გოგი და მაგოგი |
კასპიის მთები არის შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლეგენდის სცენა.
გოგზე და მაგოგზე მითითების წყარო ბიბლიის ტექსტებია. მაგოგი, როგორც ნოეს შვილი იაფეტის შთამომავალი, ნახსენებია შესაქმის წიგნში (10, 2) და I ქრონიკებში (1, 5). სამაგიეროდ არ არსებობს რამენაირი მინიშნება გოგზე. რიცხვებში (21, 33-35) და Deuteronome-ში (2, 1-11) ჩნდება ბუმბერაზი ოგ, ბასანის მეფე, რომელთანაც გარკვეულ დროს შეიძლებოდა გოგი დაეკავშირებინათ.
გოგის და მაგოგის პროფეტულმა ლეგენდამ ფორმა ეზეკიელთან (38, 2; 38-39) და აპოკალიფსში (20, 7-10) მიიღო. ეს აპოკალიპტური ხალხები მრავალ ერთან და ეთნიკურ ჯგუფთან გააიგივეს.
იოსები (I საუკუნე) თავის «იუდაურ სიძველეებში» (I, 61) მათ სკვითებთან აიგივებს. ამ გაიგივებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ ალექსანდრე დიდი გოგის და მაგოგის ბიბლიურ ლეგენდას V საუკუნიდან დაუკავშირდა. გოგი და მაგოგი ასევე გააიგივეს კელტებთან, გოთებთან, თურქებთან, მონღოლებთან, ისრაელის ათ ტომთან და ა.შ. ლეგენდის გეოგრაფიული ადგილი ცვალებადია.
დასკვნა საინტერესოა, თუ კი ამ აპოკალიპტური ისტორიით გამოწვეულ შიშს გავიხსენებთ. როჯერ ბეკონი თავის «ოპუს მაიუსში» (1265 წლისთვის), გოგის და მაგოგის ყოფნის ადგილის განსასაზღვრელად, უფრო ზუსტად მიუთითებდა გრძედებს და განედებს, რათა ზუსტად იყოს ცნობილი თუ სად იყვნენ გოგი და მაგოგი და სად და როდის იმოქმედებს ანტიქრისტე.
ლოკალიზაციის ცვლილებები, რომელსაც ლეგენდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე განიცდის, არის მისი საკუთარი ევოლუციის ნაყოფი. გოგი და მაგოგის ტერიტორია, ისევე როგორც მათი ჩამკეტი კარი, გადაადგილდებიან, რათა მითის იდუმალი ხასიათი დაცული იყოს.
აპოკალიფსის (20, 8) თქმით, გოგი და მაგოგი «დედამიწის ოთხივე კუთხეში» არიან. ლეგენდის განვითარებასთან ერთად, ისინი იკავებენ უფრო გარკვეულ, თუმცა ცვალებად ადგილს აზიაში. ბიბლიური ტექსტების თანახმად, იაფეტის შვილები არიან კავკასიის სამხრეთით, ეგეოსიდან (Aegean) კასპიის კარიბჭემდე იონიის, ლიდიის, ფრიგიის, კაბადოკიის, არმენიის და მიდიის ჩათვლით. ამ ტერიტორიაზე მაგოგი მისი ძმების მიწებს შორის არის...
იმპერატორი ნერონის დროს (I საუკუნე), იულიუს კეისარის დროს (ძვ.წ. I ს.), ალექსანდრეს მიერ გოგის და მაგოგის ჩასაკეტად აგებული კარი ლოკალიზებულია დარიალის უღელტეხილზე, ცენტრალურ კავკასიაში.
მოგვიანებით, დასავლეთში, მითი გადაადგილდა დარუბანდისკენ (დერბენტისკენ), მთებსა და კასპიის ზღვას შორის. შუა საუკუნეები ერთმანეთთან აიგივებს კავკასიას და კასპიის ზღვას. ამ გაიგივების ფესვებია ანტიკურ ხანაში, როგორც ამას პლინიუს უფროსი თავის «ჰისტორია ნატურალისში» და ოროსი (Historiae Adversus Paganos) მოწმობენ. მეორეს მხრივ, გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, გოგი და მაგოგი კავკასიის ჩრდილოეთით გადაადგილდნენ...
შუა საუკუნეების მრავალი რუკა (მაგ. ებსტორფის და ჰერედორფის რუკები 1300 წლისთვის) ალექსანდრე დიდის მიერ ნაგებ კარს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის ათავსებენ, მაგრამ გოგი და მაგოგი მსოფლიოს ბოლოს არიან. XI საუკუნის ისიდორეს რუკა (მიუნხენი, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა) და XIII საუკუნის ფსალმუნის რუკა (ლონდონი, ბრიტანული ბიბლიოთეკა), ოროსის თანახმად, «კასპიის კარს» კავკასიის მთებსა და «აკროსერონიებს» შორის ათავსებენ.
მიუხედავად ამისა, გოგი და მაგოგი ამ სივრცეში ჩაკეტილი არ არიან, ისინი ჩრდილოეთის ოკეანის ერთ კუნძულზე არიან. ჩრდილოეთის ოკეანის კუნძულზე გოგის და მაგოგის ყოფნა, შეიძლება აესიუსის V საუკუნის კოსმოგრაფიაში მათი თურქებთან გაიგივებიდან გამომდინარეობდეს.
თუ კი შუა საუკუნეების დასავლეთი მოძალადე და მარბიელ გოგსა და მაგოგს მსოფლიოს ჩრდილოეთ განაპირა რეგიონში ათავსებს, არაბების აზრით, იაჯუჯი მაჯუჯად წოდებული გოგი და მაგოგი არიან ან შორეულ აღმოსავლეთში ან მსოფლიოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში...
ალ-იდრისის რუკა მათ აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუფაიას მთების უკან ათავსებს. სახელი "კუფაია" აშკარად სახელი "კავკასიის" დამახინჯება არის...
მარკო პოლო გოგსა და მაგოგს აიგივებს თათრებთან, რომლებიც მისივე თქმით, მონღულის, ე.ი. მაგოგის პროვინციის მკვიდრი მონღოლები არიან. მარკო პოლოს თქმით, ალექსანდრე დიდის მიერ მათ ჩასაკეტად აგებული კარი კი არის საქართველოში, კასპიის ზღვას, უღრან ტყეებს და გიგანტურ მთას შორის. შუა საუკუნეების მრავალ რუკაზე, კასპიის მთები შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის არის, გოგი და მაგოგი კი შორეულ აღმოსავლეთში არიან. 1375 წლის კატალანური ატლასი და კატალანელი ესტენსის 1450 წლის რუკა, თათრებთან გაიგივებულ გოგს და მაგოგს ათავსებენ მსოფლიოს ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეში, კასპიის მთების უკან....
(ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა უკვე ციტირებულ წიგნში «მითიური ადგილების და ქვეყნების ლექსიკონი, «Olivier Battistini, Jean-Dominique Poli Pierre Ronzeaud, Jean-Jacques Vincensini, Dictionnaire des lieux et pays mythiques, Robert Laffont, 2011, გვ. 266-268).
----------------------------------------------------------------
გრიგოლ რობაქიძე
«1109 წლის 30 ივლისს პარიზმა იერუსალიმის წმინდა ადგილის მგალობელი ანსელუსისგან მიიღო ჯვარი რომელზეც ჯვარცმული იყო უფალი. რა ბედნიერი მოულოდნელობაა საფრანგეთისთვის! ის ზარ-ზეიმით დაასვენეს იქ, სადაც მოგვიანებით აღიმართა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახელგანთქმული კათედრალი. ჯვარს უწოდეეს «ანსელუსის ჯვარი». ის ტაძარში დარჩა თითქმის 700 წლის მანძილზე.
793 წელს, საფრანგეთის რევოლუციის დროს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაძარცვეს და წაბილწეს. ჯვარი გადაარჩინეს და ის დღემდეა დაცული....
პარიზის მთავარეპისკოპოსი გალონისადმი და არქიდიაკვანი სტეფანისადმი გაგზავნილ წერილებში ანსელუსი წერს, რომ მან ეს ჯვარი მიიღო ქართველთა მეფე დავითის ქვრივის ხელიდან. არაა საინტერესო ის, თუ რამდენად ეთანხმება სიმართლეს ნახსენები ქვრივის ამბავი. მთავარი ისაა, რომ თვითონ ანსელუსის თქმით, მან ეს ჯვარი მიიღო «მშენებელი» მეფის ქვეყნიდან. უნდა ითქვას ისიც, თუ როგორი პატივისცემით აღსავსე სიტყვებით იხსენებენ «მშენებელ» მეფეს.
ამ კარს დღესაც დარაჯობს მეფე დავითის ვაჟიშვილი, რომლის სამეფოც და ბატონობაც ჩვენთვის არის ერთგვარი მოწინავე თავდაცვა, ავანპოსტი, მიდიელების და სპარსელების წინააღმდეგ»... (ამ ცნობას გვაწვდიან ზურაბ ავალიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კალისტრატე სალია...)
Grigol Robakidze
LA GEORGIE A L'EPOQUE DES CROISADES
Le 30 juillet 1109, Paris reçut, des mains du chantre du Saint-Lieu de Jérusalem, Ansellus, la croix sur laquelle le Sauveur fut crucifié. Quelle bienheureuse surprise pour la France! On la déposa en grande pompe dans une chapelle de la Basilique sur l'emplacement de laquelle s'éleva plus tard la célèbre cathédrale de Notre-Dame. La croix fut appelée « Crux Ansellus ». Elle resta là, dans l'ombre du sanctuaire, pendant presque sept cents ans. La cathédrale de Notre-Dame ayant été profanée et pillée en 1793, au moment de la Révolution française, on a pu sauver la croix qui y est gardée de nos jours.
Et voici maintenant ce qu'il y a de plus surprenant :Ansellus écrit, dans la lettre qu'il adressa à l'archevêque de Paris, Gallon, comme aussi dans celle qu'il envoya à l'archidiacre Stefan, qu'il aurait reçu cette croix de la veuve du roi géorgien Davith. Que la veuve en question ne soit pas d'accord - comme il est vrai - avec ce que prétend Ansellus, cela ne change rien à l'affaire. Le fait est que le chantre, selon la version qu'il donne lui-même des événements, a trouvé cette croix dans le pays du roi « bâtisseur ».
Et il faut lire, dans cette épître, de quels termes pleins de considération le roi « bâtisseur » est honoré ! : « De plus, le roi de Géorgie Davith, - écrit Ansellus - a réellement eu en sa possession, aussi longtemps qu'il vécut, cette croix qu'il entourait d'une très profonde vénération, heureux qu'il était d'un tel privilège. C'est le même roi qui, comme ses prédécesseurs, tint en son pouvoir la Porte cas-pienne où Gog et Magog furent arrêtés et où veille encore aujourd'hui son fils, dont le royaume et la domination constituent pour nous en quelque sorte une défense avancée contre les Mèdes et contre les Perses ».
La documentation qui a servi de base au paragraphe « La Géorgie à l'époque des Croisades » a été puisée dans l'excellent livre de Zourab Avalichvili « Au temps des Croisades » (Paris, 1929), en géorgien.
No comments:
Post a Comment