11.11.2011

დასავლეთის აღმოსავლურ ფესვებზე, Ex Oriente Lux


ენეოსს გაჰყავს თავისი
 მამა ანქიზი ბერძნების
მიერ აოხრებული
ტროადან.
სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი
ე.ს, რეშეტნიკოვა, შუა საუკუნეების რომანის ერთი სიმბოლური ასპექტის შესახებ,2010 //ფრაგმენტი//.
ილიონი//ტროა// დაეცა და ტროელების ერთ-ერთი მეფე ენეოსი მხლებლებთან ერთად გაიქცა ბერძნების მიერ აოხრებული ტროადან. ის დიდხანს დახეტიალობდა ახალი სამშობლოს ძიებაში და ბოლოს და ბოლოს მივიდა ლაციუმში,
სადაც დაამარცხა ტურნი და დაქორწინდა მზეთუნახავ ლავინიაზე,რის შემდეგაც იქ დამკვიდრდა სამუდამოდ.

საუკუნეების შემდეგ რომაელებმა ენეოსი აღიარეს თავის სახელოვან წინაპრად.  შემდეგ ფრანკებმაც თქვეს რომ ისინი არიან ტროელების შთამომავლები, იგივე თქვეს ბრიტებმაც და ნორმანებმაც.
 ერთი სიტყვით მთელი ევროპული არისტოკრატია მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ამბობდა რომ ევროპელი არისტოკრატები და არა მარტო არისტოკრატები წარმოშობით ტროელები არიან.

ტროულ ანუ აღმოსავლურ წარმოშობაზე ლაპარაკობდნენ როგორც მატიანეებში ისე მეფეთა ბრძანებებში.


ენეოსის შთამომავალი 

ბრუტუსი ჩადის 

ბრიტანეთში.
 
            ტროელთა ყველაზე სახელგანთქმული შთამომავლები ალბათ არიან ფრანკები და ბრიტები.

            ფრანკები თავის წინაპრად თვლიდნენ ტროელთა ნაწილის ბელადს,ლეგენდარულ მეფე ფრანკს.

          ბრიტები კი თავის წინაპრად თვლიდნენ ენეოსის შთამომავალ ბრუტუსს. შუა საუკუნეების ავტორების თანახმად ბრუტუსი მხლებლებთან ერთად ჩავიდა კუნძულ ალბიონზე,დამკვიდრდა იქ და ახალ მიწას მისცა თავისი სახელი,რითიც გახდა ბრიტანელთა გმირი-ეპონიმი.

          მაგრამ ტროელების უპირველეს შთამომავლებად თავს თვლიან რომაელები. ეს მითი უდიდეს პოპულარობას იხვეჭს პირველ საუკუნეში.

         ქალაქი რომის წინაპრად მიჩნეული ქალაქი ალბა-ლონგა  გადმოცემით დააარსა ენეოსის შვილმა ასვანიუსმა რომლის მეორე სახელი იყო იული. სწორედ ეს იული ითვლებოდა იულიუსთა სახელოვანი საგვარეულოს წინაპრად.


მეფე დაგობერი//VII-VIII სს// ფრანკებზე ამბობს რომ ისინი არიან  
ex noblissimo troianorum sanguine nati.

        « ფრანკთა ისტორიის წიგნის» «Liber historiae Francorum»-ის ანონიმი ავტორი ამბობს რომ ტროელები რომის იმპერატორ ვალენტინიანეს დაეხმარენ ბარბაროს ალანთა  ტომის დამარცხებაში და მან ტროელებს გამორჩეული მეომრული თვისებების გამო უწოდა ფრანკები ანუ «ველურები».

          ბრიტების ტროელთაგან წარმოშობაზე ლაპარაკობენ ნენიუსი,ბრიტების ისტორია და გალფრიდ მომმუტელი,ბრიტების ისტორია,მერლინის ცხოვრება...

No comments: