11.07.2011

გამქრალი ცივილიზაციის,ძველი საბერძნეთის მემკვიდრეობიდან,საზოგადოებათა,პოლისთა შემაკავშირებელი ძალაა მეგობრობა:

არისტოტელე
„საზოგადოებათა, პოლისთა შემაკავშირებელი, გამაერთიანებელი ძალაა მეგობრობა", ამბობს არისტოტელე ნაშრომში "ნიკომაქეს ეთიკა".
არისტოტელეს თანახმად სათნოებათა თეორიულად სწავლა შეუძლებელია. ადამიანი სათნო ხდება სათნოებათა პრაქტიკულად განხორციელების კვალდაკვალ. პრაქტიკა ქმნის მიდრეკილებებს და მიდრეკილებები მიმართულებას აძლევენ პრაქტიკას ისე რომ ეს არაა თეორიული სწავლების საგანი....
სათნოების საფუძველია საზოგადოება,პოლისი, ვინაიდან კანონმდებელი მიმართულებას აძლევს მოქალაქეთა ცხოვრებას და არის ერთგვარი აღმზრდელი.
მეგობრობათა და კონსტიტუციათა სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა არაა ერთმნიშვნელოვანი. 

ყოველი საზოგადოება გავლენას ახდენს მოქალაქეთა მიდრეკილებების განსაზღვრაზე და ეს უკანასკნელები თავის მხრივ გავლენას ახდენენ საზოგადოების აგებაზე.

მეგობრობა ერთის მხრივ არის საზოგადოების,პოლისის ბუნებრივი პირობა //არისტოტელეს თქმით ისაა ადამიანთა ბუნებრივი კავშირი//,მაგრამ მეორეს მხრივ მას ფორმას და მიმართულებას აძლევენ ყოველი საზოგადოებისა და პოლისის ინსტიტუტები და ზნე-ჩვეულებები. მეგობრობისადმი საყოველთაო მზაობა //მეგობრობის პოტენცია// ასე მრავალფეროვნდება სხვადასხვა მიდრეკილებებად რომლებსაც განსაზღვრავს პრაქტიკა.

თანასწორთა მეგობრობა,მაგალითად,განსხვავდებდა ზემდგომ-ქვემდგომთა,

უფროს-უმცროსთა მეგობრობებისგან. მეზღვაურთა მეგობრობა განსხვავდება მოქალაქეობრივი მეგობრობისგან.

მაგრამ მეგობრობის ყველა ფორმას ფუნდამენტურად აერთიანებს ის რომ ყველა ფორმა გულისხმობს გარკვეულ ნაცვალგებას მეგობართა ურთიერთობაში. ...

ამიტომაა რომ მეგობრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ თავისუფალი ადამიანები და სრულყოფილი მეგობრობა შეუძლიათ მხოლოდ სათნო,ღირსეულ ადამიანებს.

მეგობრობა მაშინ დაფუძნებულია ნამდვილ თანაზიარობაზე და არა სარგებელზე თუ ინტერესზე.

არისტოტელე თითქმის აიგივებს მეგობრობას სამართალთან,მართლმსაჯულებასთან.

მოქალაქეობრივი მეგობრობა სამართალის გამოხატვა ემოციურ პლანში. სამართალი კი არისტოტელესთვის არის საკუთრების და პიროვნებათა პროპორციულობა და ამდენად ერთგვარი თანასწორობა//მრავალ ურთიერთობათა თანასწორობა//.

მეგობრობა აგრეთვე შეიძლება იყოს ფართოდ გაგებული. მეგობრებს უძახიან თანამგზავრებს,თანამებრძოლებს,თანამშრომლებს,იმათ ვისთანაც დაკავშირებული არიან ცხოვრების სხვა სფეროებში. ასეთი მეგობრობა სხვადასხვა სიახლოვის შეიძლება იყოს.

მეგობრობა მდგომარეობს ერთობლიც ფლობაში, თანაფლობაში. და ძმებს და მეგობრებს აქვთ სრული ერთობა. მაგრამ სხვათა ერთობა შეიძლება შემოიფარგლოს ცალკეული რამეებით. ყოველივე ეს განსაზღვრავს და განასხვავებს უფლებებსაც.მშობლებისა და შვილების უფლებები სხვაა და ძმების უფლებები ერთმანეთის მიმართ-სხვა.

მეგობრის გაძარცვა უფრო თავზარდამცემია ვიდრე თანამოქალაქის გაძარცვა,ძმისთვის დახმარების გაუწევლობა უფრო თავზარდამცემია ვიდრე უცხოელისთვის დახმარების გაუწევლობა. საკუთარი მამისთვის თავის გახეთქვა უფრო თავზარდამცემია ვიდრე უცხო ვინმესთვის თავის გახეთქვა. ბუნებრივია მეგობრობის გაძლიერებასთან ერთად სამართალის განმტკიცებაც....

მაგრამ ყველა თემი და საზოგადოება არის პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი და მეტი არაფერი.

თანამგზავრები იკრიბებიან რაღაც უპირატესობის და ცხოვრებისთვის აუცილებელი რარაცეების მოსაპოვებლად.

ფიქრობენ რომ პოლიტიკური საზოგადოებაც მისმა წევრებმა თავიდან შექმნეს გარკვეული სარგებლის მისაღებად. და კანონმდებლები მიზნად ისახავენ ამ საერთო სარგებელს, საერთო სარგებლობას. ისინი სამართლიანს უწოდებენ იმას რაც ყველასთვისაა სასრგებლო.

სხვა თემები და საზოგადოებები მიზნად ისახავენ თავისი კერძო სარგებლის მიღებას. მეზღვაურებს ერთად ზღვაოსნობით უნდათ ფულის ან რაღაც მსგავსის შოვნა. თანამებრძოლებს უნდათ ნადავლი,სიმდიდრე ,გამარჯვება თუ სასურველი ქალაქის აღება. ასეა ტომის თუ გვარის წევრების შემთხვევაშიც. არსებობს სიამოვნებისთვის შეკრებილ ადამიანთა საზოგადოებებიც...

მაგრამ უველა ასეთი საზოგადოება როგორც ჩანს ექვემდებარება პოლიტიკურ საზოგადოებას ვინაიდან პოლიტიკური საზოგადოების მიზანია ის რაც სასარგებლოა მთელი ცხოვრებისთვის და არა მხოლოდ დღევანდელი მოგება....

მეფის მეგობრობა მის ქვეშევრდომებთან არის ქველმოქმედების უზენაესობა. მეფე კეთილია მისი ქვეშევრდომების მიმართ მაშინ როდესაც ის ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე...იგივე ბუნებისაა მამობრივი სიყვარული რომელიც ჭარბობს გაწეული სამსახურის მნიშვნელობით ვინაიდან მამაა შვილების სიცოცხლის ავტორი რაც საერთო აზრით არის უდიდესი ძღვენი.. მამა ასევე ზრუნავს თავის შვილებზე და მათ განათლებაზე. ითვლება რომ ადამიანებს ამის საფუძველი და საშუალება მისცა წინაპართა ცხოვრება-მოღვაწეობამ.აც .

ბუნებრივია როდესაც მამა ხელმძღვანელობს თავის შვილებს,წინაპარი-შთამომავლებს და მეფე ქვეშევრდომებს.

ეს სხვადასხვა მეგობრობა გულისხმობს ერთი მხარის სიკეთის და ქველმოქმედების სიჭარბეს, მეორე მხარის სიკეთესა და ქველმოქმედებასთან შედარებით. ამიტომ სცემენ პატივს მშობლებს შვილები.
აქედან გამომდინარე სამართალი, ისევე როგორც მათი გამაერთიანებელი სიყვარული, ყოველი მხარის ღირსების პროპორციულია.

ცოლქმრული სიყვარული ჰგავს არისტოკრატულ რეჟიმში გავრცელებულ სიყვარულს. ის არის პიროვნული სრულყოფილების პროპორციული. მეტი ერგება უკეთესს.,ასევეა მერთლმსაჯულების შემთხვევაში.

ძმების სიყვარული ჰგავს ამხანაგთა სიყვარულს. ესაა თანასწორთა და თანატოლთა სიყვარული. ასეთი სიყვარული არსებობს ტიმოკრატიულ რეჟიმში ვინაიდან ამ მთავრობის იდეალია მოქალაქეთა თანასწორობა და სათნოება. იმდენად რომ ხელისუფლება მორიგეობით გადადის ერთი მოქალაქიდან მეორისკენ და ყველა თანასწორად მონაწილეობს მასში. ეს თანასწორობა ახასიათებს შესაბამის მეგობრობასაც..."// ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ბენჟამა სპექტორის წიგნაკში "საზპგადოება" რომელიც პარიზში ფრანგულად გამოიცა 2000 წელს//.

No comments: