10.19.2013

დიდი მოაზროვნე ვლადიმირ სოლოვიოვის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა და იმიტომ

თქვენ იცით რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს //1 იოანე 5,19//.

Nikolay Yaroshenko. Portrait of the
Philosopher and Poet Vladimir Soloviev.
ამ დიდი პიროვნების დაბადებიდან 160 წელი შესრულდა და იმიტომ.

ვლადიმირ სერგეის ძე სოლოვიოვი, რუსი რელიგიური მოაზროვნე, მისტიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი //1853 წლის 16//28// იანვარი-1900 წლის 31 ივლისი//13 აგვისტო//.

იდგა მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსული სულიერი აღორძინების სათავეებთან. მან გავლენა მოახდინა ნ.ა. ბერდიაევის, ს.ნ. ბულგაკოვის. ს.ნ. და ე.ნ. ტრუბეცკოების, პ.ა. ფლორენსკის, ს.ლ. ფრანკის რელიგიურ ფილოსოფიაზე და სიმბოლისტი პოეტები ა. ბელის, ა. ბლოკის და სხვათა შემოქმედებაზე.

ამ სიმპატიურმა და ჭკვიანმა ადამიანმა, ვლადიმირ სერგეის ძე სოლოვიოვმა განაცხადა რომ სახლემწიფოს ამოცანა არაა ბოროტებაში ჩაფლული სამყაროს ღმერთის სასუფევლად გადაქცევა. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბოროტებაში ჩაფლული სამყაროს დრომდე ჯოჯოხეთად გადაქცევა.

მან ეს თქვა თავის ნაშრომში "სიკეთის გამართლება"..

ეს აზრი გამოთქმულია მე-17 თავში რომელიც ეძღვნება ქრისტიანული ზნეობის და სამართლის შეფარდებას.

ზნეობა უპირობოა და აბსოლუტური. ის ადამიანს მიზნად უსახავს სრულყოფას, მამა ზეციერის სრულყოფილების მიღწევას //მაშ,/იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი, მათე 6,48//.

ღმერთის სასუფევლამდე მიაღწევს ის ვინც ბოლომდე შეასრულებს სულიერ-ზნეობრივ კანონს.

ვლ.სოლოვიოვის მოძღვრების თანახმად იდეალურ ზნეობრივ ცნობიერებასა და ბოროტ სინამდვილეს შორის არის შუალედური ოლქი, სამართლის და კანონის სფერო. სამართლის და კანონის მიზანია სიკეთის განხორციელება, ბოროტების შეზღუდვა და გამოსწორება.

ფილოსოფოსის თქმით სამართალი არის ის რაც ადამიანს აიძულებს გარკვეული მინიმალური სიკეთის გაკეთებას ანუ ამყარებს წესრიგს და არ უშვებს ბოროტების ცნობილ გამოვლინებებს.


აქედან გამომდინარეობს რომ ზნეობრივი ცხოვრების ორგანიზაცია შესაძლებელია მხოლოდ სამართლის და მისი განსახიერება სახელმწიფოს ნიადაგზე.

იოანე ღვთისმეტყველის თქმით მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს.

ის ასეთი დარჩება დროთა დასასრულამდე როდესაც უკანასკნელ დიად ბრძოლაში ბოროტება დამარცხდება.

ამიტომ სამართალი და მართლმსაჯულება არ ისახავენ მიზნად ბოროტებაში მყოფი ქვეყნიერების ღმერთის სასუფევლად გადაქცევას. 

სამართალი არ ერევა პიროვნების თავისუფალ არჩევანში, ის მხოლოდ ცდილობს არ დაუშვას ამ ადამიანის ბოროტმოქმედად გადაქცევა. 


თუ კი სამართლებრივი ცხოვრება დადამბლავებულია საზოგადოების წევრთა უმრავლესობის ცხოვრება გადაიქცევა ჯოჯოხეთად.

ვლადიმირ სოლოვიოვის თქმით საზოგადოებას ემუქრება როგორც ანარქიის მწველი ისევე დესპოტიზმის გამყინავი ჯოჯოხეთები.

საბჭოთა ხელისუფლება ადამიანები გაატარა ორივე ჯოჯოხეთში.

ლენინის და სტალინიზმის დესპოტიზმმა ხალხის მტრებად გამოაცხადა და მოსპო რამოდენიმე ათეული მილიონი ადამიანი,დაანგრია დემოკრატიული სახელმწიფოები.

მათი კომუნისტური პარტიის ზედაფენებიდან გამოსულმა საბჭოთა დემოკრატებმა კი დაამყარეს ისეთი ზნეობრივი ანარქია რომ სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ საბჭოთა ტანკით საქართველოს დედაქალაქი თბილისის ნგრევა და თბილისის მთავარ გამზირზე, რუსთაველზე დღისით-მზისით უიარაღო, უმწეო და უდანაშაულო ქალების და მამაკაცების ხოცვა ითვლება კარგ საქმედ, ლიბერალიზაცია-დემოკრატიზაციად.

სწორედ ამიტომაა საჭირო ვლადიმირ სოლოვიოვის ნააზრევზეც დაფიქრება.

სოლოვიოვი ებრძოდა 1870-ან წლებში გაბატონებულ პოზიტივიზმს რომლის თანახმადაც უკანასკნელი და უმაღლესი საიდუმლოებები//ღმერთის.სულის უკვდავების და ა.შ. საიდუმლოებები// ადამიანისთვის მიუწვდომელია და მისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ბუნების რაციონალური შესწავლა. ის ებრძოდა მშრალ და მეტაფიზიკის და სულიერი,შინაგანი გამოცდილების უარმყოფელ რაციონალიზმს.

სოლოვიოვი მუდამ იყო დემოკრატიის და თავისუფლების მომხრე. მისი წერილები სვინდისის თავისუფლების შესახებ დღესაც აქტუალურად ჟღერს.

ის თვლიდა რომ რომანოვთა რუსეთის იმპერიაში მართლმადიდებლობა დამცირებულია იმით რომ მას იცავენ ცენზურა და სახელმწიფო. ის გამოდიოდა ძველმორწმუნეთა, სექტანტთა დევნის წინააღმდეგ და ამბობდა რომ თუ ჭეშმარიტება ნამდვილად რეალურია,თუ ის ნამდვილია, თუ ადამიანებს სჯერათ მისი,რა საჭიროა ცენზურა და ძალადობა.

ცენზურას და ძალადობას მიმართავს მხოლოდ ის ვისაც სულის სიღრმეში არ სჯერა თავისი იდეისა.

სოლოვიოვი ლაპარაკობდა სოციალიზმის სიმართლეზეც,მაგრამ მისი თქმით ეს იყო ნაწილობრივი სიმართლე.

ცნება "სოციალიზმი" სოლოვიოვს ესმოდა ძალიან ფართოდ. ის თვლიდა რომ საჭიროა ადამიანის ცხოვრებისთვის უკეთესი ეკონომიკური პირობების შექმნა.

მაგრამ სოლოვიოვი ამავე დროს ამბობდა რომ ეკონომიკური გარდაქმნები არაა საკმარისი, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი და სულიერად ღარიბი ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი. 

საკითხის ცალმხრივი,ან მარტო მატერიალური ან მარტო სულიერი გადაწყვეტა იწვევდა სოლოვიოვის პროტესტს.

ის მკვეთრად უპირისპრდებოდა მარტო ზეცის შემყურე და მიწის უარმყოფელ ასკეტიზმს. ის ქადაგებდა თავისუფლებას,შრომას,სიყვარულს,

შემოქმედებას. ადამიანის აქტიურ მონაწილეობას.

რა არის ღმერთკაცობრიობის იდეა? ღმერთი არ ქმნის სამყაროს მარტო. ადამიანი მონაწილეობს სამყაროს ქმნაში და აქ ჩნდება კოლოსალური პასუხისმგებლობა.

სიტყვა ღმერთკაცობრიობაც //თუ ღმერთადამიანობა, Богочеловечество// მასთან არ ჩნდება შემთხვევით. ის აღებულია საეკლესიო ლექსიკონიდან

Ivan Kramskoy. Portrait of the Philosopher
and Poet Vladimir Soloviev. 
1885.
Oil on canvas. 113 x 94. 
The State Russian
Museum, St. Petersburg, Russia. 
იესო ნაზარეველი არის ღმერთკაცი და თავისი//ღმერთის// მიწაზე ყოფნის ფაქტით ის აკურთხებს მიწიერ შრომას,მიწიერ ცხოვრებას, ადამიანის მიწიერ პიროვნებას.

სოლოვიოვს ძალიან უყვარდა რუსეთი და მის ბედზე ფიქრისას ის ეკამათებოდა სლავიანოფილებს რომლებთანაც ბევრი რამე ჰქონდა საერთო.

მას რუსეთისთვის არ უნდოდა მარტო სახელმწიფოებრივი ძლიერება,მას კიდევ სხვა რამე უნდოდა მისთვის.

ამაზე სოლოვიოვი ლაპარაკობს ლექსში რომელსაც ჰქვია «Ex оriente lux» //სინათლე აღმოსავლეთიდანაა//.

ეს ლექსი იწყება ორი სამყაროს შეტაკების სურათით. საბერძნეთის დასაპყრობად დაიძრა სპარსი დამპყრობელი ქსერქსის უზარმაზარი ლაშქარი.

ბერძნები მცირერიცხოვანები არიან მაგრამ 300 სპარტელის მოხერხებამ და თავდადებამ დააბნია და უკან დაახევინა აგრესორს.

სოლოვიოვი ამბობს რომ მონების ურიცხვ ბრბოებს აჯობეს მცირერიცხოვანმა მამაცმა მოქალაქეებმა.

ვლადიმირ დოლოვიოვი ეკითხება რუსეთს თუ რომელ აღმოსავლეთად უნდა ყოფნა მას, გარეგნულად ძლიერ,მაგრამ მონობის,დესპოტიის,დათრგუნვის აღმოსავლეთად თუ ქრისტეს, სიყვარულით სავსე სულიერების აღმოსავლეთად.

სოლოვიოვმა დაწერა უზარმაზარი ნაშრომი ქრისტიანული ეთიკის შესახებ //" სიკეთის გამართლება","Оправдание добра»// მისი თქმით გარეგნულ ბედნიერებას, ჰედონიზმს,ძალაუფლება, ბოლო ეღება. ის ნეცნიერულად, ფილოსოფიურად, ღვთისმეტყველურად, პოეტურად აანალიზებს არსს იმისა რასაც ვუწოდებთ სიკეთეს....

ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში "ცხოვრების სულიერი საფუძვლები" წერია: "ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს - ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა - სიკვდილს. შემდეგ მოდის ბუნებითი ცოდვა - თავდაჯერებულობა ანუ თვითგანდიდება. მას თან სდევს ცდომილება, შეცდომისას კი სიჯიუტე სათავეა ტყუილისა და სიცრუისა. და ბოლოს ჩვენი სულისმიერი ცოდვა - ძალაუფლების მოყვარება, რასაც ძალმომრეობამდე მივყავართ. ძალმომრეობა კი მთავრდება მკვლელობით. ასეთია გზა ცოდვისა".

ყარიბო მგზავრო, ჩამოვსხდეთ ერთად,

თარგმნელი ალხაზიშვილი გივი
ყარიბო მგზავრო, ჩამოვსხდეთ ერთად,
თვალთ გიბნელდება, კრთება თავანი,
სული მოითქვი, შემოდი ჩემთან,
ბინდდება, ჩადის მზე ჩამავალი.

საიდან მოხველ ან საით მიხვალ _
არ გეკითხები, არაფერს გერჩი,
მე გიპასუხებ, სახელს თუ მკითხავ
და სასოებით ჩაგიკრავ მკერდში.

დრო და სიკვდილი არ აკლებს ზრუნვას
ხალხს, და ქვეყანას ანგრევს ღალატი,
ყველაფერს შთანთქავს წყვდიადის ბრუნვა,
სიყვარულია მხოლოდ მარადი..

С Востока свет, с Востока силы!
И, к вседержительству готов,
Ирана царь под Фермопилы
Нагнал стада своих рабов.
Но не напрасно Прометея
Небесный дар Элладе дан,
Толпы рабов бегут, бледнея,
Пред горстью доблестных граждан.

Это стихотворение о борьбе Востока и Запада Соловьев заключает призывом к отечеству:

О, Русь! в предвиденье высоком
Ты мыслью гордой занята;
Каким ты хочешь быть Востоком:
Востоком Ксеркса иль Христа?»

No comments: