11.03.2011

გამქრალი ცივილიზაციები-4, სტონჰენჯი;ნეოლითური კულტი:


სტოუნჰენჯი,ზაფხულის
ნაბუნიობა
      2 ათასი წლის მანძილზე იდუმალმა ხალხმა აღმართა მრავალტონიანი ლოდების მწკრივები, ამის მიზანი უცნობია. რისთვის მოკიდა ხელი ამ ტიტანურ სამუშაოს ჯერ რუდიმენტარული საშუალებების მქონე პირველყოფილმა მოსახლეობამ?


    სამხრეთ ინგლისის წინაისტორიულმა მოსახლეობამ  რთული გეომეტრიის თანახმად ააგო მეგალითები. არქიტექტურის თვალსაზრისით ყველაზე რთული ნაგებობა  სტოუნჰენჯი იუნესკომ ჩათვალა მსოფლიო მემკვიდრეობად. მისი გამოყენების პირველი და უძველესი კვალი უნდა
თარიღდებოდეს ძვ,წ,3700 წლით. ალბათ დასაკრძალი და სამგლოვიარო
ცერემონიებისთვის განკუთვნილ სტოუნჰენჯს თუ გავითვალისწინებთ მისი აგებისთვის დახარჯულ დროს და ენერგიას  მისი მშენებლებისთვის უნდა ჰქონოდა უდიდესი მნიშვნელობა. იქ ნაპოვნი უდიდესი ქვა იწონის 40 ტონას!
სტოუნჰენჯის ასაგებად ქვები მოიტანეს ზოგჯერ 240 კილომეტრის სიშორიდან.


                                                   წინაისტორიული შედევრი:


         ამ პირველყოფილი მოსახლეობის მიერ მოხდენილი სასწაული ვლინდება ამ ნაგებობის როგორც ტექნოლოგიურ ისე შემოქმედებით გამორჩეულ თვისებებში.


        სტოუნჰენჯის ანსამბლი მოიცავს 200-ზე მეტ მონუმენტს,რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია ტრილიტები, ნალისებრად დალაგებული სამ-სამი მონოლითის 5 ჯგუფი. ორი მონოლითი ვერტიკალურად დგას და მესამე მათ ჰორიზონტალურად ხურავს.


სტოუნჰენჯი
        სტოუნჰენჯის ყველაზე ემბლემატურ მონუმენტებს შორისაა  ქვების კონცენტრული წრეები რომელთა დიამეტრიც 500 მეტრს უდრის. 23 მეტრის სიგანის და სამი კილომეტრის სიგრძის უეჭველად საპროცესიო გზა მდინარე ავონიდან მიდის სტოუნჰენჯამდე.  თითქმის 3 კილომეტრის სიგრძის მონუმენტური შემონაღობი და თხრილით შემოვლებული მიწა კურსუსი რისი დანიშნულება დღესაც უცნობია. სტოუნჰენჯიდან 4 კილომეტრის მოშორებით არის წინაისტორიული საცხოვრებლების ნაშთი ვუდჰენჯი,დიდი წრიული კონსტრუქცია რომელიც წარმოადგენს ხვრელთა კონცენტრულ რიგებს. ამ ხვრელებში იყო დიდი სახურავის მზიდი ხის სვეტები. შუაში იყო ღია სივრცე. ტუმულუსთა უდიდესი კონცენტრაცია დიდ ბრიტანეთში.


                            იდუმალ მშენებლებზე:


      ბევრი რამაა ისევ საიდუმლო სტოუნჰენჯის ანსამბლის მშენებლობის ისტორიაში. როგორ  მოახერხეს ათობით და ზოგჯერ ასობით კილომეტრზე მრავალტონიანი ქვების გადატანა წინაისტორიის ადამიანებმა მაშინ როდესაც ბორბალი ჯერ კიდევ არ არსებოდა? არა და გადაიტანეს,აღმართეს და ერთმანეთზე დაალაგეს წინასწარ  კარგად შემუშავებული გეგმის შესაბამისად. 


             ყველაზე მეტად გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად ეს ბლოკები თოკებით უნდა ეთრია ასობით ადამიანს რომლებსაც ისინი მერე უნდა დაეყენებინა ბერკეტების და ხარაჩოების დახმარებით. მაგრამ ზოგი მეგალითის ანუ უზარმაზარი ლოდის ასე გადასაზიდად ათწლეულები შეიძლებოდა გამხდარიყო საჭირო! 


          რაც შეეხება მშენებლებს დღეს დარწმუნებულები არიან იმაში რომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ კელტები ვინაიდან სტოუნჰენჯის პირველი და უძველესი კვალი ქრონოლოგიურად წინ უსწრებს კელტების ცივილიზაციის გაჩენას. 


                   ზოგი თეორიის თანახმად სტოუნჰენჯი უნდა აეგოთ სამხრეთ საბერძნეთიდან  ჩრდილოეთისკენ გადასახლებულ მიკენელებს.


              არქეოლოგები ერთხმად აღიარებენ ერთადერთ საწყისს: სტოუნჰენჯი ააგო ავტოქტონურმა მოსახლეობამ რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ადგილი მიატოვა ძვ.წ.1700 წლისთვის
სტოუნჰენჯთან ეხლაც


              საინტერესოა მეორე თავისებურებაც: რატომ შეარჩიეს სამშენებლო მასალად 200 კილომეტრის მოშორებით უელსში მოჭრილი პემბროკის სახელგანთქმული ცისფერი ქვა.? ერთ სამარხში როგორც ჩანს ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ადამიანის ნეშტის გვერდით იპოვეს ამ ცისფერი ქვის ნამტვრევები და გაჩნდა აზრი რომ სტოუნჰენჯის მშენებელთა შეხედულებით ამ ქვას ჰქონდა სამკურნალო ძალა. 


            მეცნიერებისთვის გაურკვეველი სხვა ისტორიული ძეგლების მსგავსად სტოუნჰენჯი ახალისებს ყველანაირ მისტიკოსთა ფანტაზიას. 


                  მისტიკა და პრაქტიკა:


      სტოუნჰენჯის მშენებლობას დასჭირდა ორი ათასი წელი. ფიქრობენ რომ ამ საუკუნეების მანძილზე სტოუნჰენჯს ჰქონდა სხვადასხვა ფუნქცია. მისი ცერემონიული ფუნქცია აშკარაა, თუმცა უცნობია თუ რა რიტუალები და ცერემონიები სრულდებოდა იმხანად. 


              ამას გარდა მეგალითთა ზოგი მწკრივი თითქოს მიუთითებს ასტრონომიის საოცრად კარგ ცოდნაზე. ასე მაგალითად მდინარე ავონიდან სტოუნჰენჯისკენ მიმავალი გზა და ქვების წრეები შეესაბამებიან ზამთრის და ზაფხულის ნაბუნიობისას მზის ამოსვლის ღერძს.  სხვა წრეები უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშის გარკვეულ სისტემას, გიგანტური და პრიმიტიული,მაგრამ ძალიან ზუსტი საანგარიშოს მსგავსად. 


          სტოუნჰენჯის სხვა ელემენტები,მაგალითად ხვრელების ირგვლივ აღმართული ცალკემდგომი ქვები იძლევიან დიდი პერიოდებისთვის მთვარის მოვლენათა პროგნოზის საშუალებას,მაშინ როდესაც ქვების და ხვრელების მიერ შექმნილი კუთხეები მიუთითებდნენ ბუნიობაზე,მზის და მთვარის ამოსვლაზე და ჩასვლაზე. 


          ყველა მეცნიერი არ იზიარებს ამ ახსნას თუმცა სხვადასხვა ელემენტების განლაგების დამთხვევა ცის რუკასთან დამაფიქრებელია. 


სტოუნჯენჯი ციდან
           ისინი ფიქრობენ რომ მეგალითების განლაგება ძალიან ზუსტია და ვერ იქნება შემთხვევითი,მაგრამ ამავე დროს ვარაუდობენ რომ სტოუნჰენჯის მცხოვრებთ ვერ ექნებოდათ ასტრონომიის ესოდენ ღრმა ცოდნა. ამას გარდა სტოუნჰენჯის მშენებლობა ორი ათასი წელი გრძელდებოდა და ნაკლებად სავარაუდოა რომ ისაა გააზრებული პროექტის განხორციელება.


           ზოგის აზრით კი სტოუნჰენჯი უნდა იყოს ვარსკვლავთა უზარმაზარი ობსერვატორია. 


          დაბოლოს სტოუნჰენჯს თავიდანვე იყენებდნენ დაკრძალვის ადგილად. იქ ბევრია ნეოლითის ხანის კოლექტიური სამარხები ტუმულუსები,აკლდამები და კრემაციის ადგილები. უეჭველია რომ ერთ დროს ეს იყო ერთგვარი სასაფლაო. 


                     დრუიდები და ლეგენდები:


          სტოუნჰენჯს პირველად ახსენებს ა.წ.პირველი საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი რომელიც სტოუნჰენჯს აღწერს როგორც აპოლონისადმი მიძღვნილ ტაძარს რომელსაც გარს ერტყა დიდი გალავანი.


           შუა საუკუნეებში სტოუნჰენჯს თვლიდნენ ეშმაკის ქმნილებად ან გიგანტების ცეკვად....


                მე-12 საუკუნეში სტოუნჰენჯის მშენებლად თვლიდნენ ჯადოსან მერლინს. სხვა ვერსიის თანახმად სტოუნჰენჯის 460 ქვა უნდა აღემართათ საქსების მიერ დახოცილი 460 აზნაურის სამახსოვროდ. ამ ვაჟკაცი მეომრებისთვის პატივის მისაგებად მეფე აურელიუსს დახმარება უნდა ეთხოვა ჯადოსანი და ასტროლოგი მერლინისთვის. ჯადოსანმა თავისი ჯადოთი შეამსუბუქა და გადააფრინა ირლანდიაში არსებული კლდეები.  


              მე-18 საუკუნეში სტოუნჰენჯის მშენებლებად თვლიდნენ კელტების ქურუმებს და სწავლულ დრუიდებს რომელთა ზუსტი წარმოშობაც უცნობია. 


          ზოგი,განსაკუთრებით იულიუს კეისარის ტექსტებიდან ცნობილია რომ კელტი ქურუმი დრუიდები მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს და ადამიანებს. ამას გარდა ისინი იყვნენ ცოდნის მფლობელები და ამ ცოდნის ზეპირად გადამცემები. აქედან გასაგებია თუ რატომ არა გვაქვს წერილობითი ცნობები სტოუნჰენჯის ცერემონიებისა და კულტების შესახებ,თუმცა კელტებს ჰქონდათ დამწერლობა.


                     ყველა ეს ახსნა რა თქმა უნდა უარყვეს მეცნიერებმა რომლებიც ისევ ცდილობენ სტოუნჰენჯის გააზრებას და გაგებას....


                დღეს სტოუნჰენჯს ისევ იყენებენ ძველი კელტური რელიგიის მიმდევრები. ნეოდრუიდების პირველი ცერემონიები,ზაფხულის ნაბუნიობის დღე,თარიღდება 1905 წლით და ისინი მეორდება ყოველ წელს.
      ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
            
  მოკლედ:


              სტოუნჰენჯი ათეულობით და ასეულობით კილომეტრზე ნატარები უზარმაზარი ქვებით ააგო წინაისტორიულ ხანაში ინგლისში მცხოვრებმა მოსახლეობამ ბორბლის გამოგონებამდე.  


              სტოუნჰენჯის საწყისი ფუნქცია უცნობია. ცხადი ისაა რომ დაარსების დღიდან ის იყო დასაკრძალი სამლოცველო.


             ზოგი მეცნიერის აზრით სტოუნჰენჯი არის უზარმაზარი ასტრონომიული ობსერვატორია. მეგალითების განლაგება ძალიან ზუსტად შეესაბამება მზის და მთვარის გარკვეულ მოვლენებს რაც თითქოს ადასტურებს ამ ძალიან საკამათო თეორიას.


             ყოველ წელს მზის ნაბუნიობის დროს აქ იკრიბება მრავალი ადამიანი რათა გახდეს მზის ამოსვლის მოწმე. იქ თავის ცერემონიებს ატარებენ ნეოდრუიდები....


               

No comments: