11.08.2011

გამქრალი ცივილიზაციები-6,გერმანელთა ევროპა:


ვიკინგების //ძველი გერმანელების// სვასტიკა, აგრეთვე უწოდებდნენ ვოტანის //ოდინის ჯვარს//. ვოტანი//ოდინი// იყო ძველი გერმანელების ცოდნის, გამარჯვების, სიკვდილის ღმერთი და მაგიის, პოეზიის, წინასწარმეტყველებათა, ომის და ნადირობის პატრონი.

 ბერძნებისა და რომაელების მიერ ბარბაროსებად წოდებული გერმანელები წარმოადგენენ სხვადასხვა ტომის ერთობლიობას. ისინი ევროპაში
დამკვიდრდნენ პირველ საუკუნეში. მომთაბარე და არაორგანიზებულმა გერმანელებმა მაინც ნოახერხეს რომის ექსპანსიონიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა  და მრავალი ტერიტორიის, მათ შორის საფრანგეთის დაპყრობა.

წარმოშობით ჩრდილო ევროპელი გერმანელი ხალხების კვალი ნახეს დანიური ბრინჯაოს ხანიდან //ძვ.წ.1800-500 //. როგორც ჩანს სკანდინავური სიცივეების მიერ გაძევებულნი, ისინი სამხრეთით გაიფანტნენ.

იზოლირებულად მცხოვრებმა და ყველაზე ხშირად მომთაბარე გერმანელმა ტომებმა ქრისტიანული ხანის დასაწყისში  ტომთა კავშირები შექმნეს რომის საფრთხის მოსაგერიებლად. მთავარ ხალხებს შორის ჩრდილოეთში იყვნენ დანიელები, გოთები და ვიზიგოთები, შვედები, ანგლები და საქსები. აღმოსავლეთით //est//  ფრანკები და ალამანები მოიცავდნენ ბატავებს, ხერუსკებს, უბიებს. აღმოსავლეთი //orient// იყო ვანდალების და ბურგუნდების არე.

რომის იმპერიის განაპირას მმცხოვრებ გერმანელებს მოულოდნელად დაემუქრა მანამდე უცნობი ხალხი ჰუნები და გერმანელებმა სცადეს თავშესაფრის ნახვა რომის იმპერიის ტერიტორიაზე. მათ ასე მისცეს ბიძგი დიდ შემოსევებს და რომის იმპერიას, რომლის მკვიდრებმაც აღიარეს ახალმოსულთა ხელისუფლება, ბოლო მოეღო.

 ფრანკები მაშინ დამკვიდრდნენ საფრანგეთსა და ბელგიაში, ვანდალები–ჩრდილოეთ აფრიკაში, ვიზიგოთები-საფრანგეთსა და ესპანეთში, ბურგუნდები-ალპებში, ალამანები-შვეიცარიასა და ალზასში, დანიელები, საქსები და ანგლები ბრიტანეთის კუნძულზე და ა.შ.

გამარჯვებულები და დამარცხებულები:
ეს ძველი გერმანელია
რომის იმპერიის დამპყრობელი გერმანელები თავის მხრივ დაიპყრო რომაულმა კულტურამ. მათ მიიღეს რომის იმპერიის რელიგია, ქრისტიანობა და ლათინური ენა. შუა საუკუნეების მანძილზე გერმანული კულტურა მნიშვნელოვანწილად მივიწყებული იქნა თუმცა სრულებით არ გამქრალა.

გერმანელები უმთავრესად ცნობილები არიან რომაული, განსაკუთრებით ისტორიკოსი ტაციტუსის //პირველი საუკუნე// ნაწერებით. ის შემდეგნაირად აღწერს გერმანელებს:

"ცისფერთვალებიანები და მძვინვარენი, ველურები, მაღლები და ძლიერები პირველი ძალისხმევისთვის რომლებიც ვერ უძლებენ შრომას და დაღლილობას. ნიადაგისა და ჰავის ორმაგი გავლენით ისინი ვერ იტანენ სიცხეს და წყურვილს და უძლებენ სიცივეს და შიმშილს."
გერმანელებს ჰქონდათ დამწერლობა და რუნების ანბანი მაგრამ წეს-ჩვეულება ავალებდა მათ ცოდნის და ინფორმაციის ზეპირად გადაცემას და ამიტომ ჩვენამდე მოაღწია თვითონ გერმანელთა მიერ ნაწერი ტექსტების მცირე რაოდენობამ.

გერმანული ენის ლათინურად ჩაწერა დაიწყეს ქრისტიანმა გერმანელმა მღვდლებმა და ბერებმა რომლებიც გერმანულის გარდა ლათინურადაც ლაპარაკობდნენ.

დღეს გავრცელებული გერმანული ენებია ინგლისური, გერმანული, ჰოლანდიური
//სკანდინავური ენები// შვედური, დანიური და ნორვეგიული//.

ბარბაროსული ცივილიზაცია:
მმართველობის ბერძნული და რომაული სისტემებისგან ძალიან შორს მდგომი გერმანული სისტემა უფრო მოქნილი იყო და ყოველ გერმანულ ტომს ჰქონდა მმართველობის თავისი საკუთარი სისტემა. ადმინისტრაცია არ იყო და კანონის ძალა ჰქონდა წეს-ჩვეულებას.  ყველაზე მაღალ სოციალურ კლასს ქმიდნენ მეფეები, ომის ბელადები და მღვდლები. მოსახლეობათა უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ თავისუფალი ადამიანები. მონები იყვნენ მათი ბატონების საკუთრება და მეტი არაფერი.

რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ის დაიყვანებოდა ვერგელდზე, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ადამიანის ფას, მკვლელს და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენს მოეთხოვებოდა ანაზღაურება. მკვლელობის შემთხვევაში ვერგელდი-ანაზღაურების ოდენობა დიდად იყო დამოკიდებული მოკლულის სოციალურ რანგზე. მოკლულის და მკვლელის ახლობლები იკრიბებოდნენ და უხუცესების ხელმძღვანელობით განიხილავდნენ ანაზღაურების ოდენობას. თუ ისინი შეთანხმდებოდნენ საქმე დახურულად და მოგვარებულად ითვლებოდა. იმ დროს კანონიერი ანაზღაურების სხვა ფორმა იყო შურსიძიება სისხლით, სისხლიანი რევანში რომელსაც ერქვა ფედი.

ეს სოციალური სტრუქტურა ვერგელდის ჩათვლით დარჩება დიდი შემოსევების და გერმანელთა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის შემდეგაც. ის იქნება შუა საუკუნეების ევროპისა და ჩრდილო აფრიკის სამეფოების წყარო.

ეს ძველი გერმანიაა
 რომის მიწებზე დამკვიდრებამდე გერმანელთა ოჯახები ცხოვრობდნენ ერთმანეთისგან მოშორებით ხის კონსტრუქციებში რომლებისგანაც ცოტა რამ თუ დარჩა. მაგრამ ცნობილია რომ მათ ჰქონდათ სარდაფები სადაც ინახავდნენ და თავდამსხმელებისგან იცავდნენ მოსავალს. მწყემსთა და მიწათმოქმედთა ჯგუფები ცხოვრობდნენ თავისი მოსავლით, ძირითადად მარცვლეულით და ჯოგებით. ვაჭრობა სუსტად იყო განვითარებული. შიმშილი, მაშ, ხშირი იყო. ყველაზე მეტს გვიყვება საფლავები. ძალიან ხშირი იყო მიცვალებულთა კრემაცია. გვამებს წვავდნენ კოცონებზე, დამწვარ ძვლებს აწყობდნენ გამომწვარი თიხის ურნებში რომლებსაც მარხავდნენ ზოგჯერ ძალიან დიდ სასაფლაოებზე რომლებსაც იყენებდნენ თაობები. ურნებში ზოგჯერ ალაგებდნენ სამკაულებს, ტანისამოსის ელემენტებს, სხვა აქსესუარებს.

გავრცელებული იყო დაკრძალვაც. ნაპოვნი იქნა რომის პროვინციებიდან შეტანილი ოქროს ობიექტების და ვერცხლის ჭურჭლის, მდიდრული მინის შემცველი აკლდამებიც.

აუცილებელი ომი:
კომფორტის და გართობათა მცირედ მოყვარულმა გერმანელებმა განავითარეს ომის ხელოვნება რომლის წყალობითაც ისინი გაბატონდნენ დასავლეთ ევროპაში.

ომი იყო მამაკაცთა ერთადერთი საქმე. დანარჩენ ყველაფერს აკეთებდნენ მოხუცები, ქალები და მონები. 


იულიუს კეისარის თქმით ქონების შრომით შეძენა ძველ გერმანელებს მიაჩნდათ სიზარმაცედ და ლაჩრობად. მათ ერჩივნათ ქონების შეძენა  ომით, სისხლით.


ამ ხალხის ძირითადი საქმიანობა იყო ბრძოლები. მათში მონაწილეობა უნდა მიეღო მთელ ოჯახს. ბრძოლებში ვლინდებოდნენ ან მარცხდებოდნენ ბელადები. ცოლები თან ახლდნენ ქმრებს ბრძოლებში და მხარს უჭერდნენ ქმრებს ბრძოლებში თავისი წივილ-კივილით და ზრუნვით. ბელადი ამარაგებდა თავის ჯარებს  ცხენებით და იარაღით. ის თავის მეომრებს უმართავდა ნადიმებს. ბელადები და სარდლები თავის მეომრებს მაგალითს უჩვენებდნენ ბრძოლის ველზე თავგანწირული ბრძოლით. მსუბუქად შეიარაღებულ მეომრებს არ ამძიმებდა ჯაჭვ-აბჯარი და მუზარადი. ისინი იბრძოდნენ მოკლე და გრძელი შუბებით.


გერმანელები მტერს აშინებდნენ თავისი გარეგნობითაც.  ცისფერთვალება და როგორც წესი მაღალი გერმანელები თავსაბურავით კიდევ უფრო იმაღლებდნენ თავს. ომის დაწყების წინ მტრის დასაშინებლად ისინი იწყებდნენ გამყივან საბრძოლო ყიჟინას რომელსაც აძლიერებდნენ პირთან მიტანილი ფარებით. 


ტრადიციის თანახმად გმირთა გმირობებს ყვებოდნენ და გალობდნენ ქნარის თანხლებით.

რელიგია:
გერმანელები იყვნენ პოლითეისტები და მათ ჰყავდათ მრავალი ღმერთი.
       
ჩრდილოური რელიგია პირველ რიგში ჩანდა როგორც ასთა რელიგია. მისი ღვთაებები გვანან ოლიმპოს ღმერთებს მაგრამ არის პრინციპული განსხვავება: გერმანელთა ღმერთები უკვდავები არ არიან. ისინი არიან შეჩვენებულ გიგანტებთან მუდამ მეომარი ქველმოქმედი ძალები რომლებიც ზოგჯერ ეცემიან ბრძოლაში რათა შემდეგ აღდგნენ.

გერმანულ პანთეონში არის სამი მთავარი ღმერთი: უძლიერესია ომის, ქარიშხლის, ნაყოფიერების და სიბრძნის ღმერთი ოდინი, იგივე ვოტანი. დონარი, იგივე თორი არის ძალის, ელვის და სეზონების ღმერთი. ტირი წარმადგენს მართლმსაჯულებას.
არიან ქალღმერთებიც. ფრიგი, იგივე ფრეია არის ოდინის მეუღლე და ქორწინების და მშობიარობის აქლღმერთი....

ღმერთები ცხოვრობენ სამყაროს ცენტრში აღმართულ მთაზე აგებულ ქალაქ ასგარდში. ვალკირიების მიერ დაცულ ასგარდში არის ოდინის სასახლე რომელშიც არის ბრძოლაში დაცემული და ოდინის მიერ შერჩეული მეომრების სულებისთვის განკუთვნილი ვალჰალა.

გერმანელები არ აღმართავდნენ ღმერთებისთვის მიძღვნილ ტაძრებს. ეს წეს-ჩვეულება უნდა დაემკვიდრებინა გერმანელთა მომთაბარე წარსულს.  ისინი საკულტო ქმედებებს მიმართავდნენ და ბუნების ძალებს ამშვიდებდნენ  ჭაობებში თუ ბუჩქნარებში ადამიანების მსხვერპლად შეწირვით.

ნაპოვნია გერმანელების მიერ ხეში გამოკვეთილი კერპებიც...

ასების კულტი ოფიციალურად მოისპო ქრისტიანობის მიღებისას ჯერ ინგლისში და გერმანიაში და შემდეგ სკანდინავიაში. მან გაძლო ისლანდიაში მე-11 საუკუნის შუა ხანებამდე და სწორედ იქ იქნა შეგროვილი ამ რელიგიის რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი მასალა.

გერმანელების აზრით დედამიწა ღმერთების გარდა დასახლებული იყო კეთილგანწყობილი თუ მტრულად განწყობილი ხალხებით და ქმნილებებით. ამ ფლოკლორიდან არიან გამოსულნი ელფები, გიგანტები, ჯუჯები და ტროლები რომლებიც დღეს თავის ადგილს ნახულობენ გმირული ფანტაზის რომანებში. ძმები გრიმების ჯუჯები შთაგონებული არიან ნიბელუნგებით, მათი მაღაროებიდან უზომო სიმდიდრეთა ამომღები ლეგენდარული ჯუჯებით.

No comments: