11.14.2011

გამქრალი ცივილიზაციები-8,ხეთთა ნაწერი ისტორია:

ხეთბის ეტლი, ეგვიპტური
რელიეფი
საკმაოდ უცნობი ხეთები ანატოლიაში ბატონობდნენ მრავალი საუკუნის მანძილზე. ისინი უმკლავდებოდნენ ძლიერ თანამედროვეებს, ეგვიპტელებს და ასურელებს. სამხედრო თვალსაზრისით ძლიერმა ხეთებმა შექმნეს ცივილიზაცია. ნაპოვნია მისი აღმწერი მრავალი ფირფიტა.
ალბათ ბალკანებიდან და შავი ზღვის სანაპიროებიდან მოსული მომთაბარეები თანდათან, ერთმანეთის მიმყოლ ტალღებად მკვიდრდებიან ანატოლიაში, მცირე აზიაში. მათ იზიდავს წიაღისეულით მდიდარი რეგიონი.

ძვ.წ. 2100 წელს ისინი დაიმორჩილებენ ავტოქტონ მოსახლეობას, ხათებს რომლისგანაც ისესხებენ სახელს და რელიგიის ნაწილს. ისინი დააარსებენ 5 სამთავროს
//კანესტი, კუსარა, ჰატუსა, ზალპა და პურუშანდა// და შემდეგ შექმნიან სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლებით. მისი დედაქალაქი იქნება ჰატუშა. მაშინ გაჩნდა სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ჰატის ქვეყანა, იმ ხანის ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია, ჭეშმარიტი იმპერია რომელიც იარსებებს ძვ.წ.მერვე საუკუნემდე.

ძვ.წ. 715 წლისთვის ხეთები დაამარცხეს ასურელებმა, რომლებმაცმოსპეს ხეთების სამეფოები და ხეთები გაითქვიფნენ სხვა ხალხებში.

ხეთები ისტორიაში დარჩნენ მრავალი აღმოჩენილი ნაწერი ტექსტის წყალობით. ხეთებმა პირველებმა ჩაიწერეს ინდოევროპული ენა შუმერული ანბანის მეშვეობით. ხეთებმა დაგვიტოვეს კავალერია. მაშინ როდესაც ძველი ხალხები ცხენებს აბავდნენ ურმებში და ეტლებში, ხეთებმა ისინი გახედნეს და თვითონ გადაიქცნენ მხედრებად. ხეთებმა პირველებმა იხმარეს ბრინჯაოზე უფრო მაგარი და საბრძოლო თუ ხელოსნობის იარაღებისთვის უფრო გამოსადეგი რკინა.
         
//აქ სამწუხაროდ არაა ნათქვამი რომ ავტოქტონი ხათები ანუ ხალხი ვისგანაც ხეთებმა აიღეს თავისი სახელი და რელიგია არაინდოევროპელები იყვნენ და მრავალი ევროპელი ისტორიკოსის და ენათმეცნიერის აზრით მათი ენა ენათესავებოდა კავკასიურ, იბერიულ-კავკასიურ ენებს, მათ შორის ქართულ და აფხაზურ ენებს და ცხენის პირველი გამხედნავი იყო სწორედ ხათი და არა ხეთი, მთარგმნელი//,


დიპლომატიის ხელოვნება:

No comments: