6.22.2013

ანდრეი ტარკოვსკი, პერიფერიაზე მყოფი თავისუფალი მოაზროვნე


ანდრეი ტარკოვსკი, პერიფერიაზე მყოფი მოაზროვნე

ოდრი ფელლას ეს შესანიშნავი წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში
«რელიგიათა სამყარო» ( 2010 წლის ივლისი-აგვისტოს ნომერი 42,გვ. 66-67),
თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

თავისუფალი კაცის, ანდრეი ტარკოვსკის გახსენება:
«ხელოვნება უნდა არსებობდეს ადამიანისთვის იმის შესახსენებლად რომ ის სულიერი არსებაა,რომ ის არის უსასრულოდ დიდი სულის ნაწილი, სულისა რომელსაც ის საბოლოო ანგარიშით დაუბრუნდება. თუ კი ადამიანი დაინტერესებულია ამ საკითხებით,თუ კი ის სვამს მათ ის უკვე სულიერად გადარჩა.» (ანდრეი ტარკოვსკი).

დღეს გავიგე არც თუ ისე მოულოდნელი ამბავი. მოსკოვი იხრჩობა, მოსკოველები იხრჩობიან და ყირიმზე, აფხაზეთზე და «სამხრეთ ოსეთზე» «ზრუნვით» გადაღლილი მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი არ ჩანს, იმალება, ზოგი ამბობს რომ ის დასასვენებლადაა წასული. ამან დამანახა რომ ანდრეი ტარკოვსკი დღეს ცოცხალი რომ იყოს და მოსკოვში რომ ცხოვრობდეს ლუჟკოვი და მისი ხროვა დიდი სიამოვნებით საკუთარი ხელით დაახრჩობდნენ მას.


ამანაც გადამაწყვეტინა გახსენება ადამიანისა რომელმაც ჩემს და არა მარტო ჩემს თაობას აგრძნობინა ნამდვილი თავისუფლება რომელიც დიდად განსხვავდება გორბაჩოვის და მისი საქმის გამგრძელებელთა მასხარაობისაგან.

”შემოქმედი და საკარალური :
ანდრეი ტარკოვსკი, პერიფერიაზე მყოფი მოაზროვნე:
საბჭოთა «კულტურულმა» ხელმძღვანელობამ ის მეტისმეტად ავანგარდისტად ჩათვალა და ისიც იძულებული გახდა გადასახლებულიყო საფრანგეთში 1980-ანი წლების დასაწყისში.

რუსული სულიერი ტრადიციის მემკვიდრე ანდრეი ტარკოვსკის უნდოდა თავისი ყოველი ფილმის გადაქცევა ლოცვად ან დღესასწაულად.

ქრონოლოგია :
1932 წლის 4 აპრილი,დაბადება ზავროჟეში,ლურიევეცთან (რუსეთი);
1956: შესვლა კინოს ფედერალურ ინსტიტუტში (ვგიკი);
1960; სადიპლომო ფილმი «გზის სატკეპნი მანქანა და ვიოლინო»;
1962: ვენეციის მოსტრას ოქროს ლომი მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი « ივანეს ბავშვობისთვის»;
1966: « ანდრეი რუბლიოვი»;
1972: « სოლარისი»;
1974: «სარკე»;
1979: «სტალკერი»;
1983: «ნოსტალგია»;
1986: «მსხვერპლშეწირვა»;
1982: საბოლოო წასვლა საბჭოთა კავშირიდან:
1986 წლის 28 დეკემბერი. გარდაცვალება საფრანგეთში ნეილი-სურ-სენში და დაკრძალვა სან-ჟენევიევ-დე-ბუას მართლმადიდებელთა სასაფლაოზე.

ტარკოვსკის სლავური მართლმადიდებლობით და პანთეიზმით გაჟღენთილი კინო ხატებს და ხმებს გარდაქმნის მისტიკურ საგალობლად და განუწყვეტლად იკვლევს გონებასა და წარმოსახვას, აკვიატებულ იდეებსა და ადამიანის ეგზისტენციალურ ტანჯვას შორის არსებულ საზღვარს.

შემდეგ მისი გადასვლა სიგიჟისაკენ თუ სიწმინდისაკენ პოეტური და ვიზიონერული მხატვრული სამყაროს მეშვეობით.

ფილმის ესთეთიკის მის ეთიკასთან დაკავშირებით ტარკოვსკის სურს მაყურებლის მზერის გარდაქმნა მისთვის ყოველგვარი კადრის თუ გარკვეული რელიგიური ტრადიციის მიღმა არსებული უხილავის განცდის საშუალების მიცემით.

პოეტი არსენი ტარკოვსკის შვილი ანდრეი დაიბადა 1932 წელს ზავროჟეში, პატარა ვოლგისპირა სოფელში.

ის ძალიან ადრე დაინტერესდა ხელოვნებით და სწავლის პარალელურად დადიოდა მუსიკისა და ხატვის კურსებზე. ის სწავლობდა არაბულს და შემდეგ დაიწყო მუშაობა გეოლოგად ციმბირში. 1956 წელს ის შევიდა საბჭოთა კავშირის კინოს ფედერალურ სახელმწიფო ინსტიტუტში,სადაც სწავლობდა მიხაილ რომთან, «იმ მოძღვართან» რომელმაც მას ასწავლა «საკუთარ თავად» ყოფნა….

ტარკოვსკიმ თავი აარიდა დრამატურგიულ პირობითობებს და საბჭოთა თემებს :
პოლიტიკის სამსახურში მდგარი ხელოვნება უცხოა ტარკოვსკისთვის. ის ოცნებობს უფრო მჭვრეტელ და დაფიქრებულ კინოზე რომლის ცენტრშიც ნაკლებადაა მოქმედება.
მაგრამ ცენზურა ტარკოვსკის აიძულებს მისი ფილმების გადაკეთებას. ასე გადააკეთა მან ფილმი « ანდრეი რუბლიოვი» რომელსაც მოსპობით ემუქრებოდნენ.

«ობიექტის «სიცოცხლის მოხელთება»:
რუსული სულიერი ტრადიციის მემკვიდრე ტარკოვსკი დაინტერესებულია ისტორიით და რელიგიით. მართლმადიდებელ ქრისტიან ტარკოვსკის აინტერესებს რაციონალურის და ირაციონალურის ურთიერთობა და ამავე დროს ის ჭეშმარიტებას თვლის მიუწვდომელ იდეალად.

«სტალკერის» ფინალური სცენა რომელშიც გოგო გადაადგილებს ჭიქას «უბრალოდ» სულიერი ძალით მიზნად ისახავს მეტაფიზიკური სინამდვილის არსებობის დასაბუთებას.

არა და თუ კი ადამიანს არ ძალუძს აბსოლუტის ცოდნა, ტარკოვსკის აზრით მას შეუძლია ხელოვნების და ბუნების მეშვეობით მასთან მიახლოების ცდა.

ყველაზე გაბედულ გამოგონებებზე მეტად სიცოცხლით გატაცებული ტარკოვსკი 1972 წელს გადაღებული «სოლარისის» შემდეგ, 1974 წელს იღებს ფილმს « სარკე», რომელშიც ის რთავს თავისი საკუთარი ბავშვობის ელემენტებს და მამამისის ლექსებს.

აქაც არაა ლაპარაკი «მატერიალური სამყაროს» ფოტოს გადაღებაზე, მიზანია «ობიექტის სიცოცხლის» მოხელთება.

ტარკოვსკი ცდილობს თვითონ სიცოცხლის და არა სიცოცხლის შესახებ კონცეფციის თუ მედიტაციის გამოხატვას…

მეტისმეტად ავანგარდისტად მიჩნეული ტარკოვსკი იძულებულია წავიდეს უცხოეთში სხვა ფინანსური და მხატვრული რესურსების საძებნელად.


«ის ვინც ერთხელ მაინც ღალატობს თავის პრინციპებს კარგავს სიცოცხლესთან მისი ურთიერთობის სიწმინდეს,წერს ტარკოვსკი. საკუთარ თავთან თაღლითობა არის ყველაფრის,თავისი ფილმის,თავისი სიცოცხლის უარყოფა.»

«სტალკერის» გადაღების შემდეგ ტარკოვსკი მიდის საბჭოთა კავშირიდან. ის მოგზაურობს იტალიაში სადაც წერს სცენარს ფილმისა «ნოსტალგია», ფილმისა ლტოლვილობაზე და თავისი რუსული ფესვების მონატრებაზე. შემდეგ ის მიდის ინგლისში მისი თანამემამულე მოდესტ მუსორგსკის ოპერა «ბორის გოდუნოვის» დასადგმელად.

1981 წელს თავისი მეუღლე და თანამშრომელი ლარისას და მათი ვაჟიშვილი ანდრეი უმცროსის სანახავად ის ბრუნდება საბჭოთა კავშირში. თავისი ქვეყნიდან ის საბოლოოდ მიდის მომდევნო წელს და «ნოსტალგიას» გადაღების შემდეგ ის მკვიდრდება იტალიაში. ეს ფილმი იღებს კანის ფესტივალის პრიზს.

საბჭოთა კავშირში ბლოკირებული მისი მეუღლე მას უერთდება რამოდენიმე წლის შემდეგ.

მაშინ ინგმარ ბერგმანი ტარკოვსკის იწვევს შვედეთში «მსხვერპლშეწირვის» გადასაღებად.

ტარკოვსკი ამთავრებს თავის წინასწარმეტყველურ მოწოდებას და ამბობს რომ ყოველმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მალე მოსალოდნელია აპოკალიფსისი რომელსაც პასუხი შეიძლება გასცეს მხოლოდ უმძაფრესმა აქტმა,თავგანწირვამ რათა გაიღვიძოს სიყვარულმა, რათა გაგრძელდეს სიყვარული მისი დამღუპველი და დამამახინჯებელი მოვლენების წინააღმდეგ.

«ხელოვნება უნდა იყოს აქ რათა ადამიანს გაახსენოს რომ ის არის სულიერი არსება,რომ ის არის უსასრულოდ დიდი სულის ნაწილი,სულისა რომელსაც ის უბრუნდება საბოლოო ჯამში. თუ კი ადამიანი დაინტერესებულია ამ საკითხებით, თუ კი ის მათ სვამს, ესე იგი ის სულიერად გადარჩა.

«იდეალის გაუმაძღარი წყურვილი» :
საბჭოთა ხელისუფკლებასთან და საზოგადოებასთან გაჩენილი პრობლემების პირისპირ მდგომი ტარკოვსკი წერს მისი როგორც კინემატოგრაფისტის გამოცდილების შესახებ.
ხელოვნება არის აბსოლუტის, შემოქმედისათვის და საზოგადოებისთვის საერთო იდეალის ძიება. ხელოვნება « არსებობს და ვლინდება იქ სადაცაა სულიერის დაუკმაყოფილებელი, გაუმაძღარი ძიება, იდეალი : ყველა ადამიანის გამაერთიანებელი წყურვილი.»

შემოქმედმა ასე თავისი არსებობა უნდა შესწიროს თავის მოწოდებას.

ისაა მსახური, «მუდამ მოვალე ძღვენისა რომელიც მან მიიღო როგორც სასწაული» და მან ამიტომ მან თავის მაყურებლებს უნდა გადასცეს მისი მასულდგმულებელი რწმენა და იმედი.

1985 წელს ტარკოვსკის დაემართა ფილტვის კიბო და მან თქვა ერთი ინტერვიუს დროს :
«ესაა მოვალეობა ღმერთის წინაშე….

ჩემი ფილმები არაა პიროვნული გამოხატულება,ისინი ლოცვაა. ფილმის გადაღება ჩემთვის დღესასწაულია. თითქოს ხატის წინაშე ვანთებდე სანთელს ან ვდებდე ყვავილების თაიგულს.

ანდრეი ტარკოვსკი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა საფრანგეთში, მას შემდეგ რაც პარიზში ისევ ნახა თავისი ვაჟიშვილი.”

No comments: