12.18.2013

ანტონიო გრამში ინტელიგენციაზე როგორც რევოლუციურ ძალაზე


მარქსისტი თეორეტიკოსი, იტალიის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ანტონიო გრამში (Gramsci) 1926 წელს დაიჭირეს და დააპატიმრეს ფაშისტებმა. ამნისტიით გაანთავისუფლეს 1934 წელს.
ფართოდაა ცნობილი მისი ნაშრომი ციხის რვეულები. "კულტურული ჰეგემონიის", "მოლეკულარული ომის" და სხვა კონცეფციების ავტორი.

იტალიის კომპარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ანტონიო გრამში არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოაზროვნე. მისი იდეები ჩამოყალიბდა იტალიელ ფილოსოფოს ბ.კროჩესთან კამათში და ცოცხალ დიალოგში 1920-ანი წლების უმსხვილეს საბჭოთა თეორეტიკოსებთან, კერძოდ ნ. ბუხარინთან.

გრამშის წერილები და შენიშვნები ეხება როგორც ესთეტიკის, ლიტერატურის, ხელოვნების ზოგადფილოსოფიურ პრობლემებს ისე ინტელიგენციის და ხალხის ურთიერთობასთან,თანამედროვე საზოგადოებაში მასობრივი კულტურის როლთან დაკავშირებულ უფრო კერძო საკითხებს. 

გრამში მარქსისტი იყო, მაგრამ ფუნდამენტურად გადაიაზრებდა მარქსიზმს.

მარქსი თვლიდა რომ ყველა მოვლენა პოლიტიკურ სფეროში მთლიანადაა განსაზღვრული მოვლენებით ან ძალთა განლაგებით ეკონომიკურ სფეროში. ე.ი. ბაზისი მთლიანად განსაზღვრავს მოვლენებს ზედნაშენში.


ლენინმა თავის მხრივ დაამატა პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობა. მან აჩვენა რომ თუ კი არის შემჭიდროებული,აქტიური და ძლიერი ნებისყოფის მქონე პარტის მაშინ სოციალისტური რევოლუციის მოხდენა შეიძლება იმ ქვეყანაშიც სადაც არ არის განვითარებული პროლეტარიატი. ამით მან აჩვენა პოლიტიკური ფაქტორის გარკვეული ავტონომია,პრაქტიკულად დაამტკიცა რომ ეს შესაძლებელია.


გრამში კი დაუკვირდა იმ სფეროს რომელსაც თვითონ მან უწოდა სამოქალაქო საზოგადოება.

სამოქალაქო საზოგადოება კი არის აქტიური ინტელექტუალური კადრების,მხატვრების,ფილოსოფოსების,მეცნიერთა,თავისუფალი პროფესიის ადამიანთა ერთობლიობა.

ისინი არ შეადგენენ ბურჟუაზიულ კლასს //მათ არა აქვთ წარმოების საშუალებები// და არც პროლეტარები არიან ამ ცნების კლასიკური გაგებით.

ამდენად მათი ეკონომიკური მეობა განსაზღვრული არაა. ისინი არ არიან კონკრეტული პოლიტიკური სტრუქტურების, მაგალითად სახელმწიფოს ან რაღაც პოლიტიკური პარტიების თუ მკაცრად პოლიტიკური ხასიათის სტრუქტურების წარმომადგენლები.

გრამში მიხვდა რომ მის მიერ ასე წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი და პოლიტიკურ წყობაში ბერვრი რამის განმსაზღვრელი ფაქტორია.

გრამშიმ დაინახა რომ ინტელიგენციაზე,შემოქმედებით კლასზე როგორც მეცნიერთა, მხატვართა, კულტურის ხალხის ერთობლიობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

გრამშიმ აჩვენა რომ შემოქმედებითი კლასის წევრები მნიშვნელოვანწილად თავისუფლები არიან როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური კანონზომიერებებისგან, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ისინი ავრცელებენ ჰეგემონისტურ იდეებს, ე.ი. არიან ჰეგემონიის მატარებელნი.

მათი საქმიანობა კულტურაში, პოლიტიკის აღწერაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში ასე თუ ისე ავრცელებს ხელისუფლების იდეებს რომლებიც ექსპლუატატორთა ეკონომიკურ კლასს ეხმარება ბურჟუაზიული დემოკრატიის ინსტიტუტების,ბურჟუაზიული სახელმწიფოს მეშვეობით პროლეტარიატის ექსპლუატაციის გაგრძელებაში.

სწორედ ამას უწოდა გრამშიმ ჰეგემონია. ეს არაა პოლიტიკური ძალაუფლება.

პოლიტიკური ძალაუფლება არის პოლიტიკური ძალაუფლება, პარტია, არჩევნები თუ რაღაც სხვა ფორმები, უზურპაცია.

ეკონომიკა ცოტა სხვა რამეა. ესაა წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულება. თუ გაქვს წარმოების საშუალებები ხარ ბურჟუა, თუ არა გაქვს-ხარ პროლეტარი. აქ ყველაფერი საკმაოდ გასაგებია.

აქაა ეკონომიკური დომინაცია, პოლიტიკაში არის პოლიტიკური ხელისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოებაში, მოაზროვნე კლასში კი ხორციელდება ჰეგემონია.

გრამშის თქმით ჰეგემონია არის მართულების მიერ შეუმჩნეველი ხელისუფლების დამყარება.

გრამშის წიგნი 
"ხელოვნება და პოლიტიკა" 
//რუსულად//. 
ჩვენ გვმართავენ და ჩვენ კი ვფიქრობთ რომ ჩვენ ვმართავთ ჩვენს თავს,ჩვენ გვიდგენენ ცხოვრების და ქცევის წესებს და ჩვენ გვგონია რომ თავისუფლები ვართ,ჩვენ გვიბიძგებენ და ჩვენ კი გვგონია რომ რაღაცას ვაკეთებთ ჩვენი საკუთარი ნებით და ვახორციელებთ ჩვენს საკუთარ სურვილებს.

აი სწორედ ესაა ჰეგემონია.

ჰეგემონია ამიტომ ხვდება ფარული ხელისუფლების,ფარული ძალაუფლების კატეგორიაში.

გრამშის აზრით ეს ჰეგემონია მნიშვნელოვანწილად ხორციელდება ამ შემოქმედებითი ინტელექტუალური კლასის გარკვეული შეხედულებების და მოქმედებების წყალობით.

სიმნამდვილეში მას არავინ აძალებს ბურჟუაზიულ ღირებულებათა და სისტემების გავრცელებას, ბურჟუაზიულ საზოგადოებაში არსებული სტატუს-კვოსთვის ხოტბის შესხმას და ამით თავისი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობით ბურჟუაზიის პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობის განმტკიცებას,პროლეტარის ჩაგრულ მდგომარეობაში ჩატოვებას.

სინამდვილეში ინტელექტუალური კლასი თავისუფალია და მას შეუძლია როგორც ჰეგემონიის ისე კონტრ-ჰეგემონიის არჩევა. ამისთვის მას არავინ უსაყვედურებს იმიტომ რომ სინამდვილეში ამ სეგმენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია.


 ამაზე იყო დაფუძნებული გრამშიზმი პოლიტიკაში და მან 1960-70-ან წლებში მოგვცა კოლოსალური შედეგები.

ევროპული ინტელიგენციის დამთრგუნველი უმრავლესობა იზიარებდა მარქსიზმს. ის კრიტიკულად უყურებდა ბურჟუაზიას.

არც ისე ხისტი კონტრ-ჰეგემონისტური მიდგომა იქცა ნორმად. ე.ი. გრამშიზმი ამოქმედდა.

 და 1970-ან წლებში ამჯერად კონსერვატულმა ფილოსოფოსმა ალენ დე ბენუამ წამოაყენა მემარჯვენე გრამშიზმი ანუ მეტაპოლიტიკა. ის მოუწოდებდა კონსერვატული წყობის ინტელიგენციას თავისი მტრების წინააღმდეგ ზუსტად ასევე გამოსვლისკენ. 
მოუწოდებდა, მაგალითად, მამდვილ ტრადიციონალისტურ კონსერვატიზმთან შეუთავსებელი ლიბერალების წინააღმდეგ გამოსვლისკენ.

მან მოუწოდა მეცნიერების,ხელოვნების,საქმიანობის ინტელექტუალური სფეროს გამოყენებისკენ ლიბერალური ჰეგემონიის დასამხობად.

ე.ი. გრამშისტებმა და ნეომარქსისტებმა ეს გააკეთეს მარცხნიდან და ალენ დე ბენუამ მოუწოდა ამის მარჯვნიდან გაკეთებისკენ.

ინტელიგენცია საკმაოდ თავისუფალი აღმოჩნდა და მას შეუძლია ანგარიში გააწევინოს თავის იდეებისთვის მიუხედავად იმისა ყავს თუ არა თავისი პოლიტიკური წარმომადგენლობა პარლამენტში და შედარებით დამოუკიდებელია ეკონომიკური ბაზისისგან.

გრამში ამბობდა რომ მნიშვნელობა ველისა რომელზეც იშლება ჰეგემონია ძალიან დიდია. დამოუკიდებლად იმისგან რომ არაა პოლიტიკური პრეზენტაცია.

------------------------------------------------------------------------------------


ანტონიო გრამშის მოძღვრება ჰეგემონიაზე:

იტალიის კომპარტიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანტონიო გრამშის მოძღვრების ერთ-ერთი საკვანძო თემაა მოძღვრება ჰეგემონიაზე.

ესაა რევოლუციის როგორც სახლელმწიფოს ნგრევის და ახალ სოციალურ-პოლიტიკურ წყობაზე გადასვლის ზოგადი თეორიის ნაწილი, აი მოკლედ მოძღვრების არსი:

გაბატონებული კლასის ძალაუფლება ეყრდნობა როგორც იძულება-ძალადობას ისე თანხმობას. ძალაუფლების მექანიზმია როგორც იძულება ისე დარწმუნება.

საკუთრების დაუფლება როგორც ძალაუფლების ეკონომიკური საფუძველი საკმარისი არაა-ამით მესაკუთრეთა ძალაუფლება არაა ავტომატურად გარანტირებული და სტაბილური ხელისუფლება უზრუნველყოფილი არაა.

ამდენად სახელმწიფო,რა კლასიც არ უნდა იყოს გაბატონებული,დგას ორ ბურჯზე-ძალაზე და თანხმობაზე.

მდგომარეობას როდესაც მიღწეულია თანხმობის საკმარისი დონე გრამში უწოდებს ჰეგემონიას. ჰეგემონია არაა ერთხელ მიღწეული მდგომარეობა. ისაა უწყვეტი დინამიური პროცესი.

ამასთან "სახელმწიფო არის იძულების ჯავშანში ჩაცმული ჰეგემონია". ანუ იძულება არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შინაარსის მცველი ჯავშანი. მეტიც, ჰეგემონია ითხოვს უბრალო კი არა კეთილგანწყობილ,აქტიურ თანხმობას როდესაც მოქალაქეებს სურთ ის რაც სჭირდება გაბატონებულ კლასს.

თუ კი სახელმწიფოს მთავარი ძალა და გაბატონებული კლასის ძალაუფლების საფუძველი არის ჰეგემონია მაშინ პოლიტიკური წყობის სტაბილურობის საკითხი და ,პირიქით,მისი დამხობის //რევოლუციის// პირობები დაიყვანება ჰეგემონიის მიღწევისა და დამხობის საკითხზე. ვინაა ამ პროცესში მთავარი აგენტი? როგორია ამ პროცესის ტექნოლოგიები?

გრამშის თანახმად ჰეგემონიის დამყარებაც და დამხობაც არის "მოლეკულარული" პროცესი.

ის არაა კლასობრივ ძალთა შეჯახება. გრამში უარყოფდა ასეთ მექანისტურ ანალოგიებს რომლებითაც სავსეა ვულგარული ისტორიული მატერიალიზმი.

ჰეგემონიის დამყარებაც და დამხობაც არის ყოველი ადამიანის შეხედულებათა და განწყობის ცვლილების უხილავი პროცესი და ის ხდება მცირე პორციებით.


ჰეგემონია ეყრდნობა საზოგადოების "კულტურულ ბირთვს" რომელიც მოიცავს წარმოდგენებს სამყაროზე და ადამიანზე,სიკეთეზე და ბოროტებაზე,მშვენიერზე და საზიზღარზე,მრავალ სიმბოლოს და ხატს,ტრადიციებს და ცრურწმენებს,მრავალი საუკუნის ცოდნას და გამოცდილებას.


მანამდე სანამ ეს ბირთვი სტაბილურია საზოგადოებაში არის არსებული წესრიგის დაცვისკენ მიმართული "მდგრადი კოლექტიური ნება' და რევოლუციის წინაპირობაა ამ "კულტურული ბირთვის" და კოლექტიური ნების ნგრევა.

ამ წინაპირობის შექმნაა "მოლეკულარული აგრესია" კულტურულ ბირთვში.

ეს არაა ცნობიერებაში გადატრიალების მომხდენი რაღაც ჭეშმარიტების გაცხადება, რაღაც გამოცხადება.

ესაა წიგნების,ბროშურების,საგაზეთო და საჟურნალო წერილების,საუბრების და კამათების უზარმაზარი და გაუთავებლად განმეორებადი რაოდენობა. ისინი თავისი გიგანტური ერთობლიობით ქმნიან იმ ხანგრძლივ ძალისხმევას რომლიდანაც იბადება ერთგვაროვნების გარკვეული ხარისხის კოლექტიური ნება.

ამ ნების ხარისხი ბიძგს აძლევს გეოგრაფიულ სივრცეში კოორდინირებულ ერთდროულ მოქმედებას.

ასეთ ხანგრძლივ გიგანტურ ძალისხმევას ქმნიდა პერესტროიკის დროს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური მანქანა.

ამის შედეგად ჰომო სოვეტიკუსის ცნობიერებაში საბოლოოდ დაიმსხვრა საბჭოთა საზოგადოების კულტურული ბირთვი და თუნდაც მოკლე ხნით დამყარდა "პრივატიზატორთა" ჰეგემონია.

მთელი ეს "რევოლუცია ზევიდან" //გრამშის ტერმინოლოგიით "პასიური რევოლუცია"// მოხდა ზუსტად ჰეგემონიის და კულტურულ ბირთვში მოლეკულარული აგრესიის შესახებ სწავლების შესაბამისად.

კულტურული ბირთვის რომელ ნაწილზე უნდა ვიმოქმედოთ უპირველეს ყოვლისა ჰეგემონიის დასამყარებლად ან დასამხობად?

სულაც არა მოწინააღმდეგის თეორიებზე, ამბობს გრამში. უნდა ვიმოქმედოთ ყოფით, ჩვეულებრივ ცნობიერებაზე. საშუალო ადამიანის ყოველდღიურ, "პატარა" აზრებზე.

და ზემოქმედების საუკეთესო საშუალებაა ერთი და იგივე მტკიცებების დაუღალავი გამეორება რათა მათ მიეჩვიონ და მიიღონ რწმენით და არა გონებით.

გრამშის თქმით მასები როგორც ასეთები ფილოსოფიას აღიქვამენ მხოლოდ როგორც რწმენას. გრამში მიუთითებდა ეკლესიაზე რომელიც რელიგიურ რწმენას ინარჩუნებს ლოცვების და რიტუალების უწყვეტი განმეორებით.

გრამშის კარგად ესმოდა რომ ყოველდღიური ყოფითი ცნობიერებისთვის უნდა იბრძოლონ როგორც თავისი ჰეგემონიის დამცველმა ისე რევოლუციურმა ძალებმა.

ორივე ძალას აქვს გამარჯვების შანსუ იმიტომ რომ კულტურული ბირთვი და და ყოფითი ცნობიერება კონსერვატულიცაა და ცვალებადიც.

ყოფითი ცნობიერების ის ნაწილი რომელსაც გრამშიმ დაარქვა საღი აზრი //მშრომელთა სტიქიური ფილოსოფია// გახსნილია კომუნისტური იდეების აღქმისთვის.

აქაა "განმანთავისუფლებელი ჰეგემონიის" წყარო.

თავისი ჰეგემონიის შენარჩუნების ან დამყარების მსურველი ბურჟუაზიისთვის მნიშვნელოვანია ამ საღი აზრის ნეიტრალიზება ან დათრგუნვა ცნობიერებაში ფანტასტიური მითების ჩანერგვით.

ვინაა მთავარი მოქმედი პირი ჰეგემონიის დამყარებასა თუ დამხობაში?
გრამშის პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ინტელიგენცია.

და აქ ის ავითარებს მთელ თავს ინტელიგენციის არსის, მისი გაჩენის, საზოგადოებაში მისი როლის და ხელისუფლებასთან მისი ურთიერთობის შესახებ.

ინტელიგენციის მთავარი საზოგადოებრივი როლი არაა პროფესიული //ინჟინერი, მეცნიერი, მღვდელი და ა.შ.//.

როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი ინტელიგენცია გაჩნდა სწორედ თანამედროვე საზოგადოებაში მაშინ როდესაც გაჩნდა იდეოლოგიის მეშვეობით ჰეგემონიის დამყარების მოთხოვნილება.

ინტელიგენციის არსებობის მთავარი ზრია ამა თუ იმ კლასის ჰეგემონიის დამყარება ან დამხობა.

ინტელიგენცია ყიდის თავის შრომას და მიიწევს იქითკენ სადაც ფულია.

გრამშის თქმით ინტელიგენტები ემსახურებიან გაბატონებულ ჯგუფს.

მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის რჩება ინტელიგენციის ის ნაწილი რომელიც ემსახურებოდა ჰეგემონიის დამკარგავ ჯგუფს, მაგრამ რომელსავ არ შეუცვლია დროშა.

ჰეგემონიის მიმღები ახალი ჯგუფი ჩვეულებრივ ცდილობს მის მორჯულებას და მოთვინიერებას.

ამას გარდა თავისი ჰეგემონიისთვის ბრძოლისთვის მომწიფებული ჯგუფები ქმნიან თავის ინტელიგენციას რომელიც გადაიქცევა კულტურულ ბირთვზე გავლენის მოხდენის და ჰეგემონიის მოპოვების მთავარ აგენტად.

კულტუროლოგები გრამშის თეორიაზე დაყრდნობით ხსნიან საგნის,ფართო მოხმარების როლს დასავლურ საზოგადოებაში ბურჟუაზიის ჰეგემონიის დამყარებასა და შენარჩუნებაში.

საგნები //მატერიალური კულტურა// ქმნიან გარემომცველ გარემოს რომელშიც ცხოვრობს საშუალო ადამიანი.

ეს საგნები ატარებენ ინფორმაციას რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვეულებრივ ცნობიერებაზე.

თუ კი საგნები კეთდება მათი როგორც ნიშნებისა და სიმბოლოების ფუნქციის გათვალისწინებით ისი შეიძლება იქცნენ გადამწყვეტ ძალად ყოველდღიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

სწორედ ფართო მოხმარების საგნების //განსაკუთრებული ადგილი უკავია მათში ავტომობილს// დიზაინი იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობიერებაში კულტურული ღირებულებების ჩანერგვის //"კულტურული ბირთვის" შექმნის და შენარჩუნების// მთავარ მექანიზმად.

სამოქალაქო საზოგადოებაში სადაც საჭიროა ადამიანთა "ატომიზაცია"-ინდივიდუალიზაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია სტანდარტიზაცია და სეგმენტაცია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა "სეგმენტების" ერთმანეთთან დაკავშირება ისე რომ არ გაჩნდეს ჰეგემონიისთვის საშიში ორგანული ერთიანობა.

გრამშის მეთოდოლოგიით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ ამის ეფექტურ საშუალებად ამერიკის შეერთებულ შტატებში იქცა სპორტი. ის აჩენდა ისეთ სიმბოლოებს და ხატება რომლებიც რბილი და ჰეგემონიისთვის უხიფათო კავშირებით აკავშირებდნენ ერთმანეთთან საზოგადოების სულ სხვადასხვა სეგმენტებს ზანგური ფსკერიდან ბურჟუაზიულ ელიტამდე.

სპორტი ქმნიდა საერთო მასობრივი კულტურის და ჩვეულებრივი ცნობიერების განსაკუთრებულ ჭრილს.

საბჭოთა დემოკრატიამ გრამშის ტექნოლოგია გამოიყენა ანტიკომუნისტური, თავისი და არა გრამშის მიზნების მისაღწევად.

შეიძლება ითქვას რომ მისი იდეოლოგები არიან ნეოგრამშისტები.

No comments: