11.02.2011

გამქრალი ცივილიზაციები-2,კელტები:

საკიდი,კელტების ჯვარი
კელტები ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ გალიაში//საფრანგეთი//ევროპის დიდ ნაწილში, მცირე აზიაში,მათ აერთიანებდათ საერთო ენა, მითოლოგია და რიტუალები.
ძვ.წ.VIII-III საუკუნეებში კელტები დამკვიდრდნენ ირლანდიაში, ბრეტანში, უელსში, გალიაში//თანამედროვე საფრანგეთი//,ცენტრალურ ევროპაში//ბოჰემია, მორავია, სერბია, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი//, გერმანიაში, ესპანეთიის და იტალიის ჩრდილოეთში,ზოგი კელტი ხალხი ჩავიდა მცირე აზიაშიც //თანამედროვე აზიის თურქეთი...


სინამდვილეში ეს ცივილიზაცია შედგებოდა მრავალი დამოუკიდებელი ტომისგან რომელთაც აერთიანებდა საერთო ენა,მითოლოგია და რიტუალები. მათ არასოდეს სცოდნიათ პოლიტიკური ერთობა,მყარდებოდა მხოლოდ
ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებით განპირობებული ზოგი ლოკალური ალიანსი. 


          მესამე საუკუნეში კელტური ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი ალბათ სწორედ ტომთა დამოუკიდებლობაა. დამოუკიდებელი კელტური ტომები გაითქვიფნენ უფრო ორგანიზებულ ხალხებში,მათ შორის გერმანელებში და რომაელებში. 


გალიის ომი და ა.წ. პირველ საუკუნეში მათი დამორჩილება რომის იმპერიის მიერ უნდა იყოს დასაწყისი კელტების დაცემა-დაკნინებისა ყველგან გარდა ირლანდიისა რომელსაც არასოდეს უნახავს რომაელი ჯარისკაცი.


მას შემდეგ ოფიციალურ ენად იქცა ლათინური,ოფიციალურ რელიგიად რომაული რელიგია და შემდეგ ქრისტიანობა.


ფორტები და გამაგრებული ქალაქები:
         კელტებმა იცოდნენ დამწერლობა,მაგრამ ,მათ ერჩივნათ ზეპირი გადაცემა და ამიტომ მათ ცოტა დოკუმენტი დატოვეს. ისინი უფრო ცნობილები არიან ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების ნაწერებით,განსაკუთრებით იულიუს კეისარის მონათხრობით. კელტების ისტორია ნაწილობრივ ცნობილია არქეოლოგიის წყალობითაც. 


        იპოვეს გამაგრებული კონსტრუქციები,რაც მიუთითებს გარკვეულ ლოკალურ ორგანიზაციაზე. არის სიმაღლეებზე და სავაჭრო გზებზე მდებარე ერთი-სამი ჰექტარის ფორტებიც. ისინი თითქოს ასრულებდნენ ბაზრების,
ლოკალური სავაჭრო ცენტრების როლს.ამ კომერციულმა დინამიზმა ჯერ კიდევ მომთაბარე კელტებს უბიძგა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისკენ. კელტებმა შექმნეს ახალი დინასტიები და ადგილ-ადგილ გაჩნდა კელტთა ჭარბი მოსახლეობაც. 


          მოგვიანებით,მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად კელტებმა ააგეს ნამდვილი გამაგრებული ქალაქები,ოპიდაები,რომლებიც იღებდნენ საზოგადოების ყველა კლასს//მეფეს,დრუიდს,მეომრებს,ხელოსნებს...//. ისინი ლაპარაკობენ ლოკალური ზოგჯერ მდიდარი საზოგადოებების არსებობაზე. ამ ქალაქების ირგვლივ ნაპოვნია მდიდრული სამარხები. 


        იმ ხანის სავაჭრო გზების გასწვრივ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ბრიტანეთის კუნძულებზე,გერმანიაში და სამხრეთ საფრანგეთში გამოავლინა მრავალი კელტური დასახლება. საფრანგეთში ყველზე ცნობილი კელტური დასახლებაა ოპიდიუმი ალეზია, სადაც  იულიუს კეისრის ჯარებმა დაამარცხეს კელტთა,გალთა  სახელგანთქმული ბელადი ვერსანჟეტორიქსი. ალეზიას არსებობა უეჭველია,ამას ადასტურებს მრავალი ნაწერი,მაგრამ  დაუზუსტებელია მისი ადგილმდებარეობა.




ლხინი და ხელოსნობა:
      მაჩხუბარები,მკვეხარა-ტრაბახები,დროისტარების მოყვარულები,ასეთი რეპუტაცია შეუქმნეს კელტებს მათმა თანამედროვე მწერლებმა. ამ ხატის სისწორეს ადასტურებენ არქეოლოგიური გათხრები. ჯამ-ჭურჭელი მოწმობს იმაზე რომ კელტები ხელიდან არ უშვებდნენ მოლხენის საბაბს და საშუალებას.


     რომაელთა თანახმად ეს ბარბაროსი კელტები მკვეხარობის ნამდვილ კონკურსებს მართავდნენ მათი ნადიმების //სიმპოზიონების// დროს. ამ  მხოლოდ მამაკაცთა ნადიმებზე კელტები ერთმანეთს ტრაბახში ეჯიბრებოდნენ და იქვე იწვებოდა მოშინაურებული ღორები. ატეხილ ჩხუბს ამშვიდებდა კაი სასმელი. 


     ჭამა-სმის და კვეხნის გარდა კელტებს ხელოსნობაც უყვარდათ. მჭედლები ბრინჯაოსგან აკეთებდნენ შესანიშნავ ჭურჭელს,მუზარადებს, ხმლებს და მათ ბუდეებს რომლებსაც ამკობდნენ სხვა ლითონებით. რკინას იყენებდნენ სახნისების,ლურსმნების და გასაღებების გასაკეთებლად. ზოგი კელტი კასრს იგონებდა და ზოგი გამომწვარი თიხის ქვევრებს და ლარნაკებს. იპოვეს კვალი სახელოსნოებისა სადაც ჭრიდნენ ფულს. ცნობილი იყო კელტების ფერადი ქსოვილებიც რომლებისგანაც კერავდნენ ტუნიკებს,მოსასხამებს, მამაკაცთა შარვლებს. 


     დაბოლოს კელტური ხელოვნება ითვლება ევროპაში გავრცელებულ პირველ ხელოვნებად. უნიკალური,იშვიათად ფიგურატული კელტური ხელოვნება იყენებს ყველა მასალას,ძვალს,რკინას,თიხას,ქვებს და წარმოადგენს დაწმენდილ, სტილიზებულ, რელიგიური სიმბოლოებით დატვირთულ მოტივებს. მიმართავენ რა თავის ინდოევროპულ საწყისებს, კელტი მხატვრები და ხელოსნები იყენებენ ეტრუსკული ხელოვნების ელემენტებსაც,,მაგალითად პალმეტებს და ლოტოსის ყვავილებს. მათზე მალე გავლენას მოახდენენ ბერძნული,რომაული და ქრისტიანული სტილები.  


     ესთეტიკა, მაშ,იყო კელტური საზოგადოების მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორც ობიექტებისთვის ისე თვითონ კელტების პიროვნული ასპექტისთვის. ცნობილია რომ კელტები იღებავდნენ თმებს და სხეულს და ატარებდნენ სამკაულებს რომელღაც ნახულობენ წარჩინებულთა საფლავებში.


დრუიდი, წინასწარმეტყველი და ექიმი,ბარდი:
      კელტური საზოგადოების ორგანიზაციაში მთავარ როლს ასრულებდნენ დრუიდები. ეს სიტყვა კელტურად ნიშნავს ძალიან ბრძენს. მხოლოდ მათ შეეძლოთ ურთიერთობა ღმერთებთან და მათ ხელში იყო მთელი ძალაუფლება და ცოდნა. 


     დრუიდები იყვნენ ექიმები,წინასწარმეტყველები,ჯადოსნები, ისინი ასწავლიდნენ ისტორიას და გენეალოგიას და ისინი აზიარებდნენ ბავშვებს ტრადიციას რომლის მცველებიც თვითონ იყვნენ. მათ შეეძლოთ ყველას,მათ შორის მეფეების შეწყალება და სიკვდილით დასჯა. დრუიდები იყვნენ მეფის მრჩევლები მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებშიც. ფიქრობენ რომ დრუიდებმა ითამაშეს დიდი როლი 52 წლის აჯანყებაში რომელმაც გალები ალეზიასთან დანებებამდე მიიყვანა. 


      დრუიდები უძღვებოდნენ  ჩვენთვის ნაწილობრივ ცნობილ რელიგიურ ცერემონიებსაც. ხშირი იყო ცხოველთა თუ ადამიანთა მსხვერპლად მიტანა რისი მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მისი უწმინდურობების მოშორება.


შემდეგ იყო შეწირულობა წმინდა ადგილთან,ტბასთან,მთასთან.  


და ბოლოს დიდი მნიშვნელობა აქვს დაკრძალვის რიტუალს.


     კელტები ფიქრობდნენ სიკვდილი არის ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა. ევროპაში დამკვიდრების პირველ პერიოდში კელტები წვავდნენ მიცვალებულებს,შემდეგ კი მარხავდნენ,საფლავში ატანდნენ იარაღს...


      კელტების სასულიერო წოდების წევრები იყვნენ აგრეთვე ვატი და ბარდი. პირველი უფრო სპეციალიზებული იყო წინასწარმეტყველებაში და მედიცინაში,დისციპლინებში რომლებიც იღებდნენ ქალებსაც. დრუიდები კი იყვნენ მხოლოდ მამაკაცები რომლებიც რეგიონების შესაბამისად 12 თუ 20 წელს სწავლობდნენ. 


       ბარდი კი ქმნიდა მაღალი პერსონაჟების მადიდებელ თუ მასხრად ამგდებ პოეტურ ნაწარმოებებს. თავის ტექსტებში ბარდები ყვებიან ხალხის და მისი ხელმძღვანელების ისტორიას,კელტური კულტურის დამფუძნებელ მითებს.


ჯადოსანი მერლინი და ტუტატისი:
       ჩვენ ცოტა რემ ვიცით კელტების რელიგიაზე იმიტომ რომ კულტები იცოდნენ მხოლოდ დრუიდებმა რომელთაც ეკრძალებოდათ წერა. გალების პანთეონის ნაწილი ცნობილია იულიუს კეისარის ნაშრომი "გალიის ომის" წყალობით. თუმცა ის კელტთა ღმერთებს უწოდებს მათი რომაული ექვივალენტების სახელებს. საფიქრებელია რომ მრავალი ტომისგან შემდგარი ეს ხალხი თავის ღმერთებს ევროპის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელით იხსენიებდა. ...


        კელტები არიან ანიმისტები და მათ შეუძლიათ ღმერთის დანახვა ყველაფერში//ღმერთი-ხე,ღმერთი-მდინარე,ღმერთი-მთა...//. მაგრამ კელტები არ აღმართავენ ტაძრებს, არ დგავენ კერპებს,არ სცემენ თაყვანს არანაირ რელიგიურ ხატს და და მათ ღმერთებს პატივს მიაგებენ ისეთ ბუნებრივ ადგილებში როგორებიცაა ჭაობები,ტყეები,მდინარეები. 


        მაგრამ არსებობს მთელი ცივილიზაციის დამფუძნებელი მითი. ესაა "ჯადოსანი ტუირედის ბრძოლა" რომელიც აღწერს ირლანდიის ღმერთების ბრძოლას მჩაგვრელი და მნგრეველი სულები ფომუარების წინააღმდეგ.


         კელტური რელიგია ჩვენ ცუდად ვიცით მაგრამ ბარდების თხზულებებმა მოაღწია ჩვენამდე. ისინი დიდად გარდაქმნა ქრისტიანობამ რომელიც ცდილობდა ლოკალური გმირების თავგადასავლების დაკავშირებას ბიბლიის მოთხრობებთან. 


        ასე ვიცნობთ ჩვენ ა.წ.მე-12 საუკუნეში კრეტიან დე ტრუას მიერ დაწერილ მეფე არტურის ლეგენდებს რომლებიც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება კელტურ თქმულებებს. 


        ფერია მორგანა რომელიც თავიდან ცდილობდა ბრეტანის დაცვას კათოლიციზმის მზარდი გავლენისგან გადაიქცა კეთილ კათოლიკე დედოფალ გენივრთან მენრძოლ ბოროტ ჯადოსნად....


         ჯადოსანი მერლინი.ბროსელიანდის მითიური ტყე,ხმალი ესკალიბური რომელიც უძლეველს ხდის მის მფლობელს გამოსულები არიან კელტური ფოლკლორიდან და გაზიარებული არიან ქრისტიანული აზრის მიერ.
ტრისტანის და იზოლდას ისტორიის საწყისიც არის ირლანდიურ კელტურ მითოლოგიაში.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
 კელტურად დღეს ისევ ლაპარაკობენ ბრეტანში //საფრანგეთი//, ირლანდიაში , შოტლანდიაში და მანის კუნძულზე.           

No comments: