Showing posts with label საცოდნელია სწორედა. Show all posts
Showing posts with label საცოდნელია სწორედა. Show all posts

12.18.2013

ანტონიო გრამში ინტელიგენციაზე როგორც რევოლუციურ ძალაზე


მარქსისტი თეორეტიკოსი, იტალიის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ანტონიო გრამში (Gramsci) 1926 წელს დაიჭირეს და დააპატიმრეს ფაშისტებმა. ამნისტიით გაანთავისუფლეს 1934 წელს.
ფართოდაა ცნობილი მისი ნაშრომი ციხის რვეულები. "კულტურული ჰეგემონიის", "მოლეკულარული ომის" და სხვა კონცეფციების ავტორი.

იტალიის კომპარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ანტონიო გრამში არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოაზროვნე. მისი იდეები ჩამოყალიბდა იტალიელ ფილოსოფოს ბ.კროჩესთან კამათში და ცოცხალ დიალოგში 1920-ანი წლების უმსხვილეს საბჭოთა თეორეტიკოსებთან, კერძოდ ნ. ბუხარინთან.

გრამშის წერილები და შენიშვნები ეხება როგორც ესთეტიკის, ლიტერატურის, ხელოვნების ზოგადფილოსოფიურ პრობლემებს ისე ინტელიგენციის და ხალხის ურთიერთობასთან,თანამედროვე საზოგადოებაში მასობრივი კულტურის როლთან დაკავშირებულ უფრო კერძო საკითხებს. 

გრამში მარქსისტი იყო, მაგრამ ფუნდამენტურად გადაიაზრებდა მარქსიზმს.

მარქსი თვლიდა რომ ყველა მოვლენა პოლიტიკურ სფეროში მთლიანადაა განსაზღვრული მოვლენებით ან ძალთა განლაგებით ეკონომიკურ სფეროში. ე.ი. ბაზისი მთლიანად განსაზღვრავს მოვლენებს ზედნაშენში.

12.06.2013

ამაზე ოცნებობენ გორბაჩოვის და ელცინის დემოკრატებიც

არა მარტო რომანოვების ოცნება წმინდა მიწის პერესტროიკაზე:


ოცნება სირიის და პალესტინის ვლადიმირის თუ ხარკოვის გუბერნიად გადაქცევის შესახებ... 

«...არ მომწონს მე დევიზი «თურქების განდევნა ევროპიდან».

რა არის ევროპა? ვის რათ უნდა ეს ევროპა? რა ზნეობრივ ღირებულებებს ემთხვევა ეს გეოგრაფიული ცნება? 

თურქების განდევნა ევროპიდან და მათთვის მთელი მართლმდიდებელი ანატოლიის, წმინდა მიწის, ანტიოქიის საპატრიარქოს დატოვება?

მთელი მართლმდიდებელი აღმოსავლეთი უნდა გავანთავისუფლოთ და არა ევროპა.

უნდა გავანთავიუფლოთ უფლის საფლავი, გოლოგოთა, ბეთლემი, დამასკი, ბეირუთი და საერთოდ ყველა მართლმადიდებელი ეპარქიები. ამ ომში რომ მოვახერხოთ კონსტანტინეპოლის განთავისუფლება ამას უნდა შევხედოთ როგორც ქრისტიანობის განთავისუფლების პირველ ეტაპს და ძლიერად და უწყვეტად უნდა შევუტიოთ თურქეთის იმ მხარეებს რომლებიც დასახლებულია მართლმადიდებელი ბერძნებით და მართლმადიდებელი არაბებით.

ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთი აღადგენს ბიზანტიის იმპერიას და დღევანდელ თავისუფალ საბერძნეთს გააერთიანებს ცარგრადთან. Aამ იმპერიის საერო ხელისუფალი უნდა იყოს ბერძენი თვითმპყრობელი მონარქი და სულიერი წინამძღოლი უნდა იყოს მსოფლიო პატრიარქი.

12.05.2013

ასეთი ადამიანებიც იყვნენ - მარიამ ტენიშევა

მარია კლავდიევნა ტენიშევა
(1858-1928)
მარია კლავდიევნა ტენიშევა იყო უნიკალური ქალი საზოგადო მოღვაწე, კოლექციონერი, პედაგოგი მინანქრის ოსტატი. მან პეტერბურგში დააარსა სამხატვრო სკოლა, სმოლენსკში დააარსა ხატვის სკოლა და რუსულ სიძველეთა მუზეუმი, ბრიანსკთან დააარსა ხელოსნობის სასწავლებელი.

«რაღაც სადღაც მიმექაჩება... ძალიან მინდა რამეში თავის გამოჩენა, თავის მიძღვნა რაღაც კეთილშობილი საქმისთვის, მე მინდოდა ვყოფილიყავი მდიდარი, ძალიან მდიდარი იმისთვის რომ რაღაც გამეკეთებინა კაცობრიობის სასარგებლოდ. მეჩვენებოდა რომ მთელ ჩემს სახსრებს მივცემდი ხალხის განათლებისთვის, გავაკეთებდი რაღაც სასარგებლოს, მტკიცეს.» ჩაწერა თავის დღიურში ახალგაზრდა მარიამ ტენიშევამ.

ვერცხლის საუკუნეში //1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების წინ// ტალაშკინომ სახელი გაითქვა როგორც რუსულმა კულტურულმა ცენტრმა.

1894 წელს ტენიშევებმა შეიძინეს ტალაშკინოს გვერდით არსებული ხუტორი ფლენოვო და იქ მოაწყვეს სოფლის მეურნეობის სკოლა.

საკმაოდ სწრაფად აიგო სკოლის, ბიბლიოთეკის, სასადილოს, საძინებელთა, მეფუტკრეობის მუზეუმის, მეტეოსადგურის, მასწავლებელთა სახლის შენობები.

კნიაგინია ტენიშევას «სოფლის მეურნეობის პირველი ხარისხის სკოლას» ჰქონდა დიდი ხილის ბაღი, ბოსტანი, ადგილი კენკრის მოსაყვანად, მეფუტკრეობის და მეთევზეობის მეურნეობები და «საჩვენებელი ხუტორი».

11.29.2013

არც დემოკრატებს აწყენთ ამის ცოდნა - აფხაზი რუსთველოლოგი დავით ჩქოტუა

ეს უკვე ყუბაჩელი //დაღესტნელი// რაინდია
სიმონ ჯანაშია
დავით ზურაბის ძე ჩქოტუა, წინამდებარე დოკუმენტის ავტორი, აფხაზი, 1849 წელს სამურზაყანოში, სოფ. საბერიოში დაიბადა. მიიღო რა შინაური დაწყებითი განათლება, საშუალო სასწავლებელი დაასრულა და აფხაზთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შევიდა. დ.ჩქოტუას ყოფილი პეტერბურგის უნივერსიტეტის მითითებული ფაკულტეტი 1875 წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ რადგანაც უკანასკნელი გამოცდა წარუმატებლად ჩააბარა, ეს უკანასკნელი შემდგომი წლისათვის გადასდო და ცნობილი გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძის წინადადებას დასთანხმდა, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე შარვაშიძეთა მამულის მოვლა-პატრონობა თავის თავზე აეღო. ამ მიზნით იგი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1876 წელს, მას გიორგი შარვაშიძის ცოლის დის - ნინო ანდრეევსკაიას მკვლელობა დააბრალეს (სინამდვილეში იგი მტკვარში ბანაობისას დაიხრჩო) და დააპატიმრეს. 1878 წლის 5 მარტს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არავითარი ფაქტობრივი მასალა ჩქოტუას წინააღმდეგ არ გააჩნდა, უმაღლესი ხელისუფლების ინსპირაციით მას უფლებათა აყრა, ოცწლიანი კატორღა და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

11.25.2013

საბჭოთა დემოკრატიის მიერ მომსპარი ტფილისელის ხსოვნას



დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე

საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა სულერთია როგორი წარმოშობის ჭეშმარიტი ტფილისელის ქცევის ეთიკური კოდექსი.

ტფილისელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დიდსულოვანი, გულუხვი, გახსნილი, მხიარული, ძლიერი.

ტფილისელის სიხარული იყო მხოლოდ ის სიხარული რომელსაც გაიზიარებდა მისი მეზობელი და დარდი, ნაღველი... აბა ვინ დარდობდა და ნაღვლობდა ტფილისში მარტო?

ტფილისელს ასევე გამოარჩევდა იშვიათი არტისტიზმი და ქალაქური პატრიოტიზმის სფეციფიური გრძნობა.

ის ქალაქს თვლიდა საკუთარი თავის ნაწილად და თავის თავს თვლიდა ქალაქის ნაწილად.

სტუმართმოყვარეობის, გულისხმიერების და გულითადობის წესები არ ყოფილა გაფორმებული რაიმე წესის სახით, მაგრამ დაუწერელი კანონების შესსრულება ითვლებოდა და ეხლაც ითვლება ღირსების საქმედ....

ამის ამოკითხვა შეგიძლიათ დიმიტრი ბაქრაძის დაწიგნში «ტფილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით» რომელიც 1870 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოსცა ა. ბენკეს ტიპოგრაფიამ

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (1826—1890) — (დ. 26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1826, სოფ. ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ― გ. 10 თებერვალი/22 თებერვალი, 1890, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879). 1970 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

11.12.2013

სილამაზე როგორც საშველი და მხატვრის ბედი საბჭოთა კავშირში


ევროპაში რევოლუციური პერესტროიკის და მრავალ საშინელებათა მოწმე ამ არტურ შოპენჰაუერმა დაასკვნა რომ 

სამყარო ყველა აზრით უეჭველად ცუდია :ესთეტიკურად ის გავს კარიკატურას, ინტელექტუალურად-საგიჟეთს, ზნეობრივად-თაღლითთა ბუნაგს, და მთლიანობაში - ციხეს.
და მხატვრებმა გადაწყვიტეს ამ აუტანელი სამყაროს ასატან რამედ გადაქცევა.

ფრანგული ავანგარდის დევიზი ხელოვნება ხელოვნებისთვის იაიტაცეს ინგლისელებმა. ამ დევიზმა ინგლისში გააერთიანა სხვადასხვა მიმართულების მხატვრები თითქმის იმპრესიონისტი ჯეიმს უისტლერიც, რომანტიკოსი დანტე გაბრიელ როსეტიც, ვიქტორიანული აკადემიზმის ბურჯი ფრედერიკ ლეიტონიც და დეკორატიული ხელოვნების საგანთა,კერძოდ შპალერების საწარმოო მანუფაქტურის შემქმნელი უილიამ მორისი. მათ შეუერთდნენ ლიტერატორები, მთელი მოძრაობის რუპორად ქცეული ოსკარ უაილდი და როსეთის ახლო მეგობარი პოეტი ალჯერნონ სუაინბერნი.

რელიგიაში იმედგაცრუებული და მოხმარებაზე და კომფორტზე ორიენტირებული ხანის ამ წარმომადგენლებმა დაასკვნეს რომ

როგორც ხელოვნებაში ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერზე მაღლა დგას სილამაზე, რომ ლამაზი უნდა ადამიანის მთელი გარემო სულ უბრალო ყოველდღიური საგნების ჩათვლით.

დღესაც. მით უმეტეს სკკპს ბელადების მიერ მოწყობილი ნგრევა-"დემოკრატიზაციის" შემდეგ გაჩნდა გრძნობა რომ სამყარო ჩაეფლო ქაოსში, ყველაფერი საშინელი და საზარელია და მხოლოდ ხელოვნებას აქვს მარადიული ღირებულებები.

11.07.2013

მსოფლიო ომების და ყველანაირი პერესტროიკის მიერ გადარეულები-ობერდადა,ოლეგ კულიკი და ა.შ.


უჯრა 
вторник, 5 ноября 2013 г.

საბჭოთა დემოკრატიამ და თანამედროვეობამ გააგიჟა რუსული მხატვრობაც-ოლეგ კულიკი 

თანამედროვეობამ ჩვენს ქუჩებში გამოუშვა დიდი და პატარა დინოზავრები რომლებიც დასდევდნენ და ჭამდნენ ერთმანეთს. ესაა იურას პერიოდის პარკი იდეოლოგიით და შურით გატანჯული ველურებით. როგორ უნდა გადმოსცე ადექვატურად ეს დრო? უნდა დადგე ოთხზე და უკბინო ადამიანებს ფეხებზე. 

გასაგები გახდა რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანი "სუნთქავს ლაღად "და აბსოლუტურად თავისუფალია ნორმალური ადამიანური თვისებებისგან-ახლობელზე ზრუნვისგან, სიყვარულისგან, პასუხისმგებლობისგან, ავტორიტეტულობისგან.

რუსი მხატვარი ოლეგ კულიკის გამოფენა ევროპაში

ევროპელებისთვის თავისი მშვენიერი უკანალის მჩვენებელი ამ ტიპისთვის სამყარო არის ტალახში გაჩენილი საშინელება.

გორბაჩოვის და შევარდნაძის დემოკრატიის მიერ გადარეული მხატვარი ოლეგ კულიკისთვის ხელოვნება არის მსოფლიოსთვის თავისი შიშველი უკანალის და ა.შ. დემონსტრაცია.

11.05.2013

ინდოელი ვისი იდეალიც იყო ინდოეთის სიყვარული და მორალური აღორძინება - მაჰატმა განდი

მე ჩემი ქვეყნისთვის თავისუფლება მინდა იმიტომ რომ სხვა ქვეყნებმა რაღაც ისწავლონ ჩემი თავისუფალი ქვეყნისგან //მაჰატმა განდი//.


1867-1948-მას დაარქვეს მაჰატმა ანუ დიდი სული

ინდოეთის განმანთავისუფლებელი მაჰატმა განდი ამავე დროს იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სულიერი მოძღვარი.

მისი მოძღვრება მშვიდობის და ძალადობის უარყოფის შესახებ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. და მისი ქცევა იქცა მაგალითად სრულებით სხვადასხვა ადამიანისთვის.


მოჰანდას კარამჩანდ განდი დაიბადა 1867 წელს ომანის ზღვასთან მეთევზეთა და გემების პატრონთა პატარა ქალაქ პორბანდარში ვაჭართა კასტის ერთ შეძლებულ ოჯახში. დაქორწინდა 14 წლის ასაკში. მას ეყოლა ოთხი შვილი.

აჰიმსა
1888 წელს ის წავიდა ინგლისში და გახდა ვექილი //1891//. 1893-1914 წლებში ის ცხოვრობდა სამხერთ აფრიკაში, სადაც მან იმინგრანტ ინდოელთა დიდი თემისთვის დაიწყო განხორციელება იდეალისა რომლითაც იხელმძღვანელა მთელი ცხოვრება. 

ეს იდეალია ინდოეთის სიყვარული და მისი როგორც მორალური ისე პოლიტიკური აღორძინება სატიაგრაჰას შესაბამისად //სატიაგრაჰა-ჭეშმარიტების წვდომა რასაც მივყევართ უსამართლო კანონებისადმი დაუმორჩილებლობამდე// და აჰიმსა, უბოროტოდ,გაუბოროტებლად, სხვისთვის ზიანის მოუტანლად და ძალადობის უარყოფით ცხოვრება.

10.31.2013

ევროპელთა შთამაგონებელ შედევრთა გალერეა - არნოლდ ბიოკლინის "მიცვალებულთა კუნძული"

აპოლინერის, ფროიდის, ირიკოს, დალის, კანდინსკის, რახმანინოვის და სხვათა შთამაგონებელ გერმანელ მხატვარ  არნოლდ ბიოკლინზე //Arnold Böcklin,1827-1901//..

Арнольд Бёклин. Автопортрет.1873 г.
არნოლდ ბიოკლინი,
ავტოპორტრეტი, 1873 წ.
"კუნძულის" მელანქოლიურობა  ზუსტად ასახავდა საზოგადოების იმ განწყობას რომელსაც ერქვა დეკადანსი-ბუნდოვან დარდს, ბნელ წინათგრძნობებს, საიქიოთი ხარბად დაინტერესებას, ცხოვრებისგან დაღლის განცდას, უხეში მიწიერი სინამდვილის უარყოფას.       თანამედროვეებისთვის ეს ურათი გავდა  ინდუსტიული ცივილიზაციის მიერ დამარცხებული ჰუმანისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეპოქისადმი მიძღვნილ რექვიემს. 

"მსოფლიოში ყველაფერი უნდა გავიგოთ როგორც გამოცანა
//ჯორჯო დი კირიკო//.

არნოლდ ბიოკლინს სრული უფლებით შეიძლება ვუწოდოთ ევროპის მოქალაქე. ის დაიბადა 1827 წელს შვეიცარიაში, ბაზელში, სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში, ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა. პარიზი არ მოეწონა და იქ სულ 1 წელი გაატარა, რომში კი 7 წელი დარჩა. აქ 1853 წელს ის ბედნიერად დაქორწინდა 17 წლის მზეთუნახავ იტალიელზე,

ცოლ-ქმარ ბიოკლინებს ეყოლათ 14 შვილი. მათი 8 შვილი ადრეულ ბავშვობაში დაიღუპა. მხატვარი თავისი დიდი ოჯახით დადიოდა რომიდან მშობლიურ ბაზელში, შემდეგ ჰანოვერში, მიუნხენში,ვაიმარში, ისევ რომში, ისევ ბაზელში,ფლორენციაში, ციურიხში...

10.30.2013

პერესტროიკის გარეშეც თავისუფალი კაცი ანატოლი ზვერევის ხსოვნას.

ის არ ყოფილა საბჭოთა ლიბერალი - მას უნდოდა ხატვა და არა საბჭოთა კავშირის გადაკეთება ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად.


საბჭოთა ნორმიდან ამომხტარი თავისუფალი კაცი ბოლშევიკური ნომენკლატურის ხელში ჩავარდნილ სამყაროში.

ანატოლი ტიმოფეევიჩ ზვერევი //1931-1986//

სახელგანთქმული მოსკოველი ნონკონფორმისტი ანუ საბჭოთა წყობასთან და იდეოლოგიასთან შეურიგებელი ადამიანი, 1960-80-ანი წლების არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენელი. ბრალად დასდეს ფორმალიზმი და გააგდეს 1905 წლის ხსოვნის სამხატვრო სასწავლებლიდან.

ძირითადად ეფინებოდა 1959-62 წლებში კერძო ბინებში მოწყობილ გამოფენებზე. პირველი გამოფენა საზღვარგარეთ მოეწყო 1965 წელს პარიზულ გალერეაში "მოტ". ზვერევის ნამუშევრები არის ტრეტიაკოვის გალერეაში,თანამედროვე ხელოვნების მუეუმში, კერძო კოლექციებში.

"კაცობრიობა სულ ამაოდ ფაციფუცობს,მაგრამ როდესაც რომელიმე ჩვენგანი მოახერხებს უაზრო ფაციფუცით გაუმაძღარი ყურადღების გაჩერებას ჩვენ აღმოვჩნდებით ხელოვნების ხელში" //ანატოლი ზვერევი//.

10.29.2013

კარგი მოსკოველი ქართველი მიხეილ დურმიშხანის ძე ალშიბაია


ეს კაცი შველის ადამიანებს და მათში სილამაზეს პოულობს.

1958 წლის 15 იანვარს ბათუმში დაბადებული მიხეილ დურმიშხანის ძე ალშიბაია //Михаил Михайлович (Дурмишханович) Алшибай (Алшибая)// რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოქირურგია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1982 ეწლიდან მუშაობს ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში-უკვე ათ წელზე მეტია რაც ხელმძღვანელობს კორონარული ქირურგიის განყოფილებას. არის გულ-სისხლძარღვთა ქირურგების რუსეთის ასოციაციის წევრი, კორონარული ქირურგიის სექციის მდივანი.


სერიოზულადაა გატაცებული ხელოვნებით-ხატავს, ქმნის ობიექტებს და ატარებს პერფორმანსებს/ და ყველაფერი ეს ასე თუ ისე დაკავშირებულია მის ძირითად საქმიანობასთან.

ალშიბაია აგროვებს თანამედროვე რუს მხატვართა სურათებს, ნონკონფორმისტულ და მეტაფიზიკურ ფერწერას, ყოველ წელს აწყობს რამოდენიმე გამოფენას მოსკოვის მუზეუმებში და გალერეებში.

2004 წლიდან არის მოსკოვის მხატვართა კავშირის კრიტიკოსთა და ხელოვნებათმცოდნეთა სექციის წევრი. ამავე დროს ის არის ჰოსპისების დამხმარე საქველმოქმედო ფონდი "რწმენას" მზრუნველთა საბჭოს წევრი.

რომანოვთა ყოფილი ჩინოვნიკის მოგონებები 1917-20 წლების საქართველოზე და კავკასიაზე




რაღა ლენინის და რაღა გორბაჩოვის პერესტროიკა, მას თუ სტალინი ყავდა ამას შევარდნაძე ყავს და დიდი განსხვავებაც არაა. 
http://www.warandpeace.ru/ru/exclusive/view/81014/
17.06.13 23:04
//შემოკლებით//

"65 წლისა ვარ, დიდი ასაკია. ბევრი ვნახე და ბევრი გადავიტანე"-ასე იწყება რუსეთის იმპერიის ბოლო წლების შინაგან საქმეთა უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სტატსკი სოვეტნიკი კონსტანტინ დმიტრიევიჩ კაფაფოვის მოგონებები

განათლებით იურისტი //დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი კანდიდატის ხარისხით// სახელმწიფო სამსახურის მწვერვალზე ავიდა უმდაბლესი თანამდებობებიდან....

1917 წლის თებერვლის რევოლუციის დღეებში კაფაფოვი მეფის ადმინისტრაციის მრავალი უმაღლესი თანამდებობის პირის მსგავსად დააპატიმრეს, 4 მარტს დროებითმა მთავრობამ შექმნა უმაღლესი საგამოძიებო კომისია ყოფილ მინისტრთა, მთავარმმართველთა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირთა უკანონობათა გამოსაძიებლად. ამ კომისიას რამოდენიმე დღეში დაარქვეს საგანგებო საგამოძიებო კომისია.

10.27.2013

ალი მარდან ბეკ თოფჩიბაშევი და კავკასიური კონფედერაცია

პროფესორ ელდარ ისმაილოვის და ა. საფაროვას მასალების მიხედვით.


კავკასიელი ხალხების მორალურ-პოლიტიკური ერთობის იდეა გაჩნდა განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ პირობებში და მისი დრამატული ისტორია აირეკლა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსთა ცხოვრებაში და მოღვაწეობაში.

მრავალი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი ფიქრობდა რომ კავკასიის მომავლის უზრუნველმყოფელი ოპტიმალური ფორმა იყო კავკასიის რესპუბლიკების გაერთიანება კონფედერაციად.

კავკასიის ხალხთა ლეგიტიმური წარმომადგენლები საგარეო საფრთხის მოგერიების და შინაგანი სოციალური წინააღმდეგობების დამშვიდების შესაძლებლობას მიიღებდნენ თავისი სახელმწიფოების რესურსების გაერთიანებით.

ალი მარდან-ბეკ თოფჩიბაშევის საზოგადოებრივ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოღვაწეობაში კავკასიის რესპუბლიკათა კონფედერაციის იდეას ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი.

ის ამ იდესითვის იბრძოდა 1907-1910 წლების რეაქციის პერიოდშიც და შემდგომაც დიპლომატიურ სარბიელზე.

რომანოვების ხელისუფლება ატარებდა გათიშე და იბატონეს პოლიტიკას. აღვივებდა უთანხმოებებს კავკასიის ხალხებს შორის და ალი მარდან ბეკი ამ მცდელობების ჩაშლის საშუალებას ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წინ ხედავდა კავკასიის კონფედერაციის შექმნაში.

ამ იდეის სავარაუდო რეალიზაციის საწინდარი იყო აშშ-ს პრეზიდენტი ვ.ვილსონის მიერ 1918 წამოყენებული "14 პუნქტის" პროგრამა.// "განსაკუთრებული სტატუსების საფუძველზე უნდა შეიქმნას ერთა აკავშირი რომლის მიზანიც იქნება კავშირში შემავალი როგორც დიდი ისე პატარა სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა"//.

10.24.2013

კაცობრიობა პლატონს და დიოგენს შორის


"ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია, ის უკვე აღარაა, მართალია, მაგრამ ნუ ტირიხარ დედა, წინ გაქვს ცხოვრება, დარჩა შენი კარგი წმინდა სული...წამოდი ჩემთან ერთად, წავიდეთ აქედან, ჩვენ გავაშენებთ ახალ, კიდევ უფრო ლამაზ და მშვენიერ ბაღს. შენ ნახავ მას. გაიგებ და წყნარი, ღრმა სიხარული აავსებს შენ სულს ისე როგორც მზე მოსაღამოვებისას, და შენ გაიღიმებ, დედა!" //ა. ჩეხოვი, ალუბლის ბაღი//.

Вишневый сад продан, его уже нет, это правда, правда, но не плачь, мама, у тебя осталась жизнь впереди, осталась твоя хорошая, чистая душа… Пойдем со мной, пойдем, милая, отсюда, пойдем!.. Мы насадим новый сад, роскошнее этого, ты увидишь его, поймешь, и радость, тихая, глубокая радость опустится на твою душу, как солнце в вечерний час, и ты улыбнешься, мама!” (А.Чехов “Вишневый сад”).

საბჭოთა დემოკრატიამ აი ასეთ ნანგრევებად აქცია ქართველთა ალუბლის ბაღი თბილისი და მთელი საქართველო. მაგრამ განვიწმინდოთ სული და შევუდგეთ ახალი და უფრო ლამაზი ბაღის აგებას. მანამდე კი ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ყანყალებს კაცობრიობა პლატონს და დიოგენეს შორის.

10.23.2013

აი რითი განსხვავდება სერ ისააკ ნიუტონი საბჭოთა და მოსაბჭოთო ფილოსოფოსებისგან

Isaac Newton (1643 - 1727)
დიდი მეცნიერი სერ ისააკ ნიუტონი მორწმუნე ქრისტიანი იყო და ამით განსხვავდებოდა საბჭოთა დემოკრატებისგან. Isaac Newton (1643 - 1727).

მისი დაბადებიდან 370 წელი შესრულდა და იმიტომ...

"მე პრინციპულად დარწმუნებული ვარ იმაში რომ ბიბლია არის ღმერთის სიტყვა რომელიც ადამიანებმა ჩაიწერეს ღმერთის შთაგონებით. მე ბიბლიას ვსწავლობ ყოველ დღე. ბიბლიაში მე ვხედავ მეტ ჭეშმარიტებას ვიდრე ნებისმიერ საერო ისტორიაში...."ისააკ ნიუტონი//.

ბუნებისმეტყველების ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი ისააკ ნიუტონი დაიბადა სოფელში ვულსტორპი, "ველური,უცნაური და სუსტი" გლეხის ოჯახში. თავისი მამა ისააკმა საერთოდ ვერ ნახა იმიტომ რომ ის გარდაიცვალა ცოტა ხნით ადრე ვაჟიშვილის გაჩენამდე. მშობიორობა ნაადრევი იყო და ბავშვი-სუსტი, არ სჯეროდათ რომ ის გადარჩებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა ნიუტონი გამოირჩეოდა კარგი ჯანმრთელობით და მან თითქმის 85 წელი იცხოვრა.

ნიუტონის ცხოვრება მიმდინარეობდა წყნარად და ერთფეროვნად. დაქორწინებული არ ყოფილა. არასოდეს გასულა ინგლისის საზღვრებს გარეთ. მშობლიური სოფელი, მეზობელი ქალაქი გრენტემი,კემბრიჯი და ლონდონი-აი ის 4 ადგილი სადაც ის ოდესმე ყოფილა.

10.22.2013

ბოლშევიკური იმპერიის გმირზე, დემოკრატიული საქართველოს მკვლელ მხეც შულმანზე


დემოკრატიულ საქართველოს ანგრევდნენ ლენინი, სტალინი, ბერია, ნესტორ ლაკობა, კამო, ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, ლევან ღოღობერიძე და ა.შ. ისინი აშენებდნენ იმ ბედნიერ საბჭოთა კავშირს რომელიც 1980-90-ან წლებში დაანგრიეს მათმა მემკვიდრე და ანდროპოვის და კოსიგინის სიძე ძერჟინსკიმენჟინსკი გვიშიანის ლაბორატორიებში გამოზრდილმა საბჭოთა დემოკრატებმა, გორბაჩოვმა, აკადემიკოსმა სახაროვმა, ედუარდ შევარდნაძემ და ა.შ.


დემოკრატიული საქართველოს მნგრევლების შესახებ ბევრი რამე არაა ცნობილი.

ამ სიცარიელეს ავსებს სახელგანთქმული რუსი მწერალი, ემიგრანტი, უბლიცისტი, კრიტიკოსი, მემუარისტი, საზოგადო მოღვაწე, რუსეთის სამოქალაქო ომის და თეთრი მოზრაობის მონაწილე რომან ბორისის ძე გული //1896 წლის 1//13//იანვარი, პენზა-1986 წლის 30 ივნისი, ნიუ იორკი.//

Рома́н Бори́сович Гуль (1 (13) января 1896, Пенза — 30 июня 1986, Нью-Йорк) — русский писатель, эмигрант, журналист, публицист, критик, мемуарист, общественный деятель. Первопоходник, участник гражданской войны и Белого движения.

1974 წელს გამომცემლობა "მოსტმა" ნიუ იორკში გამოსცა რომან ბორისის ძე გულის უნიკალური ნაშრომი "ძერჟინსკი //ტერორის დასაწყისი"//

გთავაზობთ მის პატარანაწყვეტებს:

"პროლეტარული იძულების და ძალადობის ყველა ფორმა დაწყებული
დახვრეტებიდან არის კაპიტალისტური ხანის მასალიდან კომუნისტური ადამიანის
გამომუშავების მეთოდი".- ასე ესმოდა მის მიერ დამყარებული ტერორისტული რეჟიმის
არსი ერჟინსკის.

10.21.2013

ბაღი - თავშესაფარი ბოროტებაში ჩაწოლილი წუთისოფლისაგან.

ძველ და ნამდვილ საქართველოშიც იყო წალკოტებად წოდებული ასეთი 
ბაღები.





თქვენ იცით რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს //1 იოანე 5,19//.

"სამყარო არის მეტაფორათა ნაკადი და სიმბოლოთა ორნამენტი" //ომარ ხაიამი//.
мир — поток метафор и символов узор»
Омар Хайям


ასეთია ჩვენი თანამედროვეობა არამზადა სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად გამოცხადებული საქართველოს სუფიან ბეპაევის მიერ ნათხოვარი ტანკით პეტრესტროიკის შემდეგ.

ასეთი იყო ადამიანის ისტორია სულ და ასეთია ისტორია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ზედაფენიდან გამოსული საბჭოთა დემოკრატების ხელშიც.

10.19.2013

დიდი მოაზროვნე ვლადიმირ სოლოვიოვის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა და იმიტომ

თქვენ იცით რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს //1 იოანე 5,19//.

Nikolay Yaroshenko. Portrait of the
Philosopher and Poet Vladimir Soloviev.
ამ დიდი პიროვნების დაბადებიდან 160 წელი შესრულდა და იმიტომ.

ვლადიმირ სერგეის ძე სოლოვიოვი, რუსი რელიგიური მოაზროვნე, მისტიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი //1853 წლის 16//28// იანვარი-1900 წლის 31 ივლისი//13 აგვისტო//.

იდგა მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსული სულიერი აღორძინების სათავეებთან. მან გავლენა მოახდინა ნ.ა. ბერდიაევის, ს.ნ. ბულგაკოვის. ს.ნ. და ე.ნ. ტრუბეცკოების, პ.ა. ფლორენსკის, ს.ლ. ფრანკის რელიგიურ ფილოსოფიაზე და სიმბოლისტი პოეტები ა. ბელის, ა. ბლოკის და სხვათა შემოქმედებაზე.

ამ სიმპატიურმა და ჭკვიანმა ადამიანმა, ვლადიმირ სერგეის ძე სოლოვიოვმა განაცხადა რომ სახლემწიფოს ამოცანა არაა ბოროტებაში ჩაფლული სამყაროს ღმერთის სასუფევლად გადაქცევა. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბოროტებაში ჩაფლული სამყაროს დრომდე ჯოჯოხეთად გადაქცევა.

მან ეს თქვა თავის ნაშრომში "სიკეთის გამართლება"..

ეს აზრი გამოთქმულია მე-17 თავში რომელიც ეძღვნება ქრისტიანული ზნეობის და სამართლის შეფარდებას.

ზნეობა უპირობოა და აბსოლუტური. ის ადამიანს მიზნად უსახავს სრულყოფას, მამა ზეციერის სრულყოფილების მიღწევას //მაშ,/იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი, მათე 6,48//.

10.18.2013

ხელოვნება როგორც წამალი და აუტანლის ასატან რამედ ქცევის საშუალება - ჰესე, ნიცშე


ჰერმან ჰესეს აკვარელები და შემოქმედებით მკურნალობა 

ნიცშეც ამბობდა რომ ხელოვნებამ ასატანი უნდა გახადოს ძნელად ასატანი ან სულაც აუტანელი ცხოვრება.

"დიდი ბედნიერებაა შეგეძლოს საღებავებით თამაში და ბუნებისთვის ხოტბის შესხმა" ჰერმან ჰესე//.

"ჩემთვის ადამიანის შესაფერისი ორი ყველაზე მშვენიერი საქმეა დაკვრა-მუზიცირება და ხატვა. ორივეში დილეტანტი ვიყავი, მაგრამ ერთიც და მეორეც დამეხმარა ურთულეს რამეში, გამაძლებინა, გადამატანინა ცხოვრება" //ჰერმან ჰესე//.

Это великое счастье — иметь возможность играть красками и петь хвалу природе».
Герман Гессе

Для меня два самых прекрасных занятия, которыми может заниматься человек, — это музицирование и рисование, и в том, и в другом я был дилетантом, но и то, и другое мне очень помогло в сложном деле — выстоять в жизни».
Герман Гессе

"თქვენი მოსალმების ბარათის პასუხად გიგზავნით ამ დღეებში გაკეთებულ ჩანახატს-ხატვა და ფერწერა ეხლა ჩემთვის იქცა დასვენების ფორმად. ამ პატარა სურათმა უნდა გაჩვენოთ რომ ბუნების ხელუხლებლობას და ფერთა თამაშს მძიმე და პრობლემატური ცხოვრების შუაგულშიც შეუძლიათ ნებისმიერ დროს თქვენში რწმენის და თავისუფლების აღდგენა //სტუდენტი გოგონასადმი მიწერილი წერილიდან". 1930//.

10.17.2013

ესეც ევროპაა - ტანბრიჯ უელსის მანდილოსნები გამოკრეტინების წინააღმდეგ


ჯენიფერ სერრავალლო და ლიუსი კალკინსი, კითხვის სწავლა პატარა მცირე ჯგუფებში, დიფერენცირებული სწავლა სტრატეგიული, დამოუკიდებელი მკითხველების აღსაზრდელად //2010 წლის 26 იანვარი//.
Teaching Reading in Small Groups: Differentiated Instruction for Building Strategic, Independent Readers by Jennifer Serravallo and Lucy Calkins (Jan 26, 2010)

2001 წლის სექტემბერში ერნაირად მოაზროვნე დედების ჯგუფმა ტანბრიჯ უელსიდან დაარსა არა მხოლოდ დესერტთა კლუბი. ჩვენ კონცენტრირებული ვართ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე, მაგრამ ღია ვართ იმ წიგნებისთვის რომლებიც სიამოვნებას ანიჭებენ ჩვენს წევრებს.

ჩვენ ვართ 8-12 წევრისგან შემდგარი პატარა ჯგუფი და თავისუფლად, მეგობრულად ვსაუბრობთ სასიამოვნო გარემოში.

ჩვენ ვხვდებით თვეში ერთხელ სამშაბათ საღამოობით და ვიკრიბებით რიგ რიგობით ჩვენი წევრების სახლებში. ტრადიციის თანახმად მასპინძელი გვახვედრებს დესერტს და ჩვენ დავილოცებით ხოლმე ღვინის ერთი-ორი ჭიქით.

შემდეგი მასპინძელი წასაკითხად გვთაბაზობს 1,2,3 წიგნს და ჩვენ ვირჩევთ თუ რომელი წიგნი უნდა წავიკითხოთ და გავარჩიოთ შემდეგ შეხვედრაზე.