3.07.2012

ევროპუტინისტი პარვულესკუ

ჟან პარვულესკუს წიგნი 
"ვლადიმირ პუტინი 
და ევრაზია"
სულ გადასარევი ვიღაცაა 1929 წელს რუმინეთში დაბადებული და 2010 წლის 21 ნოემბერს პარიზში გარდაცვლილი ფრანგი პუტინისტი მწერალი და ჟურნალისტი ჟან პარვულესკუ!

მან დაწერა და გამოსცა წიგნი «ვლადიმირ პუტინი და ევრაზია».

ბევრი ფრანგის აზრით ეს განსაკუთრებით საშიში წიგნი ყველას არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. მე მხოლოდ დავამოწმე გარკვეული რევოლუციური დიდ-ევროპული იმპერიული ცნობიერების წინსვლის უწყვეტობა. «...დიდებული და შესანიშნავი წიგნი. 400-ზე მეტი ფურცლის შემცველ წიგნში ჟან პარვულესკუ გვთავაზობს პუტინის და ევრაზიის სქელტანიან გამოკვლევას.

30 წლის მანძილზე დაწერილი მრავალი წერილის საფუძველზე ის აჩვენებს თუ როგორ შეიცვალა განთავისუფლდა სულიერად რუსეთი, როგორ მოიშორა მან თავიდან კომუნიზმი და როგორც იქცა ისტორიის ნაციონალისტური და რევოლუციური კონცეფციის მედროშედ. 

პარვულესკუ ასევე ხსნის რომ ვლადიმირ პუტინი მისი განცხადებებითა და ქმედებებით იცავს გეოპოლიტიკას როგორც ისლამიზმის ისე ამერიკანიზმის წინააღმდეგ. 

მოციქული ევრაზიისა (ევროპის, ჩინეთის ნაწილის და იაპონიის კავშირისა) როგორც სახელმწიფოსი. 
ძალიან საინტერესო,ფუნდამენტურიც კი გეოპოლიტიკით დაინტერესებული აქტივისტებისთვის.

ეს წიგნი ასევე გვთავაზობს მსოფლიო ისტორიის მრავალ ეზოტერულ და სულიერ კონცეფციას.

გერმანიის გაერთიანებიდან საბჭოთა კავშირის დასასრულამდე, ამერიკული პოლიტიკის საიდუმლო მამოძრავებელი ძალებიდან იოანე-პავლე მეორემდე, ავტორი ეხება მნიშვნელოვან საერთაშორისო თემებს. 

ნაშრომს დასტრიალებს ვლადიმირ პუტინის იდუმალი სახე. პარვულესკუ წერს რომ გაჩნდა «დიდი მისტიკოსი მებრძოლი» და ის შეცვლის მსოფლიოს სახეს. ვიზიონერულია.

ნარტოვი. გეოპოლიტიკა: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ნაკვეთი 1. გეოპოლიტიკის თეორიული საფუძვლები. თავი 3. დასავლეთის თანამედროვე გეოპოლიტიკური თეორიები და სკოლები (ფრაგმენტი):

 ფრანგმა მწერალმა ჟან პარვულესკუმ შექმნა ორიგინალური მიმართულება ლიტერატურაში- ,,გეოპოლიტიკური ბელეტრისტიკა" მისი გეოპოლიტიკური იდეები დაიყვანება იმაზე რომ კაცობრიობის ისტორია არის ხელისუფლების, ძალაუფლების ისტორია. ამ ძალაუფლების და ხელისუფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვის მრავალი ნახევრადსაიდუმლო ორგანიზაცია. ის ასახელებს «ატლანტისტების ორდენს» და «ევრაზიელთა ორდენს». ისინი წარმოიქმნენ უხსოვარ წარსულში, ათასწლეულების წინ. მათ გაუძლეს მრავალ საერო მმართველ დინასტიას, ფინანსურ იმპერიებს, რელიგიურ ინსტიტუტებს. «ორდენთა» მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში მონაწილეობენ მეფეები და მსხვილი ფინანსისტები, პატრიარქები და პაპები, დიპლომატები, გენერალები, რევოლუციონერები, მისტიკოსები და ა.შ. 

აშკარაა რომ პარვულესკუს აზრით «ორდენთა» დაპირისპირებას აქვს მისტიკური ხასიათი.

მთავარ როლს აღწერილ ბრძოლაში პარვულესკუ ანიჭებს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ შარლ დე გოლს რომელმაც შექმნა მძლავრი გეოპოლიტიკური ორგანიზაცია «გეოპოლიტიკური გოლიზმი».

ეს ჟან პარვულესკუა
დე გოლის და მისი ნახევრადსაიდუმლო სტრუქტურის ძირითადი ამოცანაა ევროპული კონტინენტური ბლოკის, პარიზი-ბერლინი-მოსკოვის ბლოკის შექმნა და ამ ამოცანის რეალიზაციისთვის იყო ის ჩასული 1966 წელს რუსეთში, ე.ი. საბჭოთა კავშირში. (უნდა ვთქვა რომ აქ ბატონი პარვულესკუ დიდად სცდება იმიტომ რომ საფრანგეთი ომის დროს წალეკეს სტალინის მორჩილმა და ბელადის განწყობათა შესაბამისად  ხან ჰიტლერის მომხრე და ხანაც მოწინააღმდეგე ფრანგმა კომუნისტებმა რომლებმაც საფრანგეთი კინაღამ გადააქციეს საბჭოთა კავშირის XVI რესპუბლიკად. დე გოლმა მოსკოვში ჩასვლით და არა მარტო ამით სწორედ ამ საფრთხისგან გადაარჩინა საფრანგეთი და მადლობა მას. 1968 წელს განებივრებულმა ფრანგმა ახალგაზრდობამ ზოგ  სხვასთან ერთად ის გააგდო და სორბონას კედლებზე გამოფინა მარქსის, ლენინის და მაოს პორტრეტები, მაგრამ ეგ უკვე სხვა ისტორიაა, გ.მ.).

პარვულესკუს იდეების მსგავს შეხედულებებს გამოთქვამდნენ კონტინენტალისტი ჰაუსჰოფერი, «ნაციონალ-ბოლშევიკები» და «ახალი მემარჯვენეები».

უკანასკნელების მსგავსად პარვულესკუც ფიქრობდა რომ დაპირისპირების 1970-1980-ანი წლების ეტაპი კულმინაციურია, როდესაც გეოპოლიტიკურ სუპერსტრუქტურათა ბრძოლა უახლოვდება დასასრულს.

პარვულესკუ ხედავდა უზარმაზარი კონტინენტური კონსტრუქციის, «დასასრულის ევრაზიული იმპერიის» კონტურებს და და ამ იმპერიის შეჯახებას «ატლანტიკის იმპერიასთან».
   
პარვულესკუს ნაშრომები ექსპრესიულებია, მისი პერსონაჟები გამოირჩევიან დემონური ნებით, ჟინით.

გეოპოლიტიკურ სუპერკონსტრუქციათა «ფინალური ბრძოლა» აღწერილია არაამქვეყნიური მისტიკური ფერებით.

ამას ხელს უწყობს ის რომ პარვულესკუ პირადად იცნობდა  მრავალ პოლიტიკურ მოღვაწეს და მეგობრობდა მათთან. გამოგონილი პერსონაჟები ოსტატის ხელით შექმნილი კოლორიტული ხასიათებია.

მისტიციზმთან მოსაზღვრე ძლიერი ინტუიციის მქონე პარვულესკუ 1970-ან წლებში ხატავს 1990-ანი წლების მსოფლიოს სურათებს.


Jean parvulesco, né en 1929 en roumanie, et mort le 21 novembre 2010 à  paris, est un écrivain et journaliste français.
Auteur: Jean Parvulesco 
Editions: Les Amis de la Culture Européenne 
Collection: 
Pages: 434

"Dans le présent ouvrage, qui est un livre singulièrement dangereux, à ne surtout pas mettre entre toutes les mains, je n'ai rien fait d'autre que de témoigner en continuité de la marche en avant, des développements conséquents d'une certaine conscience impériale révolutionnaire grand-européenne."(...) Un maître-livre! L’écrivain et romancier Jean Parvulesco, propose, dans un gros volume (plus de 400 pages!), une véritable étude sur Vladimir Poutine et l’Eurasie. Sur la base de nombreux articles écrits depuis trente ans, il montre comment la Russie a peu à peu changé et s’est débarrassée du communisme, comment elle s’est libérée spirituellement pour devenir le fer de lance d’une conception nationaliste et révolutionnaire de l’histoire. Jean Parvulesco explique aussi que Vladimir Poutine, à travers ses déclarations et ses actes, devient le défenseur d’une géopolitique autant contre l’islamisme que contre l’américanisme, l’apôtre de l’Eurasie (union de l’Europe, d’une partie de la Chine, de l’Inde et du Japon) en tant que puissance. Très intéressant, et même fondamental pour les militants attirés par la géopolitique, ce livre propose aussi de nombreuses conceptions ésotériques et spirituelles de l’histoire du monde. De la réunification de l’Allemagne à la fin de l’URSS, des ressorts secrets de la politique américaine à Jean-Paul II, cet essai ne laisse rien passer des enjeux politiques internationaux. La figure mystérieuse de Vladimir Poutine plane sur l’ouvrage. Qui est vraiment Poutine? se demande l’auteur. La conception de l’Eurasie est primordiale, Jean Parvulesco écrit qu’une « grande mystique combattante » vient de naître et qu’elle va même changer la face du monde. Visionnaire.
es Jan parvuleskua 


Нартов Н. Геополитика: Учебник для вузов.Раздел 1. Теоретические основы геополитики. Глава 3. Современные геополитические теории и школы Запада

Французский писатель Жан Парвулеску создал оригинальное. Отправление в литературе — “геополитическую беллетристику”. Его геополитические идеи сводятся к тому, что история человечества — это история власти, могущества. За достижение этого могущества и власти борются многие полусекретные организации. Он называет их “орденом атлантистов” и “орденом евразийцев”. Время их возникновения лежит в глубине истории, тысячелетий. Они пережили многие правящие светские династии, финансовые империи, религиозные институты. В многовековой борьбе “орденов” участвуют короли и крупные финансисты, патриархи и папы, дипломаты и генералы, революционеры и мистики и т.д. Видно, что противостоянию “орденов” Парвулеску придает мистический характер.

Главную роль в описываемой борьбе автор оригинального жанра отводит генералу де Голлю, бывшему президенту Франции, который создал мощную геополитическую организацию, получившую название “геополитический голлизм” Основная задача де Голля и его полусекретной структуры — организация европейского континентального блока “Париж — Берлин — Москва” (Именно для реализации этой задачи президент де Голль в 1966 г. посещает Россию, т.е. СССР). Как мы видим, подобные идеи высказывали континенталист Хаусхофер, “национал-большевики” и “новые правые” Как и последние, Парвулеску полагал, что этап геополитического противостояния 70—80-х годов является кульминационным, когда борьба двух геополитических суперструктур подходит к финалу. Он видел контуры огромной континентальной конструкции “Евразийской Империи Конца” и ее столкновение с “Империей Атлантики”. Его труды экспрессивны, персонажи наделены демонической волей, убежденностью, “Финальная Битва” геополитических суперконструкций описывается в запредельных, мистических красках. Этому способствует хорошее знание автором многих исторических деятелей, с которыми он поддерживал личные дружеские отношения. Вымышленные персонажи — колоритные личности, характеры, созданные умелой рукой мастера. Обладая огромной интуицией, граничащей с мистицизмом, Парвулеску в 70-х годах рисует картину мира середины 90-х.

No comments: