იესოს ქადაგება მთასა ზედა, სპარსული მინიატურა |
ჩემი მოწაფეები რომ ხართ,იმით გაიგებენ ყველანი. თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის. (34,35).
იოანე 15. ესაა ჩემი მცნება: რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე მეტი სიყვარული არავის გააჩნია,ვიდრე ვინც თავის სულს დასდებს თავისი მეგობრებისათვის.
რომაელთა მიმართ 12: სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; განერიდეთ ბოროტებას,მიეკარით კეთილს. ძმათმოყვარეობაში-ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით,პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
რომაელთა მიმართ 13: არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა,ვინაიდან სხვისი მოყვარული აღასრულებს სჯულს. რამეთუ მცნებანი: არ იმრუშო,არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე,არ ინატრო და სხვა ასეთები შედის ამ სიტყვაში: გიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი შენი. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული სჯულის შესრულებაა.
ამიტომ ნუღავ გავასამართლებთ ერთმანეთს,არამედ იმსჯელეთ იმაზე რომ ძმამ ძმას დაბრკოლება ან ცდუნება არ დაუდგას. ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი თავისთვის აბარებს ანგარიშს ღმერთს.
კორინთელებს 13:
1. თუ მე ადამიანებისა და ანგელოზების ენებით რომ ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ,მჟღერი წინწილა.
2.წინასწარმეტყველება რომ მქონდეს,ყველა საიდუმლო და ყოველგვარი ცოდნა რომ ვუწყოდე,სრული რწმენა რომ მქონდეს ისეთი,რომ მთების გადაადგილება შემეძლოს,ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.
3. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო,ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.
4. სიყვარული სულგრძელია,სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
5. არ სჩადის უწესობას,არ ეძიებს თავისას,არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს.
6. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;
7. ყოველივეს იტანს,ყველას უჯერებს,ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ მთავრდება; თუმცა წინასწარმეტყველებანი გაუქმდებიან; ან ენები შეწყვეტენ; ან ცოდნა გაუქმდება.
9. ვინაიდან ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
10. და როცა სრულყოფილი მოვა,ნაწილობრივი განქარდება.
11. როცა ბალღი ვიყავი,ბალღურად ვლაპარაკობდი,ბალღურად ვაზროვნებდი,ბალღურად ვმსჯელობდი; ხოლო როცა დიდი გავხდი, ყოველივე ბალღღური მივატოვე.
12. ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით,ბუნდოვნად. მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი,ხოლო მაშინ შევოცნობ ისე,როგორც მე ვარ შეცნობილი.
13. ახლა კი რჩება რწმენა,იმედი,სიყვარული-ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია დიდი.
კოლასელთა მიმართ 3.
12. ამიტომ როგორც ღმერთის რჩეულები,წმიდანები და საყვარლები, შეიმოსეთ მოწყალებით,სახიერებით,თავმდაბლობით,სიმშვიდით,სულგრძელობით.
13. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს,თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს; როგორც ქრისტემ მოგიტევათ ისევე თქვენც.
14. და ყოველივე ამაზე მეტად-სიყვარულით,რომელიც სრულქმნილობის ერთობლიობაა.
თესალონიკელებს 4.
9 ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ თვითონ ღმერთისგან ისწავლეთ ერთიმეორის სიყვარული. 10. Aასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში , მაგრამ შეგაგონებთ,ძმანო,უფრო იუხვოთ...
პეტრე 1.
ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმინდეთ თქვენი სულები ძმური არაპირფერული სიყვარულისთვის და მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი...
No comments:
Post a Comment