მხიარული ეტრუსკები |
რკინის ხანიდან..ძვ.წ.მე-11 ს// რომის რესპუბლიკის მიერ მათ საბოლოო ასიმილაციამდე 90 წ. ეტრუსკები ბატონობდნენ ეტრურიაზე,იტალიის დასავლეთ სანაპიროზე. ბერძნები მათ უწოდებდნენ ტირენიელებს
და ეს სახელი ეწოდა ხმელთაშუა ზღვის ამ ნაწილს. ეტრუსკების ისტორია ჩვენთვის ცნობილია ბერძნული და რომაული ნაწერების და ეტრუსკთა მდიდრულად შემკული და ყოველდღიური ცხოვრების თუ რელიგიური სცენებით მოხატული და მდიდრული ინვენტარის შემცველი აკლდამების წყალობით. ძალიან განვითარებულ ეტრუსკებს ჰქონდათ დამწერლობა,მათ იცოდნენ მათემატიკა. მათ ჰქონდათ თავისი, არაინდოევროპული ენა.ეტრუსკული საზოგადოების ორგანიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა რომაელებზე. რომაულ ღვთაებათა პანთეონის საწყისია ეტრუსკული რელიგია და არა ბერძნული.
ეტრუსკთა რაშები ტარკვინიიდან |
ფუფუნება და მოლხენა:
ეტრურია შედგებოდა 12 ქალაქი-სახელმწიფოსგან //ლუკუმონიისგან// და ყოველი მათგანის სათავეში იდგა მეფე-ლუკუმონი.
ეტრუსკული ქალაქები არანაირად არ ყოფილან დაკავშირებულნი ერთმანეთთან პოლიტიკურად და მათ აერთიანებდა მხოლოდ რელიგია. მონარქები გადაწყვეტილებათა მიღების წინ მიმართავდნენ წინასწარმეტყველებს და ქურუმებს.
სწორედ ეს ინდივიდუალიზმი და დაქუცმაცებულობა იყო პოლიტიკურად კარგად ორგანიზებული რომის პირისპირ მდგარი დიდი ეტრუსკული ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი.
ეტრუსკულ ქალაქ-სახელმწიფოებში თანაარსებობდნენ ბატონთა,მონათა და გლეხთა კლასები. მონებისა და გლეხების ცხოვრებაზე ცოტა რამაა ცნობილი,მაგრამ ბატონთა ოლიგარქიული კლასის ცხოვრებას კარგად ვიცნობთ განსაკუთრებით ნეკროპოლებში აღმოჩენილი ფრესკებისა და ობიექტების და მათ თანამედროვე ბერძენ ისტორიკოსთა ტექსტების წყალობით.
ეტრუსკული ოქრომჭედლობის საუკეთესო მაგალითი |
ეტრუსკული ქიმერა |
რომაელებმა ბევრი რამ გადაიღეს ეტრუსკთა სოციალური ცხოვრების ბრწყინვალებიდან მაგრამ მათ ქალს არ შეუნარჩუნეს სრულუფლებიანი ინდივიდის სტატუსი.
რომში ეტრუსკ ქალს უყურებდნენ როგორც კახპას. ეტრუსკების კონკურენტი და მტერი ბერძნების ისტორიკოსებიც ეტრუსკებს აღწერდნენ ავხორც და აღვირახსნილ ხალხად,რაც იყო ძველი ინფორმაციული ომის ეპიზოდი.
სინამდვილეში ეტრუსკებს ჰქონდათ ცხოვრების ძალიან თავისუფალი წესი რაზედაც მოწმობს ეტრუსკთა ლხინის ამსახველი მრავალი ფრესკა.
ექსპრესიული ხელოვნება:
ეტრუსკული ნაკეთობები... |
აკლდამების და საცხოვრებლების ფრესკები, ლარნაკების მოხატულობა,
ლითონის და თიხის ქანდაკებები,არაჩვეულებრივი ოქრომჭედლობა,ქარგვა...
ეტრუსკების მხატვრობა გამოირჩევა დინამიზმით.
ეტრუსკები წერდნენ აგრეთვე მუსიკას და უკრავდნენ მას მათი თანამედროვე ხალხებისთვის უკვე ცნობილ საკრავებზე //ფლეიტა-სალამური,
ქნარი,კითარა. ეს მუსიკა თან ახლავდა ალბათ რელიგიური ცერემონიების თუ ნადიმის დროს შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს.
კარგმა მშენებელმა ეტრუსკებმა მოიგონეს მშენებლობის ტექნიკები რომლებიც მერე გადაიღეს რომაელებმა.
ეტრუსკული ნაკეთობები |
ეტრუსკებს ჰქონდათ დამწერლობა, ტექსტს მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობდნენ. ცოტა დარჩა ეტრუსკულად დაწერილი დოკუმენტი...
ჰედინისტი ეტრუსკები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
მათ დაინახეს დამდგარი წყლების და დაჭაობებული ადგილების საშიშროება და და დააშრეს ჭაობები მათი ქალაქების ირგვლივ. ისინი საუკეთესო წამლად თვლიდნენ სალოცავ მოგზაურობებს და რელიგიურ მსხვერპლს, მაგრამ ამის პარალელურად მათ განავითარეს მედიცინა,სტომატოლოგია,ქირურგია... რაციონალური და თეურგიული მედიცინის ამ სინთეზში ღვთაება თინიასადმი მიმართვა კურნავდა თავსა და ყურს, ღვთაება თურმსი კი ფეხებს.
ეტრუსკული ნაკეთობები |
ეტრუსკები და თამაშები:
ეტრუსკული ნაკეთობები |
იყო ასხვა გასართობი თამაშებიც,მაგალითად ღვინის მიწაზე დაწუწების და დიონისეს სახელის წარმოთქმის შემდეგ ღვინით სავსე სასმისის აუზში სროლა და საყვარელი არსების სახელის წარმოთქმა. თუ კი ღვინო აუზში მოხვდებოდა ეს კარგ ნიშნად ითვლებოდა. თამაშობდნენ კამათლებითაც და ა,შ...
No comments:
Post a Comment