Showing posts with label კულტურა. Show all posts
Showing posts with label კულტურა. Show all posts

10.31.2013

ევროპელთა შთამაგონებელ შედევრთა გალერეა - არნოლდ ბიოკლინის "მიცვალებულთა კუნძული"

აპოლინერის, ფროიდის, ირიკოს, დალის, კანდინსკის, რახმანინოვის და სხვათა შთამაგონებელ გერმანელ მხატვარ  არნოლდ ბიოკლინზე //Arnold Böcklin,1827-1901//..

Арнольд Бёклин. Автопортрет.1873 г.
არნოლდ ბიოკლინი,
ავტოპორტრეტი, 1873 წ.
"კუნძულის" მელანქოლიურობა  ზუსტად ასახავდა საზოგადოების იმ განწყობას რომელსაც ერქვა დეკადანსი-ბუნდოვან დარდს, ბნელ წინათგრძნობებს, საიქიოთი ხარბად დაინტერესებას, ცხოვრებისგან დაღლის განცდას, უხეში მიწიერი სინამდვილის უარყოფას.       თანამედროვეებისთვის ეს ურათი გავდა  ინდუსტიული ცივილიზაციის მიერ დამარცხებული ჰუმანისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეპოქისადმი მიძღვნილ რექვიემს. 

"მსოფლიოში ყველაფერი უნდა გავიგოთ როგორც გამოცანა " 
//ჯორჯო დი კირიკო//.

არნოლდ ბიოკლინს სრული უფლებით შეიძლება ვუწოდოთ ევროპის მოქალაქე. ის დაიბადა 1827 წელს შვეიცარიაში, ბაზელში, სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში, ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა. პარიზი არ მოეწონა და იქ სულ 1 წელი გაატარა, რომში კი 7 წელი დარჩა. აქ 1853 წელს ის ბედნიერად დაქორწინდა 17 წლის მზეთუნახავ იტალიელზე,

ცოლ-ქმარ ბიოკლინებს ეყოლათ 14 შვილი. მათი 8 შვილი ადრეულ ბავშვობაში დაიღუპა. მხატვარი თავისი დიდი ოჯახით დადიოდა რომიდან მშობლიურ ბაზელში, შემდეგ ჰანოვერში, მიუნხენში,ვაიმარში, ისევ რომში, ისევ ბაზელში,ფლორენციაში, ციურიხში...

10.29.2013

კარგი მოსკოველი ქართველი მიხეილ დურმიშხანის ძე ალშიბაია


ეს კაცი შველის ადამიანებს და მათში სილამაზეს პოულობს.

1958 წლის 15 იანვარს ბათუმში დაბადებული მიხეილ დურმიშხანის ძე ალშიბაია //Михаил Михайлович (Дурмишханович) Алшибай (Алшибая)// რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოქირურგია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1982 ეწლიდან მუშაობს ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში-უკვე ათ წელზე მეტია რაც ხელმძღვანელობს კორონარული ქირურგიის განყოფილებას. არის გულ-სისხლძარღვთა ქირურგების რუსეთის ასოციაციის წევრი, კორონარული ქირურგიის სექციის მდივანი.


სერიოზულადაა გატაცებული ხელოვნებით-ხატავს, ქმნის ობიექტებს და ატარებს პერფორმანსებს/ და ყველაფერი ეს ასე თუ ისე დაკავშირებულია მის ძირითად საქმიანობასთან.

ალშიბაია აგროვებს თანამედროვე რუს მხატვართა სურათებს, ნონკონფორმისტულ და მეტაფიზიკურ ფერწერას, ყოველ წელს აწყობს რამოდენიმე გამოფენას მოსკოვის მუზეუმებში და გალერეებში.

2004 წლიდან არის მოსკოვის მხატვართა კავშირის კრიტიკოსთა და ხელოვნებათმცოდნეთა სექციის წევრი. ამავე დროს ის არის ჰოსპისების დამხმარე საქველმოქმედო ფონდი "რწმენას" მზრუნველთა საბჭოს წევრი.

10.21.2013

ბაღი - თავშესაფარი ბოროტებაში ჩაწოლილი წუთისოფლისაგან.

ძველ და ნამდვილ საქართველოშიც იყო წალკოტებად წოდებული ასეთი 
ბაღები.





თქვენ იცით რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს //1 იოანე 5,19//.

"სამყარო არის მეტაფორათა ნაკადი და სიმბოლოთა ორნამენტი" //ომარ ხაიამი//.
мир — поток метафор и символов узор»
Омар Хайям


ასეთია ჩვენი თანამედროვეობა არამზადა სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად გამოცხადებული საქართველოს სუფიან ბეპაევის მიერ ნათხოვარი ტანკით პეტრესტროიკის შემდეგ.

ასეთი იყო ადამიანის ისტორია სულ და ასეთია ისტორია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ზედაფენიდან გამოსული საბჭოთა დემოკრატების ხელშიც.

10.17.2013

ესეც ევროპაა - ტანბრიჯ უელსის მანდილოსნები გამოკრეტინების წინააღმდეგ


ჯენიფერ სერრავალლო და ლიუსი კალკინსი, კითხვის სწავლა პატარა მცირე ჯგუფებში, დიფერენცირებული სწავლა სტრატეგიული, დამოუკიდებელი მკითხველების აღსაზრდელად //2010 წლის 26 იანვარი//.
Teaching Reading in Small Groups: Differentiated Instruction for Building Strategic, Independent Readers by Jennifer Serravallo and Lucy Calkins (Jan 26, 2010)

2001 წლის სექტემბერში ერნაირად მოაზროვნე დედების ჯგუფმა ტანბრიჯ უელსიდან დაარსა არა მხოლოდ დესერტთა კლუბი. ჩვენ კონცენტრირებული ვართ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე, მაგრამ ღია ვართ იმ წიგნებისთვის რომლებიც სიამოვნებას ანიჭებენ ჩვენს წევრებს.

ჩვენ ვართ 8-12 წევრისგან შემდგარი პატარა ჯგუფი და თავისუფლად, მეგობრულად ვსაუბრობთ სასიამოვნო გარემოში.

ჩვენ ვხვდებით თვეში ერთხელ სამშაბათ საღამოობით და ვიკრიბებით რიგ რიგობით ჩვენი წევრების სახლებში. ტრადიციის თანახმად მასპინძელი გვახვედრებს დესერტს და ჩვენ დავილოცებით ხოლმე ღვინის ერთი-ორი ჭიქით.

შემდეგი მასპინძელი წასაკითხად გვთაბაზობს 1,2,3 წიგნს და ჩვენ ვირჩევთ თუ რომელი წიგნი უნდა წავიკითხოთ და გავარჩიოთ შემდეგ შეხვედრაზე.

8.22.2013

მეტერლინკის, ბრეიგელის და დავით კაკაბაძის ბრმებზე

მეტერლინკი
მეტერლინკის ერთ-ერთი პირველი თხზულება "ბრმები" დაიწერა მაშინ როდესაც მეტერლინკი ეძებდა ცხოვრების აზრს.უმოკლესი შინაარსი : ბრმებით დასახლებული კუნძული ოკეანეში. სიბნელეში და სიცივეში მოხეტიალე შეშინებული ბრმები ელიან უცნობის,ერთგვარი მესიის, წღვდიადიდან მათი მხსნელის მოსვლას. 

გამოსავლის არქონა, უსიხარულობა, უიმედობა, აი ამ სამ გრძნობას აჩენს პიესა. ასეთია ქრისტიანობა დაკარგული თანამედროვეობა ქრისტიანი მორის მეტერლინკის თვალით.

ადამიანის არსებობის პრობლემებზე დაფიქრებული მეტერლინკი სასოწარკვეთილებისგან გადაარჩინა მისმა ღრმა რელიგიურობამ. 

"არის ტრაღიკული ყოველდღიურობა რომელიც ბევრად უფრო რეალურია, ბევრად უფრო ღრმაა და ბევრად უფრო შეესაბამება ჩვენს ნამდვილ არსს ვიდრე დიდ თავგადასავალთა ტრაღიკულობა.

იოლია მისი შეგრძნება, მაგრამ არაა ადვილი მისი ჩვენება ვინაიდან არსებითი ტრაღიკული არაა უბრალოდ მატერიალური თუ ფსიქოლოგიური.

აქ არაა ლაპარაკი ერთი არსების ბრძოლაზე მეორე არსების წინააღმდეგ,ჟინის და მოვალეობის მარადიულ ბრძოლაზე.

ლაპარაკი უფრო იქნებოდა ჩვენებაზე იმისა რაც არის საოცარი უბრალოდ ცხოვრების ფაქტში. ლაპარაკი უფრო იქნებოდა მასში, მუდამ აქტიურ უსასრულობაში, სულის არსებობის ჩვენებაზე. ლაპარაკი უფრო იქნებოდა გონების და გრძნობათა ჩვეულებრივი დიალოგების მიღმა არსებისა და მისი ხვედრის უფრო საზეიმო და უწყვეტი დიალოგის გაგონებაზე.

ედვინ არნოლდსის "აზიის სინათლე", შოპენჰაუერი, ბუდიზმი დასავლეთში

ყოველ ცოცხალ არსებას უნდა ბედნიერება,ყოველი ცოცხალი არსება იტანჯება. სიცოცხლე ტანჯვაა, მუდმივი ბედნიერებისაკენ სწრაფვა ამაო და უშედეგო ილუზიაა. ხსნის გზაა თანაგრძნობა და თანადგომა. თანაგრძნობაა მთელი მორალის საფუძველი, ასეთია თანამედროვე დასავლეთშო დიდად პოპულარული ბუდიზმის პრინციპი.

Ex Oriente Lux !!!

ბუდა შაკიამუნის სიტყვებიდან:
აი, ო ძმებო. კეთილშობილი ჭეშმარიტება ტანჯვაზე. ტანჯვით იბადება ადამიანი. ის იტანჯება ჭკნობისას, იტანჯება ავადმყოფობებისგან, კვდება ტანჯვით და დარდით. მოთქმა-გოდება, ტკივილი, ნაღველი, სასოწარკვეთილება მძიმეა. ტანჯვაა ყოფნა იმასთან ვინც არ გიყვარს. ტანჯვაა განშორება იმასთან ვინც გიყვარს და   განსაკუთრებით მტანჯველია ყოველი დაუკმაყოფილებელი წყურვილი.  და ჩვევებისგან წარმოქმნილი ხუთივე მთლიანობა მტანჯველია. ასეთია, ძმებო, კეთილშობილი ჭეშმარიტება ტანჯვაზე.

ძნელია ადამიანად გახდომა, ძნელია მოკვდავთა ცხოვრება, ძნელია ჭეშმარიტი დხამას მოსმენა, ძნელია განათლებულის დაბადება.


ყოველ ცოცხალ არსებას უნდა ბედნიერება, ყოველი ცოცხალი არსება იტანჯება. სიცოცხლე ტანჯვაა, მუდმივი ბედნიერებისაკენ სწრაფვა ამაო და უშედეგო ილუზიაა. ხსნის გზაა თანაგრძნობა და თანადგომა. ასეთია ბუდიზმის პრინციპი.

7.29.2013

მსოფლიო დარდი,ბაირონიზმი,რომანტიული ბუნტი,სადიზმი და ა.შ.


"ო ღმერთო, რა სამოთხეა ირგვლივ! როგორ დაასაჩუქრა ცამ ბედნიერი მხარე!და მხოლოდ ადამიანს უხარია უწმინდური ხელით ყველაფრის წაბილწვა..." //ბაირონი// 


განმანათლებელთა იდეების კრახმა , რევოლუციურმა ქარიშხლებმა, ტერორმა, ძალადობამ, გამოიწვია საზოგადოებრივი იმედების დაკარგვა და იმედგაცრუება. გაჩნდა რწმენა რომ საზოგადოების გონივრული გარდაქმნა თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის საფუძველზე შეუძლებელია.

ამან გააჩინა მსოფლიო დარდის(Weltschmerz) განწყობა.  ცხოვრებით უკმაყოფილო რომანტიკოსებმა ირწმუნეს რომ  არსებული  სამყარო ყველაზე უარესია  ყველა შესაძლებელ და წარმოსადგენ სამყაროთა შორის და არა ყველაზე უკეთესი როგორც ამას ფიქრობდა ლეიბნიცი.

მსოფლიო დარდით შეპყრობილებისთვის ბოროტება მოუცილებელია სამყაროდან, შეუძლებელია მისი ამ ქვეყნიდან საბოლოოდ მოშორება მაგრამ მასთან ბრძოლა არ აძლევს ბოროტებას მსოფლიოს აბსოლუტურ მბრძანებლად გადაქცევის საშუალებას და ამიტომ მასთან ბრძოლა აუცილებელია. 

რომანტიზმში ჩნდება პესიმიზმი,ინგლისური სპლინი თუ რუსული ხანდრა.

მე-18 საუკუნის განმანათლებელთა მიერ ნაქადაგები ბედნიერების მორალი იცვლება ცხოვრებით დაჩაგრული და თავის უბედურებაში შთაგონების წყაროს მნახველ გმირთა აპოლოგიით. 

მსოფლიო დარდის მომასწავებლები იყვნენ ინგლისელი პოეტი ბაირონი //1788-1824//,მისი გავლენის განმცდელი ჰაინრიხ ჰაინე //1797-1856// და ნიკოლაუს ლენაუ//1802-1850//. ეს გრძნობა კარგად გამოხატა კ.დ.გრაბბემ:

7.27.2013

დამატება ქრომოთერაპიისთვის, ფერის სიმბოლიკა ქრისტიანობაში

წმინდა წამებული სოფიო
მილანელი ქვრივი სოფიო ჩავიდა რომში და გაჩერდა მდიდარ ქალბატონ ფესამნიასთან. მას ჰყავდა სამი ასული რომელთაც ერქვათ რწმენა, იმედი და სიყვარული //სამი მთავარი ქრისტიანული სათნოების სახელები//. დედა მათ ზრდიდა ქრისტიანული ღვთისმოსაობით. წმინდა სოფიო და მისი ასულები არ მალავდნენ მათ ქრისტიანობას და ღიად აჩვენებდნენ ამას ყველას წინაშე. ნაცვალმა ანტიოქოსმა ენა მიუტანა იმპერატორ ადრიანს //117-ქ38// რომელმაც მოისურვა დედას და მისი ასულების პირადად ნახვა. ოთხივე წარუდგა მას. იმპერატორმა უბრძანა მათ მსხვერპლის მიტანა ქალღმერთი არტემიდესთვის რაზეც მათ უარი თქვეს.

ასულები აწამეს და მათ თავი მოკვეთეს. დედას კი მიიუსაჯეს ყველაფერი ამის ყურება. დედას მისცეს მისი ქალიშვილების გვამები და მან ისინი დაკრძალა ქალაქგარეთ მაღალ ადგილას. 

დედაც და შვილებიც შერაცხეს წმინდანებად. 

777 წლიდან ისინი დასვენებულები არიან ელზასში ეკლესიაში ეშო.

София, вдова из Милана, прибыла в Рим и остановилась у богатой дамы по имени Фессамния. У нее были три дочери, носившие имена главных христианских добродетелей: Вера, Надежда и Любовь. Воспитывались они матерью в христианском благочестии. Святая София и дочери ее не скрывали своей веры во Христа и открыто исповедовали ее перед всеми. Наместник Антиох донес об этом императору Адриану (117-138). Когда император Адриан узнал об этом, он пожелал лично увидеть трех сестер и воспитавшую их мать. Понимая, зачем их ведут к императору, святые девы горячо молились Господу Иисусу Христу, прося, чтобы Он послал им силы не устрашиться предстоящих мук и смерти. Все четверо предстали перед императором. Призывая по очереди сестер, Адриан убеждал их принести жертву богине Артемиде. Юные девы (Вере было — 12, Надежде — 10, Любови — 9) оставались непреклонны. Тогда разгневанный император велел жестоко истязать их. Перенося невиданные муки, святые девы оставались непоколебимыми в вере. Все три девицы с радостью встречали свою мученическую кончину. Они были обезглавлены. Святую Софию подвергли иной, пытке: мать была вынуждена смотреть на страдания своих дочерей.

ფერი წამალია, ქრომოთერაპიის შესავალი და ა.შ.

გამოშტერებულ ხანაში თუ კალი იუგაში ადამიანობის შენარჩუნების ხერხებიდან.

ფერი არის სინათლე რის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა.

ფერს ჩვენ უმთავრესად აღვიქვამთ თვალით, მაგრამ არაცნობიერად ჩვენ მას ვიწოვთ კანით, კუნთებით, ძვლებითაც კი.

ჩვენს სხეულში ამგვარად მოხვედრილი ფერი ქსოვილებში იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ რეაქციებს, სტიმულს აძლევს მნიშვნელოვან ჯირკვლებს,მათ შორის ჰიპოფიზს.

ჰიპოფიზი კი აჩენს ორგანიზმის ფუნქციების, სექსუალური აღგზნების,ნივთიერებათა ცვლიდ, მადის მმართველ ჰორმონებს.

ჩვენს ორგანიზმზე მოქმედი ფერი შეიძლება მკურნალი იყოს.

მეცნიერებას ფერით მკურნალობის შესახებ ჰქვია ქრომოთერაპია, ფერით თერაპია, ფერით მკურნალობა. 


George Fernandez.
Mixed Media / Technique - © CX24
''Your task is not to seek for love but merely to seek and find all the barriers within yourself that you've build against it ''~Rumi~

ევოლუციები, ბოლშევიკები, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი პერესტროიკები და დემოკრატიზაციები სტიქიური უბედურებების მსგავსი საშინელებაა.

ესეთი რამეები აჩენენ ფსიქიურ ტრავმებს. ასე მაგალითად საბჭოთა არტილერიით დემოკრატიზებულ თბილისელს და არა მარტო თბილისელს ემართება სიგიჟის არც ისე მსუბუქი ფორმა რომელსაც ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები უწოდებენ პოსტ-ტრავმატულ სინდრომს. ეს ოხრობა წლობით გრძელდება და მომდევნო თაობებსაც ასვამს თავის კვალს. დემოკრატიულ სამყაროში უბრალო ავტოავარიის მოწმეც ისე ეხოდებათ რომ მას ფიქიატრები და ფსიქოთერაპევტები უანგაროდ და უფასოდ მკურნალობენ. აი სკკპ-ს ცკს პოლიტბიუროს გენერალური მდივნის და ამ პოლიტბიუროს წევრების და წევრობის კანდიდატების მიერ მოწყობილი პერესტროიკა უბრალო ავტოავარიაზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა. ის ფიზიკურად თუ ვერა ფსიქიურად და ფსიქოლოგიურად აინვალიდებს თაობებს.

7.24.2013

რუსეთის უკანასკნელი რაინდი ნიკოლაი გუმილიოვი, კერესელიძეები, გადარეული დრო...

ბარემ პოეტ ნიკოლაი გუმილიოვზე და მის გიჟურ დროზე














პეტროგრადის გუბჩეკას დადგენილება ნიკოლაი გუმილიოვის დახვრეტაზე. შეთითხნეს ტაგანაცევის საქმე და მოკლეს 61 კაცი. დადგენილებაში წერია რომ განაჩენი უკვე მოყვანილია სისრულეში.

ასეთი წარსულიდან შობილი აწმყო ვერ იქნება იოლი მომავლის მშობელი.

რუსეთის უკანასკნელი რაინდი ნიკოლაი გუმილიოვი, ხორციელად დაიბადა კრონშტადტში, როგორც პოეტი კი დაიბადა ტფილისში სადაც 1902 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი და 1905 წელს კი გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული.

დიდი რუსი პოეტი ნიკოლაი გუმილიოვის ლექსი პირველად დაიბეჭდა 1902 წელს  გაზეთში  «Тифлисский листок» //ტფილისური ფურცელი.// ლექსს ერქვა "მე ტყეში გავიქეცი ქალაქებიდან".

ნიკოლაი გუმილიოვი, ვერცხლის საუკუნის რუსი პოეტი, აკმეიზმის სკოლის შემქმნელი, მთარგმნელი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მოგზაური, აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი. ოფიცერი. მოხალისედ წავიდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას. ორი გიორგის ჯვრის კავალერი. მოასწრო და იცოცხლა 35 წელი. მერე მოკლეს ბოლშევიკებმა.

7.20.2013

ხელოვნება როგორ საშველი და თავშესაფარი განსაკუთრებით გორბაჩოვის პერესტროიკით გადარეული ადამიანისთვის.

ძველი თარგმანებიდან-Ex 0riente Lux!!!- ხელოვნება და აღმოსავლეთი როგორც საშველი 

გერმანელი რომანტიკოსი მხატვარი კასპარ დავიდ ფრიდრიხი (1774 - 1840)

სტრესების წყაროდ ქცეულ თანამედროვეობაში მოხვედრილი ადამიანები თავშესაფარს და საშველს ეძებენ ხელოვნებაში და აღმოსავლეთში. ხელოვნება და აღმოსავლეთი ადამიანს ეხმარება არსებობის ატანაში.

რევოლუციების,ტერორის, მსოფლიო თუ სამოქალაქო ომების, ნაცისტური სიკვდილის ბანაკების და გულაგის თუ პერესტროიკის ძალადობის და აღვირახსნილობის ატმოსფეროში გაჩენილი თანამედროვეობის ტყვე ადამიანს უჭირს არსებობა. ის გადაეჩვია ღმერთთან ურთიერთობას და რელიგიური განცდის დამკარგავი ეძებს თავშესაფარს.

მით უმეტეს ამ პირობებში ადამიანს არსებობას უადვილებს ხელოვნება.

აი სფერო რომელიც არ განიცდის კრიზისს, ხელოვნება. მან დღეს ფაქტიურად შეიძინა თავშესაფარი ღირებულების მნიშვნელობა. დიდი ექსპოზიციები იზიდავენ მნახველთა ბრბოებს და ჩნდება უამრავი მოყვარული.

7.06.2013

მათი ოქროს ხანის არაბებიც უკეთესები არიან ბოლშევიკებზე და საბჭოთა დემოკრატებზე

რუსებიც საუბრობენ ისლამზე
Межконфессиональный и межрелигиозный диспут > Православие и ислам


უკვდავი შოთა:

32
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

48
უბრძანა: "ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!
49
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
50
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!"

..." ბავშვს მომისმენია სოფლიდან მოსკოვში ჩამოსული ქალისგან ის რომ კომკავშირლები ადიოდნენ ჯერ ისევ ღია ეკლესიის სამრეკლოზე და-მაპატიე, მკითხველო!-ზევიდან აფსავდნენ სალოცავად მისულ თავის მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს. ეს კომკავშირლები არ ყოფილან არარუსები პერიფერიებიდან, არც ქალაქელი კომუნისტები. ისინი იყვნენ ადგილობრივი სოფლელები, ჩვენი ბიჭები, გლეხური რუსეთის სისხლი და ხორცი.

7.04.2013

ალ ღაზალი, ევროპელებისთვისაც საინტერესო სუფიზმი

ჭეშმარიტი მაჰმადიანი ვერ იქნება ვერავინ თუ კი ის სხვა მაჰმადიანებს არ უსურვებს იმას რაც უნდა თავისთვის. ის რაც შენის აზრით ცუდი და საზიზღარია სხვაში ცუდი და საზიზღარია შენშიც.

მაჰმადიანი ღმისტყველი, სამართალმცოდნე, ფილოსოფოსი და მისტიკოსი აბუ ჰამიდ მუჰამად ალ-ღაზალი// არაბულად ابو حامد محمد بن محمد الغزالى‎‎//,1058-1111, წარმოშობით სპარსეთის მხარე ხორასანიდან იყო.
ისაა სუფიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ცნობისმოყვარე და აღმოსავლეთით დაინტერესებულმა ევროპელებმა ეხლახანს ფრანგულად გამოსცეს მისი "წიგნი მაჰმადიანური რწმენის შესავალი".

გამოიცა 2011 ივლისში და შემდეგ გამოიცა კიდევ ორჯერ.

juillet 2011

Хами́д Муха́ммад ибн Муха́ммад аль-Газали́ ат-Туси́ аш-Ша́фии (араб. ابو حامد محمد بن محمد الغزالى‎‎, Абу Ха́мид Муха́ммад ибн Муха́ммад аль-Газа́ли; 1058, Тус — 19 декабря 1111, Тус) — исламский богослов, правовед, философ и мистик, родом из области Хорасан в Персии (современный Иран)[1]. Один из наиболее авторитетных учителей, входящих в число основателей суфизма. Деятельность аль-Газали была направлена на формирование всестороннего и систематического учения суфизма, а также на формулирование

გთავაზობთ ამ წიგნის მეორე ნაწილს //ცოდვების ჩადენისგან თავის შეკავება//.

იცოდე რომ რელიგია შედგება ორი თანაბარი ნაწილისგან:
ერთია აკრძალულის არჩადენა და მეორეა საკულტო მოვალეობათა შესრულება.
ბევრად უფრო ძნელია აკრძალულის არჩადენა ვინაიდან ყველას შეუძლია საკულტო მოვალეობების მოხდა.

6.22.2013

ანდრეი ტარკოვსკი, პერიფერიაზე მყოფი თავისუფალი მოაზროვნე


ანდრეი ტარკოვსკი, პერიფერიაზე მყოფი მოაზროვნე

ოდრი ფელლას ეს შესანიშნავი წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში
«რელიგიათა სამყარო» ( 2010 წლის ივლისი-აგვისტოს ნომერი 42,გვ. 66-67),
თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

თავისუფალი კაცის, ანდრეი ტარკოვსკის გახსენება:
«ხელოვნება უნდა არსებობდეს ადამიანისთვის იმის შესახსენებლად რომ ის სულიერი არსებაა,რომ ის არის უსასრულოდ დიდი სულის ნაწილი, სულისა რომელსაც ის საბოლოო ანგარიშით დაუბრუნდება. თუ კი ადამიანი დაინტერესებულია ამ საკითხებით,თუ კი ის სვამს მათ ის უკვე სულიერად გადარჩა.» (ანდრეი ტარკოვსკი).

დღეს გავიგე არც თუ ისე მოულოდნელი ამბავი. მოსკოვი იხრჩობა, მოსკოველები იხრჩობიან და ყირიმზე, აფხაზეთზე და «სამხრეთ ოსეთზე» «ზრუნვით» გადაღლილი მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი არ ჩანს, იმალება, ზოგი ამბობს რომ ის დასასვენებლადაა წასული. ამან დამანახა რომ ანდრეი ტარკოვსკი დღეს ცოცხალი რომ იყოს და მოსკოვში რომ ცხოვრობდეს ლუჟკოვი და მისი ხროვა დიდი სიამოვნებით საკუთარი ხელით დაახრჩობდნენ მას.

6.18.2013

გავიხსენოთ სტენდალიც //1783-1842//


230 წლის წინ დაიბადა, საიუბილეო თარიღია და იმიტომაც:
რათ გინდათ ხორციელი სილამაზე თუ კი ის გიმონებთ და გაქცევთ მკვლელად? გვეკითხება სტენდალი

დარიო არჯენტოს იდეის მიხედვით გადაღებული ფილმი "სტენდალის სინდრომი", მთავარ როლებში არიან აზია არჯენტო, ტომას კრეჩმანი, მარკო ლეონარდი, ლუიჯი დიბერტი, პაოლო ბონაჩელი, ჟულიან ლამბროშინი, ჯონ კვენტინი, ფრანკო დიოჯენე, ლიუსია სტარა. იტალია, 1996.

სტენდალის სინდრომი არის ფსიქიკის სპეციფიური თავისებურება. ამ დროს ადამიანი ძალიან მძაფრად,მწვავედ აღიქვამს სურათებს და თითქოს გადადის ტილოზე გამოსახულ რეალობაში. ასეთი ადამიანებისთვის იშლება საზღვარი სინამდვილესა და ფანტაზიას შორის.

მთავარი გმირი ანა ხდება მანიაკის მსხვერპლი და ეს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის ფსიქიკას. ის კლავს მკვლელს,მაგრამ მას ისევ ეჩვენება რომ ის ისევ მისდევს მას. მისი თეორიას ასაბუთებს ახალ-ახალი გვამების გამოჩენა....

6.11.2013

საუბრები ევროპაზე - დიურერის აპოკალიფსისი


მელანქოლია I,1514, კუნსტჰალე, კარლსრუე 

ამ სურათის ჩანაფიქრი დღემდე არაა გახსნილი, მაგრამ ძლიერი ფრთოსანი ქალის სახე შთაბეჭდილებას ახდენს მნშვნელობით, ფსიქოლოგიური სიღრმით.

მელანქოლია არის ინტელექტით დაჯილდოებული, ადამიანის აზრის ყველა მონაპოვრის მფლობელი, მსოფლიოს საიდუმლოებების წვდომის მსურველი მაგრამ შემოქმედებითი ძიებების თანმხლები ეჭვებით,შფოთით,იმედგაცრუებით და დარდით შეპყრობილი უმაღლესი არსების,გენიოსის განსახიერება. 
«მელანქოლია» ეკუთვნის იმ ნაწარმოებებს რომელთაც განაცვიფრეს მთელი მსოფლიო» (ვაზარი).

6.09.2013

საუბრები ევროპაზე-დანტე-ახალი კეთილშობილება

ამას წინ ვიღაც იდიოტებმა მოითხოვე დანტეს ამოღება იტალიის და არა მარტო იტალიის სკოლების პროგრამებიდან, აი სწორედ იმათ ჯინაზე...


რუსეთის წმინდა იოანეს უნივერსიტეტში მოხსენებებით თემაზე "პიროვნება როგორც აბსოლუტის მოწმე" გამოვიდნენ პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ღვთისმეტყველების დოქტორი ოლღა სედაკოვა და შვეიცარიის ფრიბურის უნივერსიტეტის პროფესორი უბერტო მოტა. ეს იყო კონფერნციაზე "დასავლეთი და აღმოსავლეთი კრიზისი როგორც გამოცდა და იმედი". კონფერენცია 2012 წელს ჩატარდა მილანში //8-20 ოქტომბერი // და მოსკოვში //18-20 ნოემბერი//.

იყო თუ არა კრიზისული დანტეს დრო?
დანტე, ყოველ შემთხვევაში, მას განიცდიდა როგორც აბსოლუტურად კრიზისულ დროს როგორც სახელმწიფოებრივ ისე საეკლესიო ცხოვრებაში //იხ. მოციქული პეტრეს სიტყვები იმდენად ცუდად დატვირთულ, ბოროტებით იმდენად დატვირთულ "ჩემს პატარა გემზე" რომ მას ელის დაღუპვა:
e qual esce di cuor che si rammarca,tal voce uscì del cielo e cotal disse:«O navicella mia, com’ mal se’ carca!»(Purg. XXXII).

დანტე თვლიდა რომ ცხოვრების ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. თანამედროვე სოციალური მოაზროვნეების თქმით ჩვენი ცივილიზაციის პირდაპირი გაგრძელება შედის ჩიხში.

ეს აზრი ჰგავს დანტეს აზრს,მაგრამ დანტეს მსოფლმხედველობა სხვაა: ჩვენს თანამედროვეებს სიტყვაში "კრიზისი" თითქმის არ ესმით დანტესთვის ცენტრალური ფესვი "სამსჯავრო".

5.31.2013

ევროპული ხელოვნებიდან - შავ-შავი რომანტიზმის გამოფენა

რევოლუციების, ტერორის, ძალადობის და ვანდალიზმის  საუკუნის შვილებს სჭირს საუკუნის ავადმყოფობა დარდი, ნაღველი, მელანქოლია, შემდეგ სპლინი და ნევროზები.


ჯერ წინაისტორია, ტეხილი:1775 წელს ფრანგი გამომგონებელი დიუ პერონი ცდილობდა მეფესთან შეხვედრას.

მისი მტკიცებით ამ შეხვედრაზე დამოკიდებული იყო სახელმწიფოს მომავალი. ის ამბობდა რომ მას სურდა თავისი სათქმელის თქმა მხოლოდ თვითონ მეფისთვის. ლიუდოვიკო XVI დათანხმდა მის მიღებაზე.

სასახლის ბაღში, სადაც მოხდა შეხვედრა,დიუ პერონის თანაშემწეებმა შეიტანეს რამოდენიმე კარგად დაჭედილი ყუთი და წავიდნენ.

გაირკვა რომ დიუ პერონმა გამოიგონა იარაღი რომელიც დააჩოქებდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. მეფეს ამიერიდან შეეძლო საფრანგეთის საზღვრების გაწევა ისე როგორც მას მოესურვებოდა. დიუ პერონმა მოიგონა თანამედროვე ტყვიამფრქვევის წინაპარი. მას შეეძლო ერთდროულად 24 ტყვიის სროლა.

5.24.2013

მოცარტით კურნავენ

მოცარტი უშველის გორბაჩოვ-შევარდნაძის პერესტროიკით დანგრეულ ადამიანებსაც.

"მოცარტის მუსიკა ახდენს ჩვენი ტვინის ყველა ბუნებრივი უნარის მობილიზაციას"
//გორდონ შოუ, ნეირობიოლოგი და ფიზიკოსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან//.


ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის //1756-1791// მუსიკა ადამინებზე ახდენს უძლიერეს გამაჯანსაღებელ მოქმედებას. მეტიც.ამ კომპოზიტორის მუსიკალურ ქმნილებებს შეუძლიათ უბრალოდ საოცარი რამეების გაკეთება სრულებით სხვადასხვა ავადმყოფობებისგან ადამიანების განკურნების თვალსაზრისით. ამას ამტკიცებს მთელი მსოფლიოს სწავლულთა, ექიმთა და ფსიქოლოგთა მრავალი დამოუკიდებელი გამოკვლევა. 

მოცარტის მუსიკას აქვს ადამიანზე ზემოქმედების სპექტრით უნივერსალური მკურნალი ენერგეტიკა. ამ მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული უნიკალური მკურნალი მისი საიდუმლო მექანიზმები?


მოცარტის მუსიკის გავლენა ადამიანთა ფიზიოლოგიაზე:
1993 წელს ნევროლოგმა ფრანკ როშემ აშშ-ს ვისკონსინის შტატის  უნივერსიტეტიდან პირველმა მსოფლიოში აღმოაჩინა მოცარტის მუსიკის საკმაოდ არაჩვეულებრივი გავლენა ადამიანთა ფიზიოლოგიაზე.

5.15.2013

ესეც ევროპაა - გოეთურ-ჰაფეზურ-გრიგოლრობაქიძესეული...

ეს გოეთეა
"ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი დაინგრა, დაეცა ტახტები, სამეფოები დაეცა. წადი შორს, აღმოსავლეთში პატრიარქალური ჰაერის სასუნთქად, წადი ღვინის, სიყვარულის და სიმღერის მხარეში და იქ აღორძინდი ახალი ცხოვრებისთვის..." //იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, "დასავლურ-აღმოსავლური დივანი"//. 

სპარსული სიტყვის სიტკბომან მასურვა მუსიკობანი...

ესეც ევროპაა - გოეთურ-ჰაფეზურ-გრიგოლრობაქიძესეული...

ფრანგული რადიოკულტურა, დებატი ირანელ ინტელექტუალებზე.
ჰაფეზი და გოეთე-აღმოსავლეთის და დასავლეთის შეხვედრა:
მრავალათასწლიანი სპარსული ენა გაჩნდა ცივილიზაციის აკვანში, ირანის ზეგანზე. ისაა მსოფლიოს კულტურის, ეთიკის და ისტორიის საგანძურის გასაღები.

სინტაქსური სიფაქიზეები და ლიტერატურული დახვეწილობა რომლებიც ზიდავენ მდიდარ კულტურას და ღრმა ცოდნას სპარსულ ენას აქცევს ცოცხალ და დინამიურ, მუდამ განახლებად ენად.

ტკბილი და მელოდიური სიტყვების დინება მისი მუსიკალურობით ეფერება ყურს.

სპარსული ლიტერატურა გასცდა ირანის საზღვრებს და მოევლო დედამიწის ოთხივე მხარეს. მისი კვალი დღესაც ჩანს მთელ აზიაში,მაგრამ აგრეთვე ევროპაში. სადაც მრავალი მწერალი და პოეტი დაინტერესდა სპარსული მწერლობით.