სკოლა "ახალი აკროპოლის"დამაარსებელი ხორხე ანხელ ლივრაგა, რომის ისტორიული როლი და თანამედროვეობის პრობლემები:
http://www.livraga.ru/statji/istoricheskaya_rol_rima.htm
http://iriney.ru/sects/acropol/001.htm
რომზე როგორც იმპერიაზე ლაპარაკისას როგორც წესი ამტკიცებენ რომ მისი მისია იყო ელინისტური კულტურის ელემენტების აღდგენა ხელოვნებაში, ლიტერატურაში და მეცნიერებაში და ეს რამდენადმე სწორია.... მაგრამ ძველ რომში იყო ბევრი თავისებურებაც, რაც მას აქცევს უნიკალურ მოვლენად.
რომის ფესვები არის ერთ-ერთ დიდ იმპერიაში, ეტრუსკთა იმპერიაში და არა მარტო ისეთ ნაკლებად ცნობილ ხალხებში, როგორებიც იყვნენ ტირენიელები თუ საბინელები. ის რომ დღეს არ შეგვიძლია ეტრუსკების ძველი ტრაქტატების წაკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ეტრუსკებს არ მოუხდენიათ გავლენა ძველი ცივილიზაციების განვითარებაზე. ...
რომმა დაშლილ-დაქუცმაცებული, ფრაგმენტებად დამსხვრეული ელინური სამყაროდან შექმნა ერთი მთლიანობა, მან გააერთიანა ყველაფერი, მან შექმნა ქურა რომლიდანაც სხვადასხვა ლითონიდან გამოვიდა საოცარი შენადნობი – რომაული ცივილიზაცია. რამდენი ლაპარაკი შეგვიძლია რომზე, რამდენი რამის მოთხრობა შეუძლიათ ამ ძველ ქვებს!
კასტილიის ადგილ სეგობრიგაში მე ვნახე უზარმაზარი გაბზარული მარმარილოს ფილა რომელზეც ლათინურად ეწერა:"ო,მოგზაურო,შეხედე,აქ გაიარეს ავგუსტეს ლეგიონებმა. და გახსოვდეს რომ ჩვენ გავივლით ქარისავით სწრაფად" დღეს ახსენებენ მხოლოდ ბოლო სიტყვებს, დანარჩენი დავიწყებულია.
მაგრამ განა ამ სიტყვებშიც არ ისმის რაღაც ჭეშმარიტად რომაული, რაღაც დიადი? განა ამ სიტყვებში არ ისმის რაღაც მისნების ნათქვამიდან? გავიხსენოთ რომის დასაწყისი, შორეული ძვ.წ.507 წლის ერთი ლეგენდა. როდესაც დაეცა ძველი მონარქია ეტრუსკთა მეფემ ვერ მოახერხა შემდეგ მარადიულ ქალაქად წოდებული რომის შეტევით აღება და ალყა შემოარტყა მას.
მამაცმა რომაელმა ყმაწვილმა მცირე ჯგუფთან ერთად სცადა დამპყრობელი მეფის მოკვლა.მაგრამ შესცდა და მოკლა მწერალი. ეს მოხდა იმიტომ რომ მეფის ზოგი მხლებელი მეფეზე უფრო მდიდრულად იყვნენ ჩაცმულები. ეხლა ეს ალბათ არ ხდება, მაგრამ ძველი მეფეები მეფეები იყვნენ არა მარტო სამოსით თუ რეგალიებით, ისინი მეფეები უფრო ავტორიტეტით და თავისი ხალხის სიყვარულით იყვნენ.
შეპყრობილმა ვაჟკაცმა თქვა რომ მისი ერთადერთი სურვილია მეფის მოკვლა. მას ჰკითხეს თუ რამდენს სურდა მეფის მოკვლა და ვინ არიან ისინი. ჭაბუკი დუმდა.
"მაშ,თუ არ ილაპარაკებ ცეცხლში გექნება ხელი სანამ არ ალაპარაკდები". გაიუს მუციუს სცევოლამ //ასე ერქვა ჭაბუკს//თვითონ ჩადო ხელი ცეცხლში და მანამდე ეჭირა იქ სანამ ხელისგან არ დარჩა მხოლოდ დამწვარი ძვლები. და მხოლოდ მაშინ უთხრა მან მეფეს:"კიდევაა 300 ჭაბუკი რომელმაც დაიფიცა შენი მოკვლა". "ჩვენ ადამიანებთან მოვედით საომრად და არა ღმერთებთან, თუ შენნაირები ასობითაა ჯობია წავიდეთ",თქვა მეფემ.
სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა სიმბოლო ხელის მტევანი, რომელიც შემდეგ იქცა ავგუსტეს მშვიდობის //Pax Augusta// სიმბოლოდ. რა არის ავგუსტეს მშვიდობა და ვინ იყო ავგუსტე? მოდით ნუ ვილაპარაკებთ ამაზე მხოლოდ ისტორიის თვალსაზრისით.ამის ამოკითხვა და მოსმენა სხვაგანაც შეიძლება, მე ფილოსოფოსი ვარ და მოგიყვებით ავგუსტეს "სიგიჟეზე",მის საოცარ "სიგიჟეზე",მის "გიჟურ "მისწრაფებაზე ხალხის,სხვადასხვა რასის,სხვადასხვა რწმენის,სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა გაერთიანებისკენ.
ეს იყო საკურთხეველი გაშლილი ხელისგულით რომელიც იყო მშვიდობისა და ადამიანთა თანხმობის სიმბოლო.
მან მოიწვია სხვადასხვა ქვეყნისა და რელიგიის წარმომადგენლები რათა აეგო დიადი სახელმწიფო.
და მან ყველაზე გონიერ,ყველაზე მშვენიერ რამედ გამოაცხადა თანხმობა. ის უფრო ბუნებრივია ვიდრე თანასწორობა. რა არის თანხმობა- Concordia? , რა იყო ის ავგუსტუსისთვის? რა არის რომაული თანხმობა?
ავგუსტუსისთვის ის იყო რაც იყი თვითონ სიტყვა con-cordia ,გული გულთან.
დღეს,როდესაც ვცდილობთ ადამიანების გაერთიანებას თანასწორობის საფუძველზე ჩვენ ვივიწყებთ რომ ერთნაირები შორდებიან ერთმანეთს,რომ ერთმანეთს იზიდავენ საპირისპიროები. ვივიწყებთ რომ დღეს მოსდევს ღამე,სიცივეს-სიცხე. ვივიწყებთ რომ ოჯახის საფუძველია მამაკაცის და ქალის კავშირი და არა მამაკაცის და მამაკაცის თუ ქალის და ქალის კავშირი.
ავგუსტუსის მსოფლიოს თანხმობა ერთობა იყო. რა გამოვა თუ კი მოვინდომებთ ყველაფრის გათანაბრებას და ყველაფრის ერთმანეთისთვის დამსგავსებას? განა შეიძლება ბურჯების და ლამპრების და ლამპრების და იატაკის ერთმანეთთან გაიგივება?
ჰარმონიისთვის ამ დარბაზს სჭირდება სხვადასხვა საგანი:მას სჭირდება ბურჯები,ჭერი,იატაკი,სავარძლები,ხალიჩები,სხვადასხვა მაგიდა,ჭაღი რომელიც ყველას გვანათებს.
ავგუსტუსმა ეს გაიგო. ის მიხვდა რომ თანხმობა არ გამორიცხავს ინდივიდუალობას,არ თრგუნავს ინდივიდუალობას,არ ითხოვს ადამიანებისგან მათი საკუთარი ძალის უარყოფას.
და უპირველეს ყოვლისა ავგუსტუსმა ყოველ ადამიანს მისცა ღირსებით,უმრავლესობისთვის უხილავი მაგრამ დღესაც არსებული ძველი ღირსებით ცხოვრების საშუალება.
ერთობა რომელზეც ვლაპარაკობთ ახასიათებდათ რომის მონებსაც. ავგუსტუსის დროს ერთ ქალაქს მიადგნენ ბარბაროსები. მათ მოსაგერიებლად გასული მეომრები დამარცხდნენ. ქალაქში რჩებოდნენ ქალები,ბავშვები და მონები.
მონებმა მიმართეს თავის ქალბატონებს:"მოგვეცით უფლება ვიომოთ,მოგვეცით იარაღი,თქვენი მეუღლეების საჭურველი და ჩვენ ვიომებთ!" მაშინ კატაპულტები ქალაქში ყრიდნენ წერილებს რომ თუ ქალაქი დაეცემა ქალებს მისცემენ მონებს და მონები გაძარცვავენ და გადაწვავენ ყველაფერს.
ამის გამგონე მონებმა დაჟინებით მოითხოვეს იარაღი,მიიღეს,გავიდნენ,დაამარცხეს ბარბაროსები და გამარჯვებით დაბრუნებულებმა ქალაქის ცენტრში დადგეს იარაღის პირამიდა.
როდესაც ქალებმა კითხეს მონებს თუ რატომ მოიქცნენ ისინი ასე მონებმა უპასუხეს: "რომის მონობა ჯობია ბარბაროსებში თავისუფლებას!" რისი სწავლება შეუძლია ჩვენთვის ღირსების ამ გრძნობას, მიცემული სიტყვისთვის ერთგულებას რომლებიც რომში მონებსაც კი ახასიათებდათ?
დღეს დაპირება აღარაფერს ნიშნავს. იმ დროს ადამიანებმა იცოდნენ მიცემული სიტყვის საიდუმლო.
გავიხსენოთ პომპეის კარის გუშაგი რომელიც ხედავდა ვეზუვიდან მომავალ ლავას მაგრამ მას ფეხი არ მოუცვლია. ის ასრულებდა დავალებას კარიბჭის დაცვის შესახებ და დაიღუპა დავალების სესრულებისას.
ისტორიაში იყვნენ მეფეების გამოწვევის უნარის მქონე ადამიანები,მთელი ჯარების გამომწვევი მონები,გუშაგები რომლებიც არ იხევდნენ უკან ბუნების მრისხანე ძალის წინაშე. საიდანაა ეს ძალა? საიდანაა ეს იდეალი როგორიც იყო რომი?
რომი არაა ქალაქი,ადგილი. რომი ცენტრია,ფოკუსია,მთელი მსოფლიოს გამნათებელი წყაროა.
რომმა შეითვისა ყველაფერი რაც კი ყველაზე ღირებული ჰქონდათ სხვა ხალხებს.
ლაპარაკობენ გარყვნაზე,დაცემაზე. რა თქმა უნდა იყო ესეც.
რომი ძალიან გარყვნილი იყო და დაეცა...მაგრამ რატომ დაეცა რომი?
რომი დაეცა იმიტომ რომ ოდესღაც დიადი იყო, უბედურები არიან ხალხები ვისაც არასოდეს ექნებათ დაცემის საშუალება! ეცემა მხოლოდ ის ვინც დიდი იყო.
რა თქმა უნდა არიან ხალხები რომლებიც კვდებიან "ბავშვებად",ჯუჯებად.მათ ვერ შესძლეს ფეხზე დადგომა და რაღაცად ქცევა და ამიტომ არც შეეძლოთ წაქცევა.
ამბობენ რომ რომის იმპერიაში იყო უზნეობის უფსკრულები და ეს მართლაც ასეა.
მაგრამ რომს ჰქონდა ღირსების და სათნოებათა მწვერვალებიც. თუ გინახავთ სადმე მთები რომლებსაც აქვთ მწვერვალები მაგრამ არა აქვთ ციცაბო ფერდობები და უფსკრულები?
როგორია ჩვენი იდეალი რომელსაც ვუწოდებთ "აკროპოლისის" იდეალს?
დაყრდნობა საუკეთესოზე,მწვერვალებზე და არა უფსკრულებზე. ჩვენ ვდილობთ დიდი ადამიანების და არა ჯუჯების,დიდ გამარჯვებათა და არა დამარცხებების გახსენებას.
ჩვენ გვაქვს ღრმად მიწაში და წინაპართა ხსოვნაში ფესვგადგმული იდეალი.
ესაა მსოფლიოს დიდი მოქალაქეობის იდეალი. ადამიანები რომაელები უნდა იყვნენ მაღალი კულტურით,ზნეობით,ცოცხალი ღრმა გრძნობით და არა წარმოშობით. ესაა წინაპრებისგან მიღებული ისეთივე მემკვიდრეობა როგორც წყალი,როგორც მიწა.
ხანდახან ვივიწყებთ რომ შეიძლება სწავლა ბუნებისგან. ჩვენ ვსწავლობთ ისტორიას წიგნებიდან მაგრამ მოდით ვისწავლოთ წყლისგანაც.
წყალი ვარდება მაღალი ღრუბლებიდან,ეშვება მთებიდან და დაუღალავად,ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვით მიედინება ზღვისკენ.ის სიცოცხლეს ანიჭებს ახალ ხეებს და გზიდან იშორებს დაბრკოლებებს, ზღვაში დაბრუნებული თავისუფალი წყალი ისევ ორთქლდება რათა ავიდეს ცაში.ასეთია მისი წრებრუნვა სიცოცხლიდან სილვდილისკენ და სიკვდილიდან სიცოცხლისკენ.
რომმა გვასწავლა რომ შეიძლება გვქონდეს მსოფლიო დედაქალაქი. გვასწავლა რომ ყველა გზას მივყავართ რომში.
სხვა სიტყვებით ყველა გზას შეუძლია ჩვენი მიყვანა ძალის და სულიერების ცენტრში. რომის გზებზე გზას უთმობდნენ რომიდან დაბრუნებულებს და არა რომში მიმავლებს იმიტომ რომ რომ დაბრუნებულებს თან მიჰქონდათ დიდი დედაქალაქის სული. გზას უთმობდნენ ამ სულის მატარებლებს.
დღეს ჩვენ არ ვუთმობთ გზას სულიერების მატარებლებს....
ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოკრატიის ხანაში და ტექნიკა კი გვკლავს ჩვენ.ის გვაძლევს მოგზაურობის,ურთიერთობის საშუალებას. მაგრამ შეხედეთ სრულყოფა განიცადეს მანქანებმა და არა ადამიანებმა.
კოსმიური აპარატების მმართველი ადამიანი არაა უკეთესი რომაელ მეზღვაურზე. უნდა იზრდებოდეს თვითონ ადამიანი,მან უნდა იპოვოს თავისი თავი. ამიტომ გთავაზობთ ახალ ჰუმანიზმს რომელშიც არის რაღაც ძველი რომისგან. ის არ ეყრდნობა წარმავალ ფასეულობებს. მისი ფესვები ისტორიაშია.
ისაა თანხმობით,გულითადი ცხოვრების ჰუმანიზმი. ის არაა რაციონალური გარიგება, ის გულთა ერთობაა. ეს თანხმობა ძმას გვიჩვენის კანის სხვა ფერის და სხვა სარწმუნოების ადამიანში იმდენად რამდენადაც მასაც სწყურია აღმშენებლობა.
გავიხსენოთ მოხუცი კატონი რომელსაც მიადგნენ იმ ცნობით რომ მან უნდა დაიკავოს ტახტი. მან უთხრა:"გამავლებინეთ ხნული. მმართველები მიდიან და ხნული რჩება". დღეს ჩვენ არ ვაფასებთ ხნულს,ჩვენ არ ვაფასებთ მიწიდან მომავალს,იმას რასაც აქვს შინაგანი სიღრმე.
ჩვენ დაგვავიწყდა რომ სწორედ ამ სიღრმეშია ჩვენი ცივილიზაციის ძალა.
მასში იყო ლათინური სამყაროს ძალა,ღირსებაში და არა მანქანებში.
თუ გიფიარიათ იმაზე თუ რატომ ესოდენ მამაცი ურიცხვ ბარბაროსთა პირისპირ მდგომი რომაელი მეომარი? მასში იყო რომის სული,ის თავს გრძნობდა იმპერიის ნაწილად,ამაღლებული და ძლიერი იდეის ნაწილად.
რომ
ადამიანი ძლიერია იმდენად რამდენადაც ძლიერია და დიდია მისი იდეალი. ძლიერია სხვაში თანხმობის ძმის ამომცნობი ადამიანი,ძმისა რომელთანაც ერთად მას შეუძლია დაბრკოლებათა და კრიზისების დაძლევა.
ერთობის,თანხმობის,სულიერი ძალის იდეალები უკვდავი იდეალებია. მიწაში ჩასრესილი იდეალებიც იზრდება ხორბლის მსგაცსად. ჰუმანიზმის და სულიერების იდეალების მთესველი ხედავს ღირსების გრძნობის ზრდას. ეს გრძნობა იცავდა რომს. ეს გრძნობა დაიცავს მომავალს...
ეს გვასწავლა რომმა. რომმა გვასწავლა ისიც რომ მთავარია სულის ხარისხი და არა ოქრო.
რომმა გვასწავლა რომ ჩვენ შეგვიძლია უფსკრულთა გადალახვა მტკიცე
ბურჯებზე ხიდის აგებით. მან დაგვარწმუნა იმაში რომ გარეგნულად მოტეხილ ადამიანებს შეუძლიათ ძალების ისევ აღდგენა,ნებისმიერი მიზნის მიღწევა.
რომმა გვასწავლა სიტყვის ძალა,სიტყვის ღვთაებრივი ძალა,სიტყვისა რომელზეც ლაპარაკობს ყველა რელიგია.
ციცერონის თქმით სიტყვაა უდიდესი ძალა რომელსაც მიჰყავს არმიები,რომლის წინაშეც უკან იხევს მონარქთა ძალა.
და რა თქვა ალექსანდრიაში ჩასულმა მარკუს ავრელიუსმა როდესაც მას როგორც კეისარს მიესალმნენ ხელის აწევით? მან შეხედა თავის რიტორიკოს მეგობრებას და უთხრა :"უბრალო მოხვევა უფრო მესიამოვნებოდა".
http://www.livraga.ru/statji/istoricheskaya_rol_rima.htm
http://iriney.ru/sects/acropol/001.htm
მუციუს სცევოლა. |
რომის ფესვები არის ერთ-ერთ დიდ იმპერიაში, ეტრუსკთა იმპერიაში და არა მარტო ისეთ ნაკლებად ცნობილ ხალხებში, როგორებიც იყვნენ ტირენიელები თუ საბინელები. ის რომ დღეს არ შეგვიძლია ეტრუსკების ძველი ტრაქტატების წაკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ეტრუსკებს არ მოუხდენიათ გავლენა ძველი ცივილიზაციების განვითარებაზე. ...
რომმა დაშლილ-დაქუცმაცებული, ფრაგმენტებად დამსხვრეული ელინური სამყაროდან შექმნა ერთი მთლიანობა, მან გააერთიანა ყველაფერი, მან შექმნა ქურა რომლიდანაც სხვადასხვა ლითონიდან გამოვიდა საოცარი შენადნობი – რომაული ცივილიზაცია. რამდენი ლაპარაკი შეგვიძლია რომზე, რამდენი რამის მოთხრობა შეუძლიათ ამ ძველ ქვებს!
კასტილიის ადგილ სეგობრიგაში მე ვნახე უზარმაზარი გაბზარული მარმარილოს ფილა რომელზეც ლათინურად ეწერა:"ო,მოგზაურო,შეხედე,აქ გაიარეს ავგუსტეს ლეგიონებმა. და გახსოვდეს რომ ჩვენ გავივლით ქარისავით სწრაფად" დღეს ახსენებენ მხოლოდ ბოლო სიტყვებს, დანარჩენი დავიწყებულია.
მაგრამ განა ამ სიტყვებშიც არ ისმის რაღაც ჭეშმარიტად რომაული, რაღაც დიადი? განა ამ სიტყვებში არ ისმის რაღაც მისნების ნათქვამიდან? გავიხსენოთ რომის დასაწყისი, შორეული ძვ.წ.507 წლის ერთი ლეგენდა. როდესაც დაეცა ძველი მონარქია ეტრუსკთა მეფემ ვერ მოახერხა შემდეგ მარადიულ ქალაქად წოდებული რომის შეტევით აღება და ალყა შემოარტყა მას.
Аra pacis-ის ერთი მხარე |
შეპყრობილმა ვაჟკაცმა თქვა რომ მისი ერთადერთი სურვილია მეფის მოკვლა. მას ჰკითხეს თუ რამდენს სურდა მეფის მოკვლა და ვინ არიან ისინი. ჭაბუკი დუმდა.
"მაშ,თუ არ ილაპარაკებ ცეცხლში გექნება ხელი სანამ არ ალაპარაკდები". გაიუს მუციუს სცევოლამ //ასე ერქვა ჭაბუკს//თვითონ ჩადო ხელი ცეცხლში და მანამდე ეჭირა იქ სანამ ხელისგან არ დარჩა მხოლოდ დამწვარი ძვლები. და მხოლოდ მაშინ უთხრა მან მეფეს:"კიდევაა 300 ჭაბუკი რომელმაც დაიფიცა შენი მოკვლა". "ჩვენ ადამიანებთან მოვედით საომრად და არა ღმერთებთან, თუ შენნაირები ასობითაა ჯობია წავიდეთ",თქვა მეფემ.
სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა სიმბოლო ხელის მტევანი, რომელიც შემდეგ იქცა ავგუსტეს მშვიდობის //Pax Augusta// სიმბოლოდ. რა არის ავგუსტეს მშვიდობა და ვინ იყო ავგუსტე? მოდით ნუ ვილაპარაკებთ ამაზე მხოლოდ ისტორიის თვალსაზრისით.ამის ამოკითხვა და მოსმენა სხვაგანაც შეიძლება, მე ფილოსოფოსი ვარ და მოგიყვებით ავგუსტეს "სიგიჟეზე",მის საოცარ "სიგიჟეზე",მის "გიჟურ "მისწრაფებაზე ხალხის,სხვადასხვა რასის,სხვადასხვა რწმენის,სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა გაერთიანებისკენ.
ეს იყო საკურთხეველი გაშლილი ხელისგულით რომელიც იყო მშვიდობისა და ადამიანთა თანხმობის სიმბოლო.
მან მოიწვია სხვადასხვა ქვეყნისა და რელიგიის წარმომადგენლები რათა აეგო დიადი სახელმწიფო.
და მან ყველაზე გონიერ,ყველაზე მშვენიერ რამედ გამოაცხადა თანხმობა. ის უფრო ბუნებრივია ვიდრე თანასწორობა. რა არის თანხმობა- Concordia? , რა იყო ის ავგუსტუსისთვის? რა არის რომაული თანხმობა?
ავგუსტუსისთვის ის იყო რაც იყი თვითონ სიტყვა con-cordia ,გული გულთან.
დღეს,როდესაც ვცდილობთ ადამიანების გაერთიანებას თანასწორობის საფუძველზე ჩვენ ვივიწყებთ რომ ერთნაირები შორდებიან ერთმანეთს,რომ ერთმანეთს იზიდავენ საპირისპიროები. ვივიწყებთ რომ დღეს მოსდევს ღამე,სიცივეს-სიცხე. ვივიწყებთ რომ ოჯახის საფუძველია მამაკაცის და ქალის კავშირი და არა მამაკაცის და მამაკაცის თუ ქალის და ქალის კავშირი.
ავგუსტუსის მსოფლიოს თანხმობა ერთობა იყო. რა გამოვა თუ კი მოვინდომებთ ყველაფრის გათანაბრებას და ყველაფრის ერთმანეთისთვის დამსგავსებას? განა შეიძლება ბურჯების და ლამპრების და ლამპრების და იატაკის ერთმანეთთან გაიგივება?
ჰარმონიისთვის ამ დარბაზს სჭირდება სხვადასხვა საგანი:მას სჭირდება ბურჯები,ჭერი,იატაკი,სავარძლები,ხალიჩები,სხვადასხვა მაგიდა,ჭაღი რომელიც ყველას გვანათებს.
ავგუსტუსმა ეს გაიგო. ის მიხვდა რომ თანხმობა არ გამორიცხავს ინდივიდუალობას,არ თრგუნავს ინდივიდუალობას,არ ითხოვს ადამიანებისგან მათი საკუთარი ძალის უარყოფას.
და უპირველეს ყოვლისა ავგუსტუსმა ყოველ ადამიანს მისცა ღირსებით,უმრავლესობისთვის უხილავი მაგრამ დღესაც არსებული ძველი ღირსებით ცხოვრების საშუალება.
ერთობა რომელზეც ვლაპარაკობთ ახასიათებდათ რომის მონებსაც. ავგუსტუსის დროს ერთ ქალაქს მიადგნენ ბარბაროსები. მათ მოსაგერიებლად გასული მეომრები დამარცხდნენ. ქალაქში რჩებოდნენ ქალები,ბავშვები და მონები.
მონებმა მიმართეს თავის ქალბატონებს:"მოგვეცით უფლება ვიომოთ,მოგვეცით იარაღი,თქვენი მეუღლეების საჭურველი და ჩვენ ვიომებთ!" მაშინ კატაპულტები ქალაქში ყრიდნენ წერილებს რომ თუ ქალაქი დაეცემა ქალებს მისცემენ მონებს და მონები გაძარცვავენ და გადაწვავენ ყველაფერს.
ამის გამგონე მონებმა დაჟინებით მოითხოვეს იარაღი,მიიღეს,გავიდნენ,დაამარცხეს ბარბაროსები და გამარჯვებით დაბრუნებულებმა ქალაქის ცენტრში დადგეს იარაღის პირამიდა.
იმპერატორი ავგუსტუსი დიდი ხნის წინ, ორი ათასი წლის წინ, ავგუსტუსი იყო მსოფლიოს მოქალაქე. მან ააგო Аra pacis, მშვიდობის საკურთხეველი. |
დღეს დაპირება აღარაფერს ნიშნავს. იმ დროს ადამიანებმა იცოდნენ მიცემული სიტყვის საიდუმლო.
გავიხსენოთ პომპეის კარის გუშაგი რომელიც ხედავდა ვეზუვიდან მომავალ ლავას მაგრამ მას ფეხი არ მოუცვლია. ის ასრულებდა დავალებას კარიბჭის დაცვის შესახებ და დაიღუპა დავალების სესრულებისას.
ისტორიაში იყვნენ მეფეების გამოწვევის უნარის მქონე ადამიანები,მთელი ჯარების გამომწვევი მონები,გუშაგები რომლებიც არ იხევდნენ უკან ბუნების მრისხანე ძალის წინაშე. საიდანაა ეს ძალა? საიდანაა ეს იდეალი როგორიც იყო რომი?
რომი არაა ქალაქი,ადგილი. რომი ცენტრია,ფოკუსია,მთელი მსოფლიოს გამნათებელი წყაროა.
რომმა შეითვისა ყველაფერი რაც კი ყველაზე ღირებული ჰქონდათ სხვა ხალხებს.
ლაპარაკობენ გარყვნაზე,დაცემაზე. რა თქმა უნდა იყო ესეც.
რომი ძალიან გარყვნილი იყო და დაეცა...მაგრამ რატომ დაეცა რომი?
რომი დაეცა იმიტომ რომ ოდესღაც დიადი იყო, უბედურები არიან ხალხები ვისაც არასოდეს ექნებათ დაცემის საშუალება! ეცემა მხოლოდ ის ვინც დიდი იყო.
რა თქმა უნდა არიან ხალხები რომლებიც კვდებიან "ბავშვებად",ჯუჯებად.მათ ვერ შესძლეს ფეხზე დადგომა და რაღაცად ქცევა და ამიტომ არც შეეძლოთ წაქცევა.
ამბობენ რომ რომის იმპერიაში იყო უზნეობის უფსკრულები და ეს მართლაც ასეა.
მაგრამ რომს ჰქონდა ღირსების და სათნოებათა მწვერვალებიც. თუ გინახავთ სადმე მთები რომლებსაც აქვთ მწვერვალები მაგრამ არა აქვთ ციცაბო ფერდობები და უფსკრულები?
როგორია ჩვენი იდეალი რომელსაც ვუწოდებთ "აკროპოლისის" იდეალს?
დაყრდნობა საუკეთესოზე,მწვერვალებზე და არა უფსკრულებზე. ჩვენ ვდილობთ დიდი ადამიანების და არა ჯუჯების,დიდ გამარჯვებათა და არა დამარცხებების გახსენებას.
ჩვენ გვაქვს ღრმად მიწაში და წინაპართა ხსოვნაში ფესვგადგმული იდეალი.
ესაა მსოფლიოს დიდი მოქალაქეობის იდეალი. ადამიანები რომაელები უნდა იყვნენ მაღალი კულტურით,ზნეობით,ცოცხალი ღრმა გრძნობით და არა წარმოშობით. ესაა წინაპრებისგან მიღებული ისეთივე მემკვიდრეობა როგორც წყალი,როგორც მიწა.
ხანდახან ვივიწყებთ რომ შეიძლება სწავლა ბუნებისგან. ჩვენ ვსწავლობთ ისტორიას წიგნებიდან მაგრამ მოდით ვისწავლოთ წყლისგანაც.
წყალი ვარდება მაღალი ღრუბლებიდან,ეშვება მთებიდან და დაუღალავად,ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვით მიედინება ზღვისკენ.ის სიცოცხლეს ანიჭებს ახალ ხეებს და გზიდან იშორებს დაბრკოლებებს, ზღვაში დაბრუნებული თავისუფალი წყალი ისევ ორთქლდება რათა ავიდეს ცაში.ასეთია მისი წრებრუნვა სიცოცხლიდან სილვდილისკენ და სიკვდილიდან სიცოცხლისკენ.
რომმა გვასწავლა რომ შეიძლება გვქონდეს მსოფლიო დედაქალაქი. გვასწავლა რომ ყველა გზას მივყავართ რომში.
სხვა სიტყვებით ყველა გზას შეუძლია ჩვენი მიყვანა ძალის და სულიერების ცენტრში. რომის გზებზე გზას უთმობდნენ რომიდან დაბრუნებულებს და არა რომში მიმავლებს იმიტომ რომ რომ დაბრუნებულებს თან მიჰქონდათ დიდი დედაქალაქის სული. გზას უთმობდნენ ამ სულის მატარებლებს.
დღეს ჩვენ არ ვუთმობთ გზას სულიერების მატარებლებს....
ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოკრატიის ხანაში და ტექნიკა კი გვკლავს ჩვენ.ის გვაძლევს მოგზაურობის,ურთიერთობის საშუალებას. მაგრამ შეხედეთ სრულყოფა განიცადეს მანქანებმა და არა ადამიანებმა.
კოსმიური აპარატების მმართველი ადამიანი არაა უკეთესი რომაელ მეზღვაურზე. უნდა იზრდებოდეს თვითონ ადამიანი,მან უნდა იპოვოს თავისი თავი. ამიტომ გთავაზობთ ახალ ჰუმანიზმს რომელშიც არის რაღაც ძველი რომისგან. ის არ ეყრდნობა წარმავალ ფასეულობებს. მისი ფესვები ისტორიაშია.
ისაა თანხმობით,გულითადი ცხოვრების ჰუმანიზმი. ის არაა რაციონალური გარიგება, ის გულთა ერთობაა. ეს თანხმობა ძმას გვიჩვენის კანის სხვა ფერის და სხვა სარწმუნოების ადამიანში იმდენად რამდენადაც მასაც სწყურია აღმშენებლობა.
გავიხსენოთ მოხუცი კატონი რომელსაც მიადგნენ იმ ცნობით რომ მან უნდა დაიკავოს ტახტი. მან უთხრა:"გამავლებინეთ ხნული. მმართველები მიდიან და ხნული რჩება". დღეს ჩვენ არ ვაფასებთ ხნულს,ჩვენ არ ვაფასებთ მიწიდან მომავალს,იმას რასაც აქვს შინაგანი სიღრმე.
ჩვენ დაგვავიწყდა რომ სწორედ ამ სიღრმეშია ჩვენი ცივილიზაციის ძალა.
მასში იყო ლათინური სამყაროს ძალა,ღირსებაში და არა მანქანებში.
თუ გიფიარიათ იმაზე თუ რატომ ესოდენ მამაცი ურიცხვ ბარბაროსთა პირისპირ მდგომი რომაელი მეომარი? მასში იყო რომის სული,ის თავს გრძნობდა იმპერიის ნაწილად,ამაღლებული და ძლიერი იდეის ნაწილად.
რომ
ადამიანი ძლიერია იმდენად რამდენადაც ძლიერია და დიდია მისი იდეალი. ძლიერია სხვაში თანხმობის ძმის ამომცნობი ადამიანი,ძმისა რომელთანაც ერთად მას შეუძლია დაბრკოლებათა და კრიზისების დაძლევა.
ერთობის,თანხმობის,სულიერი ძალის იდეალები უკვდავი იდეალებია. მიწაში ჩასრესილი იდეალებიც იზრდება ხორბლის მსგაცსად. ჰუმანიზმის და სულიერების იდეალების მთესველი ხედავს ღირსების გრძნობის ზრდას. ეს გრძნობა იცავდა რომს. ეს გრძნობა დაიცავს მომავალს...
ეს გვასწავლა რომმა. რომმა გვასწავლა ისიც რომ მთავარია სულის ხარისხი და არა ოქრო.
რომმა გვასწავლა რომ ჩვენ შეგვიძლია უფსკრულთა გადალახვა მტკიცე
ბურჯებზე ხიდის აგებით. მან დაგვარწმუნა იმაში რომ გარეგნულად მოტეხილ ადამიანებს შეუძლიათ ძალების ისევ აღდგენა,ნებისმიერი მიზნის მიღწევა.
რომმა გვასწავლა სიტყვის ძალა,სიტყვის ღვთაებრივი ძალა,სიტყვისა რომელზეც ლაპარაკობს ყველა რელიგია.
ციცერონის თქმით სიტყვაა უდიდესი ძალა რომელსაც მიჰყავს არმიები,რომლის წინაშეც უკან იხევს მონარქთა ძალა.
და რა თქვა ალექსანდრიაში ჩასულმა მარკუს ავრელიუსმა როდესაც მას როგორც კეისარს მიესალმნენ ხელის აწევით? მან შეხედა თავის რიტორიკოს მეგობრებას და უთხრა :"უბრალო მოხვევა უფრო მესიამოვნებოდა".
No comments:
Post a Comment