სენეკას მედეა... |
არგონავტების მოგზაურობამ კოლხები და ბერძნები ერთმანეთს მეორედ შეახვედრა. გზა ფრიქსემ გახსნა და ისე კარგად გახსნა, რომ ცოლად კოლხეთის მეფე აიეტის უფროსი ასული ქალკიოპე შეირთო. მაგრამ ის თანამემამულეთა ჩასვლამდე გარდაიცვალა. ფრიქსემ საჰაერო გზა არჩია.
საშიში დედინაცვალი ინოსაგან თავის დასაღწევად, ის ჰერას მიერ მისთვის ნაჩუქარ მფრინავ ვერძს მოახტა და დასთან, ჰელესთან ერთად გაფრინდა. ჰელე ჩამოვარდა და მის ჩამოვარდნის ადგილს, ჰელესპონტი ეწოდა. ძველი ბერძნებისთვის ცნობილი სამყაროს დასასრულს, კოლხეთში ჩასულმა ფრიქსემ მსხვერპლად მისი მხსნელი ვერძი შესწირა და მისი ტყავი-საწმისი ხეზე შეჰკიდა (სხვა ვერსიით შეინახა გამოქვაბულში). კოლხეთის მეფე აიეტი სწორედ ამ საწმისს, ოქროს საწმისს დაეპატრონა.
ფრიქსეს ამბავს დიდად არ უმოქმედია ბერძენთა ფანტაზიაზე, რომელიც ოქროს საწმისის ხელში ჩასაგდებად არგონავტთა ლაშქრობამ გააღვიძა. შენიშნავენ, რომ ფრიქსეს და იასონს შორის, დიდი გზა იქნა გავლილი: ფრიქსე აიეტის სამეფოში ღმერთების წყალობით მოხვდა, მაშინ, როდესაც იასონი კოლხეთს გემი "არგოს" ირგვლივ განვითარებული ადამიანური ტექნიკის მეშვეობით მიადგა.
(ჩანართი: ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იასონის და მისი თანამგზავრების ოქროს საწმისამდე მიმყვანი გემი "არგო" ქალღმერთი ათენას რჩევებით ააგო ან ფრუქსის ან ალექტორის შვილის - არგუსის შვილმა არგუსმა. ზოგი წყაროს თანახმად, გემს სახელი ეწოდა მის აგების ადგილის - ქალაქი არგოსიდან. სხვა წყაროები ამბობენ, რომ სიტყვა "არგოსი" უბრალოდ სწრაფს ნიშნავს.
არგოს 50 ხოფი ჰქონდა. ის იმდენად მსუბუქი იყო, რომ არგონავტებს მისი მხრებზე ტარება შეეძლოთ. ზოგის აზრით, გემი არგოსში ააგეს, სხვებით აზრით, პელიონის ძირას, პაგასაეში თუ იოლკოსში. ქალღმერთმა ათენამ გემზე დოდონას წინასწარმეტყველი მუხის ნაწილი დაამაგრა. პინდარეს და ვალერიუს ფლაკუსის თანახმად, გემს აგებდნენ ქალღმერთი ჰერას და არა ათენას ხელმძღვანელობით. და რომ მთელ ლაშქრობას ჰერა მიუძღოდა. შემდეგ გემი "არგო" თანავარსკვლავედად აქციეს.)
I
სტრაბონი (XI, 2,19), რომელიც არ ყოფილა პირველი, ამბობდა, რომ საწმისი უბრალოდ რეგიონის მდინარეებიდან ოქროს ამოსაღებად გამოიყენებოდა.
მეტაფიზიკოსი სენეკა მის «მედეაში» ამბობს, რომ არგონავტების ლაშქრობამ მსოფლიო წესრიგი დაარღვია, რომ ყველა არგონავტმა «ზღვის სამყაროს კანონთა საშინელი დარღვევა საშინელი დასასრულით გამოისყიდა» (ქორო 3).
გემი "არგოს" მშენებლობა, ანტიკური ხანის ბარელიეფი ვილა ალბანი, რომი. |
ცხადია, რომ ძველები, პეიზაჟების აღწერით თავს დიდად არ იწუხებდნენ, კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ბარბაროსთა მხარეებს და ჩვენ მხოლოდ იმას ვიგებთ, რაც უკვე ვიცოდით:
კოლხეთზე მღელვარე მდინარე გაედინება. იქ ბატონობს სატიკი და დაუნდობელი მეფე, რომელიც ოქროს საწმისის შესანარჩუნებლად მზადაა ყველანაირი დანაშაულის ჩასადენად. მაგრამ ის ბერძნებს პირდაპირ არ უპირისპირდება, ის მათ აპრიორი დაუძლეველი ამოცანების შესრულებას ავალებს: ცეცხლისმფრქვეველი ხარების და ურჩხულის კბილებიდან გაჩენილი ჯარისკაცების დამარცხებას, საწმისის მოდარაჯე ურჩხულის მორევას.
იასონი მისთვის წარმატებისთვის აუცილებელი შხამების და საცხების მიმცემი მედეას დახმარებით იმარჯვებს. იასონზე შეყვარებულ მედეას ესმის, თუ რა საფრთხე ელის და ის იასონთან ერთად გემი "არგოთი" აიეტის და მისი კოლხების შურისძიებას გაურბის. ზოგ ვერსიაში, მას ძმა აფსირტე დაედევნა, რომელსაც ეშმაკობით მოკლავენ. მკვლელობა უნდა მომხდარიყო კოლხეთის სანაპიროზე, გაშლილ ზღვაში, ტომესის სანაპიროზე თუ ზემო ადრიატიკაშიც კი, მაგრამ ყველა ვერსიის თანახმად, ძმის დაფლეთილ სხეულს მდევარი მამა უნდა დაეყოვნებინა.
ისტორიის გაგრძელება, იოლკოსში და კორინთში უკეთესადაა ცნობილი. გასაგებია, რომ კოლხურმა ეპიზოდმა მამის მოღალატე და ძმის მკვლელი თუ ამ მკვლელობისთვის ხელის შემწყობი მედეას რთული ხვედრი განსაზღვრა.
სენეკასთან, მედეა კორინთოში თავის სულს შურისძიებისკენ მოუწოდებს:
«დაიბრუნე შენი კავკასიური სიველურის სული! ისთმმა უნდა ნახოს ყველა ის დანაშაული, რაც პონტმა და ფაზისმა ნახეს».
ხედი ადრიატიკის ზღვაში ხორვატიის აბსირდიტების არქიპელაგის კუნძული წრესიდან. გადმოცემით, ეს კუნძულები მედეას ძმა აფსირტეს სხეულის ნაფლეთებიდან წარმოიქმნენ. |
აიეტი არის სპარსის//პერსის// ძმა, მაგრამ ის ასევე არის მედოსის პაპა (მედოსი უნდა ყოფილიყო მედეას და ეგეოსის შვილი. მედეა კორინთოდან ეგეოსთან ერთად უნდა წასულიყო). ჰესიოდეს თანახმად, მედეას ვაჟიშვილი მედოსი სპარსელთა ეპონიმი გმირი გახლდათ.
ჰეკატეს თანახმად, კი ის მიდიელი მედების გმირი ეპონიმი იყო.
დიონისე ალექსანდრიელის თქმით, მიდიელი მედების ქვეყანას თვით მედეამ დაარქვა "მიდია" (სხვათა შორის, ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელების მხსნელი დიდი კიროსი, რომელმაც ასევე ინდოევროპელ პროტოსომხთა შემოსევისგან მთებს თავშეფარებული ურარტების ნარჩენები იხსნა კიროსმა რომელსაც ბიბლია ღმერთის იარაღს უწოდებს, მიდიელი ანუ ბერძნული მითოლოგიის თანახმად მედეას მემკვიდრე იყო, გ. მ.).
უფრო ადრე, იასონმა და მისმა კომპანიონმა არმენმა, თავისი სახელი არმენიას მისცეს.
არ არც ჰელე და არც აფსირტე დაჰვიწყებიათ.
მედეას ძმა აფსირტეს სახელი, "აბსირტიდები" ჰქვია ადრიატიკის ზღვის არქიპელაგს, ხორვატული სუვერენიტეტის ქვეშ. გადმოცემით, არგონავტების მიერ დაგლეჯილი აფსირტეს გვამის ნაწილებს, ეს კუნძულები უნდა გაეჩინა. მთავარი კუნძულებია "წრეს" და "ლოსინჯ".
უფრო ახალ დროში, მედეას სახეს კორნელმა ორჯერ მიმართა («მედეა», 1635 და «ოქროს საწმისის დაპყრობა»,1660). დიდმა ავსტრიელმა რომანტიკოსმა ფრანც გრილპარცერმ,ა არგონავტთა ციკლის ირგვლივ 1821-1822 წლებშიააგო ტრილოგია - «ოქროს საწმისი» (« Das goldene Wlies»). ოქროს საწმისის დაპყრობის თემას მის საყმაწვილო თხზულებებში მიუბრუნდა ნატანიელ ჰოტორნიც (1853). XX საუკუნეში ამ თემას შეეხო რობერტ გრეივსი. შემდეგ იყო ფილმებიც...
ერთ-ერთ თხზულებაში მედეა სომხადაც გამოაცხადეს.
ასე რომ, ამ თემას საქართველოს გარეთ გაგრძელება შეიძლება კიდევ ეწეროს ...
ჩვენი თემის დასასრული კი ცოტა ხანში იქნება.
(ეს წერილი გამოქვეყნდა უკვე ნახსენებ წიგნში "მითიური ადგილების და ქვეყნების ლექსიკონი" - " Olivier Battistini,Jean-Dominique Poli Pierre Ronzeaud,Jean-Jaqcues Vincensini,Dictionnaire des lieux et pays mythiques, Robert Laffont, 2011...
რიზი, 2011 წ.)
No comments:
Post a Comment