11.14.2011

ესეც გამქრალი ცივილიზაციების სერიიდან,სპარსელების სიამაყე; წინაარიული ჟიროფტი:

ჟიროფტის ჩიტუნები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არატაში (Aratta) :
ირანის უძველეს მოსახლეობათა ასაკი სულ მცირე 10 000 წელს უდრის. ქვეყანამ სახელი მიიღო არიელებისაგან რომელთა მიგრაციაც მოხდა

ძვ.წ.1500 წლისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ შესასწავლია ცივილიზაციის სხვადასხვა ფენა,რომელთა არსებობაზეც ლაპარაკობს ათობით ათასი არქეოლოგიური ძეგლი.

2000 წელს დაინტერესებულთ ციებ-ცხელება დამართა ერთმა აღმოჩენამ:
სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში ქალაქი ჟიროფტის მახლობლად მდინარე ჰალილის
წყალდიდობამ გამოაჩინა ათასობით ძველი სამარხი. მას შემდეგ მოწყობილ ექვს არქეოლოგიურ კამპანიას არ მოჰყოლია გამოცხადება მაგრამ აღმოჩნდა საინტერესო ობიექტები. მათ შორისაა თხის ბრინჯაოს თავი,რომელიც 5000 წლის წინ უნდა იყოს გაკეთებული.

დღეს ჟიროფტზე ლაპარაკობენ როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთ პირველ კერაზე, შუამდინარეთის თანამედროვეზე.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს ძვ.წ.III ათასწლეულის გამოჩენილი სპეციალისტი არქეოლოგი იუსეფი. თეირანის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა,მან სამუშაო დაკარგა რევოლუციის შემდეგ და დამკვიდრდა საფრანგეთში.

ვითარება შეიცვალა, არქეოლოგიით ისევ დაინტერესდნენ და ის მიიწვიეს ჟიროფტის გათხრების ხელმძღვანელობისთვის.

იუსეფი ფიქრობს რომ ჟიროფტი შეიძლებოდა ყოფილიყო ბრინჯაოს ხანის,ძვ.წ.დაახლოებით 2700 წლისთვის არსებული " დაკარგული" ლეგენდარული ქვეყანა არატა, რომელსაც თავისი ხელოსნობის ბრწყინვალებით სახელი ჰქონდა განთქმული შუამდინარეთამდე.
ჟიროფტის არწივი.
აქამდე ვერაფერმა დაადასტურა ეს ჰიპოთეზა. სხვა სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ ამ ამბავს. რა უნდა ვიპოვოთ მათ დასარწმუნებლად? კიდობანი წარწერით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არატაში?",იცინის იუსეფი.

ათასობით სხვა არქეოლოგიური ძეგლის გათხრის პერსპექტივები არაა დიდად გამამხნევებელი. " ქვეყანას ბევრი რამ აკლია,აღნიშნავს იუსეფი და არქეოლოგია ნამდვილად არაა პრიორიტეტი."

ირანში ხორცი ძვირია,დიდია უმუშევრობა,ბიუროკრატია შეუვალ-შეუღწევადია, ჰიპერტროფირებულია და არაეფექტურია და სახელმწიფოს ყველა სართულზე თითქოს ბატონობს კორუფცია. მაგრამ ჰალილთან აკლდამების აღმოჩენის შემდეგ " ყველა დაინტერესდა არქეოლოგიით და ყოველი პატარა ქალაქი ოცნებობს სხვა ჟიროფტად გადაქცევაზე".

სავარძელში კომფორტულად მჯდომი იუსეფი მიირთმევს მწვანე ყურძენს და საუბრობს ირანულ მეობაზე.

მისი აზრით ირანული მეობა უწინარეს ყოვლისა გამომდინარეობს გეოგრაფიიდან.

ირანელებს უთვალავჯერ შეესივნენ,ისინი უთვალავჯერ დაიპყრეს, მაგრამ "სად შეეძლოთ ირანელებს წასვლა? უდაბნოში? მათ არ შეეძლოთ არსად გაქცევა და დამალვა." ისინიც დარჩნენ, ცხოვრება გაგრძელდა, მათ თავი მოიკატუნეს და მოიგონეს ტააროფი, მისდიეს მას.

No comments: