3.23.2014

მოდის კატასტროფა



გაეროს  ერთ-ერთი ანგარიშის  ექსპერტები ამბობენ რომ უკრაინის და მთელი დედამიწის პოლიტიკური ამბების მოგვარების შემდეგ  რაც გადარჩება იმას ბოლოს მოუღებს კლიმატური ცვლილებების შედეგები. ამას წერს გაზეთი The Independent. 
http://www.courrierinternational.com/article/2014/03/18/l-apocalypse-annoncee

აი ფრანგული ჟურნალი კურიერ ინტერნაციონალის.  2014 წლის 18 მარტის წერილის თარგმანი.

კლიმატური ცვლილება, შეჩვენების ოფიციალური წინასწარმეტყველება,  ასე ქვია გაზეთი The Independent- წერილს რომელიც მიანიშნებს  ჰავის ევოლუციის თაობაზე საერთაშორისო ექსპერტების  ანგარიშის არასაბოლოო ვერსიაზე.

ამ ანგარიშში ნათქვამია რომ საუკუნის ბოლომდე ჰავის დათბობა  გამოიწვევს წყლის დონის აწევას რაც გამოიწვევს წყალდიდობებს და ასობით მილიონი ადამიანის გადაადგილებას მათ მიერ მიწების დაკარგვის გამო.

დედამიწის გათბობა  გამოიწვევს საჭმლის ნაკლებობას, გვალვათა გახშირებას, ხანძრებს, საკვებთან და უხარისხო წყალთან დანაკვშირებული ავადმყოფობების გავრცელებას.

კლიმატურმა ცვლილებებმა  უნდა გამოიწვიოს ხალხების გაღატაკება, ეკონომიკური შოკები რაც ბიძგს მისცემს შეიარაღებულ კონფლიქტებს, ადამიანთა ჯგუფების ძალადობას ერთმანეთის წინააღმდეგ.
ეკონომიკა დაკარგავს მილიარდობით დოლარს...

ადამიანები თუ არ იქნებიან სოლიდარულები და თუ არ უთანაგრძნობენ ქვრივს, ობოლს, მოხუცს, რასაც მოითხოვდა ბიბლიურ წინასწარმეტყველთა  და ქრისტიან რაინდთა ეთიკა, თუ ანგარიშს გაუწევენ ერთმანეთს მაშინ ნახეთ მართლაც გლობალური პერესტროიკა.

No comments: