Phasanius colchicus, კოლხური ხოხობი |
კოლხეთი არის ერთ-ერთი იმ არქაული მხარეებიდან, რომლებიც უფრო პროტოისტორიაში არიან, იქ სადაც არ არსებობს გეოგრაფია, ვიდრე ისტორიაში.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის დაკავშირებულია მითთან, მაგრამ მას თავისი ადგილი ძველი ხანის კარტოგრაფიულ აზრში აქვს.
პირველი პირდაპირი მინიშნება ჩნდება «პითიურ ოდებში» (IV, 9), როდესაც პინდარე არგონავტთა თავგადასავლის თავის ვერსიას იძლევა.
მითში, კოლხეთი არის ჰელიოსის და პერსას შვილის, კირკეს ძმის აიეტის სამეფო. თეტისის და ოკეანეს ასულ იდიესთან ერთად, აიეტს სამი შვილი ჰყავდა: მედეა, ქალკიოპა და აფსირტე. დიონისე მილეთელის თანახმად, აიეტს ჰეკატესთან ერთად ასევე ორი ასული - მედეა და კირკე ჰყავდა, მაგრამ დიონისე იზოლირებული რჩება.
ყოველ შემთხვევაში, აიეტის მიწები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ფაზისის შესართავთან მდებარეობდა. იქ იყო განძი, ოქროს საწმისი, რომელიც იაზონმა და მისმა არგონავტებმა გაიტაცეს. სამყარო ზევიდან ერთიანდებოდა
აიეტი და კირკე არ ყოფილან ძალიან დაშორებულნი, მაგრამ მზის ამ ოჯახს, ბერძნების მიერ მოხაზული სამყაროს ორი უკიდურესი განაპირა მხარე ეკავა. კირკე თავის ჯადოსნურ ნიჭს მსოფლიოს დასავლეთ განაპირა მხარეს ავლენდა, მაშინ, როდესაც მისი ძმისშვილი მედეა, იგივეს მსოფლიოს აღმოსავლეთ განაპირა მხარეს აკეთებდა. სტრაბონისთვის კირკე მედეას უფრო ძველი ორეული (I, 2) იყო.
ყოველ შემთხვევაში, აიეტის და კირკეს ტახტები იდგა იქ, საიდანაც ამოდიოდა და სადაც მზე ჩადიოდა. როგორც ხაზს Alain Ballabriga უსვამს, «აიეტის და კირკეს სიახლოვე ერთდროულად ღამის და მზიურ ქვეყანაში, დიდ ჩრდილოეთში აღმოსავლეთის და დასავლეთის სახლოვის გამოხატულება არის». ამ გაგებით, კოლხეთი, ისევე როგორც კირკეს კუნძული, დაკავშირებული იყვნენ ჰადესთან (საიქიოსთან) და ალბათ მის გეოგრაფიულ მეტამორფოზას წარმოადგენდნენ. აიეტის დედაქალაქს უწოდეს ეა, მაშინ, როდესაც კირკეს კუნძულს ერქვა ეე, პარონიმული ურთიერთობა მსოფლიოს ორ ბოლოს აკავშირებდა ჰადესთან, საიქიოსთან. გარდა ამისა, სიმპლეგადების, შავ ზღვაში გამავალ ვიწრო, მოძრავ და მკვლელ გასასვლელში გაღწევა, რაღაც ჯოჯოხეთურში მოსახვედრად საკმარისი იყო.
ყვითელი კოლხურა, Colchique Jaune |
იასონის საიქიო და ჰადესი იყო ზღვა:
«ეხლა მე ვარ უაღრესად შეძრწუნებული და შეშფოთებული. მაძრწუნებს სიარული სისხლის გამყინავ ზღვის გზებზე, შეძრწუნებული ვარ, როდესაც მხოლოდ მტრებით სავსე ხმელეთზე გადავდივარ» ( აპოლონიოსი, II, 627-630).
კოლხეთზე საუბრისას, ევროპის აზიისგან გამომყოფ საზღვარზე საუბრობენ. გვიანი ბერძენი გეოგრაფის - დიონისე ალექსანდრიელისთვის, საზღვარი გადიოდა ტანაისზე, ესე იგი დონზე. ბევრად უფრო ადრე, ჰეროდოტესთვის კი ეს საზღვარი ფაზისზე გადიოდა...
ისევ ჰეროდოტეს თანახმად (II, 104), კოლხები გარკვეულად ეგვიპტელებს ენათესავებოდნენ, რომლებთანაც საერთო ჰქონდათ სელის კულტურა და წინადაცეთის პრაქტიკა. ეს ვოლტერმა თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში გაიხსენა. კოლხეთი შეიძლება ეგვიპტური კოლონია იყოს. ამაზე დიოდორემ და სტრაბონმა ისაუბრეს.
აი რას წერს დიონისე: «პონტოს ყველაზე შორეულ ნაწილში, ცხოვრობენ ეგვიპტიდან მოსული და კავკასიასთან დასახლებული კოლხები...»
___________________________________________
ჩანართი ვიკიპედიიდან არც თუ ხელის წამოსაკრავ ეგვიპტეზე:
მოსე ათ მცნებას იღებს
1939 წელს, ზიგმუნდ ფროიდმა გამოსცა ნაშრომი «მოსე და მონოთეისტური რელიგია» (Der Mann Moses und die monotheische Religion ). ფროიდი წერილების ამ ციკლში ამბობს, რომ მოსე არ ყოფილა ებრაელი, რომ ის იყო მონოთეისტური ატონის რელიგიის შემომღები ფარაონი ეხნატონის მმართველობის პერიოდის ეგვიპტელი დიდებული.
მოსე იღებს ათ მცნებას |
შემდეგ ფროიდი ამბობს, რომ მოსე მის წინააღმდეგ აჯანყებულებმა მოკლეს და მომდევნო თაობებში მის რელიგიას მხოლოდ მასთან დაახლოებულ პირთა ჯგუფი ინარჩუნებდა. ბელადის მოკვლის გამო სინანულის განმცდელმა ებრაელებმა, შემდგომში ატონიზმის ეთიკურ-რელიგიური ელემენტები ვულკანთა ღმერთი იაჰვეს წინა კულტში შეიტანეს. მათ აღმდგარი მამის, მესიის იდეა განავითარეს. ამიერიდან სახელი ატონი ჟღერს როგორც ადონაი, «უფალი».
ძველ ბერძენთა აზრით, კოლხები, ზოგადად ქართველები, კაცობრიობისთვის მონოთეიზმის მიმცემ ხალხთან, ძველ ეგვიპტელებთან არიან დაკავშირებულნი.
ბერძენთა გეოგრაფიის დახვეწასთან ერთად, კოლხეთის გვერდით, მისი აღმოსავლელი მეზობელი - კავკასიის იბერია გამოჩნდება. კიდევ ერთი უცნაური პარალელი: ძველი ბერძნებისთვის, ცნობილი სამყაროს დასავლეთში არის ერთი იბერია, ამავე სამყაროს აღმოსავლეთში, შავი ზღვის აღმოსავლეთით არის მეორე იბერია. კოლხეთისა და ტირენიის ზუსტი პარალელი. ფაზისი კი 500 კილომეტრზე უფრო გრძელ რაიონად იქცა...
ძვ.წ. პირველ საუკუნეში მითრიდატე VI ევპატორის მიერ დაპყრობილი კოლხეთი, შემდეგ რომაელთა ხელში მოხვდა. რომაელებმა ის პონტოს პროვინციაში ჩართეს. ჰაგიოგრაფთა თქმით, კოლხეთი იუდა ისკარიოტელის შემცვლელი მოციქულის - მათიასის მარტვილობის ადგილი გახლდათ. კოლხეთი არც მოგზაურებს დაჰვიწყებიათ. იქ იმოგზაურეს ნეაპოლელმა არქანჯელო ლამბერტიმ, რაინდმა შარდენმა, დიუბუა და მონპერემ.
კავკასიას და მის მნახველებს, მედეას და იასონის კოლხეთი არ დავიწყებიათ. კოლხეთმა და ფაზისმა ლექსიკონში თავისი კვალი დატოვეს.
ყველაზე ცნობილი ხოხობი (ფრანგულად "ფაისან") გახლავთ კოლხური ფაზისის ხოხობი-Phasanius colchicus. მაშინ, როდესაც სუროს, ფათალოს გავრცელებული სახეობა არის Hedera colchica ... ჰორაციუსის თანახმად (ოდები, II, 13), კოლხეთის შხამები ძლიერმომქმედი იყო. მათ მცოდნეს, არც ისე ძნელად წარმოსადგენი დანაშაულები უნდა ჩაედინა. colchicue-კოლხურა, გამოჰყოფს colchicine-ს, კოლშისინს, რომელიც ბევრ სხვა რამესთან ერთად ნიკრისს (goutte) კურნავს.
ის ჰგავს მედეას: მისი ჯადოსნური ხასიათი ბოროტების მომტანის და სიკეთის მომტანის ბრძნული დოზირებაა (თემის გაგრძელება და დასასრული იქნება).
(ეს საინტერესო ტექსტი გამოქვეყნებულია უკვე ნახსენებ ნაშრომში «მითიური ადგილების და ქვეყნების ლექსიკონი, პარიზი, 2011, გვ. 338-340).
No comments:
Post a Comment