11.01.2011

გამქრალი ცივილიზაციები-1,წინაისტორიული ცივილიზაციები



წინაისტორიული მხატვრობიდან
    წინაისტორია არის  ადამიანის გაჩენასა და დამწერლობის შექმნას შორის მოქცეული ხანა. ეს ძალიან  ხანგრძლივი ისტორია დაიწყო სამი მილიონი წლის წინ და დამთავრდა ძვ.წ მე-5 ათასწლეულში. იმ ხანაში ჩაეყარა საფუძველი ყველა ადამიანურ ცივილიზაციას.
   ტომთა დაჯგუფება,მცველი და მფარველი შენობები,იარაღების კეთება, მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, ყველაფერი ეს გაჩნდა წინაისტორიული ცივილიზაციების მოთხოვნილებებიდან.
განსაკუთრებით  4,4  მილიონ და 1 მილიონ წლებს შორის აფრიკაში მცხოვრები ავსტრალოპითეკების, 250 000 წლის წარმოშობით ევროპელი და აზიელი ნეანდერტალელების და ბოლოს ძვ.წ. 40 000 წელს ევროპაში გაჩენილი კრომანიონელების მოთხოვნილებებიდან.


     ადამიანთა ამ სამი სახეობიდან გადარჩა ერთადერთი და დღეს ის ცხოვრობს ყველა კონტინენტზე. არქეოლოგია ადასტურებს ადამიანთა ამ სამივე ჯგუფის გავლენას ჰომო საპიენსის მიერ შექმნილი ყველა ცივილიზაციის განვითარებაზე.


                               ტომი ეწყობა:


     თავიდან ბუნებრივი საფრთხეების //ჰავა,ცხოველები// პირისპირ მცირე მომთაბარე ჯგუფედაც მცხოვრებმა ადამიანმა მალე ისწავლა კლანებად, ტომებად,ოჯახებად დაჯგუფება. ჯგუფი კარგად იცავდა ადამიანს ყოველდღიური საფრთხეებისგან. ადამიანმა მაშინ ისწავლა გამოქვაბულების გამოყენება,შემდეგ ტოტებით ქოხების აგება,შემდეგ პირუტყვის ტყავით გარშემორტყმული ქოხების აგება. ეს ქოხები იოლად იშლებოდა და ეწყობოდა და ადვილი იყო მათი ტარება ჯგუფების გადაადგილებისას,მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას.


     ნეოლითურ ანუ გაპრიალებული ქვის ხანაში //ძვ.წ. 12000-9000 წწ.// მიწათმოქმედების განვითარებასთან დაკავშირებით ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლასთან ერთად გაჩნდა პირველი ქვისგან ნაგები სოფლები.


     ქალაქების ამ ემბრიონების უძველეს ნაშთებს ვნახულობთ ახლო აღმოსავლეთში,მაგალითად უზრაელში თუ იორდანიაში სადაც არქეოლოგებმა ნახეს 12000 წლის ნახევრად დამარხული წრიული საცხოვრებლები. ანატოლიაში არის ალიზით ნაგები ერთმანეთს მიყუდებული სახლები რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან შიდა ეზოებით. შუაში იყო ბუხრიანი მთავარი ოთახი. არქეოლოგების აზრით ისინი 10 000 წლის წინ უნდა იყოს აგებული.


        დასახლებას შეეძლო მრავალი ასეული პირის დაბინავება და ის იშლებოდა 15 ჰექტარზე.


       მალე საცხოვრებელი დაიყო სპეციალიზებულ სივრცეებად // სასადილო ოთახი, საძინებელი, საკვების საწყობი, საკუჭნაო...//.


      ამის პარალელურად ტომების წევრებმა დაიწყეს ორგანიზება ბინადარი ცხოვრების შესაბამის საზოგადოებად: გაჩნდნენ მშენებელი კალატოზები,ხისმჭრელები,ქვისმთლელები. ქალები მისდევდნენ შეგროვებას და მიწათმოქმედებას,მამაკაცები ნადირობდნენ და ომობდნენ ვინაიდან ადამიანის ორგანიზებული ცივილიზაციის გაჩენასთან ერთად გაჩნდა საკუთრების ცნებაც და ესე იგი ქონებაც რომელიც საჭიროებდა დაცვას. ანუ გაჩნდა ომიც.


      მოსახლეობა იზრდება, იწყება ტერიტორიული კონფლიქტები და სოფლებს აგებენ სიმაღლეებზე ან ამაგრებენ გალავნებით. ნეოლითური ხანით თარიღდება მრავალი შეგნებულად გაჩენილი ხანძრის ნაკვალევი დარტყმებისა და ჭრილობების კვალის მქონე ჩონჩხთა ფრაგმენტები.


                ჭამის დრო:


     მკვლევარების თანახმად ადამიანი ნადირობითა და შეგროვებით ცხოვრობდა 20 000 წლამდე.  ასეთი კვება გულისხმობს ბუნების მიერ სპონტანურად მოცემულის გამოყენებას. ტერიტორიის რესურსების ამოწურვა და ჰავის ცვლილება კარნახობდა ცხოვრების მომთაბარულ წესს. მომთაბარეობა კი აძნელებდა ჭარბი საკვების დაგროვებას. ნანადირევს და შეგროვებულს დაუყოვნებლად ინაწილებდნენ და ჭამდნენ.მეცხოველეობა და მიწათმოქმედება დაიწყეს ნეოლითის ხანაში. წინაისტორიულ ნასახლარებზე ნახეს ჩვენს წინაპართა საკვების მრავალი კვალი: ხილი,მარწყვი,სოკო,
ფესვები...ნახეს აგრეთვე ზღვის მოლუსკების,ზღვის და მტკნარი წყლის თევზის კვალი.


               მეცხოველეობის დაწყებამდე ადამიანების გადარჩენისთვის აუცილებელი იყო ნადირობაც. ძველი ადამიანი უტევდა ცხოველთა დღეს გამქრალ იმპოზანტურ სახეობებს,მაგალიტად მამონტებს,გამოქვაბულების ლომებს,წინაისტორიულ დათვებს. ეს ცხოველები შეადგენდნენ ძველი ადამიანის საკვების მნიშვნელოვან ნაწილს და წინაისტორიული დასახლებები სავსეა მათი ძვლებით. ნადირობა აგრეთვე იძლეოდა კარვების მშენებლობისას, სამოსისთვის და იარაღების კეთებისას გამოყენებულ ტყავს და ძვლებს.


             ადამიანმა ძალიან მალე ისწავლა ზოგი ცხოველის,მაგალითად თხის და ცხვრის, მოშინაურება, ჯოგებისთვის საძოვრების ძიება ხელს უწყობდა და ახანგრძლივებდა მომთაბარე ცხოვრებას.


           მაგრამ ცხოვრების მთელი წესი შეიცვალა მაშინ როდესაც ადამიანმა ისწავლა მარცვლეულის მოყვანა.  დამუშავებული და დათესილი მიწის მოვლის აუცილებლობამ აუცილებელი გახადა ბინადარი ცხოვრება. შესაძლებელი გახდა სურსათ-სანოვაგის დაგროვება.


           პირველად მოიყვანეს მარცვლეული//პური,ქერი.ცერცვი,ბრინჯიმსიმინდი...// მიწათმოქმედების და მოსავლის აღების გასაადვილებლად ადამიანმა დაიწყო ხის,ქვის ან ძვლის იარაღების კეთება. ნეოლითურ ხანაში განვითარდა ხელოსნობა,მაგალითად მეთუნეობა, კალათების და გოდრების წვნა,რაც აუცილებელი იყო სურსათ-სანოვაგის შესანახად.




                     ცეცხლი,იარაღი და ხელოვნება:


        ცეცხლის გამოყენება უნდა დაწყებულიყო 400 000 წლისთვის.  დანთებული ცეცხლის პირველი კვალი აღმოჩნდა ჩინეთში ჟუკუდიანში. უცნობია თუ რა იყო ამ პირველი კერების ზუსტი ფუნქციები,მაგრამ იოლი წარმოსადგენია რომ კერაში მობრიალე ცეცხლი იცავდა სიცივისგან,ცხოველებისგან,ანათებდა სიბნელეს, მასზე ამზადებდნენ საჭმელს.


       ცეცხლმა ბევრად გააუმჯობესა წინაისტორიული ადამიანის ცხოვრების პირობები,ადამიანისა რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აჭარბებდა 25 წელს.


     რამოდენიმე ათას წელიწადში გაჩნდა ბევრად უფრო აწყობილი საზოგადოება. აკეთებდნენ ბევრად უფრო სრულყოფილ,თუმცა რუდიმენტარულ იარაღებს: შუბს,დანას,შვილდისარს... მოგვიანებით დაიწყეს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო იარაღების,მიწათმოქმედებისთვის საჭირო მიწის გასანთავისუფლებად ტყეების გასაჩეხად აუცილებელი ქვის ცულების,ნამგლების,ცელების...კეთება.


     იარაღთა კეთებას ხელი შეუწყო ომებმა რომლებიც გახშირდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად. ტერიტორიის და ქონების დაცვის აუცილებლობამ ბიძგი მისცა შუბების,კეტების,შურდულების კეთებას.


     ჩვენთვის ცნობილი პირველი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ეგვიპტეში  და დათარიღდა დაახლოებით 13 000 წლით. ნაპოვნია ბრძოლაში დაღუპულთა 58 ჩონჩხი.


     ახალშობილ ცივილიზაციას არ გაუჩენია მხოლოდ ომი. თავისი ადგილი ნახა ხელოვნებამაც. გარკვეული დროიდან ადამიანის ერთადერთი საზრუნავი აღარ ყოფილა გადარჩენა.


     300 000 წლის წინ ნახატ თუ ნაკაწრ ქვებზე გამოჩნდა პირველი გეომეტრიული ორნამენტები. ადამიანის მხატვრული გამოხატვის ერთ-ერთი უძველესი ფორმა 75000 წლისაა. ის იპოვეს სამხრეთ აფრიკაში,ნასახლარ ბლომბოსზე. ნიჟარებთან დაკავშირებული იყო შეღებილი და გეომეტრიული მოტივებით შემკული ქვები.


    ნეოლითის ხანაში ხელოვნება გამრაველფეროვნდა.გაჩნდა მოხატული გამოქვაბულები //შოვე,31000 წელი,ლასკო,18000 წელი//. იყენებდნენ სხვადასხვა ტექნიკას,
ძალიან რეალისტურად გამოსახავენ ცხოველებს კაწრვით//გრავირებით//ფერწერით,არის ხელების ნაკვალევიც.  წინაისტორიულ ნასახლარებზე აღმოაჩინეს ქვის,სპილოს ძვლის თუ სხვა ძვლის ქანდაკებები...


     თავიანთი ქმნილებებისთვის წინაისტორიის მხატვრები იყენებდნენ ბუნებრივ საღებავებს,მაგალითად ოქრას,ნახშირს ან მარგანეცის ჟანგს. ხმარობდნენ ფუნჯებს...


    მკვლევართა უდიდესი ნაწილის აზრით გამოქვაბულთა ეს წინაისტორიული მხატვრობა უნდა ყოფილიყო გარკვეული კულტის სამსახურში და არის წინაისტორიულ ხანაში რელიგიის არსებობის მოწმობა.


                                    მეგალითები,მიცვალებულთა კულტი?


     არ არსებობს ცივილიზაცია მიცვალებულთა კულტის გარეშე. არქეოლოგები თითქოს ადასტურებენ ამ კულტის არსებობას ნეოლითის ხანაში და უფრო ადრეც კი.
100 000 წლით დათარიღებული პირველი საფლავები აღმოაჩინეს ახლო აღმოსავლეთში. გარკვეული წესით დაკრძალული ჩონჩხები რომელთაც თან ახლდა მცენარეულობა თუ ნიჟარები. ისინი დაკრძალულებია საგანგებოდ გათხრილ ორმოებში.  მაშ მათ აქვთ დასაკრძალი რიტუალის ყველა ნიშანი.


     საფრანგეთში  მონუმენტური არქიტექტურის კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ფორმაა დოლმენი. ვერტიკალურად აღმართულ ქვებზე დაწყობილი ერთი თუ მრავალი ფილისგან შემდგარ დოლმენებში იყო კოლექტიური საფლავები.ზოგ მათგანს იყენებდნენ მრავალი საუკუნის მანძილზე და მათში არის ნეოლითური ხანის //5000 წ.// ადამიანთა ნაშთებიც.


    ამავე პერიოდში ადამიანი ალბათ საკრალურთან დაკავშირებული მოსაზრებებით აგებდა მენჰირებსაც. მსოფლიოში ყველგან არსებული მონოლითები შემკული სახეების,ორნამენტის,იარაღის გამომსახველი ნაკაწრი ბარელიეფებით.


     ჩვენ  ცოტა რამ ვიცით მენჰირების გამოყენების შესახებ,მაგრამ ისინი ადასტურებენ რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ესთეტიკური და სულიერი მოთხოვნილებები.




     წინაისტორია მთავრდება დამწერლობის გაჩენასთან ერთად,მაგრამ დამწერლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს ჩნდება. 


    შუამდინარეთში დამწერლობა გაჩნდა ძვ. წ.3300 წელს,ეგვიპტეში-ძც.წ.3200 წლისთვის,ჩინეთში ძვ.წ.პირველ ათასწლეულში,ცენტრალურ ამერიკაში ძვ.წ.2000 წლისთვის,გალიაში//საფრანგეთში//ძვ.წ.50 წლისთვის და ახალ გვინეაში ა.წ.1900 წლისთვის.
       

No comments: