3.08.2012

ევროპელებისთვის დღესაც თავბრუდამხვევი კოლხეთი-1, კირკე:


კირკე და ოდისევსი, ათენის 
წითელფიგურიანი კერამიკა
კირკეს (სირსეს, სირსეას) კუნძული, ეა თუ აიაე, ავრორას, გარიჟრაჟის კუნძული, კირკეს ლეგენდარული კუნძული: 
ის გაიგივებული იყო პაქსოსის კუნძულთან. ნახევარკუნძული მონტე კირკეო ტირენიის ზღვაში არ ყოფილა კუნძული მაგრამ მაინც ითვლებოდა კუნძულად რომელზეც შეჩერდნენ ლესტრიგონებისგან გაქცეული ოდისევსი და მისი თანამგზავრები.
კუნძული, რომლის ირგვლივაც უსასრულო ზღვა ქმნის გვირგვინს, არის ჯადოსანი, «თავდზარდამცემი ქალღმერთი» კირკეს» ( «ოდისეა,X,136) თავშესაფარი.

ადამიანის ხმის მქონე კირკე კი არის ჰელიოსის და ნიმფა პერსას ასული,სასტიკი აზრების მქონე აიეტის და.

ყველაფერთან ერთად ციდან ვარსკვლავების დაშვების უნარის მქონე კირკე არის სიყვარულის წამლის,ჯადოსნური სასმელის გაკეთების და მოწამლვის ექსპერტი.
(ჰესიოდე, თეოგონია, 957, 1011; აპოლოდორი, I,9,1; ჰიგინი, ზღაპრები, 125).
ამ სფეროში პირველი ცდისას კირკემ მოკლა თავისი მეუღლე, სარმატთა მეფე.

ქვეშევრდომების მიერ შეძულებული კირკე ჰელიოსმა გადაიყვანა ეას კუნძულზე.

სწორედ კირკემ გადააქცია მონსტრად  გლაუკოსის საყვარელი მშვენიერი ნიმფა სცილა. არ უნდოდა რა თავისი საყვარელი ღმერთის დაკარგვა, კირკე გაბოროტდა იმის წინააღმდეგ ვინც გლაუკოსმა მას არჩია.

ჯადოსანმა შეარჩია საზარელი ბალახები, მათ დაადინა საშინელი წვენი და მათი დანაყვისას მან წარმოთქვა ჯოჯოხეთური სიტყვები.

კირკემ მოწამლა მღვიმე სადაც სიგრილეს და სიმშვიდეს ეძებდა მშვენიერი სცილა.  

მან მოწამლა მღვიმე უძლიერესი საწამლავებით, მოასხა წვენი რომელიც გამოიღო დამღუპველი ფესვებიდან, სამჯერ წაიჩურჩულა იდუმალი და ახალი სიტყვები და 9-ჯერ გაიმეორა შავი ფორმულები.

მღვიმეში ჩასულ სცილას გარს შემოერტყნენ მოღრიალე ურჩხულები. მან არ დაიჯერა რომ ურჩხულები შეადგენენ მისი სხეულის ნაწილებს,გაიქცა და თან გაიყოლა ისინი. გვერდების,ფეხების და ტერფების ადგილას ის ხედავს მხოლოდ ცერბერის მყეფარე თავებს,ქვედა ნაწილების არმქონე ძაღლების სარტყელს. ეს ძაღლები ზურგით არიან დამაგრებული მის სხეულზე ( ოვიდიუსი,მეტამორფოზევი,XIV,1-74)....

ჯადოსანი კირკე სარგებლობს კვერთხით და ჯადოსნური სასმელების დახმარებით გარდაქმნის ადამიანებს პირუტყვებად. ასეთი გარდაქმნების მოხდენა კი ღმერთების პრივილეგიაა. ასე ხდება რომ ათენა თავისი კვერთხის შეხებით ოდისევსს გადააქცევს უცნობ მოხუცად და და შემდეგ იგივე ხერხით დაუბრუნებს მას ახალგაზრდობას,ძალას და სილამაზეს.

ეას კუნძული არის სამყარო ადამიანებისა და კულტურების გარეშე. იქაა მხოლოდ უცნაური ცხოველებით,მთის მგლებით და მოჯადოებული ლომებით დასახლებული უღრანი ტყეები ( ოდისეა,X,150). ისინი არ ესხმიან თავს ოდისევსს და მის თანამგზავრებს. პირიქით,ისინი უახლოვდებიან მათ რათა მოეფერონ მათი ძლიერი კუდით (იქვე,X,214-215).

მაშინ ოდისევსთან შესახვედრად მოდის ჰერმესი და აფრთხილებს მას კირკეს წინააღმდეგ.

    ისინი ეხლა არიან კირკეს სასახლის ტყვეები. ირგვლივ დადიან ლომები და მთის მგლები-საშინელი ურჩხულები: ისინი არიან საშინელი ლამაზკულუებიანი ქალღმერთის მიერ მოჯადოებული ადამიანები. გამონაკლისია ევრილოკი რომელმაც იგრძნო საფრთხე...

ჯადოსანი კირკეს სასმელს უპირისპირდება მასზე უფრო ძლიერი სიცოცხლის ბალახი. ამ სურნელოვან ბალახს აქვს შავი ფესვი და თეთრი ყვავილი. მას ღმერთები უწოდებენ მოლუს.

მოკვდავებს უჭირთ მისი მოკრეფა,მაგრამ ღმერთებს ყველაფერი ძალუძთ.

გრძელ კვერთხს უპირისპირდება ხმალი, და სიამოვნებებს,ქალღმერთის საწოლის მახეებს ღმერთების ფიცი.

სიცოხლის ბალახით ულისეს შეუძლია შესვლა მებატონის სახლში: მისი სათნოება თავიდან აარიდებს დამღუპველ დღეს. კირკე ამაოდ ჩაუგდებს თავის ნარკოტიკს თასში,ხიბლი უძლურია სიცოცხლის ბალახის წინაშე. მას შემდეგ რაც კირკე გაარტყავს მას თავისი გრძელი კვერთხის ბოლოს ოდისევსმა უნდა იშიშვლოს თავისი ბასრი ხმალი და მიეჭრას კირკეს ისე თითქოს უნდა უნდოდეს მისი მოკვლა!  აცახცახებულ კირკეს მაშინ მოუნდება ოდისევსის თავის საწოლში წაყვანა. ოდისევსმა არ უნდა უთხრას უარი. კირკე ქალღმერთია, მხოლოდ მას ძალუძს მის თანამგზავრთა განთავისუფლება და მისი დაბრუნების უზრუნველყოფა. მაგრამ კირკემ უნდა დადოს ნეტართა ფიცი რომ მას არაფერი სხვა ცუდი რამ არ სურს მისთვის და არ ისარგებლებს მისი სიშიშვლით მისთვის ძალის და მამაკაცობის წასართმევად.

კირკესთან ერთად ერთი წლის გატარების შემდეგ ოდისევსი კირკეს რჩევით ჩადის ჯოჯოხეთის მეზობლად მცხოვრებკიმერიელთა ქვეყანაში მისანი ტირესიასგან რჩევის მისაღებად...

პართენიოსი თავის « სასიყვარულო ვნებებში» (XII) ყვება რომ კალხოსს თავდავიწყებით შეუყვარდა კირკე და უძღვნა მას თავისი სამეფო დონია. მაგრამ კირკეს უყვარს მხოლოდ ოდისევსი და უკრძალავს კალხოსს თავის კუნძულზე ფეხის დადგმას.

მაგრამ ვინაიდან გაგიჟებით შეყვარებული კალხოსი გაუთავებლად დატრიალებდა მას თავს კირკემ მიიწვია ის სუფრაზე, დაათრო,გააბრუა და შეაგდო საღორეში. გაანთავისუფლა მხოლოდ მას შემდეგ რაც მან დაიფიცა რომ აღარასოდეს დაადგავდა ფეხს კუნძულზე და თავს გაანებებდა მას.

ორფიკულ არგონავტიკაში იასონი და მედეა გადადიან კირკეს კუნძულზე:

არგონავტი აგზავნის თანამგზავრებს იმის გასაგებად თუ რა ხალხი ცხოვრობს ამ უზარმაზარ მიწაზე.

ჩნდება კირკე. მისი თავი დაფარულია ელვარე სხივების მსგავსი თმებით. მისი ლამაზი სახე ბრწყინავს და კაშკაშებს. ის ცეცხლის ალივით ანათებს არემარეს.

აპოლონიოს როდოსელი («არგონავტიკა»,IV,702-717) ყვება იგივე მითის იგივე მომენტს და იმას თუ როგორ განწმინდა კირკემ იასონი და მედეა მედეას მიერ მოკლული მისი ახალგაზრდა ძმა აფსირტეს სისხლისგან. მამამისის ხელში ჩავარდნის პერსპექტივით თავზარდაცემულმა და მისი ველური ინსტინქტებით ატაცებულმა მედეამ უყოყმანოდ მოკლა აფსირტე, დაჭრა მისი გვამი ნაწილ ნაწილ და გადაყარა ზღვაში რათა დაეყოვნებინა მდევარი აიეტი. 



Arnold Böcklin (1827-1901)-ოდისევსი და კალიფსო

კუნძულს მიახლოებულმა არგონავტებმა, მაშ, დაინახეს სანაპიროზე კირკე რომელიც განიბანებოდა ზღვის წყალში. კირკემ ღამით ნახა კოშმარული სიზმარი: მისი სასახლე თითქოს წალეკა სისხლმა და დაიწყო ხანძარი. სიზმარში კირკე თითქოს ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას სისხლით რომელსაც ის ორივე ხელით იღებდა ირგვლივ. გარიჟრაჟზევე მან გადაწყვიტა განბანა. მას მისდევს სხვადასხვა ურჩხული,ადამიანთა და პირუტყვთა უცნაური ნაერთები. განბანის შემდეგ მან ანიშნა არგონავტებს გაყოლოდნენ მას. გაყვნენ მხოლოდ იასონი და მედეა.

სასახლეში მისვლისას ისინი მთხოვნელთა ჩვეულებისამებრ დასხდნენ  ოჯახის კერის მფარველ პენატთა ღმერთების საკურთხევლის ფერხთით.

მედეამ სახე ჩამალა ხელებში. იასონმა მიწაში ჩაარჭო ხმალი რომლითაც მოკლა აიეტის ვაჟიშვილი აფსირტე. 

ორივე ჩასჩერებოდნენ მიწას. კირკე მაშინ მიხვდა მათი მისვლის მიზანს.

ჯადოსანი,ვინც არ იცის თუ რა მკვლელობა ჩაიდინეს იასონმა და მედეამ, იწყებს გოჭის დაკვლით და გოჭის სისხლი იღვრება დამნაშავეთა ხელებზე. შემდეგ კირკემ ჩატარა განბანა რომლის დეტალებიც ჩვენთვის უცნობია. უეჭველია რომ ეს იყო ანკარა წყალი,რომელშიც ჩადებული იყო მსხვერპლშეწირვის საკურთხეველზე ანთებული ტილო. განწმენდისთვის გამოყენებული წყალი შემდეგ წაიღეს ქალღმერთის მსახურმა ნაიადებმა. შემდეგ კირკემ კერის წინ დაწვა ნამცხვრები და თაფლს შერეული სხვა ძღვენი,მიასხა ღვინისგან თავისუფალი სითხე. კირკემ სთხოვა ზევსს,ზევს კათარზიოსს, პატივცემული ქალღმერთების მრისხანების დაწყნარება.

მედეა მაშინ ყვება არგონავტების ლაშქრობის, გადატანილ საფრთხეთა,ჩადენილი ცოდვისა და მამის რისხვისგან გაქცევის შესახებ. ის არ უყვება კირკეს აფსირტეს მკვლელობაზე,მაგრამ კირკე იოლად ხვდება ყველაფერს, თუმცა ეცოდება მტირალი მედეა.

ის მედეას სისხლით ნათესავია,რაც არ აძლევს პირადად მას შურისძიების საშუალებას, მაგრამ ისინი უნდა წავიდნენ მისი სასახლიდან და აღარ უნდა სთხოვონ კირკეს დახმარება. 


კირკე ვერ შეუწყობს ხელს მათი სამარცხვინო ჩანაფიქრების აღსრულებას. 

დამწუხრებული მედეა ქვითინებს. იასონი ჰკიდებს მას ხელს და გაჰყავს ის სასახლიდან.

ნეოპლატონიკოსებისთვის, ნუმენიოს აპამეელისთვის,პორფირისთვის, სირიანუსისთვის თუ პროკლესთვის კირკეს ეპიზოდი ალეგორიაა. 

პლოტინისთვის ოდისევსი სიბრძნის სიმბოლოა:

ჭვრეტით ,ისვლა გონების,სულიერ სამყაროში
«როგორც ადამიანი რომელიც ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ მივიდა მამების ცივილიზებულ სამყაროში» (ენეადები,V,9).

ოდისევსი რომელიც კირკეს და კალიფსოს გაექცა ითაკაში არის უხილავის,სულიერის გულისთვის ხილულის,მატერიალურის მიმტოვებელი სულის სიმბოლო (იქვე,I.).

პლუტარქესთან  საინტერესო დიალოგი «ცხოველების გონებაზე» წარმოადგენს ოდისევსს,კირკეს და კრილუსს.

 ჯადოსანი კირკეს მიერ ღორად გადაქცეული ბეოტიელი კრილუსი სავსებით ბედნიერია თავისი ხვედრით და სულაც არ აპირებს ადამიანად გადმოქცევას და უჩვენებს ათენას პროტეჟეს თუ რამდენად უფრო სათნოები არიან პირუტყვები ადამიანებთან შედარებით.

ესაა თავდასხმა სტოიკოსებზე რომლებიც თვლიან რომ ცხოველებს არა აქვთ გონიერება.

     
«ჰომეროსის ცხოვრებაში და პოეზიაში» ფსევდო-პლუტარქეს თანახმად ჰომეროსი « ოდისევსის თანამგზავრთა ღორებად და მსგავს ცხოველებად გადაქცევით ამბობს რომ ცხოველებად გადაიქცევიან ადამიანები ვინც  ყურს არ უგდებენ თავის გონებას როდესაც მათ ჩაითრევს სამყაროს წრიული ბრუნვა,მოძრაობა რომელსაც ის უწოდებს კირკეს».

ის ფიქრობს რომ მზის ასული კირკე ცხოვრობს კუნძულ ეაზე. მან კუნძულს ეს სახელი დაარქვა სიტყვიდან «აიაზეინ» («ტირილი») იმის გამო რომ ადამიანებს ელით სიკვდილი.

ბრძენი ოდისევსი არ განიცდის ამ მეტამორფოზას იმიტომ რომ ის დაცულია ჰერმესის,გონების მიერ.

პოეტი თვითონ ჩადის ჯოჯოხეთში. პოეტი ამით ამბობს რომ გმირის სული გამოეყოფა სხეულს და ჭვრეტს კეთილ და ბოროტ სულებს» ( ამ მშვენიერი ტექსტის წაკითხვა შეგიძლიათ ოლივიე ბატისტინის,ჟან-დომინიკ პოლი პიერ რონზოს,ჟან-ჟაკ ვინსენსინის წიგნში «მითიური ადგილების და ქვეყნების ლექსიკონი», რობერ ლაფონ,2011, გვ.309-312). გაგრძელება იქნება.

No comments: