11.05.2013

ინდოელი ვისი იდეალიც იყო ინდოეთის სიყვარული და მორალური აღორძინება - მაჰატმა განდი

მე ჩემი ქვეყნისთვის თავისუფლება მინდა იმიტომ რომ სხვა ქვეყნებმა რაღაც ისწავლონ ჩემი თავისუფალი ქვეყნისგან //მაჰატმა განდი//.


1867-1948-მას დაარქვეს მაჰატმა ანუ დიდი სული

ინდოეთის განმანთავისუფლებელი მაჰატმა განდი ამავე დროს იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სულიერი მოძღვარი.

მისი მოძღვრება მშვიდობის და ძალადობის უარყოფის შესახებ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. და მისი ქცევა იქცა მაგალითად სრულებით სხვადასხვა ადამიანისთვის.


მოჰანდას კარამჩანდ განდი დაიბადა 1867 წელს ომანის ზღვასთან მეთევზეთა და გემების პატრონთა პატარა ქალაქ პორბანდარში ვაჭართა კასტის ერთ შეძლებულ ოჯახში. დაქორწინდა 14 წლის ასაკში. მას ეყოლა ოთხი შვილი.

აჰიმსა
1888 წელს ის წავიდა ინგლისში და გახდა ვექილი //1891//. 1893-1914 წლებში ის ცხოვრობდა სამხერთ აფრიკაში, სადაც მან იმინგრანტ ინდოელთა დიდი თემისთვის დაიწყო განხორციელება იდეალისა რომლითაც იხელმძღვანელა მთელი ცხოვრება. 

ეს იდეალია ინდოეთის სიყვარული და მისი როგორც მორალური ისე პოლიტიკური აღორძინება სატიაგრაჰას შესაბამისად //სატიაგრაჰა-ჭეშმარიტების წვდომა რასაც მივყევართ უსამართლო კანონებისადმი დაუმორჩილებლობამდე// და აჰიმსა, უბოროტოდ,გაუბოროტებლად, სხვისთვის ზიანის მოუტანლად და ძალადობის უარყოფით ცხოვრება.


მაჰატმა განდი ლონდონში
აჰიმსას, ძალადობის უარყოფის წესის თანახმად ადამიანმა ბოროტებით არ უნდა უპასუხოს ბოროტებაზე. ესაა ყოველგვარი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალადობის გარეშე.

1916 წელს მოჰანდას კარამჩანდ განდი გახდა ინდოეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი. ის მტკიცედ დაუპირისპირდა ბრიტანულ იმპერიალიზმს და და წამოიწყო აჰიმსადან გამომდინარე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა რითიც დაიყოლია ინგლისელები მოლაპარაკებებზე.

ამ ბრძოლის შედეგად 1947 წელს ინდოეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მაჰატმა განდის ცხოვრების ბოლო წლები დაამწუხრა ინდოეთის გაყოფამ მაჰმადიანებსა და ინდუსებს შორის და მომდევნო სასაკლაოებმა.

თვითონ მაჰატმა განდი 1948 წლის 30 იანვარს მოკლა ვიღაც ფანატიკოსმა ინდუსმა.

"ჩვენ დაგვღუპავს უპრინციპო პოლიტიკა, უსვინდისო სიამოვნება, უშრომელი სიმდიდრე, ცოდნა ხასიათის გარეშე. ამორალური ბიზნესი, მეცნიერება ადამიანობის გარეშე და ლოცვა მსხვერპლის გაღების გარეშე" //მაჰატმა განდი//.

განწმენდილი ცხოვრება
გარდა უამრავი წერილისა,ოფიციალური გამოსვლებისა და სიტყვებისა განდიმ დაწერა არსებითი ნაშრომები, "ჭეშმარიტების გამოცდილება" //1931//, "სულიერი ავტობიოგრაფია" და "წერილები აშრამს", დაწერილი 1930 წელს, მაშინ როდესაც განდი დაპატიმრებული იყო, ეს წერილები დაიწერა მის ირგვლივ სატიაგრაჰაშრამში აჰმედაბადთან მცხოვრები მიმდევრებისთვის, ამ წერილებში მან გადმოსცა აუცილებელი ასკეზის მთავარი პუნქტები.


ძიება ჭეშმარიტებისა რომელიც თვითონაა ღმერთი//"ღმერთი ჭეშმარიტებაა" და "ჭეშმარიტება ღმერთია"//.

აუცილებელია ბრაჰმაჩარიას აღთქმათა მკაცრი შესრულება//გრძნობათა სიწმინდე და მათი კონტროლი//. უბოროტოდ და გაუბოროტებლად ცხოვრება სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.უარის თქმა ფლობაზე.
მაჰატმა განდი არ კმაყოფილდებოდა ქადაგებებით და მოწოდებებით. ის თვითონ აძლევდა ადამიანებს განწმენდილი,სხვათა სამსახურში ჩამდგარი ცხოვრების მაგალითს.

ყოველ ადამიანს მის მსგავსად თვითონ უნდა დაეკმაყოფილებინა თავისი საჭიროებები. ეს საჭიროებები კი არსებობის უძირითადეს მოთხოვნებზე იყო დაყვანილი.

მაჰატმა განდი იყო პოლიტიკური ლიდერი და სოციალური რეფორმატორი რომელმაც მოახდინა უმდაბლესი კასტის, ხელუხლებელთა კასტის რეაბილიტაცია.

ყველა ინდოელისთვის დიდი სული მაჰატმა განდის მოღვაწეობის საფუძველი იყო მორალური პროგრესი.

ლანცა დელ ვასტო
Lanza del Vasto
მის საქმეს ჰყავდა გამგრძელებლები თვითონ ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში და ევროპაში.
საფრანგეთში ლანცა დელ ვასტომ შექმნა განდის აშრამით შთაგონებული მაგრამ გარემოებებთან ადაპტირებული თემი.

შევჩერდეთ ამ მაგალითზე.

ლანცა დელ ვასტო დაიბადა 1901 წელს სან ვიტო დეი ნორმანნიში, სიცილიაში. მამამისი გამოსული იყო ძველი არისტოკრატული საგვარეულოდან,დედა კი ფლანდრიელი იყო. კოსმოპოლიტურად აღზრდილი, ის პიზაში საუნივერსიტეტო განთლების მიღების შემდეგ მოიხიბლა წმ. თომა აქვინელის კათოლიციზმით.

მან გამოსცადა ყველანაირი ხელობა, იმოგზაურა ევროპაში და წავიდა ინდოეთში. 

1937 წელს ის შეხვდა განდის რომელმაც მას დაარქვა შანტიდას,"მშვიდობის მსახური". ეს შეხვედრა მისთვის გადამწყვეტი იყო.

1943 წელს უდიდესი წარმატება მოიპოვა მისმა "მოგზაურობამ წყაროებისკენ".



თავის მეუღლესთან ლანცამ შარენტში შექმნა მიწათმოქმედთა,მაგრამ ასევე სულიერი ცხოვრებისადმი მიძღვნილი თემი კიდობანი //Arche//.

ეს თემი ბოლოს და ბოლოს დამკვიდრდა ბორი-ნობლში, შევენის სამხრეთით, საიდანაც გამოვიდა მრავალი სხვა ჯგუფი.

ლანცა დელ ვასტოს თემი ყველაზე მეტად ცნობილია ძალადობის უარყოფის აქტიურად დამკვიდრებით, მაგრამ ის იყო სხვათა სიყვარულით,ბუნების პატივისცემით და მოკრძალებული ყოველდღიური საქმეებით შინაგანი განწმენდის თემი და ასეთად დარჩა.

ლექსების და თეატრის პიესების ავტორი ლანცა დელ ვასტო ყველაზე მეტად ცნობილია როგორც სულიერებისადმი და ქრისტიანული ეგზეგეზისადმი მიძღვნილი ნაშრომების ავტორი. 

მისი მთავარი თხზულებებია "მოგზაურობა წყაროებისკენ" //1943//, "ვინობა ანუ ახალი მოგზაურობა"//1954//,"სიცხადესთან დაბრუნების პრინციპები და რჩევები" //1945//, "მიდგომები შინაგანი ცხოვრებისადმი" //1963//, "სულიერი სამება" //1970//.


ლანცა დელ ვასტო ცდილობდა ქრისტიანული რწმენის და გულუხვობა-ქველმოქმედების შერიგებას მისი შთამაგონებელი მაჰატმა განდის პრინციპებთან და დასავლეთში სულისკეთებით ძველ ბერულ მოძრაობასთან ახლო მაგრამ საერო ძმური,ეპოქის საჭიროებებისთვის პასუხის გამცემი თემის დაარსებას. მისი პრინციპი უნდა ყოფილიყო აჰიმსა რომელიც არის როგორც ძალადობის უარყოფა ისე გულმართლობა, სხვათა პატივისცემა,ნებაყოფლობითი სიღარიბე და წესდებისადმი მორჩილება.

ლანცა დელ ვასტოს წიგნები გადმოსცემენ მისი მოღვაწეობის საფუძვლად დადებულ პრინციპებს. 

მის მიერ მიცემულ მაგალითს მიყვა მისი მრავალი მოწაფე.

.. მაჰატმა განდიზე და ლანცა დელ ვასტოზე ამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგი მკვლევარი ჟაკ ბროსეს(Jacques Brosse) წიგნში სულიერი მოძღვრები რომელიც ფრანგულად 2005 და 20013 წლებში გამოსცა გამომცემლობამ Albin Michel//.


განდის აზრებიდან //ვიკიპედიიდან//:
შრომის გარეშე ოქრო-ვერცხლი და სპილენძი უსარგებლო ცარიელი მტვერი იქნებოდა.

უშიშრობა აუცილებელია სხვა კეთილშობილი თვისებების განსავითარებლად. განა შეიძლება უშიშრობის გარეშე ჭეშმარიტების ძიება ან სიყვარულის შენარჩუნება?


მაჰატმა განდის ძეგლი
ლონდონში
ღარიბმა რომ შესძლოს არსებობა მდიდარმა უფრო უბრალოდ უნდა იცხოვროს.
ლოცვისას უსიტყვო გული ჯობია უგულო სიტყვებს.

ერის სიდიადე და მორალური პროგრესი შეიძლება გაიზომოს იმით თუ როგორ ეპყრობა ის ცხოველებს.

გაზეთი დიდი ძალაა მაგრამ ისევე როგორც შეუკავებელი მდინარე გადალახავს ნაპირებს ჟურნალისტის უკონტროლო კალამი ემსახურება მხოლოდ ნგრევას. მაგრამ კონტროლი გარედან უკონტროლობაზე უარესია. სასარგებლოა მხოლოდ შინაგანი კონტროლი.

სვინდისის საკითხები არ წყდება ხმათა უმრავლესობით.

განსაცდელში მნიშვნელოვანია გამოცდილება და არა რელიგიური ცოდნა.
თუ კი გვინდა მშვიდობა მსოფლიოში უნდა დავიწყოთ ბავშვებით.
ყველას ძალუძს მის შიგნით არსებული შინაგანი ხმის მოსმენა.

სიყვარული არ ითხოვს,ის გაიღებს. ის მუდამ იტანჯება,არასოდეს გამოხატავს პროტესტს,არასოდეს იძიებს შურს თავისთვის.

სულით შთაგონებულ და თავისი მისიის რწმენით სავსე პატარა სხეულს ძალუძს ისტორიის მსვლელობის შეცვლა.

სამყაროს შეუძლია ყოველი ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, მაგრამ ის ვერ დააკმაყოფილებს ადამიანის სიხარბეს. 

ჩემი პატრიოტიზმი არაა ერთ ერში ჩაკეტვა. ის ყოვლისმომცველია. მე მზად ვარ უარვყო ისეთი პატრიოტიზმი რომელიც ერთი ერის კეთილდღეობას აფუძნებს სხვათა ექსპლუატაციაზე.


მაჰატმა განდის ძეგლი
სან ფრანცისკოში
ლოცვა ხვალინდელი დღის გასაღებია და გუშინდელი დღის საკეტი.

ჩვენ ვლაპარაკობთ მაგრამ ვუსმენთ. ჩვენ ვუსმენთ,მაგრამ არა იმიტომ რომ ჩუმად ვიყოთ.

უნდა ვიცოდეთ თუ როდის უნდა ვიმოქმედოთ და როდის უნდა შევიკავოთ თავი მოქმედებისგან. მოქმედება და უმოქმედობა ამ გარემოებებში ენათესავება და არ უპირისპირდება ერთმანეთს.

ვიპოვოთ მიზანი და რესურსები გამოჩნდება.

პირფერობაზე და ხოტბაზე უფრო სასარგებლოა ზრდილობიანად და მეგობრულად გამოთქმული კრიტიკა.

თავს მოვიკლავდი იუმორის გრძნობა რომ არ მქონდეს.

ძალადობის უარყოფა გმირობაა და არა ლაჩრობა.

მატყუარა საბოლოო ანგარიშით იტყუებს თავს.

ძალადობით მოპოვებული გამარჯვება ხანმოკლეა და ამიტომ უდრის დამარცხებას.

ადამიანთა კრიტიკის უფლება აქვს იმას ვინც დაამტკიცა რომ უყვარს ადამიანები.

პრინციპი თვალი თვალის წილ აბრმავებს სამყაროს.

პატიების უნარი აქვს ძლიერს და არა სუსტს.



თავისუფლება არ ღირს არაფრად თუ კი არ გულისხმობს შეცდომის დაშვების თავისუფლებას. 

აცუდი ჩვევაა მტკიცება იმისა რომ ჩვენ ვფიქრობთ სწორად და სხვები ცდებიან, რომ ისინი ვინც ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობენ სამშობლოს მტრები არიან.

სიყვარულის უნარი აქვს მამაცს და არა ლაჩარს.

ცივილიზაცია სურვილთა კარგად გააზრებული შემცირებაა და არა მოთხოვნილებათა ზრდა.

ადამიანს შეუძლია თავისი თავისუფლების განკარგვა,მაგრამ რას გამოიწვევს ეს უცნობია.

მე ვცნობ ერთადერთ ტირანს-ჩემი სვინდისის ხმას.

http://www.adme.ru/vdohnovenie-919705/mahatma-gandi-10-sovetov-ob-izmenenii-mira-564305/

მაჰატმა განდის 10 რჩევა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შეიცვალოს სამყარო
არ უნდა დავკარგოთ კაცობრიობის რწმენა. კაცობრიობა ჰგავს ოკეანეს და რამოდენიმე ჭუჭყიან წვეთს არ შეუძლია მთელი ოკეანის დაბინძურება.


  1. ირგვლივ სამყაროს შესაცვლელად უნდა შეცვალოთ საკუთარი თავი.


თუ კი შეცვლით საკუთარ თავს შეცვლით სამყაროსაც ირგვლივ. თუ კი შეცვლით თქვენს აზრებს შეიძვლება თქვენი გრძნობები და ქცევა და ამიტომ შეიცვლება თქვენს ირგვლივ არსებული სამყაროც.

არა მარტო იმიტომ რომ რომ თქვენ სამყაროს შეხედავთ ახალი გრძნობების და აზრების პრიზმით არამედ იმითაც რომ შინაგანი ცვლილებები მოგცემენ საშუალებას მოიქცეთ ისე როგორც არ მოიქცეოდით ძველ შეხედულებებზე დაყრდნობით.

გარე სამყაროს შეცვლა შინაგანი სამყაროს შეცვლის გარეშე აჩენს პრობლემას- სასურველი ცვლილებების მიღწევის შემდეგაც თქვენ დარჩებით ისევ ის რაც იყავით,ძველებურად ბოღმიანი,ძველებური უარყოფითი დამოკიდებულებით, მისწრაფებით თვითნგრევისკენ და ა.შ., შეინარჩუნებთ ყველა ძველ მანკიერებას.


ამიტომ ახალ ვითარებაშიც თქვენ ვერ იპოვით იმას რისკენაც მიისწრაფოდით იმიტომ რომ თქვენი გონება გაბრუებული იქნება უარყოფითი აზრებით.  და ეს უფრო გაძლიერდება თუ კი მოინდომებთ მეტის მიღებას ისე რომ არ გეცოდინებათ ღრმა საფუძვლები და არ შეგეძლებათ თქვენი ეგოსგან ჩამოშორება.

თქვენ ეგოს კი უყვარს საგნების განცალკევება, მტრების პოვნა და ერთიანობის მოშლა და ეს გააჩენს მეტ პრობლემასა და კონფლიქტებს თქვენს ცხოვრებაში და თქვენს ირგვლივ. 

 2. დააწესეთ კონტროლი საკუთარ თავზე.


ჩემი ნებართვის გარეშე ვერაფერს დამიშავებენ.

მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ის რასაც გრძნობთ და როგორც რეაგირებთ რაღაცაზე. შეიძლება იყოს სხვადასხვა ვითარებაში ქცევის "ტიპიური" ან ჩვეულებრივი შაბლონები,მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რა უნდა იფიქროთ,როგორი რეაქცია უნდა მოახდინოთ და რა უნდა იგრძნოთ პრაქტიკულად ყველაფერზე. არაა აუცილებელი გაჯავრება ან უარყოფითად რეაგირება. შეიძლება უცბად ვერ მიეჩვიოთ ვინაიდან ხელს შეგიშლით ძველი ჩვევები,მაგრამ ეცადეთ.

თქვენი ცხოვრება უფრო იოლი და სასიამოვნო იქნება მაშინ როდესაც გაიგებთ რომ თქვენს გარდა ვერავინ გააკონტროლებს თქვენს გრძნობებს და ისწავლით ამ გაგების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

3. აპატიეთ სხვებს და განაგრძეთ თქვენს გზაზე სიარული.


სუსტს არ შეუძლია პატიება, პატიების უნარი აქვთ მხოლოდ ძლიერებს.

პრინციპი თვალი თვალის წილის განხორციელება ყველას დააბრმავებს.

ვერ უშველით ვერავის ბოროტებასთან ბოროტების მეთოდებით ბრძოლით. 

თუ კი ვერ აპატიებთ მაშინ წარსული და სხვა ადამიანი გააკონტროლებს თქვენს გრძნობებს და აღმოჩნდებით წარსულის და სხვა ადამიანის მონობაში.

პატიებით თქვენ თავისუფლდებით ამ ბორკილებისგან და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ყურადღების კონცენტრაცია,მაგალითად,შემდეგ ნაბიჯზე. 


4. უმოქმედობით ვერაფერს მიაღწევთ.

საკუთარი გამოცდილების გრამი ჯობია სხვათა დარიგებების ტონას.


სასურველის მისაღწევად, საკუთარი თავის და სამყაროს გასაგებად აუცილებელია პირადი გამოცდილება. წიგნები უმრავლეს შემთხვევაში იძლევა მარტო ცოდნას.

აუცილებლად უნდა იმოქმედოთ თვითონ და ეს ცოდნა გამოიყენოთ შედეგების მისაღებად და სამყაროს შესაცნობად.

5.იცხოვრეთ დღევანდელობაში

"არ მინდა წინასწარმეტყველება, მე ვფიქრობ იმაზე თუ რა უნდა ვაკეთო ეხლა იმიტომ რომ ღმერთმა არ მომცა ძალაუფლება მომავალზე".

უფრო იოლად მოქმედებთ მაშინ როდესაც ფიქრობთ იმაზე თუ რა ხდება დღეს და არა მომავალზე. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო კონცეტრირებული ხართ დღევანდელობაზე და უკეთ ასრულებთ თქვენს ამოცანებს.

6. ყოველი ჩვენგანი ადამიანია

"მე ჩემს თავს ვთვლი ჩვეულებრივ ადამიანად რომელსაც ყველა დანარჩენი მოკვდავის მსგავსად აქვს შეცდომის უფლება, ამასთან ვთვლი რომ ჩემში არის საკმარისი ადამიანობა იმისთვის რომ გავიაზრო ჩემი შეცდომები და გავიგო მათი მიზეზები".


"არაა მაინც და მაინც ჭკვიანური საკუთარი თავის ჩათვლა სხვებზე უფრო ჭკვიანად. მუდამ სასარგებლოა გვახსოვდეს ყველაზე ძლიერიც კი რაღაც მომენტში შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს და ყველაზე ჭკვიანიც კი შეიძლება შეცდეს".

როდესაც თქვენ აიდეალებთ ცალკეულ ადამიანებს-მაშინაც კი როდესაც მათ მიიღეს გამორჩეული შედეგები, თქვენ გამოჰყოფთ საკუთარ თავს მათგან და ეს საშიშია. შეიძლება გაგიჩნდეთ გრძნობა რომ თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ მსგავს შედეგებს იმიტომ რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან თქვენგან.

ამიტომ მუდამ უნდა გახსოვდეთ რომ ყოველი ჩვენგანი ჩვეულებრივი ადამიანია მიუხედავად იმისა თუ რა არის ცხოვრებაში.

უნდა გვახსოვდეს რომ ყველანი ადამიანები ვართ და რომ ყოველი ჩვენგანი შეიძლება შეცდეს.
     
არ უნდა გაიმათრახოთ თავი დაშვებული შეცდომის გამო. ისწავლეთ თქვენი საკუთარი შეცდომების დანახვა და მათგან დასკვნების გამოტანა და განაგრძეთ საქმიანობა. 


7. იყავით შეუპოვარნი
"თავიდან ყურადღებას არ გაქცევენ, შემდეგ დაგცინიან, შემდეგ გებრძვიან და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ იმარჯვებთ".

იყავით შეუპოვარნი და ბოლოს და ბოლოს დასძლევთ შინაგან და გარეშე წინააღმდეგობას.
გაიგეთ რომ მართლაც გიყვართ და გინდათ კეთება.

განდიმ და მისმა მომხრეებმა წარმატებით გამოიყენეს ძალადობის უარმყოფელი წინააღმდეგობის მეთოდი და გაიმარჯვეს იმიტომ რომ შეუპოვარნი იყვნენ და არ ნებდებოდნენ მოწინააღმდეგეებს თუ გარემოებებს.

ძალიან იშვიათია სურვილისამებრ სწრაფად წარმატების მოპოვების ან გამარჯვების შემთხვევები.

ამიტომ ადამიანები ხშირად ვერ სძლებენ და მეტისმეტად სწრაფად ნებდებიან. დასახული მიზნის მიღწევას ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

არ აყვეთ მატყუარა რეკლამას, არ შეცდეთ და იყავით შეუპოვარნი. ამაში გიშველით იუმორის გრძნობაც. იყავით ირონიულნი საკუთარი თავის მიმართ,უფრო ხშირად გაიღიმეთ ხოლმე.

8. ეძებეთ სიკეთე ადამიანებში და დაეხმარეთ ხოლმე მათ. 


"მე ვცდილობ ადამიანებში მხოლოდ კარგის დანახვას. მე თვითონ არაერთი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში და არ ვთვლი შესაძლებლად სხვათა შეცდომების განკითხვას."

"ადამიანის სიდიადე განისაზღვრება მისი წვლილით მის თანამებრძოლთა კეთილდღეობაში."

"ვუშვებ რომ ადრე ადამიანების გაძღოლის უნარი დამოკიდებული იყო ფიზიკურ ძალაზე,მაგრამ ეხლა ის დამოკიდებულია ადამიანებთან მოლაპარაკების უნარზე."

თითქმის ყოველთვის ადამიანებში რაღაც კარგის გვერდით არის რაღაც ცუდიც. მაგრამ მარტო თქვენზეა დამოკიდებული თუ რას მიაქცევთ ყურადღებას.  თუ კი გინდათ დადებითი ემოციების მიღება მაშინ საჭიროა კონცენტრაცია ადამიანთა კარგ მხარეებზე. ეს გაგიადვილებთ ცხოვრებას და თქვენი ურთიერთობები გახდება უფრო დადებითი და სასიამოვნო.

თუ კი ხედავთ ადამიანებში კარგს თქვენ გიადვილდებათ მათ საკეთილდღეოდ რამის კეთება. სხვა ადამიანებისთვის დახმარების გაწევით თქვენ არა მარტო მათ ცხოვრებას აუმჯობესებთ. დროთა მანძილზე თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთე იწყებს დაბრუნებას. და ადამიანები ვისაც დაეხმარეთ თავის მოვალეობად თვლიან სხვებისთვის დახმარების გაწევას.

ამდენად თქვენ ერთად ქმნით სულ უფრო და უფრო უკეთეს გარემოს.

9. იყავით ჰარმონიული, გულწრფელი და შეინარჩუნეთ თქვენი მეობა.

"ბედნიერება მაშინაა როდესაც ის რასაც ამბობთ,ფიქრობთ და აკეთებთ ჰარმონიაშია ერთმანეთთან"

"მუდამ ეცადეთ აზრის,სიტყვის და საქმის სრული ჰარმონიის მიღწევას. მუდამ ეცადეთ გულწრფელად აზროვნებას და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება".

აუცილებელია სხვა ადამიანებთან გულწრფელად ურთიერთობა და ქცევა.

ადამიანებს მოსწონთ როდესაც მათ გულწრფელად ელაპარაკებიან. ჰარმონიაში მყოფი თქვენი აზრები,სიტყვები და მოქმედებები განიჭებენ უზარმაზარ სიამოვნებას, თქვენ გრძნობთ ძალების ზრდას და კმაყოფილებას საკუთარი თავით.

თუ კი თქვენ მართლაც გულწრფელი ხართ ადამიანები ცდილობენ იმის გაგებას რასაც ეუბნებით, მაგრამ თუ კი თქვენი საქციელი არ შეესაბამება იმას რასაც ამბობთ მაშინ თქვენ დაკარგავთ რწმენას რომ თქვენ შეგიძლიათ მიზნის მიღწევა, სხვა ადამიანებიც არ დაგიჯერებენ. არ მოიტყუოთ თავი.

10. გააგრძელეთ ზრდა და განვითარება.

"მუდმივი ზრდა ცხოვრების კანონია და ადამიანი რომელიც თანამიმდევრობისთვის ცდილობს ერთი და იმავე დოგმების დაცვას თავს იყენებს წამგებიან მდგომარეობაში".

თქვენ შეგიძლიათ თქვენი ჩვევების დიდად გაუმჯობესება, მათი შეცვლა ან შეფასებათა გადასინჯვა. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბუნების და სამყაროს უფრო ღრმად გაგება.

 

რა თქმა უნდა თქვენ შეიძლება გამოჩნდეთ არალოღიკურად ან დრო და დრო ვერ გაიგოთ თუ რას აკეთებთ. თქვენ შეიძლება გაგიჭირდეთ ჰარმონიის მიღწევა ან გულწრფელი ურთიერთობა. მაგრამ თუ კი არ განვითარდებით თქვენ მაჰატმა განდის აზრით თავს ჩაიყენებთ წამგებიან მდგომარეობაში.

ძველ ჩვევებზე და შეხედულებებზე მოჭიდებაზე ბევრად უფრო მხიარული და უკეთესია განვითარების და ზრდის გზის არჩევა. 


მნიშვნელოვანი ისიცაა რომ მაჰატმა განდი ამის გაკეთებას ახერხებდა ინდური კულტურის ნგრევის და მოსპობის გარეშე.

No comments: