11.05.2011

გამქრალი ცივილიზაციები-5, ჰუნები და ატილას დიდება:

ჰუნების ამ მხეცმა ბელადმა ატილამ,რომელსაც ღვთის ჭირი უწოდეს იცოდა ბერძნული და ლათინური ენები და თავის დახვეწილ კარზე ის იმეორებდა რომაულ წეს-ჩვეულებებს.
ჰუნები პირველად ახსენა ბერძენმა სწავლულმა პტოლემემ ა.წ.160-170 წლებში. 
მან აღწერა მომთაბარე, მშვიდობიანი, შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ურალს შორის მცხოვრები ხალხი.


მათი წარმოშობის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ზოგის აზრით ისინი უნდა მოსულიყვნენ აზიიდან, თურქეთიდან, უგრული რეგიონიდან  //ევროპის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი//. სხვების აზრით ისინი უნდა მოსულიყვნენ შუა აზიიდან  
//მონღოლეთი და ჩრდილოეთი ჩინეთი//. 


სინამდვილეში ჰუნები უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ რომის იმპერიის საზღვრებამდე მათი გადაადგილებისას მათ მიერ დამარცხებული ხალხების ასიმილაციის შედეგად და შემდგარი უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა წარმოშობის ჯგუფებისგან. 

სანდო წყაროებიდან ცნობილია,მაგალითად,რომ ზოგი ჰუნი იყო გოთი//გერმანელი// და ზოგი ჰუნი-ალანი //ირანელი//. 


ამ თემებს ერთმანეთთან აკავშირებდა მხოლოდ  მომთაბარე ცხოვრების წესი და მათი ენა რომელშიც ამოიცნობა წარმოშობით თურქული და ირანული სახელები. საკუთრივ ჰუნური ენა კი უცნობია, ვინაიდან არ არსებობს წერილობითი ტექსტები.


სოლიდური რეპუტაცია:
როგორ შეძლეს ნამდვილი იმპერიის, ბარბაროსთა ძლიერი ფედერაციის შექმნა ამ მომთაბარე და მათი ჯოგების გადაადგილებას მიმყოლმა ხალხებმა?


ისტორიამ ეს არ იცის, მაგრამ  ცნობილია მათ მიერ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ტრამალების დაპყრობა მემკვიდრეობისთვის ძმათამკვლელ ომებში დამხობამდე. 


ევროპაში შესევის ამ ორსაუკუნოვანმა პერიოდმა მათ ყველზე  სახელგანთქმულ ბელად ატილას სახელად მისცა "ღმერთის ჭირი" და მთელ ხალხს შეუქმნა სასტიკი,დაუნდობელი,ოქროს და სისხლს დახარბებული, ღრიალით სოფლების ამკლები,გზაზე ყველაფრის მომსპობ-გამანადგურებელი ხალხის რეპუტაცია.


მაგრამ მიუხედავად ამისა მკვლევარები თვლიან რომ ჰუნებმა შესძლეს იმ ხანისთვის ორგანიზებული და ლათინური ცივილიზაციის და სამხედრო,დამკრძალავი და მხატვრული ხელოვნებების განვითარება როგორც ამას ადასტურებენ რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ტრამალებში ნაპოვნი სამარხები. 


შესანიშნავი ცხენოსნები:


        რომაელების და გოთების მიერ დაწერილი ტექსტები ჰუნებს აღწერენ როგორც ევროპული ტიპის,მონღოლოიდური ნაკვთების,მუქი კანის,უწვერო სახის,დაბალ,ჯმუხ,დიდთავიან და ფართობეჭებიან ადამიანებს. 


          ჰუნები უბადლო ცხენოსნები იყვნენ,რაც მათ ანიჭებდა უეჭველ სამხედრო უპირატესობას. ისინი გადაადგილდებოდნენ სწრაფი და ამტანი დაბალი ცხენებით რომლებზეც იდგა მაღალი თაღნარებიანი უნაგირები რაც მხედარს ანიჭებდა სტაბილურობას. ჰუნთა 500-1000 კაცისგან შემდგარი ჯგუფები სხვადასხვა მხრიდან უტევდნენ მტერს და არღვევდნენ მის წყობას. მოკლე შვილდისრის მქონე ჰუნები //ისინი შვილდს უნაგირიდანვე ისროდნენ// უტევდნენ მოულოდნელად,ისროდნენ შორიდან როგორც ზაფხულში ისე ზამთარში რთული ჰავის მქონე რეგიონებში. 


        ყოველგვარი წინააღმდეგობის გასატეხად ჰუნები მიმართავდნენ ტერორს,წვავდნენ დასახლებებს და ჟლეტდნენ მოსახლეობებს თავისი გრძელი ორპირა ხმლებით. 


            უბადლო ცხენოსნები ჰუნები სიყვარულით ამკობდნენ ცხენებს.ამ დამპყრობელი ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საბრძოლო იარაღს რომელსაც აფასებდნენ როგორც პრაქტიკული ისევე ესთეტიკური კრიტერიუმებით. მათ უყვარდათ საბრძოლო იარაღის შემკობა.


                 ჰუნები არ ყოფილან მხოლოდ მეომრები. მომთაბარე მესაქონლეებს,მათი პირუტყვი მათ აძლევდა ხორცს,ტყავს,ბეწვს. გადაადგილებისას მათ ისწავლეს ოქრომჭედლობა და ტყავის დამუშავება. ნაპოვნია მათ მიერ ბერძნული,რომაული თუ აზიური გავლენებით გაკეთებული სამკაულები.


            ჰუნებს არ ჰქონიათ არანაირი სალოცავი,მაგრამ როგორც ჩანს თაყვანს სცემდნენ ცხოველებს. ამის გამოხატულება უნდა ყოფილიყო ცხენების აღკაზმულობა  და ცხოველური სტილის სამკაულები. 


             ჰუნები ხოცავდნენ ბავშვებს,მოხუცებს,და ამახინჯებდნენ თავის ქალის ფორმას. ამ უკანასკნელ წეს-ჩვეულებას მისდევდნენ ლათინური ამერიკის ხალხებიც. ჩვილ ბავშვთა თავს აქცევდნენ ტყავის კარკასში რითიც თავის ქალას აძლევდნენ განსაკუთრებულ ფორმას. ამას უმთავრესად უკეთებდნენ გოგონებს. ეს ალბათ შეესაბამებოდა ესთეტიკურ კრიტერიუმებს და შეიძლება იყო პატივისცემის ნიშანიც,თუმცა ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამის შესახებ.




                         ჰუნები იპყრობენ ევროპას:


               
      ჰუნებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს დიდი შემოსევების დაწყებაში. ეს შემოსევები იყო ბარბაროსი ხალხების ხანდახან ძალისმიერი შეჭრა რომის იმპერიაში მე-4 საუკუნის დასასრულისთვის. 


            ჰუნები აქამდე ცხოვრობდნენ ვოლგას აღმოსავლეთით გაშლილ დიდ ველებზე და მათ ვოლგა პირველად გადალახეს 374 წლისთვის ბელადი ბალამირის ხელმძღვანელობით //ეს სახელი შეიძლება ბელადის სლავურ წარმომავლობაზე მიუთითებდეს,მთარგმნელი//. 


               პირველად მათ დაიპყრეს კავკასიის ჩრდილოეთით მცხოვრები ალანები,შემდეგ კი უკრაინის და რუსეთის ოსტროგოთები. ჰუნების ურდოებისგან გაქცეული ვიზიგოთები რომის ტერიტორიაზე შეიჭრნენ 376 წლისთვის. მათ მიყვნენ ვანდალები,სვევები,ბურგუნდები,ალამანები. 
             ბარბაროსების ამ ნიაღვარმა დაშალა დასავლეთი რომის იმპერია.


              400 წელს ჰუნები ბატონობდნენ კარპატებიდან ურალამდე გადაშლილ ტერიტორიაზე. 


               ჰუნები შედგებოდნენ სამი ურდოსგან რომელთაც ხელმძღვანელობდნენ სამი ძმა,როასი,მუნძუკი და ოკტარი. 


                   როასის ორმა ვაჟიშვილმა ბლედამ და ატილამ განაგრძეს დაპყრობები  და მივიდნენ ანატოლიამდე,ბიზანტიის კარიბჭემდე. ბიზანტია დათანხმდა ხარკის გადახდაზე დაცვის სანაცვლოდ და მოკავშირეობას დაჰპირდა დამოუკიდებლობის შემნარჩუნებელ ბარბაროსებს. 


   ამასობაში დასავლეთის რომის იმპერია ფულს უხდიდა ჰუნებს და სინიც სანაცვლოდ აძევებდნენ რომის ტერიტორიაზე დამკვიდრებულ ბარბაროსებს, ჰუნებმა ასე განავრცეს თავისი იმპერია ალპებამდე ,რაინამდე  და ვისტულამდე. 


             ეს სუსტი წონასწორობა დაირღვა მას შემდეგ რაც ატილამ მოკლა თავისი ძმა და გადაიქცა ჰუნების ერთადერთ მეფედ.


                ატილამ მაშინ ბიზანტიის იმპერიას მოსთხოვა იმხელა გადასახადი რომ იმპერატორმა მარკიანემ უარი თქვა ამაზე.




                        ატილა,ღმერთის ჭირი:


          ჰუნთა  დიდი ბელადი ატილას მეფობა გაგრძელდა 8 წელს და დასრულდა ჰუნთა ძლიერების დამხობით. ატილამ ვერ დასძლია ბიზანტიის წინააღმდეგობა და შებრუნდა დასავლეთისკენ. მან მოინდომა დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორის დის,ჰონორიას ცოლად მოყვანა და მზითვად მოითხოვა გალია
//დღევანდელი საფრანგეთი//. მისი მოთხოვნები უარყვეს და ატილამ 451 წლიდან დაიწყო დასავლეთი რომის იმპერიის დამსჯელი ლაშქრობა. 


             ჰუნურ-გერმანული არმიის სათავეში ატილა შეიჭრა გალიაში,მან გადაწვა მეცი. შემდეგ ის დაიძრა პარიზისკენ რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია. ატილა წავიდა ორლეანისკენ სადაც მან დაამარცხა ვიზიგოთები და რომაული ლეგიონები. ბოლო ბრძოლა გაიმართა შამპანში,კატალონურ ველებზე. ამ გამარჯვების შემდეგ ატილა ერთხანს დარჩა გალიაში.


                 452 წლის გაზაფხულზე მან შეუტია იტალიას,დაიპყრო აქვილეა,პადუა,ვერონა,მილანი,პავია და გაემართა რომისკენ. იმპერატორმა ვალენტინიანე მესამემ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გამართვა. 


           რომის დელეგაცია რომის პაპი ლეონ პირველის ხელმძღვანელობით ეახლა ჰუნთა მეფეს და მიაღწია დაზავებას. 


            ამასობაში აღმოსავლეთის ახალი იმპერატორი მარკიანე გადავიდა დუნაიზე და დაემუქრა ჰუნების იმპერიის გულს. 


                     ატილა გადავიდა პანონიაში//თანამედროვე უნგრეთში// სადაც ალბათ მოწამლული მოულოდნელად გარდაიცვალა 453 წელს. 


                     ატილას ეპოპეამ დიდად წაახალისა ფანტაზია. უნგრეთში ის არის ეროვნული გმირი,ქვეყნის დამფუძნებელი და მის მკვიდრთა წინაპარი.


                         ბიზანტიის იმპერატორის ელჩი პრისკოსი,რომელიც პირადად შეხვდა ატილას, ყვება რომ ატილას ჰქონდა ომის ღმერთი არესის//მარსის// მახვილი რომელიც მას აჩუქა ერთმა მეხრემ. ეს ფაქტი ატილას აზრით იყო ნიშანი იმისა რომ მას უნდა ემეფა მსოფლიოზე.  


             აღორძინების ხანის ისტორიკოსებმა მას უწოდეს "ღმერთის მახვილი":


                              რომის პაპის და ჰუნთა მეფის შეხვედრამაც მიიღო სასწაულებრივი ახსნა. ატილას უნდა ენახა წმინდა პეტრე რომელიც მას დაემუქრა ყველა ჰუნის მოსპობით თუ კი ის არ დააკმაყოფილებდა პაპის მოთხოვნას და ატილამაც ვითომ ამიტომ თქვა უარი რომზე თავდასხმაზე.


                 დაბოლოს იტალიაში ზოგი ქალაქის დაფუძნების ლეგენდა იხსენებს ატილას ამაოხრებელ ლაშქრობებს. ვენეციის ხიმინჯებზე შედგმული სახლები,მაგალითად თითქოს უნდა აეგოთ სანაპიროს მცხოვრებლებს რომლებიც გაურბოდნენ ატილას მის მიერ აქვილესი აღების შემდეგ. 
                

No comments: