10.11.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-9:იმიგრანტი,ჩემი თანამემამულე:


ტრუბადური
 პატრიოტიზმს უკავია ცენტრალური ადგილი პოლიტიკურ საქმიანობაში და სვავს კითხვას რომელსაც ვერ ავუხვევთ გვერდს წიგნში ეროვნული გრძნობის შესახებ. მე მინდა ლაპარაკი ინტეგრაციაზე.

 უცხოელთა ეროვნულ თანამეგობრობაში ინტეგრაციის პროცესის წარმატება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. ის დამოკიდებულია სამუშაოს შოვნის შესაძლებლობაზე. ის დამოკიდებულია საჯარო სამსახურების,განსაკუთრებით სკოლის,ჯანდაცვის სისტემის,მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე.

 ის გულისხმობს იმასაც რომ უცხოელებს უნდა შეეძლოთ კანონის მიერ მათთვის მიკუთვნებული უფლებებით სარგებლობა.

 უცხოელები უნდა ლაპარაკობდნენ ჩვენს ენაზე,უნდა იზიარებდნენ ჩვენს ზნე-ჩვეულებებს,ისინი უნდა იხდიდნენ გადასახადებს,ისინი უნდა
იხდიდნენ სოციალური დაზღვევისთვის და სარგებლობდნენ ამ დაზღვევით. და,რა თქმა უნდა, ისინი არ უნდა განიცდიდნენ არანაირ დისკრიმინაციას...

იმიგრანტი ჩემთვის თანამემამულე იქნება მას შემდეგ რაც ის გადაწყვეტს საფრანგეთის მომავლის შენებას მასთან ერთად და არა მის გარეშე,როდესაც ის გაიზიარებს ჩემს მისწრაფებას მომავლისკენ. თუ კი მე მას არ დავაკავშირებ ჩემს მისწრაფებასთან ესე იგი მე არ ვთვლი მას მეგობრად უარს ვეუბნები მას თანამემამულის სტატუსზე.

იმიგრანტი უნდა ჩაერთოს ჩვენს დიდ მეგობრობაში, მან უნდა გაიზიაროს ჩვენი პატრიოტული გრძნობა.


მე იმიგრანტს თანამემამულედ ვთვლი იმდენად რამდენადაც ის პატივს სცემს ჩვენს წარსულს,ჩვენს ეროვნულ ისტორიას.


იტყვიან რომ  ბიოლოგიური,გენეალოგიური,დემოგრაფიული,"ეთნიკური" თვალსაზრისით იმიგრანტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ეყოლება ჩვენთვის სამახსოვრო და დასაფასებელი ისტორიული მოვლენების განმცდელი  წინაპარი. შუა საუკუნეების გლეხი,ფრანგული რევოლუციის უნიფხვო-სანკიულოტი,მე-19 საუკუნის ბურჟუა არ არიან მისი წინაპრები. 


სწორია, მაგრამ აქ სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი. თანამემამულური მეგობრობა არანაირად არაა დაკავშირებული რეალურ,ბიოლოგიურ,გენეტიკურ შთამომავლობასთან. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს „კავშირს სისხლით",  რასაც ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნაციონალისტები. 


მთავარია სიმბოლური მემკვიდრეობითობა, სასურველი, მიღებული კავშირები. 


სიტყვა მამული მომდინარეობს სიტყვიდან მამა და ის თავიდან აღნიშნავდა მამათა ქვეყანას.  


მაგრამ ეს მამები შეიძლება არც იყვნენ ბიოლოგიური მამები. ისინი ასევე შეიძლება იყვნენ და  ყველაზე ხშირად ასეც არის (და ძალიან კარგია რომ ასეა) „მამობილები" ანუ წინაპრები რომლებსაც ირჩევენ


იმიგრანტი და მე ერთმანეთს თანამემამულეებად ვთვლით  არა იმიტომ რომ ჩვენ „ერთი სისხლისანი" ვართ, არა იმიტომ რომ ჩვენ „ერთი ძირისანი" ვართ, ეს სრულებით მეორეხარისხოვანია, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ერთი და იგივე სიმბოლური წინაპრები. 


ფრანგად, ნატურიალიზაციით თუ დაბადებით ფრანგად ყოფნა საფრანგეთის ისტორიის გაზიარებაა.
ჩვენ ემოციურად, ფილოსოფიურად, სულიერად ფესვს ვიდგავთ ერთსა და იმავე წარსულში. მე მჭირდება მხოლოდ ეს გაზიარება სულიერ სფეროში. ,ეს ზიარება ხსოვნის ელემენტით და ამით შემიძლია იმიგრანტში სრულფასოვანი თანამემამულის დანახვა.


თუ კი იმიგრანტს არ უნდა კლოვისის,წმინდა ლუის,ჟანა დარკის,ანრი მეოთხის,რაინდი ბაიარის,ლუი მეთოთხმეტის, ვოლტერის, ჰიუგოს, გამბეტას, კლემანსოს, ჟან მულას, დე გოლის როგორც გმირების დაფასება, თუ კი მას არ უნდა ფესვის სიმბოლურად გადგმა მათ ხსოვნაში, თუ კი ის არ ითავისებს ამ ეროვნულ ისტორიას იმ საბაბით რომ ის წარმოშობით სხვა ქვეყნიდანაა, თუ კი ის არ ითვისებს ამ ისტორიას და ამბობს რომ ეს არაა მისი კულტურა და მას არაფერი აკავშირებს ამ წინაპრებთან მაშინ ის ამბობს რომ მას არ უნდა ჩართვა ჩვენს დიდ ეროვნულ თანამეგობრობაში.


ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გვქონდეს კარგი ურთიერთობები და პატივიც კი ვცეთ ერთმანეთს. ჩვენ დავემორჩილებით ერთსა და იმავე კანონებს,ჩვენ გადავიხდით ერთსა და იმავე გადასახადებს,ჩვენ ერთნაირად ვისარგებლებთ სახელმწიფო-განგების სიკეთეებით, ჩვენ ვიქნებით ერთი პოლიტიკური საზოგადოების წევრები, ჩვენ ვიქნებით ერთი ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ არ ვიქნებით თანამემამულეები.

No comments: