი... კავკასია...

გააპრიალეთ თქვენი სული სარკის მსგავსად და მასში აირეკლება უფალი.
ამის ძალას კი იძლევა უსასრულო, რადიკალური, აბსოლუტური სიყვარული.


Photo : Leili Anvar invitée aux « Mardis nomades » demain soir !

Cette rencontre littéraire mensuelle et itinérante est consacrée ce mardi 4 juin à Leili Anvar, et se déroulera à la Crypte du Martyrium de Saint Denis de 15h à 18h. 

N’oubliez pas de réserver vos places ! 
Tous les renseignements se trouvent sur notre site : http://www.editionsdianedeselliers.com/evenement-evenement-evenement-1-1-0-1.html
ფრანგ-ირანელი მკვლევარი ლეილი ანვარი
ფარიდ-უდ-დინ ატარი, ფრინველთა თათბირი, ლეილი ანვარი, რუმი. სუფიური სიბრძნიდან:

ვინც იცნობს საკუთარ თავს იცნობს მის უფალსაც //მან არაჰა ნაფსაჰუ არაფა რაბბაჰუ//.

ატარის თხზულების ახალი ფრანგული გამოცემა.

ესაა გამორჩეული ინიციაციური მოთხრობა, გზამკვლევი უკვე გზაში მყოფთათვის და იმედი იმათთვის ვინც ეძებს.

მე-12 საუკუნის სპარსელი პოეტი ატარის მიერ ლექსად დაწერილ ამ ამბავს განსაკუთრებული ადგილი უკავია სულიერ ლიტერატურაში.

ისევე როგორც უფრო ადრე ატარისთვისაც ფრინველი არის ადამიანის სულის სიმბოლო.

ატარი მაჰმადიანურ სამყაროში იწყებს მისტიკური ეპოპეის ტრადიციას. მისი პოემა ყვება გზის  სიძნელეების, მაგრამ აგრეთვე მეს ანიჰილაციით კავშირის,
ერთიანობის სიხარულის სიხარულის შესახებ.

3.10.2013

სტამბოლით, აღმოსავლეთით სამუდამოდ მოხიბლული ფრანგი პიერ ლოტი:

მივაგოთ პატივი ფრანგული თურქოფილიის მამა, ფრანგული აკადემიის წევრ პიერ ლოტის: 
პიერ ლოტი //Pierre Loti//.
"მოკრძალებულ სინამდვილეთა ტრუბადური." პიერ ლოტი

"მე ბევრ დროს ვატარებ ჩემთან. ესაა ჩემი ცხოვრების მშვიდი საათები. ვეწევი ჩემს ნარგილეს და ვოცნებობ სტამბულზე და ჩემი ძვირფასი პატარა აზიადეს წმინდა მწვანე თვალებზე."
ფრანგი მეზღვაური და მწერალი, კოლონიალური რომანის ჟანრის შემქმნელი პიერ ლოტი //Pierre Loti//.

დიდი პოპულარულობა მოუტანა მისმა პირველმა რომანმა "აზიადე" //1879// - ფრანგი მეზღვაური ოფიცერის და თურქი ქალის სიყვარულის შესახებ.

სტამბულში არის მისი სახელობის ქუჩა, ყავახანა "პიერ ლოტი" და სასტუმრო "აზიადე"

ფლოტის ოფიცერს და მწერალს, როშფორელ პიერ ლოტის //ნამდვილი სახელი ჟულიან ვიო, 1850-1923//, მთელი ცხოვრება უყვარდა მოგზაურობა. მან იმოგზაურა ინდოეთიდან ტაიტიმდე, თურქეთიდან სენეგალამდე. ის წერდა საგაზეთო წერილებს, იღებდა ფოტოებს, ააშენა თავისი შესანიშნავი სახლი. ყველაფერი ეს მოწმობს ოკეანეებზე ამ მოხეტიალის ცხოვრებაზე და აღმოჩენებზე.

11.21.2012

ფსიქოზ-ნევროზები და საშველის ძიება,საშველი შეიძლება იყოს რწმენა-1:

იტალიურ მითოლოგიაში ანგისია თუ ანკისია, ლათინურად Angitia, Ancitia იყო მკურნალი ქალღმერთი... ცელიუს ანტიპატრის თანახმად ანგიცია არის კოლხეთის მეფე აიეტის ერთ-ერთი ასული, მედეას და. ის ცხოვრობდა ჭალაში ტბასთან, იყო ჯადოსანი,შელოცვებით ხოცავდა გველებს და მას თაყვანს სცემდნენ როგორც ქალღმერთს,
მედეა მის ეტლზე
სერვიუსი მას აიგივებს თვითონ მედეასთან რომელიც იასონთან ერთად კოლხეთიდან ჩავიდა იტალიაში და მან ფუცინოს ტბასთან მცხოვრებთ ასწავლა გველების შხამის საწინააღმდეგო წამალი.... //ვიკიპედია//.

Ангиция (или Анкиция, лат. Angitia, Ancitia) — в италийской мифологии богиня-целительница, связанная со змеями. Вергилий вспоминает Ангитийскую рощу и волны Фуцина[1], рассказывая о заклинателе змей Умброне из Маррувия. Ангитию, дочь Ээта, упоминает также Силий Италик[2].

Согласно Целию Антипатру, Ангиция — одна из трёх дочерей Ээта, сестра Медеи и Кирки, которая жила в роще у озера, была колдуньей (заклинаниями убивала змей) и почиталась как богиня[3]. Сервий отождествляет её с самой Медеей, которая во время своего путешествия из Колхиды прибыла с Ясоном в Италию и научила местных жителей, обитавших близ Фуцинского озера, лекарствам от змеиного яда, и производит её имя от латинского angerent (сдавливать, теснить, то есть она своими песнями мешала змеям)[4], хотя очевидна и близость с лат. anguis, «змея», отчего в некоторых рукописях её называют Anguitia. Её имя упомянуто в нескольких латинских надписях (причем иногда во множественном числе — Ангитии).

ამას წინ არიზონაში //აშშ// დააპატიმრეს 28 წლის ქალბატონი ჰოლი სოლომონი რომელიც კლავდა თავის ქმარს იმიტომ რომ ის არ წავიდა არჩევნებზე ბატონი ობამას წინააღმდეგ ხმის მისაცემად. საწყალი კაცი დენიელი უაღრესად მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში და მან პოლიციელებს უთხრა რომ ფეხმძიმობის მე-7 თვეზე მყოფ მის მეუღლეს უბრალოდ სძულს ბატონი ობამა და მას აბრალებს მისი ოჯახის თავს დატრიალებულ უბედურებებს
//http://www.bbc.co.uk/russian/international/2012/11 121114_usa2012_elections_obama_secession.shtml.,среда, 14 ноября 2012 г., 08:36 GMT 12:36 MCK

11.12.2012

გიორგი ვერნადსკის დიდი ევრაზიული ლეგენდა-2, კლანი ანუ სისხლით ნათესაობა, საკრალური ძმობა, ასოციაცია-კორპორაციები:

II: მომთაბარე საზოგადოება, ნათესაობა და ძმობა:
ძველი სლავების ტრამალის ხალხებთან და განსაკუთრებით ალანებთან მჭიდრო კავშირის გამო სლავთა ძველი ისტორიისა და კულტურის გასაგებად აუცილებელია მომთაბარეთა სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციის, ისევე როგორც მათი ფოლკლორის და მითოლოგიის შესწავლა.

ვებსტერის თანახმად მომთაბარე არის მუდმივი საცხოვრებლის არმქონე და მუდამ საცხოვრებელი ადგილის ცვლაში მყოფი ადამიანი.

ამ ცნებით თავიდან აღნიშნავდნენ მწყემს ხალხებს და არა მაწანწალებს.

მწყემსი ხალხები არ წანწალებენ უმიზნოდ. ისინი ყოველ სეზონზე მათ ნახირებს მიერეკებიან ერთი შესაბამისი საძოვრიდან მეორეზე ზამთრის საძოვარზე გადაყვანიდან ზაფხულის საძოვარზე გადაყვანამდე და პირიქით. ლოკალური პირობების და კარგად დადგენილი რიტმის შესაბამისად. ეს რიტმი შეიძლება დაარღვიოს მხოლოდ რაღაც უბედურმა შემთხვევამ ან განსაკუთრებულმა კლიმატურმა გარემოებამ, მაგალითად გვალვამ.

9.05.2012

Ex Oriente Lux, ძველი ეგვიპტური კულტურის გავლენა დასავლურ ცივილიზაციაზე:

კრისტიან დეროშ ნობლკურის წიგნი 
"ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა" 
წიგნში ,,ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა"  სახელგანთქმული ფრანგი სწავლული გვეუბნება რომ ძველმა ეგვიპტემ მსოფლიოს უანდერძა აგური, ანბანი, კალენდარი, ეზოპეს და ლაფონტენის ცხოველები, ტესტი ფეხმძიმობაზე, თვალის ავადმყოფობათა და თავის ტკივილის წამლები, ციხე-სასახლეების მოდელი და აღდგომის და ევქარისტიის ქრისტიანული სიმბოლოები. თანამედროვე მეცნიერება, მედიცინა, ტექნოლოგია და თეოლოგია არის ძველ ეგვიპტელ სწავლულთა მემკვიდრე.
ეგვიპტემ უზომო გავლენა მოსახდინა დასავლეთზე. უკვე ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის ბოლოს ჩამოყალიბდა იქ ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეგვიპტეში უფრო ადრე ვიდრე სადმე სხვაგან ყვაოდა ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება,მედიცინა.

აქაა საბერძნეთის და კრეტას ცივილიზაციათა ფესვები. ევროპელებს ეგვიპტელები ხვდებოდნენ ფინიკიის სანაპიროზე ბიბლოსში,გზაზე შეივლიდნენ ხოლმე კრეტაზე, კვიპროსზე,როდოსზე, კარპატოსზე, კითერაზე. კითერაზე ნახეს თაბაშირის ლარნაკი ეგვიპტის მე-5 დინასტიის //2465-2323// ფარაონის სახელით.

ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში საშუალო სამეფოს ეგვიპტე გაცხოველებით ვაჭრობდა კრეტასთან რაზეც მოწმობს კრეტაზე ნაპოვნი მრავალი ეგვიპტური ნივთი
//ჭურჭელი, პატარა ქანდაკებები, საბეჭდავები და ა.შ.//.

7.18.2012

ისევ მისტიკოს, კარგ ხელოსან, პოეტურ, რაინდ, მეომარ და მოქეიფე კელტებზე:


Gravures de  bas-reliefs gaulois trouvés à Entremont, réalisées par Marius Reynaud en 1851 pour l'ouvrage de Rouard.
ლარუსის წერილი კელტებზე: 
ესაა ერთი და იგივე ცივილიზაციის და ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ერთობლიობა.მათ ეკავათ ძველი ევროპის ნაწილი.

ანტიკურ ხანაში კელტები თავის თავს უწოდებდნენ კელტებს,მაგრამ რომაელები მათ ერთობლიობას უწოდებდნენ Galli         //გალები//. ამ ორ სახელს ენათესავება ვარიანტი გალატები,რომლითაც იხსენიებდნენ აზიაში დამკვიდრებულ კელტებს. როგორც ჩანს ეს უნდა იყოს ერთი და იგივე სახელის სამი ფორმა. ანრი უბერის თანახმად კელტების სახელი უნდა მომდინარეობდეს ერთ დროს გაბატონებული სამეფო რასის ტომიდან.

კელტებს არ ჰქონიათ ჭეშმარიტი ეთნიკური ერთობა. მათ აერთიანებდათ ცივილიზაცია. მათ სცნობდნენ გარეგნობით, საპნით //მათი ერთ-ერთი გამოგონება// შეღებილი თუ გაუფერულებული თმებით, მათი შარვლებით, ზოგჯერ მათი ტატუირებებით და ასე ერთმანეთთან ახლოს მდგომი და იტალიის ენებთან მონათესავე კელტური ენებით //იტალო-კელტური ლინგვისტური ჯგუფი//. ჯგუფისადმი კუთვნილება ყოველთვის არ ყოფილა მკაცრი. ბელგები იყვნენ გალები, მაგრამ ამავე დროს თავს გერმანელებად აცხადებდნენ. ირლანდიის დამპყრობი ცივილიზაციით კელტი გოიდები არ არიან აღიარებული კელტებად. და ბოლოს უნდა ვახსენოთ ძველი ხალხების მიერ ნახსენები კელტო-ლიგურები და კელტიბერები.


წარმოშობა და მიგრაციები:
კელტების საწყისი საცხოვრისი ძვ.წ. მეორე ათასწლეულში იყო დასავლეთ გერმანიის სამხრეთ ნახევარში, ან რაინის შესართავებთან ან უფრო ზემო დუნაიზე. მიგრაციებმა კელტები სხვადასხვა ქვეყანაში მიიყვანეს. მაგრამ J. Graham Clark-ის ბოლო ვერსიის თანახმად მიგრაციის ჰიპოთეზა არის ვაჭრობით ცივილიზაციის გავრცელების და გავლენის გვიანდელი ახსნა.

7.16.2012

ერნსტ რენანი, კელტური რასების პოეზია

La poésie celtique par Ernest Renan
ჟოზეფ ერნსტ რენანი ( Joseph Ernest Renan)1823 წლის 28 თებერვალი-1892 წლის 2 ოქტომბერი,ფრანგი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოლოგი
კელტური რასების პოეზია:
როდესაც არმორიკის ნახევარკუნძულზე მოგზაურობისას გასცდებით კონტინენტთან უფრო ახლოს მყოფ რეგიონს სადაც გრძელდება ნორმანდიასთან და მენთან საერთო მხიარული ფიზიონომია და შეხვალთ ნამდვილ ბრეტანში, იმაში რომელიც ამ სახელს იმსახურებს ენითა და რასით,უცებ იგრძნობა მკვეთრი ცვლილება. ამოვარდება ნაღველით სავსე ქარი რომელსაც სული გადაჰყავს სხვა აზრებისკენ.

მწვერვალი იძარცვება ხეებისგან და იხვეწება,მანანა შორს განავრცობს თავის ერთგვაროვან ფერს. გრანიტი ყოველ ნაბიჯზე ხვრეტს მეტისმეტად მჭლე მიწას. თითქმის მუდამ ბნელი ზღვა ჰორიზონტზე ქმნის მარადიულ მოთქმათა წრეს.

იგივე კონტრასტია ადამიანებში. ნორმანდულ ვულგარულობას, ქონიან, უხვმოსავლიან, ცხოვრებით კმაყოფილ და თავისი ინტერესებით სავსე, ყველა სიტკბოების მოყვარულთა მსგავსად ეგოისტ მოსახლეობას ცვლის თავმდაბალი, თავშეკავებული, მთლიანად შიგნით მცხოვრები, გარეგნულად მძიმე მაგრამ ღრმად მგრძნობიარე და მის რელიგიურ ინსტინქტებში მომხიბლავი დელიკატურობის მქონე რასა.

როგორც ამბობენ იგივე კონტრასტი იგრძნობა ინგლისიდან უელსში.ენით და ზნე-ჩვეულებებით ინგლისური ქვემო შოტლანდიიდან ჩრდილოეთის გელთა ქვეყანაში გადასვლისას. ირლანდიის უცხოურთან შერევისგან წმინდად დაცული ნაწილი მკვეთრად განსხვავებულია.

3.08.2012

ევროპელებისთვის დღესაც თავბრუდამხვევი კოლხეთი-1, კირკე:


კირკე და ოდისევსი, ათენის 
წითელფიგურიანი კერამიკა
კირკეს (სირსეს, სირსეას) კუნძული, ეა თუ აიაე, ავრორას, გარიჟრაჟის კუნძული, კირკეს ლეგენდარული კუნძული: 
ის გაიგივებული იყო პაქსოსის კუნძულთან. ნახევარკუნძული მონტე კირკეო ტირენიის ზღვაში არ ყოფილა კუნძული მაგრამ მაინც ითვლებოდა კუნძულად რომელზეც შეჩერდნენ ლესტრიგონებისგან გაქცეული ოდისევსი და მისი თანამგზავრები.
კუნძული, რომლის ირგვლივაც უსასრულო ზღვა ქმნის გვირგვინს, არის ჯადოსანი, «თავდზარდამცემი ქალღმერთი» კირკეს» ( «ოდისეა,X,136) თავშესაფარი.

ადამიანის ხმის მქონე კირკე კი არის ჰელიოსის და ნიმფა პერსას ასული,სასტიკი აზრების მქონე აიეტის და.

ყველაფერთან ერთად ციდან ვარსკვლავების დაშვების უნარის მქონე კირკე არის სიყვარულის წამლის,ჯადოსნური სასმელის გაკეთების და მოწამლვის ექსპერტი.
(ჰესიოდე, თეოგონია, 957, 1011; აპოლოდორი, I,9,1; ჰიგინი, ზღაპრები, 125).

3.04.2012

ხუროთმოძღრების ისტორიიდან-ქალაქი-ბაღი:

ქალაქი-ბაღი
კონტექსტი:  ქალაქი-ბაღების გაჩენა მოხდა განსაკუთრებულ პოლიტიკურ,ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტში. მე-19 საუკუნეში საზოგადოება განიცდიდა მუტაციას, მიწით მცხოვრები ადამიანის ხანა შეიცვალა საზოგადოების შუაგულში მცხოვრები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარ ფაქტორად ქცეული ადამიანის ხანაში. ესაა ინდუსტრიული განვითარების და ლიბერალიზმის ბატონობის ხანა. ადამიანი აცნობიერებს მის უფლებებსა და თავისუფლებებს, ინდივიდუალიზმი ძლიერდება. ადამიანი ქალაქელდება მაშინ როდესაც ქალაქი განიცდება როგორც მანკიერება-გარყვნილებათა და უქეიფობათა, ადამიანის ცუდად ყოფნის ადგილი. ქალაქი //"garden city" ინგლისურად// მიზნად ისახავდა საზოგადოების ავადმყოფობათა მკურნალობას ბუნებასთან დაბრუნებით და საზოგადოებრივი ცხოვრებით.

ქალაქი-ბაღის კონცეფცია არ ჩერდება მარტო ქალაქის აგების სახეზე. ესაა უფრო მასშტაბური ურბანიზაცია რომელიც ქმნის მრავალი ქალაქის ქსელს. კონცეფცია ორი ქალაქი-ბაღისმ ლეჩვორს გქრდენის და ველვინის აგებით პირველად განახორციელა რაიმონდ ანვინმა. 

2.15.2012

მედიტაციები რომზე.

სკოლა "ახალი აკროპოლის"დამაარსებელი ხორხე ანხელ ლივრაგა, რომის ისტორიული როლი და თანამედროვეობის პრობლემები:
http://www.livraga.ru/statji/istoricheskaya_rol_rima.htm
http://iriney.ru/sects/acropol/001.htm
76.56 КБ
მუციუს სცევოლა.
რომზე როგორც იმპერიაზე ლაპარაკისას როგორც წესი ამტკიცებენ რომ მისი მისია იყო ელინისტური კულტურის ელემენტების აღდგენა ხელოვნებაში, ლიტერატურაში და მეცნიერებაში და ეს რამდენადმე სწორია.... მაგრამ ძველ რომში იყო ბევრი თავისებურებაც, რაც მას აქცევს უნიკალურ მოვლენად.

რომის ფესვები არის ერთ-ერთ დიდ იმპერიაში, ეტრუსკთა იმპერიაში და არა მარტო ისეთ ნაკლებად ცნობილ ხალხებში, როგორებიც იყვნენ ტირენიელები თუ საბინელები. ის რომ დღეს არ შეგვიძლია ეტრუსკების ძველი ტრაქტატების წაკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ეტრუსკებს არ მოუხდენიათ გავლენა ძველი ცივილიზაციების განვითარებაზე. ...

რომმა დაშლილ-დაქუცმაცებული, ფრაგმენტებად დამსხვრეული ელინური სამყაროდან შექმნა ერთი მთლიანობა, მან გააერთიანა ყველაფერი, მან შექმნა ქურა რომლიდანაც სხვადასხვა ლითონიდან გამოვიდა საოცარი შენადნობი – რომაული ცივილიზაცია. რამდენი ლაპარაკი შეგვიძლია რომზე, რამდენი რამის მოთხრობა შეუძლიათ ამ ძველ ქვებს!

2.10.2012

ქეთი ქანთარია,ტფილისის მიზგითები:

წყარო: http://www.chechen.org/page,17,393-zhurnal-chast.html
Историко-культурный журнал "PROMETHEUS" №5
26 апреля 2010 |
Мечети города Тбилиси

Кети Кантариа (Тбилиси, Грузия)
Первое мусульманское население в Тбилиси появляется с 8-го века, вскоре после того как город был взят арабскими завоевателями, и с тех пор оно становится неотъемлемой частью города, его особого духа и колорита.
По сведениям историков, в средние века в Тбилиси было семь мечетей. До двадцатого века из них сохранилось только две – одна, суннитская, на улице Ботанической, ведшей подъемом к ботаническому саду города – в сравнительно хорошо сохранившейся старой части Тбилиси, и другая, шиитская, так называемая Голубая Мечеть, построенная в 1522 году на скалистом возвышении над рекой Мтквари (Кура), вблизи знаменитого Метехского храма, ставшего своебразной визитной карточкой города. Мечеть была построена шахом Сулейманом ( по другим сведениям – шахом Тахмасибом) на месте предварительно разрушенной персами грузинской церкви. По другим сведениям, мечеть называли по имени Шах-Исмайла, также мечетью Шаха Абаса. По мнению грузинского историка Платона Иоселиани это была первая мечеть в Тбилиси, однако учитывая историю города, это сведение выглядит не очень убедительно. В 17-ом веке мусульманским царем Картлииского царства, Ростомом было воздвигнуто несколько мечетей, одна из них якобы считалась важным культовым сооружением для всего мусульманского Востока, но не одна из этих мечетей не сохранилась до наших дней.

2.09.2012

რუსი ტამპლიერები მგელ ბოლშევიკებს შორის:


არაადამიანურ ვითარებაში ადამიანობის შენარჩუნების არც ისე ორიგინალური ხერხი-რუსი ტამპლიერები:
 "ბოროტებასთან ბრძოლა მესმოდა როგორც შინაგანი სულიერი ბრძოლა საკუთარ ცუდ თვისებებთან-არა მოსპობით არამედ დადებითი საგნებისა და თვისებების შექმნით."
აპოლონ  კარელინი
 ბოლშევიკური რეჟიმისადმი ოპოზიცია არსებობდა საბჭოთა ხელისუფლების პირველივე ნაბიჯებიდან. პარტიულ-სამთავრობო ზედაფენებში ჭიდაობდნენ მეტი პირადი ხელისუფლების და გავლენის მოსაპოვებლად რუსეთის მოსახლეობას კი არ სურდა პირუტყვ ნახირად გადაქცევა და მაშინ დიდ როლს სრულებდნენ ჯერაც უცნობი, 1920-ანი წლების დასაწყისში გაჩენილი საიდუმლო მისტიკური საზოგადოებები და რაინდული ორდენები. პირველ რიგში ეს ეხება ტამპლიერთა ორდენს....

1920-ანი წლების დასაწყისისთვის ყველა პოლიტიკური პარტია გასრესილი იყო. გადარჩნენ მხოლოდ ანარქისტები და ისიც იმიტომ რომ მათ არ ჰქონიათ ორგანიზაციული ფორმა. ანარქისტები არ ყოფილან მარტო ბომბისტები და ტერორისტები,როგორც ამას წარმოადგენს ისტორიოგრაფიის დიდი ნაწილი,მათ შორის მოაზროვნე ხალხიც იყო.

ფანტასტიური,გულუხვი და სტუმართმოყვარე ტფილისი:

გრიგოლ რობაქიძე ასე აღწერს მაშინდელ თბილისს:
ფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა 
კოჩალოვის ხმა... ტფილისშივე იყო ხოდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპნინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდეიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა „ქიმერიონი“ დაარქვეს – სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველიი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით... ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის „სმერტ გაპპოს“-ს კითხულობდა... ვასილი კამენსკიც ეწვია მაშინ ტფილისს... იყვნენ სხვებიც.
 ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე „ინტერნაციონალში“ კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო ტფილისშიაო... ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ასეთ „ქცევას“ პოეტური მღერით ხვდებოდა.
ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა...“

11.14.2011

ესეც გამქრალი ცივილიზაციების სერიიდან,სპარსელების სიამაყე; წინაარიული ჟიროფტი:

ჟიროფტის ჩიტუნები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არატაში (Aratta) :
ირანის უძველეს მოსახლეობათა ასაკი სულ მცირე 10 000 წელს უდრის. ქვეყანამ სახელი მიიღო არიელებისაგან რომელთა მიგრაციაც მოხდა

ძვ.წ.1500 წლისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ შესასწავლია ცივილიზაციის სხვადასხვა ფენა,რომელთა არსებობაზეც ლაპარაკობს ათობით ათასი არქეოლოგიური ძეგლი.

2000 წელს დაინტერესებულთ ციებ-ცხელება დამართა ერთმა აღმოჩენამ:
სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში ქალაქი ჟიროფტის მახლობლად მდინარე ჰალილის
წყალდიდობამ გამოაჩინა ათასობით ძველი სამარხი. მას შემდეგ მოწყობილ ექვს არქეოლოგიურ კამპანიას არ მოჰყოლია გამოცხადება მაგრამ აღმოჩნდა საინტერესო ობიექტები. მათ შორისაა თხის ბრინჯაოს თავი,რომელიც 5000 წლის წინ უნდა იყოს გაკეთებული.

გამქრალი ცივილიზაციები-8,ხეთთა ნაწერი ისტორია:

ხეთბის ეტლი, ეგვიპტური
რელიეფი
საკმაოდ უცნობი ხეთები ანატოლიაში ბატონობდნენ მრავალი საუკუნის მანძილზე. ისინი უმკლავდებოდნენ ძლიერ თანამედროვეებს, ეგვიპტელებს და ასურელებს. სამხედრო თვალსაზრისით ძლიერმა ხეთებმა შექმნეს ცივილიზაცია. ნაპოვნია მისი აღმწერი მრავალი ფირფიტა.
ალბათ ბალკანებიდან და შავი ზღვის სანაპიროებიდან მოსული მომთაბარეები თანდათან, ერთმანეთის მიმყოლ ტალღებად მკვიდრდებიან ანატოლიაში, მცირე აზიაში. მათ იზიდავს წიაღისეულით მდიდარი რეგიონი.

ძვ.წ. 2100 წელს ისინი დაიმორჩილებენ ავტოქტონ მოსახლეობას, ხათებს რომლისგანაც ისესხებენ სახელს და რელიგიის ნაწილს. ისინი დააარსებენ 5 სამთავროს
//კანესტი, კუსარა, ჰატუსა, ზალპა და პურუშანდა// და შემდეგ შექმნიან სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლებით. მისი დედაქალაქი იქნება ჰატუშა. მაშინ გაჩნდა სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ჰატის ქვეყანა, იმ ხანის ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია, ჭეშმარიტი იმპერია რომელიც იარსებებს ძვ.წ.მერვე საუკუნემდე.

11.08.2011

გამქრალი ცივილიზაციები-6,გერმანელთა ევროპა:


ვიკინგების //ძველი გერმანელების// სვასტიკა, აგრეთვე უწოდებდნენ ვოტანის //ოდინის ჯვარს//. ვოტანი//ოდინი// იყო ძველი გერმანელების ცოდნის, გამარჯვების, სიკვდილის ღმერთი და მაგიის, პოეზიის, წინასწარმეტყველებათა, ომის და ნადირობის პატრონი.

 ბერძნებისა და რომაელების მიერ ბარბაროსებად წოდებული გერმანელები წარმოადგენენ სხვადასხვა ტომის ერთობლიობას. ისინი ევროპაში

11.07.2011

გამქრალი ცივილიზაციის,ძველი საბერძნეთის მემკვიდრეობიდან,საზოგადოებათა,პოლისთა შემაკავშირებელი ძალაა მეგობრობა:

არისტოტელე
„საზოგადოებათა, პოლისთა შემაკავშირებელი, გამაერთიანებელი ძალაა მეგობრობა", ამბობს არისტოტელე ნაშრომში "ნიკომაქეს ეთიკა".
არისტოტელეს თანახმად სათნოებათა თეორიულად სწავლა შეუძლებელია. ადამიანი სათნო ხდება სათნოებათა პრაქტიკულად განხორციელების კვალდაკვალ. პრაქტიკა ქმნის მიდრეკილებებს და მიდრეკილებები მიმართულებას აძლევენ პრაქტიკას ისე რომ ეს არაა თეორიული სწავლების საგანი....
სათნოების საფუძველია საზოგადოება,პოლისი, ვინაიდან კანონმდებელი მიმართულებას აძლევს მოქალაქეთა ცხოვრებას და არის ერთგვარი აღმზრდელი.

ალექსანდრე ყაზბეგი ალ.ხახანაშვილს მთის წესების შესახებ.

ალ. ხახანაშვილი
წერილი ალ. ხახანაშვილისადმი
   მომიტევეთ, რომ დღევანდლამდის დაგიგვიანეთ პასუხი. მაგრამ თქვენი წერილიც მხოლოდ გუშინ მივიღეთ, რადგანაც ჩემის ჩვეულებისამებრ, ინდოურსავით დავყიალებდი აქა-იქ და გუშინ, მხოლოდ გუშინ, გავაბედნიერე ქუთაისი ჩემის ნახვით. 
      სანამ თქვენის კითხვების პასუხებს შეუდგებოდე, მე მიგითითებთ 1880-ის, თუ 1881-ის წლის ,,დროების” ნომრებზედ, სადაც დაბეჭდილია ფელეტონები მოხევეთა ცხოვრების შესახებ. ამ ნაწერებში, რომელთაც სათაურად აქვსთ ,,მოხევეები და იმათი

11.05.2011

გამქრალი ცივილიზაციები-5, ჰუნები და ატილას დიდება:

ჰუნების ამ მხეცმა ბელადმა ატილამ,რომელსაც ღვთის ჭირი უწოდეს იცოდა ბერძნული და ლათინური ენები და თავის დახვეწილ კარზე ის იმეორებდა რომაულ წეს-ჩვეულებებს.
ჰუნები პირველად ახსენა ბერძენმა სწავლულმა პტოლემემ ა.წ.160-170 წლებში. 
მან აღწერა მომთაბარე, მშვიდობიანი, შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ურალს შორის მცხოვრები ხალხი.


მათი წარმოშობის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ზოგის აზრით ისინი უნდა მოსულიყვნენ აზიიდან, თურქეთიდან, უგრული რეგიონიდან  //ევროპის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი//. სხვების აზრით ისინი უნდა მოსულიყვნენ შუა აზიიდან  
//მონღოლეთი და ჩრდილოეთი ჩინეთი//. 


სინამდვილეში ჰუნები უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ რომის იმპერიის საზღვრებამდე მათი გადაადგილებისას მათ მიერ დამარცხებული ხალხების ასიმილაციის შედეგად და შემდგარი უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა წარმოშობის ჯგუფებისგან.