11.12.2011

გამქრალი ცივილიზაციები-7, შუმერი,პირველი ცივილიზაცია:

კრამერის
 სახელგანთქმული წიგნი 
"ისტორია იწყება შუმერში", 
ფრანგული გამოცემა
6000 წლის წინ თანამედროვე ერაყში შუმერებმა შექმნეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძველი ცივილიზაცია. მათ გამოიგონეს დამწერლობა, მათ დაყვეს საათი სამოც წუთად და წუთი სამოც წამად, და ა.შ.
ფიქრობენ რომ პირველი შუმერები ჩავიდნენ ირანიდან ძვ.წ.მეოთხე ათასწლეულში. ისინი ლაპარაკობდნენ რეგიონში უცნობ ენაზე რაც ადასტურებს იმას რომ ისინი არ არიან წარმოშობით ამ რეგიონიდან. ისინი დამკვიდრდნენ ქვედა შუამდინარეთში მიუხედავად იმისა რომ რეგიონში მაშინ ცხოვრობდნენ სემიტები და სუბარელები. შუმერებმა დაიმორჩილეს ლოკალური მოსახლეობები და ააშენეს ისეთი ქალაქები როგორებიცაა ური, ლაგაში, ურუქი, მერიდუ...

შუმერის იმპერიის ბატონებად გადაქცეულებმა, მათ განავითარეს ირიგაცია, მიწათმოქმედება და მეცხოველეობა.


 შუმერთა ცივილიზაცია უძველესია ჩვენთვის ცნობილ ცივილიზაციებს შორის და ის იყო მომდევნო ცივილიზაციათა საფუძველი. 


ბევრი რამ რამაც შეცვალა კაცობრიობის ყოფა-ცხოვრება შუმერების მიერაა გამოგონებული. მათ გამოიგონეს ბორბალი, რელიგიური არქიტექტურა, დამწერლობა, საათების სისტემა, ხელოვნებათა განვითარება და ლუდიც კი!

ქალაქ-სახელმწიფოებში რომლებსაც მართავდა მეფე რომელიც აგრეთვე მთავარი ქურუმი იყო,  იყო მონუმენტური შენობები, განსაკუთრებით სახელგანთქმული ზიკურატები, ზოგჯერ 30 მეტრის სიმაღლის კოშკები რომლებზეც იდგა ტაძარი. საცხოვრებელი სახლები ნაგები იყო თავიდან მზეზე გამშრალი და შემდეგ გამომწვარი აგურით.

 შუმერი სულაც არ ყოფილა პოლიტიკურად ერთიანი იმპერია. ყოველ ქალაქ-სახელმწიფოს ჰყავდა თავისი სუვერენი და მაშინაც კი როდესაც ურუქი ბატონობდა ყველა ხალხზე, უთანხმოებებმა მეფე მთავრებს შორის და ბაბილონის ნაირი ახალი კულტურების გაჩენამ  ძვ.წ. მეორე ათასწლეულისთვის ბოლო მოუღეს შუმერთა იმპერიას. //ასეთი დეცენტრალიზებული და არეუულ-დარეული სახელმწიფო იმპერია ვერ იქნებოდა მაგრამ მივდიოთ ავტორის აზრს, მთარგმნელი//




ბორბლის მოგონება:
გილგამეში
ფიქრობენ რომ ბორბალი გამოიგონეს შუმერში ძვ.წ.3500 წ. ბორბალი არის ტრანსპორტის ჩვენი ტექნოლოგიების საფუძველი. ის იძლევა ნიწაზე მძიმე ტვირთის გადაზიდვის საშუალებას. ის აუცილებელია სახმელეთო ტრანსპორტის უმრავლესობისთვის და მან შუმერებს მისცა შუამდინარეთში არარსებული და მის გარეთ მოპოვებული მასალების გადაზიდვის საშუალება.

პირველი ბორბლიანი ტრანსპორტის მოწმობა ნახეს ინანას ტაძრის ერთ ფირფიტაზე ერეშში, შუმერის იმპერიაში. ის დაათარიღეს ძვ.წ.3500 წლით.ამ ფირფიტაზე არის ორბორბლიანი ეტლის გამომსახველი პიქტოგრამა.,,,
         
ბორბლის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უკვე არსებული სამდინარო ვაჭრობის გავრცელება უფრო შორეულ მხარეებზე. საშუალო აღმოსავლეთის და ინდუსის საქარავნო გზებზე საქონელი გადაჰქონდათ ორთვლიანი ურმებით რომლებშიც შებმული იყო ვირი ან ხარი. მაგრამ ბორბალს იყენებდნენ თიხის ჭურჭლის დამზადებისასაც.

შემდეგ დამწერლობის გამოგონება:
სწორედ შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებში გაჩნდა პირველი დამწერლობა რამაც აღნიშნა საშუალო აღმოსავლეთში ისტორიის დასაწყისი, მაშინ როდესაც ადამიანთა საზოგადოებები ყველგან სხვაგან არიან წინაისტორიის სტადიაში.

მე-19 საუკუნეში გადათარგმნილმა შუმერულმა დამწერლობამ მკვლევარებს მისცა ამ ცივილიზაციის ნაშთთა დასახელების და დათარიღების საშუალება.
შუმერული დამწერლობის პირველი მაგალითები თარიღდება ძვ.წ.3000 წელზე
უფრო ადრეული ხანით.

 შუმერული დამწერლობა თავიდან იყო ეგვიპტური იეროგლიფების მსგავსი პიქტოგრამები და შემდეგ ის თანდათანობით განვითარდა აბსტრაქციისკენ და ბოლოს მიიღო ჩვენთვის ცნობილი ლურსმული დამწერლობის ფორმა. საწერად მწერლები თიხის ფირფიტებზე წამახული ლერწმით //კალმით// ავლებდნენ ნიშნებს. თიხეში ჩასობისას ეს კალმები ტოვებდნენ ლურსმის მსგავს კვალს,ამიტომ უწოდეს დამწერლობას ლურსმული.

დამწერლობის ეს სისტემა შეუგუეს შუამდინარეთში იმხანად გავრცელებულ ენებს, განსაკუთრებით აქადურს და ამიტომ ის გავრცელდა პალესტინაში და მცირე აზიაში.სწორედ ამიტომ ბატონობდა ის ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე.

ნაპოვნი იქნა მრავალი თიხის ფირფიტა რომლებიც ადასტურებენ რომ შუმერები ამ დამწერლობას იყენებდნენ ქონების და ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის და მათი ფასის საანგარიშოდ. აკეთებდნენ აგრეთვე ბეჭედ-ცილინდრებს რომლებიც ასრულებდნენ ხელმოწერის როლს. შემდეგ ამ ანბანით ჩაიწერეს დამფუძნებელი მითები და ლეგენდარული ეპოპეები.

დამწერლობის გამოგონებას თან ახლდა სკოლების გახსნა. წერა-კითხვის გარდა მწერლებს უნდა სცოდნოდათ არითმეტიკა, გეომეტრია და შუმერების მიერ კომერციული ოპერაციებისთვის გამოგონილი ზომა-წონის სისტემა.

 შუმერული ცივილიზაციის წვლილია აგრეთვე ასტრონომია და ანგარიში. რეგიონის მეცნიერები აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და იკვლევდნენ კოსმიურ ფენომენებს. მათ შეიმუშავეს დროის და წრის დაყოფა. მათ დაყვეს საათი 60 წუთად,დღე 24 საათად,წრე 360 გრადუსად....

ხელოვნებები:

შუმერის ოქროს ხანას,რომელსაც ათარიღებენ ძვ.წ.2800-2470 წლებით, ახასიათებდა ხელოვნების და ხუროთმოძღვრების ფენომენალური განვითარება. ქალაქები ურის და ურუქის ნაშთებში აღმოაჩინეს მრავალ ჰექტარზე გაშლილი სასახლეები რომლებშიც იყო ასობით საცხოვრებელი ოთახი. იპოვეს ბიბლიის და ბერძენ ისტორიკოსთა შთამაგონებელი მრავალსართულიანი კოშკი-ზიკურატები. ნანახია სვეტებით და მოზაიკებით შემკული, დიდი და პატარა ქანდაკებებით სავსე ტაძრები, ოქრო-ვერცხლი სამეფო ნეკროპოლებში.

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრ ურში ჩაჰქონდათ ძვირფასი ქვები და ლითონები, ხე, ბიტუმი და სახლებისა თუ გემების აგებისთვის საჭირო სხვა მასალები. ხდებოდა დიდოსტატი შუმერი ხელოსნების მიერ დამუშავებული ნედლეულის,მათი ნაწარმის ექსპორტი. მათ ასე შთააგონეს მომდევნო ცივილიზაციები.

ხუროთმოძღვრებაში ჩნდება თაღი, გუმბათი და კამარა. მოქანდაკეები ლოკალურ თიხას ცვლიან იმპორტული კირქვით, დიორიტით და ალაბასტრით. ქანდაკებები სხვადასხვა სტილითაა შესრულებული. ურუქელი ქალის თავის ზომიერება //ქანდაკება ნატურალური ზომისაა და ხასიათდება რეალისტური პროპორციებით// დიდად განსხვავდება ტაძრებში, სალოცავებში და ნეკროპოლებში ხშირი გაქვავებული პერსონაჟები ოტრანტსების ფიქსირებული და დაძაბული მზერისგან.

შუმერები იყვნენ ბრწყინვალე ოქრომჭედლები და მელითონეები.


ბიბლია და ლეგენდები:
შუმერული რელიგია მთელ შუამდინარეთზე გავლენას ახდენდა 3000 წლის მანძილზე. ის ბევრი რამით ჰგავს შესაქმის წიგნს და ბიბლიის პირველ თერთმეტ თავს. მაგრამ

აგრეთვე უნდა გავიხსენოთ რომ ებრაელი ხალხის მამა და ნონოთეიზმის დამფუძნებელი აბრაჰამი ბიბლიის თანახმად უნდა დაბადებულიყო შუმერულ ქალაქ ურში.


მაგრამ შედარება აქ წყდება ვინაიდან შუმერები თაყვანს სცემდნენ ასობით ღვთაებას რომელთა შორის გამოირჩეოდა სამი მთავარი ღმერთი: ცის მეუფე ანი, მიწის სუვერენი ენლილი და წყლების ბატონი ენკი. შემდეგ მოდიოდა ბუნების და მისი გამოვლინებების მაკონტროლებელი ღვთაებების მთელი ბატალიონი.

და ბოლოს ღვთაებრიობის მოპოვება შეეძლოთ რეალურ თუ ლეგენდარულ მეფეებსა და გმირებს.           
გილგამეში
ნინევიაში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზე წარმოდგენილი გილგამეშის ეპოპეა გილგამეშს  თავიდან აღწერს როგორც ურუქის ტირან მეფეს რომლის თავგასულობისგან გადაქანცულმა ღმერთებმა შექმნეს მისი დამარცხების უნარის მქონე არსება ენქიდუ. მაგრამ ორი გმირის ორთაბრძოლამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული. სულაც პირიქით, გილგამეში და ენქიდუ დამეგობრდნენ და მათი გმირობები აიტაცა შყმერულმა მითოლოგიამ. მათ კედართა ტყეში დაამარცხეს გიგანტი ჰუმბაბა და ციური ხარი რომელიც ღმერთმა ანუმ მისი ქალიშვილი იშთარის თხოვნით გააგზავნა გილგამეშის დასასჯელად //გილგამეშმა უხეშად უარყო ქალღმერთი იშთარი და ის ნაწყენი იყო//. გაბრაზებულმა ღმერთებმა გადაწყვიტეს ენქიდუს მოკვლა. ესაა თხზულებაში გარდატეხის ადგილი. თავისი მეგობრის სიკვდილით დამწუხრებულმა გილგამეშმა გადაწყვიტა უკვდავების საიდუმლოს მოპოვება. მოგზაურობამ გილგამეში მიიყვანა კუნძულზე სადაც ის შეხვდა წარღვნის დროს გადარჩენილ უტნაპიშტიმს რომელმაც უთხრა რომ ის ვერასოდეს მოიპოვებდა მარადიულ ცხოვრებას. გილგამეშმა მაშინ გადაწყვიტა სიკვდილამდე ბედნიერად ცხოვრება და დაბრუნდა ურუქში.


გილგამეშის რეალური არსებობა დადასტურებული არაა, მაგრამ ის დარჩა გმირად რომელიც იქცა შუმერი, აქადელი, ბერძენი და არაბი პოეტების შთაგონების წყაროდ.

No comments: