10.11.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-8: პოლიტიკის ამოცანა :


ბერტრან დე ჟუვენელი
1955 წელს გამოცემულ  თავის დიდ წიგნში "სუვერენიტეტზე" პოლიტოლოგი ბერტრან დე ჟუვენელი განიხილავდა იმას რასაც პოლიტიკური ფილოსოფია ტრადიციულად უწოდებს საერთო კეთილდღეობას.
სწავლული ანალიზის შედეგად ის მივიდა დასკვნამდე რომ  მმართველთა მთავარი ამოცანებია მოქალაქეთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტების გადაწყვეტა, უთანხმოებათა დამშვიდება, საერთო თანხმობის დონის ამაღლება, სოციალური კლიმატის გაუმჯობესება...


კარგი პოლიტიკა არის ძლიერი სოციალური კავშირის შენარჩუნებაზე მზრუნველი პოლიტიკა. 
საზოგადოების წევრების გამაერთიანებელი კავშირი პირველ რიგში გულისხმობს იურიდიულ-პოლიტიკური ბუნების ელემენტს. საზოგადოების წევრებს აერთიანებს მორჩილება ერთი და იგივე კანონებისადმი,ერთი და იგივე უფლებებისა და მოვალეობების ფლობა,ის რომ მათ აქვთ სუვერენიტეტის ერთნაირი,თანაბარი წილი. 


საზოგადოებრივი კავშირი გულისხმობს აგრეთვე ეკონომიკურ ელემენტს.საზოგადოების წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთობები,საერთო მატერიალური ინტერესები. მათი მთავარი ინტერესია მათი ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. 


სოციალური კავშირი გულისხმობს აგრეთვე სოლიდარობასაც რომელიც გამოიხატება გადასახადებით რომლებსაც ადამიანები გადაურიცხავენ სოციალური დაზღვევის ორგანიზმებს და საპასუხოდ  სარგებლობენ ამ ორგანიზმების მიერ გაწეული დახმარებით.


სოციალური კავშირი გულისხმობს აგრეთვე ემოციურ კავშირს. ეს უკანასკნელი წარმოდგება კოლექტიური გრძნობებისა და ემოციების სახით. 


არისტოტელე
კოლექტიურ ემოციებს აქვთ დიდი გამაერთიანებელი ძალა. მათ მიერ კოლექტიურ ფსიქეში წარმოქნილი ვიბრაციები,მათ მიერ გამოცემული ენერგია თუნდაც ცოტა ხნით კრავს ერთ მთლიანობად ადამიანების გულსა და სოციალურ სხეულს. წარმოვიდგინოთ სპორტული ნაკრებების გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ან ავღანეთში ჯარისკაცების დაღუპვით გამოწვეული გლოვა. 


მაგრამ ემოციურობა სოციალური შემკვრელის, ცემენტის როლს ასრულებს მაშინ როდესაც ის იღებს კოლექტიური გრძნობათა სახეს. ეს გრძნობები სწრაფმავალი ემოციებისგან განსხვავებით მდგრადი და გრძელვადიანია. 


არადა რომელ გრძნობას შეუძლია საზოგადოების წევრთა საუკეთესოდ გაერთიანება,რომელ გრძნობას შეუძლია სოციალური ერთიანობის საუკეთესოდ უზრუნველყოფა?  რა თქმა უნდა მეგობრობას.


„საზოგადოება,პოლისი, წერდა არისტოტელე, ეფუძნება მეგობრობას, ფილიას!“


მაგრამ მეგობრობის გრძნობას აქვს ერთი თანდაყოლილი ნაკლი რომელიც არ აძლევს მას გამაერთიანებლის როლის შესრულების საშუალებას. 


მეგობრობა თავისთავად არ ვრცელდება მთელ სოციალურ სფეროზე,ის მიისწრაფის კერძო სფეროში ჩაკეტვისაკენ და,რაც მეტია, კერძო სფეროს შიგნით ის ძალიან შერჩევითია.  ჩვენს მრავალ ნაცნობს შორის ჩვენ მეგობრებს ვირჩევთ ყურადღებით და ფრთხილად. მეგობართა წრე მცირეა და მათი რაოდენობა შეიძლება ორ ადამიანზეც დავიდეს. 


ინტიმური წრის გარეთ გასვლის მცდელი მეგობრობა შემოიფ;არგლება მცირერიცხოვანი ჯგუფებით რომელთა წევრებიც იცნობენ ერთმანეთს და რომელთაც  შეუძლიათ პირისპირ ურთიერთობა. ასეთი მეგობრობა შემოიფარგლება ასოციაციით, პროფკავშირით, პარტიით, უმცირესობით, სექტით, პარტიით ან  ზემოთ უკვე ნახსენები თანამეგობრობებით. 


რაც შეეხება გლობალურ საზოგადოებას. ერს ის ბუნებრივად სულაც არაა გულთბილი.


ჩვენ, მაშ მივედით გარკვეულ წინააღმდეგობამდე. მეგობრობა ერთის მხრივ წარმოდგება სოციალური კავშირის მთავარ ნაწილად და მეორეს მხრივ მას უჭირს გავრცელება მთელ საზოგადოებაზე . ის აუცილებელია ეროვნული მთლიანობის შენარჩუნებისთვის მაგრამ ყველაფერი ისე ხდება თითქოს მას არ ძალუძს ამ ფუნქციის შესრულება.

სწორედ აქ ერევა პოლიტიკა. პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია სწორედ ამ წინააღმდეგობის დაძლევა. 

პოლიტიკოსების ამოცანაა მეგობრობის მთელ საზოგადოებაზე გავრცელება. აღძვრა იმისა რასაც ბერტრან დე ჟუვენელი ესოდენ კარგად უწოდებს მოქალაქეთა შორის მეგობრობის სითბოს.

და ამის გასაკეთებლად მათ აქვთ ერთადერთი საშუალება-პატრიოტიზმი ვინაიდან როგორც უკვე დავინახეთ მთელ ქვეყანაზე გავრცელებული მეგობრობა არის სზორედ თანამემამულეთა მეგობრობა.

ხელისუფალთა მოვალეობაა მოქალაქეთა გულში პატრიოტული ცეცხლის დანთება და შენარჩუნება. რაც შეიძლება გაკეთდეს სასკოლო განათლებით, განსაკუთრებით მოქალაქეობისა და ისტორიის სწავლებით. ამისთვის სახელმწიფო იყენებს აგრეთვე ოფიციალურ, მნიშვნელოვანი თარიღების და დიდი პიროვნებების ხსოვნის აღნიშნვის ცერემონიებს ან, სულ მოკრძალებულად, პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. 
         
სამწუხაროა რომ იშვიათად წარმოთქვამენ ისეთ პატარა და ისეთ ტევად სიტყვას როგორიცაა სიტყვა  სამშობლო.

 პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამშობლოს კულტის დაფუძნება და ენარჩუნება. 

ლაპარაკი არაა ხალხის თავზე რაღაც გიგანტური და საკრალური ერთეულის,ამ ხალხის გამსრესი და დამმონებელი ტიტანის დასმაზე. 


სამშობლოს კულტის ნამდვილი აზრი არის არა დაცემაში ამ კოლოსის წინაშე არამედ ადამიანთა ურთიერთობების ჰორიზონტალურობაში.

მან უნდა უბიძგოს მეგობრობას მისთვის ბუნებრივი ვიწრო წრეებიდან გამოსვლისაკენ რათა მან შესძლოს გადაქცევა დიდ მეგობრობად...

No comments: