3.10.2012

მედეა და ოქროს საწმისი:

  იასონი ,არცხენა ხელში 
ოქროს საწმისით.
არიანი «ევქსინოს პონტის პერიპლში» (19,1), იხსენებს ესქილეს და  მის «განთავისუფლებულ პრომეთეს» (დაკარგული ტრაღედია, ფრაგ.191):

ტიტანები მიმართავენ პრომეთეს და აღწერენ ქვეყანას რომელიც გაიარეს: «... სადაც ძლიერი ფაზისი არის ევროპის მიწისა და აზიის მიწის საზღვარი». 
ადრიანეს ხანაში არიანე შევიდა ფაზისში რომლის წყალი უფრო მსუბუქია. სპილენძის თუ კალას განსაკუთრებული შეფერილობის მქონე ეს წყალი ტივტივებს ზღვის წყალზე (8,é2; 8,5).

 არიანე შემდეგ ახსენებს არგონავტებს:
«როდესაც შევაღწევთ ფაზისში მარცხნივ არის ქალღმერთი ფაზიანი. მიდგომით თუ ვიმსჯელებთ ვიტყოდით რეა: მას ხელში აქვს ლითონის თეფშები, მისი ტახტის ფერხთით არიან ლომები, ის ზის როგორც მეტროონში ათენში ფიდიასის ქანდაკება.  ამ ადგილას აჩვენებენ აგრეთვე არგოს ღუზას. ეს რკინის ღუზა მე არ მომეჩვენა ძველი
(მიუხედავად იმისა რომ ზომით ის განსხვავდება თანამედროვე ღუზებისგან და ფორმით უცნაურია). მე ის საკმაოდ ახლო წარსულის ნაკეთობად მეჩვენა.

სამაგიეროდ აჩვენებენ ქვის ძველი ღუზის ფრაგმენტებს და უფრო ისინი უნდა იყოს არგოს ღუზის სახელგანთქმული ნაშთები.

ჰესიოდესთან (თეოგონია,956), ევრიპიდესთან და აპოლონიოს როდოსელთან (არგონავტიკა), ვალერიუს ფლაკუსთან (არგონავტიკა), ოვიდიუსთან (ჰეროიდები,VI; მეტამორფოზები VII,1) და სენეკასთან კოლხეთი არის ოქროს საწმისის და ბარბაროსი ჯადოსანი, «საფლავებს შორის გაჩეჩილი თმებით მოხეტიალე" მედეას ქვეყანა. 
სამყაროს ბოლოს,კოლხეთში ჩასვლით მთავრდება აპოლონიოს როდოსელის «არგონავტიკის» პირველი საგალობელი. მიაღწიეს მოგზაურობის მიზანს.

ჭეშმარიტი ინიციაცია გადატანილი განსაცდელების შემდეგ: არესისადმი მიძღვნილი სამეფო ატრიბუტის, ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება.

არგონავტები მიუყვებიან ბერძნების აზრით ევროპის აზიისგან გამომყოფი ფაზისის დინებას. მათ მარცხნივაა კავკასიონის მწვერვალები და ჰელიოსის ვაჟიშვილი აიეტის ქალაქი აია. მარჯვნივაა არესის ველი და წმინდა ტყე.

აპოლოდორესთან (I,9,23) არგონავტები ფაზისამდე მიაღწევენ თერმოდონის და კავკასიონის გადალახვით.

ბერძნები იქ ხვდებიან სკვითებს. მათი დომენის სამხრეთი საზღვარი იყო კავკასიონი.

იასონი ჩანს როგორც პანელინური ექსპედიციის ბელადი.

აიეტი, კირკეს ძმა,მედეას მამა, არის კოლხეთის ტირანი და ოქროს საწმისის მცველი.

თაღლითი და სასტიკი აიეტი უპირისპირდება სათნო იასონს.

ორი სამყაროს კონფლიქტი განსახიერებულია მედეას ფიგურაშიც.

მედეა მზის შთამომავალია, მაგრამ ის თავისი დამღუპველი ბალახებით და ავის მქმნელი რიტუალებით და შელოცვებით ახლოსაა ჰეკატესთანაც. ასეა აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში (III,845), ჯადოსანი მედეას უცნაური რიტუალები, ჰეკატესადმი ღამე შეწირული მსხვერპლი პრომეთესაგან ,იღებული სახელის ნარკოტიკის მომზადებისას. სისხლისფერი საცხისა რომელმაც უნდა დაიცვას იასონი ხარებისგან ვინაიდან ის უვნებელს ხდის ბრინჯაოს დარტყმებისგან და უგრძნობელს ხდის ცეცხლისადმი. კავკასიური მცენარე ორმაგი ღეროთი რომელიც გაიზარდა მაშინ როდესაც არწივმა დაღვარა პრომეთეს ღვთაებრივი სისხლი. მედეამ კასპიის ზღვის ნიჟარაში მოაგროვა ამ მცენარის ფესვის წვენი რომელიც გავს მთის მუხის შავ წვენს.
მედეამ ის მოამზადა მას შემდეგ რაც 7-ჯერ განიბანა ულევ წყლებში, შვიდი ბიჭის ძიძის,ღამე მორბენალის,ჯოჯოხეთელის, მიცვალებულთა სუვერენი ბრიმოს 7-ჯერ მოხმობით.  შავი მოსასხამით მოსილმა მედეამ იმოქმედა ბნელ ღამეს.

ოვიდიუსთან (ჰეროიდები,VI) ჰიპოფილე ჩივის რომ დამნაშავე ბარბაროსმა ჯადოსანმა დაიკავა მისი ადგილი იასონის სარეცელზე:
«მან (მედეამ) ისწავლა ზეციდან მისი მატარებელი ეტლის დაშვება, მზის რაშების სიბნელეში ჩაძირვა, ტალღების და მდინარეების გაჩერება, ტყეების გადაადგილება და კლდეების ამოძრავება

ის თმაგაჩეჩილი დაეხეტება საფლავებს შორის. ის ჯერ კიდევ ბოლომდე ჩაუმქრალი კოცონებიდან იღებს მის მიერ შერჩეულ ძვლებს. მისი ჯოჯოხეთური ძალაუფლება ვრცელდება არმყოფებზეც. ის ხვრიტავს ცვილის ფიგურებს და შეუმჩნეველ ისრებს ასობს ღვიძლში რომელსაც ის სტანჯავს.

მის ხელოვნებას აქვს სხვა საიდუმლოებებიც რომელთა ცოდნაც მე არ მსურს.

სასმელი არის სიყვარულის ხელოვნურად გაჩენის საშინელი საშუალება, სიყვარულისა რომელიც უნდა ეხმაურებოდეს მხოლოდ სათნოებებს და სილამაზეს....

მედეამ იასონს დაადგა უღელი რომელსაც ადგავენ ხოლმე ხარებს....

აჰ!
დაე ეძებოს მან მეუღლე ტანაისთან,ნესტიანი სკვითეთის ჭაობებში და მისი სამშობლოს ფაზისის წყაროებთან...

ვერ შეენარჩუნებინოს მას დიდხანს ის ვინც მას დაუმონა მისმა საზიზღარმა ხელოვნებამ!

დაე მიტოვებული იყოს ის და უდიდესი უბედურებები სდევნიდნენ მას!..

დაე იაროს მან დახმარების გარეშე,უიმედოდ,თავისიანების სისხლით დაფარულმა.

აი რას ვითხოვ მე,თოასის ასული,ვისაც წაართვეს მეუღლის უფლებები.

იცხოვრეთ ერთმანეთის ღირსო მეუღლეებო ღმერთების მიერ შეჩვენებულ სარეცელზე».

ჰერას,ათენას და აფროდიტეს დახმარებით მედეა თავისი ჯადოსნური ძალით დაეხმარა იასონს მისადმი მტრულად განწყობილი აიეტის მიერ დადგენილი გამოცდის გავლაში.

ამის გამკეთებელი მედეა დამნაშავეა იმიტომ ის სტოვებს თავის სამყაროს და წესრიგს ბერძენი იასონის სამყაროს გულისთვის.
რასისა და მაღალი რანგის ასულ მედეას თავდავიწყებით უყვარს უცხოელი იასონი:

ეროსი მოსპობს იასონსაც და მედეასაც, ცეცხლი გაანადგურებს ყველაფერს. ასეთია საფასური.

სენეკასთვის ესაა საფასური იმ უწესობისთვის რასაც წარმოადგენდა თვითონ არგონავტთა ლაშქრობა. არგონავტთა უკანონო თავხედობამ და უზომობამ («ჰიბრის») რომელმაც დასავლეთი დააკავშირა აღმოსავლეთთან გამოიწვია უზომო ძვრები. არგონავტებმა დაარღვიეს ადამიანობის საზღვრები, მათ მოინდომეს ბუნებრივ წონასწორობათა შეცვლა და ამით ღმერთებთან დაპირისპირება.  ამიტომ ყველა დაისაჯა ტრაღიკული სიკვდილით.


ევრიპიდესთან ტრაღედიის დასაწყისში ძიძა მოსთქვამს:
«გემ არგოს არ უნდა მიეღწია კოლხეთამდე სიმპლეგადების ფრენით გავლით. არ უნდა ჩავრდნოდათ გმირებს ხელში პელიონზე მოჭრილი ფიჭვი რომლისგანაც გაკეთდა ხოფები. ისინი არ ჩამოიყვანდნენ იასონში თავდავიწყებით შეყვარებულ მედეას. 
პელისასის ასულების მათი მამის მკვლელობისკენ წაქეზების გამო მედეა თიასონთან და მის ბავშვებთან ერთად დღეს არ უნდა ცხოვრობდეს კორინთოს ავეყანაში სადაც მან თავი შეაყვარა თავის მიმღებებს» («მედეა»,1-11. ეს სქინტერესო წერილიც ამოღებულია დიდად საინტერესო წიგნიდან « მითიური ადგილების და ქვეყნების ლექსიკონი, პარიზი,2011;
  Olivier Battistini,Jean-Dominique Poli Pierre  Ronzeaud,Jean-Jacques Vincensini,Dictionnaire  des lieux  et pays  mythiques).   

No comments: