11.12.2013

სილამაზე როგორც საშველი და მხატვრის ბედი საბჭოთა კავშირში

ევროპაში რევოლუციური პერესტროიკის და მრავალ საშინელებათა მოწმე ამ არტურ შოპენჰაუერმა დაასკვნა რომ 

სამყარო ყველა აზრით უეჭველად ცუდია :ესთეტიკურად ის გავს კარიკატურას, ინტელექტუალურად-საგიჟეთს, ზნეობრივად-თაღლითთა ბუნაგს, და მთლიანობაში - ციხეს.
და მხატვრებმა გადაწყვიტეს ამ აუტანელი სამყაროს ასატან რამედ გადაქცევა.

ფრანგული ავანგარდის დევიზი ხელოვნება ხელოვნებისთვის იაიტაცეს ინგლისელებმა. ამ დევიზმა ინგლისში გააერთიანა სხვადასხვა მიმართულების მხატვრები თითქმის იმპრესიონისტი ჯეიმს უისტლერიც, რომანტიკოსი დანტე გაბრიელ როსეტიც, ვიქტორიანული აკადემიზმის ბურჯი ფრედერიკ ლეიტონიც და დეკორატიული ხელოვნების საგანთა,კერძოდ შპალერების საწარმოო მანუფაქტურის შემქმნელი უილიამ მორისი. მათ შეუერთდნენ ლიტერატორები, მთელი მოძრაობის რუპორად ქცეული ოსკარ უაილდი და როსეთის ახლო მეგობარი პოეტი ალჯერნონ სუაინბერნი.

რელიგიაში იმედგაცრუებული და მოხმარებაზე და კომფორტზე ორიენტირებული ხანის ამ წარმომადგენლებმა დაასკვნეს რომ

როგორც ხელოვნებაში ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერზე მაღლა დგას სილამაზე, რომ ლამაზი უნდა ადამიანის მთელი გარემო სულ უბრალო ყოველდღიური საგნების ჩათვლით.

დღესაც. მით უმეტეს სკკპს ბელადების მიერ მოწყობილი ნგრევა-"დემოკრატიზაციის" შემდეგ გაჩნდა გრძნობა რომ სამყარო ჩაეფლო ქაოსში, ყველაფერი საშინელი და საზარელია და მხოლოდ ხელოვნებას აქვს მარადიული ღირებულებები.

სწორედ ამიტომაა საინტერესო სილამაზის ამ კულტის გახსენება.

არც ისე დიდი ხნის წინ ლონდონის ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმში მოეწყო გამოფენა "სილამაზის კულტი)1860-1900 წლების ესთეტიკური მოძრაობა".

ვიქტორიანული ხანის შებოჭილობასა და ახალი ინდუსტრიალური ხანის უხეშ მატერიალიზმს შორის მოქცეულ მხატვართა ჯგუფმა თავშესაფარი ნახა სილამაზეში, საჭირო იყო ამ სილამაზის მონახვამ ვინაიდან ხელოვნება კი არის მარადიულიმ მაგრამ სილამაზის კანონები მუდამ და განუწყვეტლად იცვლება.

ვიქტორიანული ინგლისის ქალის სახე გამოირჩეოდა სიმკაცრით,გახევებულობითაც კი. კონად შეკრული თმები, მქრქალი სამოსი, დახრილი მზერა-ყველაფერი ეს არ აღაფრთოვანებდა ესთეტებს რომელთაც სჭირდებოდათ გრძნობიერი, ემოციათა გამღვიძებელი სახეები და მათაც იპოვეს ასეთი სახეები.

უპირველეს ყოვლისა იპოვეს ბერძნულ-რომაულ კლასიკურ მაგალითებში და დასავლეთისთვის კარების გამღებ იაპონიაში.

გამოფენაზე მრავლადაა რომანტიული ტკბობით სავსე სურათები,წითურთმიანი და დენად ქიტონებში გამოწყობილი თითქოს კოცნის მოლოდინში გაშეშებული მზეთუნახავების ამსახველი სურათები.

ესთეტმა მხატვრებმა ნატურად აირჩიეს სულ სხვა ქალები, ისინი რომელთაც არაფერი ჰქონიათ საერთო იმასთან რა მიიჩნეოდა ლამაზად. მათი ქალები ღიად გრძნობიერები არიან, მათ აქვთ გაშლილი თმები და ისინი თავისი პოზებით იწვევდნენ მნახველს.

მრავალი ქალი წითურთმიანია,რაც მაშინ არ ითვლებოდა ლამაზად. დანტე გაბრიელ როსეტი ხშირად ხატავდა თავის საყვარელ ელისაბედ სიდლს, უილიამ მორისის მეუღლე ჯეინი იქცე ამ მიმართულების კიდევ ერთ ფაქტიურად საკულტო სახედ.

ეს იყო ქალური სილამაზის სულ ახლებური წაკითხვა და მან უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვეებზე. ყველა ქალს მოუნდა დამსგავსებოდა იმათ ვისაც ხედავდნენ სურათებზე.

გალამაზების, დამშვენების ხელოვნება

სერ ლორენს ალმა-ტადემას სავარძელი ისევ თანამედროვეა.

ესთეტიზმის დამფუძნებლებს-ლეიტონს,როსეტის და უისტლერს მობერდათ ინდუსტრიალური ბუმით და ხმაურით მოცული ლონდონი და ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ წყნარ გარეუბანში-კენსინგტონში და ჰოლანდ-პარკში. მათ მოაწყვეს იქ თავისი სახლები სილამაზის თავისი იდეების შესაბამისად.

უილიამ მორისი სოციალისტი იყო,მაგრამ მან განაცხადა:

"არ გააჩეროთ სახლში უშნო და უსარგებლო". ცხოვრება ხანმოკლეა და უნდა იცხოვრო ლამაზად. ამის მიღწევაში მხატვრებს მათი დახვეწილი გემოვნების გარდა დიდი შემოსავალიც ეხმარებოდა.

მათი სახლების დახვეწილობამ შთააგონა მრავალი, მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა შეძლებულები-არისტოკრატები,ბიზნესმენებიმნეწარმეები, ინტელექტუალები რომელთაც შეეძლოთ ესთეტთა ჯგუფის ფუფუნების გამეორება.

ამ გამოფენაზე ჩანს თუ როგორ უნდოდათ მხატვრებს მახინჯი კაპიტალისტური მასობრივი წარმოების სამყაროს გალამაება.

მათ უნდოდათ ცხოვრების წესის, ცხოვრების სტილის და ხელოვნების გაერთიანება. ისინი არ ტვირთავდნენ მეტისმეტად საგნებით ინტერიერებს,როგორც ეს ხდებოდა ვიქტორიანულ ხანაში, მათ სურდათ ყოველი ცალკეული ნივთის სილამაზის ჩვენება, ჩვენება იმისა თუ როგორ ეხამებიან ეს ნივთები ერთმანეთს.

მშვენიერი სავანე 

ბინის გასაფორმებლად ჯორჯ ეიტჩინსონის მიწვევა ბევრს არ შეეძლო.

არადა თუ კი ჩვეულებრივი ინგლისელის სახლი მისი ციხე-სიმაგრე იყო,ესთეთი ჯენტლმენის სახლი გადაიქცა მის მშვენიერ სავანედ სადაც ყველაფერი ემსახურებოდა გრძნობათა ტკბობას-როგორც შპალერები, სურათები კედლებზე და ხალიჩები იატაკზე ისე მოდაში შემოსული იაპონური მარაოების ან ფარშევანგის ფრთების ნაირი რამეები და,რა თქმა უნდა, დახვეწილი აღმოსავლური ფაიფური რომლითაც უხვად დაამშვენა თავისი ოქსფორდის სავანე ოსკარ უაილდმა.

მან ერთხელ თქვა: "ყოველდღე სულ უფრო და უფრო რთულდება ჩემი ცისფერი ფაიფურის მოლოდინთა გამართლება".

ესთეტთა მოძრაობამ განიცადა სხვადასხვა სტადია და რაღაც პერიოდში რამდენადმე ჩამოშორდა კიდეც ელიტარიზმს,მაგრამ ვერ გაგახდა მასობრივი და პირველი მსოფლიო ომის წინ დასრულდა დეკადენტობის ფაზით.

ესთეტიზმის ინგლისურ მოძრაობას უზარმაზარი დოზით ახასიათებს რევოლუციური პათოსი. მათ უნდოდათ სილამაზის და მისი ახალი გაგების შთაბერვა ფერწერაში,ავეჯშიმინტერიერში, ამ სილამაზის გადაქცევა ყოველდღიური ყოფის ნაწილად და ცხოვრების სტილად.

მათ ასე უნდოდათ მათი აზრით მახინჯი,ბანალური და ესთეტიკურ საწყისს მოკლებული თანამედროვეობის ასატან და მეტიც,ლამაზ და მომხიბლავ სამყაროდ გადაქცევა.

ეს მისწრაფება იყო მათი იდეოლოგიის ნაწილი, სილამაზე უნდა ქცეულიყო ცხოვრების მოუცილებელ ნაწილად.

დღეს, როდესაც სკკპ ლიდერების მიერ მოწყობილმა პერესტროიკამ სამყარო დაასისხლიანა და დაამახინჯა ეს გამოფენა და ესთეტიზმის მოძრაობამ მართლაც გასახსენებელი ძვირფასი რამეა.

ჯონ რესკინი, მხატვარი ჯონ ევერეტ მილე

ესთეტიზმის მგალობელი ოსკარ უაილდი ოქსფორდში სწავლისას ისმენდა ფამოჩენილი ხელოვნებათმცოდნის,მწერლის,მხატვრის, სოციალური რეფორმების მომხრე პროფესორი ჯონ რესკინის //1819-1900// ლექციებს.

ჯონ რესკინი ლაპარაკობდა იმაზე რომ ვულგალურობის და პრაქტიციზმის მიერ დამონებული თანამედროვე ცხოვრება მახინჯია,რომ ამ ცხოვრებას თრგუნავენ ფაბრიკების მბოლავი მილები, ჭიანჭველების ბუდეების მსგავს რამედ ქცეული ქალაქების ბოლით აქოთებული ქუჩები სადაც ადამიანებს აქვთ ჩამქრალი თვალები, ცარიელი თავები და მოდუნებული,გადაგვარებული კუნთები.

ჯონ რესკინი ამბობდა რომ სიცოცხლის აზრი და უმაღლესი მიზანია სილამაზის შენარჩუნება და გამრავლება, ყველაფერი ჭეშმარიტად მშვენიერის დაფასება, სიცოცხლის ყოველი წამის მიერ მოტანილი შთაბეჭდილებების სიმდიდრის და სიფაქიზის გაფრთხილება.

მაგრამ თანამედროვეობამ გადარია ჯონ რესკინიც. 1860 წლიდან მას მუდამ სტანჯავდა ნერვული დეპრესია. 1869 წელს ის აირჩიეს ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნებათა პირველ საპატიო პროფესორად.

ჯონ რესკინი ემხრობოდა რეფორმებს განათლების, ხელობათა სფეროებში,საყოველთაო დასაქმებას და მოხუცებისთვის და ინვალიდებისთვის დახმარების გაწევას.

ის ბევრს მუშაობდა ოქსფორდში. მან სტუდენტებისთვის მოამზადა ხელოვნების ნაწარმოებთა კოლექცია ორიგინალებში და რეპროდუქციებში.

1871 წლიდან რესკონი დიდი ბრიტანეთის მუშებისთვის გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალ «Fors Clavigera»-ს სადაც ლაპარაკობდა წმინდა გიორგის კომპანიის დაარსებაზე.

ამ კომპანიას უნაყოფო მიწებზე უნდა შეექმნა სახელოსნოები სადაც გამოიყენებდნენ მხოლოდ ხელით შრომას/ მას შეფილდის ნაირი ადგილების მუშებისთვის უნდა ეჩვენებინა ხელოსნური წარმოების სილამაზე და თანდათანობით მოესპო სამრეწველო რევოლუციის დამღუპველი შედეგები.

1873 წლიდან რესკინის სულიერი მდგომარეობა დაეტყო მის ლექციებს. 1878 წელს ის წააქცია მძიმე და ხანგრძლივმა ფსიქიურმა ავადმყოფობამ. მაგრამ მეხსიერებამ არ უღალატა მას და მისი ბოლო წიგნი, ავტობიოგრაფია წარსული (Praeterita, 1885–1889), იქცა მის ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწარმოებად.

ჯონ რესკინი გარდაიცვალა ბრნტვუდში//ჩრდილოეთი ლანკაშირი// 1900 წლის 20 იანვარს.

. თხზულებები: The works, v. 1—39, L., 1903—1912;რუსული თარგმანი — Сочинения, серия 1, тома 1—10, серия 2 том 1, Москва, 1900-1905. Литература: История эстетики, том 3, Москва, 1967, страницы 817—819, 853—868; Clark К., Ruskin today, (L., 1964); Landow G. ., The aesthetic and critical theories of John Ruskin, Princeton, 1971.

ესეც ჯონ რესკინია

ისევ თანამედროვეობის მიერ გაგიჟებულ დიდ ჯონ რესკინზე:

მწერალი, ხელოვნებათმცოდნე, რეფორმატორი, მხატვარი ჯონ რესკინი დაიბადა რელიგიური ღვთისმოსაობის წესების მტკიცედ შემსრულებელი ბრიტანელების ოჯახში და ამან დიდი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე.

ჯონ რესკინი და დედოფალი ვოქტორია დაიბადნენ ერთი და იგივე 1819 წელს. დედოფალი გარდაიცვალა რესკინის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ.

ჯონ რესკინი იქცა დედოფალი ვიქტორიას მმართველობის სიმბოლოდ.

მე-19 საუკუნეში მრეწველობის ბობოქარ განვითარებას თან ახლდა რელიგიური რწმენა.

ჯონის მამას უყვარდა ხელოვნება. ის ზრუნავდა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაზე. ის იყო ხერესის იმპორტით დაკავებული ფირმის თანამფლობელი.

მშობლებს არაფერი ენანებოდათ შვილისთვის და 13 წლის ასაკიდან ჯონი ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში და ხარბად იწოვდა შთაბეჭდილებებს ნანახიდან.

ჯონი იყო ნიჭიერი მხატველი. მისი მასწავლებლები იყვნენ ინგლისელი მხატვრები კ.ფილდინგი და დ.ჰარდინგი.

რესკინი აღფრთოვანებული იყო გოთური ხუროთმოძღვრებით და ბევრს ხატავდა მას.

მისი ინტერესები მრავალფეროვანი იყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯში ჯონი სწავლობდა გეოლოგიას,წერდა ლირიკულ პოემებს, წერდა წერილებს როგორც ხელოვნებათმცოდნე.

17 წლის ასაკში დაწერა ნაშრომი რომელშიც ლაპარაკობდა ჯ.ტერნერზე//1775-1851// როგორც დიდ პეიზაჟისტზე, ტერნერი იყო მისი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარი.

ეს ან ტერნერის სურათია

სსრულწლოვან რესკინს 21 წლის ასკში მამამისმა მისცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფული და რივე გატაცებით შეუდგა ტერნერის სურათების შეგროვებას.

რესკინი დაუბრუნდა თავის ადრე დაწერილ ნაშრომს ამ მხატვრის შესახებ და 1843 წელს გაჩნდა 5-ტომიანი "თანამედროვე მხატვრების" პირველი ტომი.

ხელოვნებამ შეიპყრო ჯონ რესკინის მთელი ბუნება. ის უკვე მობლების გარეშე და მხოლოდ ლაქიას თანხლებით წავიდა შემოქმედებით მოგზაურობაში იტალიაში,ჩერდებოდა პიზაში,ლუკაში,ფლორენციაში და ვენეციაში.

ტკბებოდა მარტოობით და ხელოვნებით.

მწერალი,ხელოვნებათმცოდნე,მხატვარი ჯონ რესკინი დიდად აღაფრთოვანა იაკოპო ტინტორეტოს და ფრან ანჯელიკოს სურათებმა რელიგიურ სიუჟეტებზე.

თავისი შთაბეჭდილებები ჯონმა გადმოსცა "თანამედროვე მხატვართა" მეორე ტომში. მას ისევ იტაცებდა გოთური ხუროთმოძღვრება,გოთიკა.

1849 წელს გაჩნდა ნაშრომი "ხუროთმოძღვრების 7 ლამპარი",რომლის იდეებიც შეესაბამებოდა ვიქტორიანული ხანის სულისკვეთებას. მან დაწერა წიგნი "ვენეციის ქვები" რომლისთვის მასალების მომზადებისას ის ორი წელი ცხოვრობდა ამ ქალაქში,დაეხეტებოდა შუკებში, აღფრთოვანებული იყო არხებით,სასახლეებით და ეკლესიებით, მან შეიწოვა ვენეციის სული.

ყველაფერ ნანახს რესკინი ხატავდა.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ რესკინი მამის დაჟინებით მუშაობს "თანამედროვე მხატვრების" მესამე და მეოთხე ტომზე.

მაგრამ მისმა იმტერესმა ხელოვნებათმცოდნეობისადმი გარკვეული დროით გადაინაცვლა სოციალური გარდაქმნის სფეროში.

რესკინი თვლიდა რომ აუცილებელია რეფორმები ხელობათა სფეროში,გამოდიოდა საყოველთაო დასაქმების და ინვალიდებისთვის დახმარების გაწევის სასარგებლოდ.

ამ მიზნის მისაღწევად ის ხატვას ასწავლიდა ლონდონის მუშათა კოლეჯში. ის სერიოზულად დაინტერესდა ტ.კარლეილის იდეებით,მანჩესტერში კითხულობდა ლექციებს ხელოვნების პოლიტეკონომიაზე რომლებიც მოგვიანებით შევიდა წიგნში "სიხარული სამუდამოდ".

ჯონ რესკინს სძულდა მანქანური წარმოება, თვლიდა რომ ის აუსახურებს შრომასაც და მშრომელსაც. ის მიესალმებოდა კუსტარულ წარმოებას, ხელობებს.

მატერიალურად დამოუკიდებელმა რესკინმა დიდი მემკვიდრეობის მიღების შემდეგ დაიწყო თავისი პროექტების პრაქტიკულად განხორციელება.

მან დაარსა წმინდა გიორგის თემი რომლის წევრებსაც ხელით შრომა უნდა შეეთავსებინათ ლოცვასთან და უნდა გაეხარათ ამით. სამწუხაროდ ამ სეჩვენებულ დროში თემმა ვერ იარსება დიდხანს.

პროგრესით უკმაყოფილო რესკინი ითხოვდა თავისი ნაშრომების გამოცემას ხელით დამზადებულ ქაღალდზე და ხელის საბეჭდ მანქანაზე. ამის გარდა ის კრძალავდა თავისი ნაშრომების გადატანას რკინიგზით. რესკინის წიგნის გამომცემლობა იყო ტრიალ მინდორში და ტრანსპორტი იყო დროგი.

ის ყიდულობდა ხელით დამზადებული ტილოსგან ან მაუდისგან ხელით შეკერილ სამოსს.

ყველაფერი ეს,რა თქმა უნდა,საშინლად ძვირი იყო. გაჩნდა ქორწილის დროს რესკინის ტილოს ჩუქების მოდა.

პროგრესის უარყოფა მოულოდნელად იქცა ჯონ რესკინის ბრწყინვალე რეკლამად. მის ზღაპრულად ძვირ წიგნებს მოჰქონდათ უზარმაზარი წლიური შემოსავალი.

სათქმელია ჯონ რესკინის პრერაფაელიტების ძმობასთან ურთიერთობის შესახებაც.
ოფიციალური აკადემიკიზმისგან განმდგარ ინგლისელ მხატვართა ჯგუფი ხატავდა თავისი მანერით.

მათი ნაწარმოებები ახლებურია როგორც რელიგიური სიუჟეტების გახსნით ისე ხატვის ტექნიკით.

საზოგადოებას უჭირსა ამ სიახლის აღქმა და ახალგაზრდა ოსტატები გაატარეს დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლში.

ჯონ რესკინმა დაიცვა პრერაფაელიტები. ამ დროისთვის ის იყო აღიარებული ხელოვნებათმცოდნე,მწერალი,მხატვარი და მის სიტყვას დიდად აფასებდნენ. ჯონ რესკინის ძალისხმევით პრერაფაელიტთა ძმობა გადარჩა.

ჯონ რესკინმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ჯ.მილესს, რომელსაც თვლიდა ყველაზე ნიჭიერად. ჯონ ევერესტ მილესმა დახატა მისი მფარველის პორტრეტი.

პრერაფაელიტთა ძმობის მხატვრები თაყვანს სცემდნენ ქალის, ოდნავ იდუმალი, მშვიდი, განმდგარი ქალის სახეს.

იქმნება შუა საუკუნეების ქალურობის იდეალური სახე. მას თაყვანს სცემენ,მისით აღფრთოვანებულები არიან.

უილიამ უოტერჰაუზს ხიბლავდა ქალის მისტიკა,მისი იდუმალი,დამღუპველი მშვენება.

პრერაფაელიტების ნამდვილი მუზა იყო ელისაბეტ სიდდელი, წითური თმებიანი ქალიშვული. პირისახის სიფერმკრთალის გამო ის იყო პრერაფაელიტთა საყვარელი მოდელი და ახსენებდა მათ კვატროჩენტოს ხანის ქალებს.

მონ რესკინი შეიძლება ჩაითვალოს ბუნების დაცვის ესთეტიკის მამად. მისი ძირითადი იდეები მწერალმა გადმოსცა თხზულებაში "თანამედროვე მხატვრები"//მესამე ტომი//.

მას უყვარდა ველური,ხელუხლებელი ბუნება. ხელუხლებელი ბუნების სილამაზის დიდად დამფასებელ ჯონ რესკინ სძულდა სამრეწველო პროგრესი რომელიც სპობს ამ ბუნებას.

თავის ნაშრომში "მე-19 საუკუნის ავდრის ღრუბლები" ის ნამდვილ უბედურებად აცხადებდა თანამედროვე ინგლისის თავზე შეკიდულ შხამიან ბოლს.

1850-ანი წლების ბოლოდან რესკინი განიცდის სულიერ კრიზისს,მას სტანჯავს დეპრესიის შეტევები.

მიუხედავად ამისა ის ისევ აქვეყნებს ნაშრომებს ხელოვნებაზე....

კითხულობს ლექციებს, ასწავლის ახალგზრდობას, აარსებს წმინდა გიორგის თემს...

ამ პერიოდს ეკუთვნის ჯონ რესკინის და როზა დე ლატუშის//1848-1875// ისტორია. ის როზას იცნობდა ათი წლის ასაკიდან. რესკინს ძალიან შეუყვარდა არაჩვეულებრივად,თითქმის მანიამდე რელიგიური გოგონა.

თავის ავტობიოგრაფიაში რესკინი აღწერდა თავის პირველ შთაბეჭდილებას: "ის როგორც თეთრი ქანდაკება მიდიოდა ბნელ ტყეში და სერიოზულად ლაპარაკობდა".

როზა გახდა 17 წლის და მწერალმა ოფიციალურად შესთავაზა დაქორწინება.

რესკინი უკვე 50 წლისა იყო, გოგონა კი 17 წლის,მაგრამ გოგონა არ ყოფილა წინააღმდეგი. მაგრამ წინააღმდეგი იყვნენ მისი მორწმუნე პროტესტანტი მშობლები. მათი თქმით მათ არ უნდოდათ სოციალისტი და ათეისტი სიძე.

საქმე,რა თქმა უნდა, სხვა რამეში იყო. ჯერ კიდევ ახსოვდათ რესკინის სკანდალური გაყრა მის პირველ მეუღლესთან=ეფი გრეისთან. როზას მშობლებმა მიმართეს მას რჩევისთვის, ბედნიერად დაქორწინებუკმა ეფიმ ამჯერად უარყოფითად დაახასიათა ყოფილი მეუღლე,უძახა მას დესპოტი და გაამჟღავნა ოჯახური ცხოვრების დეტალები.

როზა ვერ მოესწრო ქორწილს, გადაწყვეტილებათა მიღებაში იურიდიულად თავისუფალმაც მან მეორედ უთხრა უარი მწერალს.

მისი რელიგიურობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ის უარს ამბობდა ჭამაზე, დადგა ანორექსია და ქალიშვილი გაგიჟდა. მაშინ ამბობდნენ რომ ამის მიზეზი იყო გულგატეხილობა,შეიძლება ეს ასეც იყო.

მშობლებმა როზა მოათავსეს დუბლინის კერძო კლინიკაში,სადაც ის 27 წლისა გარდაიცვალა.

ქალიშვილის უარმ დ მისმა ტრაღიკულმა სიკვდილმა რა თქმა უნდა ძალიან იმოქმედეს ჯონ რესკინის სულიერ მდგომარეობაზე. მას სულ უფრო და უფრო უჭირდა ლექციების კითხვა და ის წავიდა უნივერსიტეტიდან.

1877-1878 წლებში სულიერი ავადმყოფობის შეტები გახშირდა. რესკინმა წარმოიდგინა რომ აღორძინების ხანის მხატვარმა ვიტორე კარპაჩომ როზა დე ლტუშის პორტრეტი ჩართო მის ციკლში წმინდა ურსულას ცხოვრების შესახებ.

მწერალმა ვერ დაივიწყა როზა. სპირიტიზმით გატაცებული რესკინი ცდილობდა ქალიშვილის სულთან გასაუბრებას.

ვლადიმირ ნაბოკოვის რომანში ლოლიტა არაერთხელაა ნახსენები ჯონ რესკინის და როზას ისტორია.

1885 წლიდან ჯონ რესკინი განმარტოვდა თავის მამულში ბრენტვუდი და არ მიუტოვებია ის სიკვდილამდე.

სულიერი ავადმყოფობის მიუხედავად მწერალმა შეინარჩუნა მეხსიერება და ის სიამოვნებით მუშაობდა მოგონებებზე "წარსული" (Praeterita 1885/89).ზოგჯერ მის სანახავად მიდიოდნენ მეგობრები.

რესკინი და დ.როსეტი

სახელგანთქმული მწერალი და ხელოვნებათმცოდნე ჯონ რესკინი გარდაიცვალა 1900 წელს. მისი მემკვიდრეობა უზარმაზარია. მან დაწერა 50 წიგნი და შვიდასზე მეტი წერილი.

რესკინის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მარსელ პრუსტზე,უილიამ მორისზე,მაჰატმა განდიზე, ოსკარ უაილდზე. რუსეთში მას დიდად ფასებდა ლევ ტოლსტოი.

http://www.lesnouveauxdandys.com/new_dandy/2011/03/va-le-culte-de-la-beaut%C3%A9.html

The Cult of Beauty : The Aesthetic Movement, 1860-1900, au Victoria & Albert Museum de Londres, du 2 avril au 17 juillet 2011. Plus d'informations ici. A l'occasion de l'exposition, le V&A proposera des projections de films, dont Wilde et An ideal Husband.

ბოლშევიკების და საბჭოთა დემოკრატების არამზადობით თავზარდაცემული რუსები მეოცე საუკუნის როგორც დასაწყისში ისე ბოლოში მიაწყდნენ ევროპას და გაამდიდრეს საფრანგეთის მხატვრული გარემო.

ო. რაბინი, ო. ცელკოვი, ვ. კროპივნიცკაია და ლ.მასტერკოვა,ბ.ზაბოროვი,ა.პუტილინი, ი.შელკოვსკი, ო.იაკოვლევი, მ.როგინსკი, ე.ზელენინი, გ.ფაიფი შეადგენენ 1970-ან წლებში საბჭოთა კავშირიდან გაგდებულთა თუ გაქცეულთა თაობას.

ე. ბულატოვმა, ე.შტეინბერგმა, ვ.იანკილევსკი, მიიღეს არჩევანის თავისუფლება და მათ აირჩიეს საფრანგეთი.

არიან სხვებიც და ყველა ერთად ქმნის მხატვრის პიროვნების სამშობლოს გარეთ სულიერი და შემოქმედებითი განვითარების თავისებურ ფენომენს.

მოსკოვის გამომცემლობა "რუსულმა სამყარომ" //Русскiй Miръ// 2012 წელს გამოსცა რუსული გაზეთი "იზვესტიას" დიდი ხნის კორესპონდენტი იური კოვალენკოს საინტერესო წიგნი "პარიზის რუსული პალიტრა საუბრები მხატვრებთან", გავეცნოთ მას.
შემოკლებით.
Ю. Коваленко. Русская палитра Парижа:
беседы с художниками. —
იМ.: Русскiй Miръ, 2012.

"მსოფლიოს განაგებს ღმერთი და არა კგბ", ამბობს მხატვარი ედუარდ შტეინბერგი.

ხელოვნება,მხატვრობა იყო თავშესაფარი საბჭოთა კავშირის ნორმალური მკვიდრებისთვის. ისინი დიდად ვერ ალამაებდნენ საბჭოთა სიმახინჯეს და უსახურობას,მაგრამ ხელოვნებით,შემოქმედებით იცავდნენ თავს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მხეცობისგან და ბარბაროსობისგან.

სტჟიანი და ბევრი რამის მნახველი ჟურნალისტი კოვალენკო ამას არ იხსენებს, გავიხსენოთ ჩვენ.
_______________________________________________________________

ოსკარ რაბინი და ვალენტინა,ფლომასტერი,აკვარელი,1965

1964

1964

ვიოლინო სასაფლაოზე,ტილო,ზეთი,1969

ვიზა სასაფლაოზე,ტილო,ზეთი,2004
 
ვიზა სასაფლაოზე,ეს სულ ოსკარ რაბინია 

ისტორია
1930-ანი წლებიდან 1980-ან წლებამდე საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ხელოვნებად თვლიდა მარტო სოციალისტური რეალიზმის სახელით ცნობილ გაუგებარ სიმახინჯეს. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია მხარს უჭერდა მარტო სოცრეალისტებს და დევნიდა ან მარგინალებად აქცევდა იმათ ვინც სხვანაირად ხატვას,ერწვას თუ წერას ცდილობდა.

სოციალისტური რეალიზმის არმიმღები მხატვრები მთლიანად იყვნენ მოკვეთილნი საბჭოთა კავშირის მხატვრული ცხოვრებიდან. მათ არ იღებდნენ მხატვართა კავშირში, მათ არ შეეძლოთ თავისი ნამუშევრების ჩვენება აკადემიის კონტროლს ქვეშ არსებულ დარბაზებში. ისინი ვერ აქვეყნებდნენ მხატვართა კავშირის კონტროლით გამომავალ გამოცემებში. მათზე არ წერდა არც ერთი კრიტიკოსი,მუზეუმების თანამშრომლები არ ნახულობდნენ მათ სახელოსნოებს. მათ აცხადებდნენ უსაქმურებად და მათ როგორც უსაქმურებს სდევნიდა მილიცია თუ კი ისინი მხოლოდ თავისი ხელოვნებით იყვნენ დაკავებულნი.

რამოდენიმე არაოფიციალური მხატვარი აფორმებდა საბავშვო წიგნებს და ასე შოულობდა არც ისე ცუდ ფულს.
 
უმრავლესობა კი ცხოვრობდა ძალიან ღარიბად. მათ არ ჰქონდათ მხატვართა კავშირის კიოსკებში საღებავების,ფუნჯების,ტილოს და ა.შ. ყიდვის უფლება. ისინი მუშაობდნენ კომუნალურ ბინებში, იმავე ოთახში სადაც ცხოვრობდა მათი ოჯახი ან ნესტიან უფანჯრო სრდაფებში.

ასე ფაქტიურად თვითონ საბჭოთა კომუნისტებმა შექმნეს საბჭოთა კავშირის მხატვართა იატაკქვეშეთი, ნონ-კონფორმისტული,სოცრეალიზმთან შეურიგებელთა იატაკქვეშა მოძრაობა რომლის წევრებსაც ეკძალებოდათ ღია გამოფენებში მონაწილეობის მიღება და გამოფენების მოწყობა.

მიტომ ნონკონფორმსტებმა რაბინმა და გლეზერმა გადაწყვიტეს საერთო ექსპოზიციის მოწყობა იმიტომ რომ ყველას მოენატრა გამოფენა, იმიტომ რომ არაოფიციალურ მხატვრებს არ აძლევენ განოფენის მოწყობის საშუალებას.

ასე გაიმართა გამოფენა 1967 წლის 22 იანვარს. ის ორ საათში დახურეს საბჭოთა უშიშროების//კგბს/ და კომპარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის /თანამშრომლებმა.

მოსკოვის მხატვართა კავშირმა დაადგინა რომ მისი მოწონების გარეშე აკრძალულია მოსკოვში გამოფენების მოწყობა. გამოფენების მოწყობის ყველა მცდელობა ერთნაირად მთავრდებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში მოწყობილი გამოფენა დახურეს 45 წუთში, არქიტექტორის სახლში მოწყობილი ოლეგ ცელკოვის გამოფენა-15 წუთში, ედუარდ ზიუზინის გამოფენა კაფე აელიტაში გაგრძელდა 3 საათი და ეს იყო რეკორდი.

ბოლოს და ბოლოს 1969 წელს ოსკარ რაბინმა ამ მხატვრებს შესთავაზ ღია ცის ქვეშ გამოფენის მოწყობა,მაგრა, მხატვრებმა მაშინ უარყვეს ეს იდეა//მათ ნამუშევრებს ჩუმ-ჩუმად ყიდულობდნენ დასავლელი დიპლომატები,მათ ჰქონდათ მცირე შემოსავალი და ამიტომ მათ არ უნდოდათ უსიამოვნებები//.

მაგრამ 1974 წლის თებერვლიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ნონკონფორმისტი,სოცრეალიზმის მკვდრადშობილი ხელოვნების დოგმატების უარმყოფელი ფერმწერების,მოქანდაკეების და გრაფიკოსების აქტიური დევნა, მიზანი იყო შეურიგებელი,ნონკონფორმისტული ხელოვნების მოსპობა.

კგბმ დაიწყო ამ მხატვრების დევნა. ამ მხატვრებს იჭერდნენ ქუჩებში, აშინებდნენ მათ. მოსკოველი მხატვრები მიყავდათ ლუბიანკაზე, ლენინგრადელები კი ლენინგრადის დიდ სახლში.

ამ მხატვრებს უწყობდნენ შანტაჟს, ცდილობდნენ მათ მოსყიდვას.

და მაშინ ამ დევნილმა მხატვრებმა გადაწყვიტეს ღია ცის ქვეშ გამოფენის მოწყობა.
ამ გამოფენის ინიციატორები იყვნენ ნონკონფორმიზმის ანუ რესპრესიული საბჭოთა კულტურის უარმყოფელი ხელოვნების ძირითადი ლიდერი მხატვარი ოსკარ რაბინი და კოლექციონერი ალეკსანდრ გლეზერი.

ჯგუფმა მხატვრებისა რომლებიც არ იყვნენ ოფიციალური საბჭოთა მხატვართა კავშირებისა და ორგანიზაციების წევრები გადწყვიტეს თავისი ნამუშევრების მსურველებისთვის ჩვენება ბელიაევოში ბიტცის ტყეპარკის განაპირას.

რაბინისა და გლეზერის გარდა გამოფენის იციატორი იყვნენ ვ. ვორობიოვი, ი. ჟარკიხი, ვ. კომარი, ა. მელამიდი, ლ. მასტერკოვა, ვ. ნემუხინი, ოსიპ რაბინის შვილი ა. რაბინი, ვ. სიტნიკოვი, ი. ხოლინი, ბ. შტეინბერგი, ნ. ელსკაია.

1974 წლის 15 სექტემბერი

გამოფენა მოეწყო ბელიაევოს ტყეპარკის კუთვნილ ადგილას. იყო დაახლოებით 20 მხატვარი და დამკვირვებელთა ჯგუფი//მხატვრების მეგობრები და ნათესავები//. ასევე იყვნენ დასავლური საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტები და დასავლეთის ქვეყნების დიპლომატები.

ურათები დაკიდეს ხის ნაგვისაგან გაკეთებულ საყრდენებზე.

მანქანის გაჩერება გზაზე უფრო ადვილია და წინდახედული ორგანიზატორები ადგილზე მივიდნენ მეტროთი, მაგრამ ისინი მეტროდან ამოსვლისთანავე დააკავეს. მათ დააბრალეს საათის მოპარვა.
ცხადი იყო რომ

უნდათ მათი ნებისმიერ ფასად დაჭერა.

მაგრამ ოციოდე წუთის შემდეგ მივიდა მილიციის კაპიტანი და თქვა რომ მოხდა შეცდომა.

გამოფენის ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ მანქანები ნერგებით და სამუშაო ფორმაში ჩაცმული ადამიანები რომლებმაც მორთეს ღრიალი რომ კვირადღეა,მაგრამ მათ შაბათობა აქვთ და მოვიდნენ ხულიგნები რომლებიც მათ ხელს უშლიან ხეების დარგვაში.

გამოფენის მონაწილეებს შეუერთდნენ სხვა მხატვრებიც რომლებიც მივიდნენ ამხანაგებისთვის მხარის დასაჭერად.

მოვლენა არ ყოფილა მასშტაბური, მაგრამ ხელისუფლებამ ის სერიოზულად მიიღო. გამოფენის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ გამოფენის ადგილისკენ გააგავნეს 3 ბულდოერი, წყლის მსხმელები,თვითმცლელები სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი ასიოდე მილიციელი.

ამ მილიციელებმა დაიწყეს მხატვრებისა და მნახველების შევიწროება. სურათების ნაწილი წაართვეს.

ფორმალურად ეს გამოიყურებოდა როგორც ტყეპარკის კეთილმოწყობის და განვითარების გაჯავრებულ თანამშრომელთა ჯგუფის სპონტანური რეაქცია.
მაგრამ ყოველთვის ამბობდნენ რომ მათ ბრძანება კგბსგან მიიღეს.

თავდამსხმელები ლეწავდნენ და ამტვრევდნენ სურათებს, ცემდნენ და აპატიმრებდნენ მხატვრებს,მნახველებს და უცხოელ ჟურნლისტებს.

ოსკარ რაბინი ჩამოკიდეს ბულდოზერის ხაპზე და ათრიეს მთელ გამოფენაზე.
მხატვრები წაიყვანეს მილიციის განყოფილებაში სადაც უთხრეს რომ ეს მხატვრები კი არიან დასახოცები მაგრამ ტყვიები ცოდვაა.

ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საზღვარგარეთულ პრესაში და საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია. მათ დართეს ორი კვირის შემდეგ იზმაილოვოში ღია ციდ ქვეშ სხვა მსგავსი გამოფენის მოწყობის უფლება. ამ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო უკვე ორმოცზე მეტმა მხატვარმა და არა ოცმა, როგორც ეს იყო ბულდოზერულ გამოფენაზე,მაგრამ გამოფენილ სურათტა დონე უარესი იყო. გამოფენა გარძელდა 4 საათს და მან მიიზიდა 1500 მნახველი. ამ გამოფენას იხსენებდნენ როგორც თავისუფლების ნახევარ დღეს.

მან გზა გაუხსნა ნონკონფორმისტების სხვა გამოფენებს,
ბულდოზერის გამოფენაზე წარმოდგენილ სურათთა დიდი ნაწილი კი უბრალოდ მოსპეს.

ბულდოზერის გამოფენის ორგანიზატორმა 2010 წელს ლონდონში მიცემულ ინტერვიუში თქვა გამოფენა მზადდებოდა უფრო როგორც რეპრესიული რეჟიმის პოლიტიკური გამოწვევა და არა როგორც მხატვრული მოვლენა.

მე ვიცოდი რომ გვექნებოდა პრობლემები, რომ იქნება დაპატიმრებები და ცემა-ტყეპა. გამოფენამდე ორი დღის განბავლობაში შეპყრობილი ვიყავი შიშით რომ პირადად მე შეიძლებოდა ყველფერი დამმართოდა".

დასავლეთის ჟურნალისტების მიცემულ ინტერვიუებში ოსკარ რაბინი ბულდოზერებს როგორც რეჟიმის მიერ გატარებული რეპრესიების სიმბოლოს ადარებდა ტანკებს პრაღაში.

რაბინი დააპატიმრეს. მას მიუსაჯეს გასახლება საბჭოთა კავშირიდან და ოჯახთან ერთად პარიზში გააგდეს.

რენე ნიუბერგი. "საბჭოთა კავშირის ბრუტალური შარმი":

"... რაბინს მოექცნენ საშინლად. მისი ვაჟიშვილი გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში და ბოლოს და ბოლოს მხატვარი 1978 წელს გააგდეს საბჭოთა კავშირიდან.

ვერ მოვასწარით ლენინგრადში დაბინავება როდესაც გავიგეთ რომ ლენინგრადელი მხატვარი ევგენი რუხინის სახელოსნო დაწვეს და თვითონ ის ამავე ალმოდებულ სახელოსნოში მოკლეს" //ეს 1976 წელს მოხდა,გ.მ.//.

http://www.ncca.ru/events.text?filial=2&id=483

ეს ევგენი რუხინია //1943-1976//.

უნდა გავიხსენოთ რომ ევგენი რუხინი ითვლება რუსული პოპ-არტის ერთ-ერთ შემქმნელად. ის იყო ლენინგრადის არაოფიციალური ხელოვნების,მხატვრული იატაკქვეშეთ-ანდეგრაუნდის ლიდერი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ოსკარ რაბინის მიერ მოწყობილ ბულდოზერულ გამოფენაში.

არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთში გამოვიდა წიგნი მასზე და მისი ავტობიოგრაფია "ავანგრდი ნევაზე".

"Минувших дней опальная чреда…" Евгений Рухин и его время

ამ წიგნში არის მემუარული და სხელოვნებათმცოდნეო ნარკვევები ლენინგრადის ანდერგრაუნდის ლეგენდარულ მხატვარ ევგენი რუხინზე.
 
ავტორები სვეტლანა დარსალია და ისააკ კუშნირი
Бульдозерhttp://artinterfest.ru/vystavki/xudozhestvennye-vystavki-sssr/bul-dozernaya-vystavka.htmlная выставка

Выставки - Художественные выставки СССР
бульдозерная выставка
«Бульдо зерная вы ставка» — одна из наиболее известных публичных акций неофициального искусства в СССР; выставка картин на открытом воздухе, организованная московскими художниками-авангардистами 15 сентября 1974 года на окраине города в Беляево, у пересечения Профсоюзной улицы и улицы Островитянова. Была жестоко подавлена властями с привлечением большого количество милиции, а также с участием поливочных машин и бульдозеров, отчего и получила своё название.
История
С 30-х по конец 80-х годов XX века официально поддерживаемым направлением искусства в Советском Союзе был исключительно социалистический реализм[1]. Отнесение того или иного художника к соцреалистам совпадало с официальной поддержкой его деятельности.
Художники, творчество которых выходило за рамки эстетической программы социалистического реализма и не признанные властями в качестве соцреалистов зачастую становились объектом преследования со стороны властей. Долгие годы «неофициальным» художникам было запрещено выставляться, и в их среде было приняло решение (Глезер/Рабин), что надо провести общую экспозицию, потому что все соскучились по выставкам, потому что неофициальным художникам не дают выставляться . Так состоялась выставка 22 января 1967 года, которая через два часа была закрыта работниками КГБ и московского горкома партии.
Московский союз художников вынес решение, что без его одобрения не разрешается организовывать выставки в Москве. Все попытки организовывать выставки кончались одним и тем же: одну выставку в Институте международных отношений закрыли через 45 минут, другую, Олега Целкова в Доме архитектора — через 15 минут. Выставка Эдуарда Зюзина в кафе «Аэлита» продержалась целых три часа, и это был рекорд.
В конце концов, Оскар Рабин в 1969 году предложил сделать выставку на открытом воздухе. Но тогда художники отказались от этой идеи (они потихоньку продавали свои картины западным дипломатам, некоторым советским гражданам, имели небольшой доход, и поэтому не хотели нарываться на неприятности).
Но в 1974 году начались прямые атаки на неофициальных художников со стороны карательных органов, КГБ и МВД, и тогда те решили устроить такую выставку. Александр Глезер с Оскаром Рабиным занялись организацией этой выставки. Группа художников, не входивших в официальные советские художественные союзы и организации, договорилась показать свои работы всем желающим на опушке Битцевского лесопарка в Беляево.
Инициаторами показа выступили: коллекционер А. Глезер и 13 художников (О. Рабин — основной лидер нонконформизма, В. Воробьев, Ю. Жарких, В. Комар, А. Меламид, Л. Мастеркова, В. Немухин, Е. Рухин, Рабин А. (сын Рабина О.), В. Ситников, И. Холин, Б. Штейнберг, Н. Эльская).
15 сентября 1974 года
Выставка была разбита на месте, принадлежащем лесопарку Беляево. Присутствующие включали примерно 20 художников и группу наблюдателей, которая состояла из родственников и друзей художников, а также достаточное количество журналистов западных информационных агентств и дипломатов. Картины были развешены на импровизированных стойках, изготовленных из деревянного мусора.
Хотя организаторы поехали на место на метро (машину легче остановить по дороге), тем не менее на выходе из него их обвинили в «краже часов» — было очевидно, что их хотят задержать любой ценой. Но минут через 20 пришел капитан милиции и сказал, что произошла ошибка. Когда же они подошли к пустырю, то увидели там машины с саженцами и каких-то одетых в рабочую форму людей, которые стали кричать, что, дескать, пришли хулиганы, которые мешают им сажать деревья. Причем говорили, что у них субботник, хотя было воскресенье.
По данным разных участников выставки, на месте к ним присоединилась еще одна группа живописцев, которые пришли поддержать своих товарищей. Кто-то из них пришел не с пустыми руками: Л. Бажанов, С. Болдырев С. Бордачев, Э.Зеленин, Р. Заневская, К. Нагапетян, В. Пирогова, Толстый (В. Котляров) А. Тяпушкин, О. Трипольский, М. Федоров-Рошаль, Т. Левицкая, М. Одноралов, А. Жданов, В. Тупицын и некоторые другие, чьи имена и численность установить не представляется возможным (в настоящее время о своем участии в этой выставке заявляет значительное количество художников).
Несмотря на небольшой размах события, оно весьма серьёзно было воспринято властями. Примерно через полчаса после начала выставки к месту её проведения была направлена группа, включающая три бульдозера, водомёты, самосвалы и около сотни милиционеров в штатском, которые стали теснить художников и собравшихся зрителей; часть картин была конфискована. Формально всё выглядело, как гневная спонтанная реакция группы работников по благоустройству и развитию лесопарка[2][3]. Однако никогда не отрицалось, что наряд на работу они получили от КГБ.
Нападавшие ломали картины, избивали и арестовывали художников, зрителей и иностранных журналистов. Очевидцы вспоминают, как Оскар Рабин был фактически протащен через всю выставку, повиснув на ноже ковша бульдозера. Художников увозили в участок, где заявляли: «Стрелять вас надо! Только патронов жалко…».
Итоги
После этого события, вызвавшего громкий резонанс в зарубежной прессе, советские власти вынуждены были уступить, и официально разрешили проведение подобной выставки на открытом воздухе в Измайлово двумя неделями позже, 29 сентября 1974 года. Новая выставка представляла работы уже не 20, а более чем 40 художников, длилась 4 часа и привлекла по разным данным около полутора тысяч человек. Участник выставки — известный график Борис Жутовский — отмечал, что качество картин на вернисаже в Измайлово было несравнимо ниже, чем на первой разгромленной выставке в Беляево, из-за того, что там были выставлены только лучшие работы, многие из которых были уничтожены. Впоследствии, преимущественно в зарубежных СМИ, четыре часа в Измайлово часто вспоминали как «полдня свободы». Выставка в Измайлово в свою очередь дала дорогу для других выставок нонконформистов, которые имели важное значение в истории русского современного искусства.
«Бульдозерная выставка» стала заметным событием неофициальной художественной жизни после разогнанной лично Н. С. Хрущёвым выставки в Манеже 1962 года в честь 30-летия МОСХа.
20-летие бульдозерной выставки было отмечено в 1994 году ретроспективной экспозицией её участников в картинной галерее «Беляево» (организатор экспозиции Александр Глезер).
Организатор выставки Оскар Рабин заявил в одном из интервью в Лондоне в 2010г:

Выставка готовилась скорее как политический вызов репрессивному режиму, а не как художественное событие. Я знал, что у нас будут проблемы, что будут аресты избиения. В течение последних двух дней перед выставкой нам было страшно. Меня пугали мысли, что со мной лично произойти могло что угодно.

Также в интервью западным журналистам он сравнивал бульдозеры с танками в Праге, как символ репрессий режима, пугавшего его. Рабин был арестован, приговорён к высылке из СССР и был отправлен с семьёй в Париж[4].

ფერმწერი ოსკარ იაკობის ძე რაბინი დაიბადა მოსკოვში 1928 წლის 2 იანვარს.

City and flowers

ოსკარ რაბინი 1942-1945 წლებში ფერწერას სწავლობდა ევგენი კროპივნიცკის სახელოსნოში.სწავლობდა რიგაში,სამხატვრო აკადემიაში. განაგრძო სწავლა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში. 1950 წელს დაქორწინდა თავისი მასწავლებლის ქალიშვილ ვალენტინა კროპივნიცკაიაზე.

ცხოვრობდა მოსკოვთან დასახლება ლიანოზოვოში,სადაც ხატავდა და ამავე დროს მუშაობდა რკინიგზაზე.

1957 წელს მონაწილეობდა ახალგაზრდობის და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალის გამოფენაში. 1958-1965 წლებში ოსკარ რაბინის ირგვლივ შეიკრიბნენ ახალგაზრდა მხატვრები რომლებიც შემდეგში ცნობილი გახდნენ ლიანოზოვოს ჯგუფის სახელით.

1965 წელს რაბინის პერსონალური გამოფენა მოაწყო ლონდონის გალერეა "გროსვენორმა". 1967 წელს ის შევიდა მხატვარ გრაფიკოსთა პროფკავშირის გაერთიანებულ კომიტეტში.

1974 წელს იყო ტყეპარკ ბელიაევოში მოწყობილი "ბულდოზერული გამოფენის" ერთ-ერთი ინიციატორი //ხელისუფლებამ ეს გამოფენა ბულდოზერებით დაარბია და ამიტომ ქვია მასე, გ.მ.//.

1978 წელს ოსკარ რაბინი წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში და მას წაართვეს საბჭოთა მოქალაქეობა.

1993 წელს ოსკარ რაბინის და ვალენტინა კროპივნიცკაიას გამოფენა გაიმართა პეტერბურგის რუსულ მუზეუმში. 2006 წელს მხატვარს მისცეს სახელმწიფო პრემია ინოვაცია. 2007 წელს მოსკოვში პუშკინის მუზეუმის პირადი კოლექციების მუზეუმში გაიმართა გამოფენა "ოსკარ რაბინი, ვალენტინა კროპივნიცკაია,ალექსანდრ რაბინი"//შვილი//. 2008 წელს ტრეტიაკოვის გალერეაში გაიმართა რეტროსპექტივა "ოსკარ რაბინი. სამი ცხოვრება" . იმავე წელს აირჩიეს რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრად.

ცხოვრობს პარიზში.

"ემიგრაცია ხვედრია"
"ხატვა მშველოდა ომისგან,შიმშილისგან და მარტოობისგან" //ოსკარ რაბინი//

"1941 წელს ომის დაწყებამდე განსაკუთრებული საშინელება არ ყოფილა. მხოლოდ მამა დავკარგე ადრე. დედ-მამა ექიმები იყვნენ,ჯერ კიდევ რევოლუციამდე ერთად სწავლობდნენ. დედა მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა. მამას კი ერჩივნა სხვანაირი ცხოვრება. ის უფროსობდა სადღაც კურორტებზე და თვითონ პრაქტიკოსი ექიმი არ ყოფილა.

ომის დაწყებისას მე 13 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა ყველაფერი შეიცვალა. ომის პირველი ზამთარი-სიცივე,შიმშილი.

ვცხოვრობდით არბატთან ტრუბნიკოვის შესახვევში 6-სართულიან სახლში. იმ საშინელ ზამთარში დასკდა ყველა მილი. გათბობა შეწყვიტეს, წყალსადენი გამორთეს. მთელი ქალაქური ყოფა,რასაც ადამიანი ეჩვევა ჩვეულებრივ დროს მოკვდა. თავში ქვა გიხლიათ,იტრიალეთ. და მაინც მოსკოვში უფრო ადვილი იყო ვიდრე ლენინგრადში სადაც უბრალოდ იხოცებოდნენ შიმშილისგან.

მოსკოვში ძლებდა ის ვინც უფრო ძლიერი იყო.
დედა ავად გახდა ომამდე. ის გარდაიცვალა ომის დასაწყისში. ნორმალურ პირობებში ის კიდევ იცოცხლებდა. მაგრამ ნაცნობმა ექიმებმა დედა დააწვინეს საავადმყოფოში. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სულ დამძიმდა. ყოველ წამს იგრძნობოდა შიმშილი. ისე ჩანდა თითქოს მარტო შავი პურიც ეყოფოდა ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.

დრო და დრო ძალიან ცუდად იყო საქმე,მაგრამ ახალგაზრდისთვის მეტი შვება იყო.

ჯერ კიდევ ომამდე დავინახე მაღაზიაში საღებავები და ეტიუდნიკი და მომინდა მათი შეძენა...

ხატვამ გამიტაცა 11 წლის ასაკში როდესაც სკოლაში დაიწყო ხატვის გაკვეთილები,მაგრამ ვხატავდი სახლშიც. არავინ მასწავლიდა და მე უბრალოდ გადავიხატავდი ხოლმე ბარათებიდან რომლებიც მომწონდა. ომის წინ წავიდი პიონერთა სახლის სახვით სტუდიაში სადაც მასწავლებელს ვაჩვენე ჩემი ნახატები. მან მითხრა რომ უნდა ვხატო ბუნებიდან და არა ბარათებიდან.

მაგრამ ომის დაწყებასთან ერთად სკოლები წელიწადნახევრით დაიკეტა და არავითარი ხატვა არ იყო.

ადრე დედას სურვილით დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში-ვუკრავი ვიოლინოზე. ომთან ერთად ყველაფერი დამთავრდა,რა დროს ვიოლინო იყო.

ხატვას კი მე თვითონ ვაგრძელებდი, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა.

No comments: