11.21.2012

ფსიქოზ-ნევროზები და საშველის ძიება,საშველი შეიძლება იყოს რწმენა-1:

იტალიურ მითოლოგიაში ანგისია თუ ანკისია, ლათინურად Angitia, Ancitia იყო მკურნალი ქალღმერთი... ცელიუს ანტიპატრის თანახმად ანგიცია არის კოლხეთის მეფე აიეტის ერთ-ერთი ასული, მედეას და. ის ცხოვრობდა ჭალაში ტბასთან, იყო ჯადოსანი,შელოცვებით ხოცავდა გველებს და მას თაყვანს სცემდნენ როგორც ქალღმერთს,
მედეა მის ეტლზე
სერვიუსი მას აიგივებს თვითონ მედეასთან რომელიც იასონთან ერთად კოლხეთიდან ჩავიდა იტალიაში და მან ფუცინოს ტბასთან მცხოვრებთ ასწავლა გველების შხამის საწინააღმდეგო წამალი.... //ვიკიპედია//.

Ангиция (или Анкиция, лат. Angitia, Ancitia) — в италийской мифологии богиня-целительница, связанная со змеями. Вергилий вспоминает Ангитийскую рощу и волны Фуцина[1], рассказывая о заклинателе змей Умброне из Маррувия. Ангитию, дочь Ээта, упоминает также Силий Италик[2].

Согласно Целию Антипатру, Ангиция — одна из трёх дочерей Ээта, сестра Медеи и Кирки, которая жила в роще у озера, была колдуньей (заклинаниями убивала змей) и почиталась как богиня[3]. Сервий отождествляет её с самой Медеей, которая во время своего путешествия из Колхиды прибыла с Ясоном в Италию и научила местных жителей, обитавших близ Фуцинского озера, лекарствам от змеиного яда, и производит её имя от латинского angerent (сдавливать, теснить, то есть она своими песнями мешала змеям)[4], хотя очевидна и близость с лат. anguis, «змея», отчего в некоторых рукописях её называют Anguitia. Её имя упомянуто в нескольких латинских надписях (причем иногда во множественном числе — Ангитии).

ამას წინ არიზონაში //აშშ// დააპატიმრეს 28 წლის ქალბატონი ჰოლი სოლომონი რომელიც კლავდა თავის ქმარს იმიტომ რომ ის არ წავიდა არჩევნებზე ბატონი ობამას წინააღმდეგ ხმის მისაცემად. საწყალი კაცი დენიელი უაღრესად მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში და მან პოლიციელებს უთხრა რომ ფეხმძიმობის მე-7 თვეზე მყოფ მის მეუღლეს უბრალოდ სძულს ბატონი ობამა და მას აბრალებს მისი ოჯახის თავს დატრიალებულ უბედურებებს
//http://www.bbc.co.uk/russian/international/2012/11 121114_usa2012_elections_obama_secession.shtml.,среда, 14 ноября 2012 г., 08:36 GMT 12:36 MCK

 ...В выходные в Аризоне была арестована 28-летняя Холли Соломон, которая сбила внедорожником своего мужа Дэниэла за то, что он не удосужился пойти на выборы и проголосовать против Барака Обамы.

Дэниэл, который доставлен в больницу в крайне тяжелом состоянии, сказал полисменам, что его жена, беременная на седьмом месяце, "просто ненавидит Обаму", была вне себя от его переизбрания и винит президента за тяготы, обрушившиеся на ее семью.

 

2001 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთი წერილი ანზოგადებდა 1200-ზე მეტ გამოკვლევას.

დასკვნის თანახმად რწმენა,ლოცვა,რელიგიურობა აადვილებს წინააღმდეგობის გაწევას ისეთი ფსიქიური დაავადებებისთვის როგორიცაა შიზოფრენია ანუ აუმჯობესებს ადამიანის ფსიქიურ ჯანმრთელობას,კარგად მოქმედებს არტერიულ წნევაზე და იმუნურ ფუნქციებზე. მორწმუნე,რელიგიურ ადამიანს უადვილდება ბრძოლა დამღუპველ ჩვევად ქცეულ მწევლობასთან,დეპრესიასთან,თვითმკვლელობისკენ მისწრაფებასთან.

მოზარდთა ქცევის შესახებ დაწერილ ნარკვევში ოჰაიოს ფსიქოლოგი სიან კოტონი //Sian Cotton// აჩვენებს რომ ფუნქციათა ამდენი დარღვევა და პათოლოგია ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რელიგიურობას.

ეს სტატისტიკური შეფარდებები არ აქცევს ლოცვას წამლად,მედიკამენტად.

რწმენა ყველაზე მეტად იძლევა ავადმყოფობის უკეთესად ატანის საშუალებას,ხელს უწყობს მკურნალობას. ამას ადგენს მაიამის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის და ფსიქოლოგიის პროფესორი გაილ ირონსონი:

" წამლებისთვის ანგარიშის გაწევითაც კი სულიერება აუმჯობესებს ავადმყოფობაზე კონტროლს".

გამოკვლევები ცდილობენ განკურნების მიზეზების //სოციოლოგიურის,ფსიქოლოგიურის თუ მეცნიერულად აუხსნელის// გამოყოფას,რწმენა თითქოს მნიშვნელოვანია ბევრი ავადმყოფისთვის.

Los Angeles Times-მა გამოაქვეყნა ზონდაჟი რომლის თანახმადაც 2004 წელს ამერიკელთა 43 პროცენტი ლოცულობდა თავისი ჯანმრთელობისთვის და 24 პროცენტი-სხვათა ჯანმრთელობისთვის.

Duke-ს ინივერსიტეტის კარდიოლოგი Mitchell Krucoff ხსნიდა:
"მე მინახავს სიკვდილთან ახლოს მყოფი ბევრი ავადმყოფი და ის რამაც განაპირობა მათი გადარჩენა ხშირად სცდება ტექნოლოგიის და მედიცინის საზღვრებს.

გნებავთ რწმენა უწოდეთ ამას,გნებავთ ღვთაებრივი ენერგია თუ ეფექტი პლასებო,ეს განსხვავებული რამეა.".

Time magazine-ს დოსიე მიმოიხილავდა გამოკვლევებს ჯანმრთელობისა და რელიგიის კავშირის შესახებ . მოყვანილია დოქტორი Newberg-ის მიერ აღწერილი კიბოთი დაავადებულის შემთხვევა. მისმა სიმსივნემ იკლო ექსპერიმენტული წამლის მიღების შემდეგ.

მაგრამ ავადმყოფმა შეიტყო რომ წამალმა ვერ უშველა სხვებს და სიმსივნემ ისევ დაიწყო ზრდა.

მკურნალობის რწმენა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც თვითონ მკურნალობა ისეთ შემთხვევებში როდესაც ფსიქოსომატიზმი აშკარაა.

პლასებოს ეფექტის შესახებ მრავალი ნაშრომის პოპულარიზაციის შემდეგ საკმაოდ იოლად გასაგები ხდება რომ შეიძლება იყოს როგორც ღმერთის ისე მკურნალობის რწმენა და ნდობა.

მაგრამ მიუხედავად ამისა რწმენა არ უნდა დავიყვანოთ მის ფსიქოლოგიურ განზომილებაზე.

ყველაზე შთამბეჭდავია გამოკვლევები დღეგრძელობაზე.

ტეხასის უნივერსიტეტის დემოგრაფი Robert Hummer-ის და მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციოლოგი Nel Krause-ს გამოკვლევის თანახმად იმათ ვისაც არსოდეს მიუღიათ მონაწილეობა რელიგიურ წირვაში და რიტუალებში ორჯერ უფრო მეტად ემუქრებათ სიკვდილის საშიშროება ვიდრე იმათ ვინც წირვას კვირაში ერთხელ ესწრება.

რობერ ჰამერის აზრით ახსნა უფრო სოციოლოგიურია-"ადამიანები ჩართული არიან რელიგიურ თემებში და მათ აქვთ ერთმანეთის იმედი"...

ნელ კრაუზე აჩვენებს რომ უფრო დღეგრძელები არიან ისინი ვისაც სწამს რომ მათ ცხოვრებას აქვს რაღაც აზრი და მნიშვნელობა.

ღმერთი-სიყვარულის რწმენა უფრო შველის უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს ვიდრე დამსჯელი და მკაცრი ღმერთის რწმენა.

ამას აჩვენებენ სამხრეთ კაროლინაში მოღვაწე დოქტორი Harold G. Koenig და ოჰაიოში მოღვაწე ფსიქოლოგიის პროფესორი Kenneth I.Pargament.

პაციენტებს ვისაც სჯერათ რომ ისინი ღმერთმა მოიძულა ან რომ ავადმყოფობა მათ შეჰყარა ეშმაკმა უფრო მეტად ორ წელიწადში ემუქრებათ სიკვდილი.

დოქტორი Harold G. Koenig-ის თქმით ავადმყოფებმა უნდა შეაფასონ თავისი სულიერი მიდგომები თუ სურთ მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება.

ბიომედიკალური ჰეგემონია:
ეს გამოკვლევები ასკვნიან რომ ლოცვა თუ რწმენა როგორც აქტი //და არა ღვთაების მოქმედება// ჩართულია განკურნების პროცესში. ნებისმიერ შთაგონებულ კავშირს შეუძლია გამოწვევა იმისა რაც ხდება უღრმეს მისტიკურ განცდებში.

მიუხედავად ამისა დგება ავადმყოფთა მკურნალობის პროცესში მათი რწმენის გათვალისწინების უფრო ფართო საკითხი.

ინდიანას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი Jean Kristeller-ის გამოკვლევით კიბოთი დაავადებულ პაციენტთა 90 პროცენტს შეურაცხყოფილად არ უგვრძნიათ თავი როდესაც მათ ჰკითხეს მათი რწმენის შესახებ. 75 პროცენტი თვლიდა რომ რწმენას შეუძლია დახმარების გაწევა.

მეცნიერება და რელიგია იშვიათად ეგუება ერთმანეთს,მაგრამ ეს არაა მეცნიერების გასამართლება,

მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული სამკურნალო სისტემები განვითარდა ძალიან განვითარებული ტექნოლოგიზაციის საფუძველზე. ამან გამოიწვია მკურნალობის უპრეცენდენტო გაუმჯობესება.

მაგრამ ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა ბიომედიკალური ძალაუფლება.

სულთა მკურნალობა:
ეს თვითონ ექიმებმა გააკრიტიკეს.

Georges Engel სახელგანთქმულ წერილში (The Need for a new Medical model:A challenge for biomedicine;Science,1977) სთავაზობდა პაციენტისთვის ანგარიშის უფრო ღრმად გაწევას.

ექიმების ბიო-ფსიქოსოციალურმა მიდგომამ ბიძგი მისცა უფრო ფართო მიდგომას პაციენტებისადმი და მათი ავადმყოფობებისადმი.

თეოლოგი გი ჟობას //Guy Jobin// თქმით სხეულის მკურნალობას აღარ გამოჰყოფდნენ სულის მკურნალობისგან.

მკურნალობის მრავალ სფეროში,გერიატრიაში,ხანგრძლივ მკურნალობაში,პალიატურ მკურნალობაში, მკურნალთა ჯგუფის წევრებად იქცნენ სულიერი თანმხლები თუ მღვდელი,მოძღვარი. ისინი ექიმების თანასწორად ითვლებიან მკურნალთა ჯგუფის წევრებად.

თითქოს სრულიად გაათეისტებული და გამატერიალისტებული დასავლურ საზოგადოებაში კარდიოქირურგების და თანამედროვე მედიცინის სპეციალისტთა გვერდით სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან ალტერნატიული მკურნალები და თერაპევტები რომლებიც იყენებენ მცენარეებს,მაგნეტიზმს თუ უბრალოდ ენას,მეტყველებას...

განკურნება ვერ დაიყვანება პათოლოგიის დასასრულზე,ძლიერი ციებ-ცხელების შემდეგ სიცხის დაწევაზე თუ კიბოს უჯრედების გაქრობაზე.

სოციოლოგიაში პათოლოგიურად ითვლება ყველაფერი რასაც საზოგადოება მიიჩნევს არანორმალურად.

ეს შეიძლება ეხებოდეს ქცევასაც და ავადმყოფობებსაც.

მედიცინა,მაშ, არის ნორმალიზაციის ერთ-ერთი საშუალება ისევე როგორც შეიძლება იყოს სხვადასხვა ჩვენი აზრით ეგზოტიკური,მეტიც,გარეგნულად სასაცილო რიტუალი.

Jean-Marie Gueulette-ს თქმით განკურნება კულტურების შესაბამისად შეიძლება ნიშნავდეს როგორც სიმპტომების გაქრობას ისე ავადმყოფობის დასასრულს,დაბრუნებას როგორც ბიოლოგიური ისე სოციალური თვალსაზრისით ნორმალურ მდგომარეობასთან.

განკურნება ასევე შეიძლება იყოს ზარალის ანაზღაურება,

განთავისუფლება, აზრის მონახვით აბსურდის დაძლევა.

აზრის ძიების პროცესში კი შეიძლება ჩაერთვნენ ექიმები,შამანები,

მღვდლები,მკურნალები და თვითონ პაციენტები,ისევე როგორც უხილავი არსებები-მიცვალებულები,წინაპრები,წმინდანები,ღმერთები...

განკურნება ვერ გაიაზრება ურთიერთობის გარეშე, ზოგის თქმით ის განიკურნა მისი კიბოსგან,ზოგის თქმით მისი კიბო მორჩა. ზოგი ამბობს რომ კიბოსგან ის მოარჩინა ღმერთმა,წინაპარმა...განკურნების ძალა შეიძლება გაზიარებული იქნას.

ისტორიაში ყველა კულტურამ განკურნების ძალა მიანიჭა ზოგ ინდივიდს თუ ადგილს,მაგ.ბაბილონურ ასუს და ასიპუს თუ ბერძნულ ტაძრებს სადაც მკურნალობდნენ მედიცინის ღმერთი ასკლეპიოსის პატრონაჟით.

ჰიპოკრატესთან,გალიენთან თუ ავიცენასთან ერთად მედიცინა გართულდა მან თანდათანობით უარყო პათოლოგიების მაგიურ-რელიგიური ინტერპრეტაცია და მკურნალობა.

მაგრამ დიდ რელიგიურ ტრადიციებს აქვთ მკურნალობის მდიდარი ტრადიციები.

ბუდიზმი მიისწრაფის ტანჯვის შემსუბუქებისკენ, ქრისტე კურნავს ყველანაირ ავადმყოფობას.

ჩვენ ძველ ნაწერებში არ ვეძებთ წამალს კიბოს წინააღმდეგ და ეს კანონიერია, მაგრამ ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია დიდი ისტორიიდან სადაც მედიცინა და რელიგია გადაჯაჭვულია ერთმანეთთან....

//სრულიად თანამედროვე ევროპელი Jean Disseroi-ს ეს შესანიშნავი წერილი დაიბეჭდა სრულიად თანამედროვე ფრანგულ ჟურნალში რელიგიათა სამყარო. საგანგებო ნომერი განკურნების გზები,შეუძლია თუ არა მკურნალობა რწმენას?

(Monde des Religions,Les chemins de la guérison,La foi aide-elle à guérir?,2012 წლის ივლისი აგვისტოს ნომერი 54//.



გაგრძელება იქნება.

No comments: