10.10.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-7-დიდი მეგობრობა:

სამი მუშკეტერი:

ერთი ყველასთვის,
ყველა ერთისთვის!!!
    აქამდე ჩვენ სამშობლო წარმოვიდგინეთ როგორც ინდივიდების მომცველი,მათზე დიდი რეალობა. პატრიოტიზმი გამოჩნდა როგორც ერთქგვარად მაღლა მიმართული გრძნობა.
   მაგრამ პატრიოტიზმს აქვს აგრეთვე ჰორიზონტალური, თარაზული ასპექტივა ვინაიდან პატრიოტულ სიყვარულს განიცდის არა ერთი არამედ მრავალი ინდივიდი.
   მარტო მე არ მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე ის მიყვარს ჩემს თანასწორებთან ერთად. პატრიოტიზმის გულშია სხვათა ყოფნა. ეს სხვები ჩემი თანამემამულეები არიან.
 უმაღლეს ერთეულთან,ჩემს სამშობლოსთან დამაკავშირებელ ვერტიკალურ,შვეულ გრძნობას მე,მაშ,ვუმატებ ჰორიზონტალურ,თარაზულ გრძნობას რომელიც მე მაკავშირებს ყველა იმასთან ვისაც ჩემს მსგავსად უყვარს ეს ქვეყანა. ...
    უნდა ითქვას რომ თავიდან სიტყვა პატრიოტი ევროპულ ენებზე თანამემამულეს ნიშნავდა.

             მაინც რას ნიშნავს კავშირი თანამემამულეთა შორის?
   ამის გასაგებად გავაანალიზოთ თუ რასა ვგრძნობთ როდესაც შორეულ ქვეყანაში მოგზაურობისას ვხვდებით თანამემამულეს. ჩვენი პირველი რეაქციაა შინაურულობის,
მასთან თანაზიარობის შთაბეჭდილება. ამას განაპირობებს ის რაც ჩვენ საერთო გვაქვს. მე განწყობილი ვარ მასთან ურთიერთობისთვის. მე მჯერა რომ  შევძლებდი მასზე დანდობას საჭიროების შემთხვევაში. მე მზადა ვარ იმისთვის რომ ვენდო მას,მე სიამოვნებით დავეხმარებოდი მას რომ ეთხოვა.
   მოკლედ, თანამემამულე არის ვინც ჩვენ შეიძლება უპირობოდ პოვიწონოთ,ვისაც შეიძლება უპირობოდ ვენდოთ რაც მას აქცევს პოტე+16;ციურ მეგობრად.
   თანამემამულე არის პოტენციური, შესაძლებელი, სავარაუდო მეგობარი. თანამემამულეობა არის მეგობრობის კავშირი.
   ეროვნული ფაქტის თეორეტიკოსებს ხშირად წამოუწევიათ წინ მეგობრობის ეს ცნება. 
   მიშლეს თქმით სამშობლო არის დიდი მეგობრობა. 70 წლის შემდეგ შარლ მორასმა თქვა რომ  ერები არიან თანამეგობრობები. ...
   სამშობლო არაა მარტო პიროვნებებზე,მოქალაქეებზე უდრო დიდი და მათზე უფრო მაღლა მდგომი ერთეული. 
   სამშობლო ასევე არის პიროვნებათა გაერთიანება. ის შედგება ინდივიდებისგან..


ჩემი სამშობლო რა თქმა უნდა საფრანგეთია...მაგრამ ის ასევე ფრანგებიცაა! 


თანამემამულეების დამვიწყებელი პატრიოტიზმი ფსიქოლოგიური ანომალიაა.


სწორედ ამას ამბობდა პოლ ვალერი რომელმაც  ერთ ეპიგრამაში ირონიულად თქვა რომ დეგას უყვარდა საფრანგეთი მაგრამ არ უყვარდა ფრანგები.. (ვალერის ნაწერები ხელოვნებაზე,"დეგას ნახატი ცეკვა").


   არის ადამიანთა სხვა ჯგუფებიც რომლებშიც მეგობრობა ასრულებს დიდ როლს. ისინი,სხვათა შორის,რაღაცით გვანან სამშობლოს. ესაა ასოციაციაციები რომლებიც ატარებენ თანამეგობრობის ემბლემატურ სახელს. 
არსებობს მრავალნაირი ასოციაცია-თანამეგობრობა. მაგალითად ლამურეს ორკესტრის მეგობრები,ლუვრის მეგობრები და ა.შ. 
   ამ თანამეგობრობების რობიექტია მეგობრებისთვის საინტერესო გარკვეული საქმიანობა,გარკვეული მონუმენტი. ეს შეიძლება იყოს ყველა მეგობრისთვის საყვარელი სპორტი , ხელოვნების რომელიმე სახეობა, სასწავლებელი რომელშიც ოდესღაც უსწავლიათ.მუზეუმი რომლის სხვებისთვის გაცნობაც სურთ, არქიტექტურული ძეგლი,ბუნების მშვენიერი ან სხვა მხრივ ღირებული ადგილი რომლის დაცვაც სურთ,და ა.შ
   შევხედოთ თუ როგორ ცხოვრობენ ეს თანამეგობრობები ყოველდღიურად. მათი წევრების გამაერთიანებელი ემოციური კავშირი ავლენს ორმაგ დამოკიდებულებას დროისადმი. 
პირველ რიგში ის ეფუძნება წარსულს. თანამეგობრობების წევრებს უკვე რაღაცეები გაუკეთებიათ ერთად მათი ასოციაციის ობიექტთან დაკავშირებით.მათ განიხილეს მატჩები,კონცერტები, მოაწყვეს მოგზაურობები, მოისმინეს მოხსენებები მათთვის საინტერესო თემებზე.... ისინი სიამოვნებით იხსენებენ ამ მოვლენებს მათ საუბრებში.  ერთმანეთის ნახვის სიამოვნება ნაწილობრივ მომდინარეობს ამ საერთო მოგონებებიდან. თანამეგობრობებში ყოველთვის არიან ვეტერანები.
   მაგრამ ამ ასოციაციათა წევრები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან მოვალთან მიმართებითაც.
   მათ ყოველთვის აქვთ განსახორციელებელი ახალი გეგმები, მაგალითად კონცერტი სადაც შეასრულებენ საგალობელს,უცხოეთის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ერთად მონახულება, რაღაც მატჩის განხილვა, მოხსენებათა ახალი ციკლის მოწყობა... მომავლისთვის განსახორციელებელი იდეების არმქონე და ნოსტალგიურ მოგონებებში ჩაძირულ თანამეგობრობას ძალიან გაუჭირდება არსებობა. 
   თანამეგობრობები, მაშ, ერთდროულად , კოლექტიური მოგონებებიცაა და კოლექტიური  პროექტებიც. მათი არსებობა ეყრდნობა ერთად განცდილსაც და ერთად ცხოვრების სურვილსაც.
   იგივე ითქმის დიდ თანამეგობრობებზე,სამშობლოებზე. მათ ორმაგი დამოკიდებულება აქვთ დროისადმი. 
   ერთის მხრივ ისინი მიბრუნებულები არიან წარსულისკენ,იკვებებიან მოგონებებით,მოგონებებით რომელთაც ჰქვიათ ეროვნული ისტორია. 
   თანამემამულეები ერთმანეთს მეგობრებად აღიქვავენ იმიტომ რომ ისინი იზიარებენ მოგონებას საერთო ისტორიის შესახებ. 
  რენანის თქმნის ერს ქმნის საერთო მოგონებათა მდიდარი მემკვიდრეობის ფლობა. 
   მეორეს მხრივ თანამემამულეთა მეგობრობას ქმნის საერთო მომავლის აგების სურვილი. თანამემამულე+08;ბი არ კმაყოფილდებიან მათი საერთო ისტორიის გახსენებით. მათ აერთიანებს მომავლისთვის შემუშავებული გეგმებიც. მათ,მაგალითად,სურთ მათი ქვეყნის ეკონომიკური ექსპანსიის უზრუნველყოფა,ინსტიტუტების გაუმჯობესება და სრულყოფა, ეროვნული დამოუკიდებლობის  და მშვიდობის დაცვა...


            რენანის თქმით ხალხად,ერად ყოფნის მთავარი პირობაა წარსულში ერთად დიდი საქმეების კეთება და მომავალში ერთად დიდი საქმეების გაკეთების სურვილი.
მომავლის ამ პროექტებზე კამათობენ და გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკოსები....


საერთო მოგონებები შეესაბამება რაღაც უკვე გაკეთებულს,დასრულებულს,
შეუქცევადად განსაზღვრულს. რაც იყო იმის შეცვლა შეუძლებელია. გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ ვემორჩილებით ეროვნულ ისტორიას. ისტორია არის დეტერმინიზმის მთელი სიმძიმის მქონე ეროვნული თავისებურება.


მომავალი,პირიქით,წარმოგვიდგება როგორც ინოვაციის,სიახლის და თავისუფლების სივრცე. ის მთლიანად გამოსაგონია,საჭიროა მისი აგება. 


განსაკუთრებული,უნიკალური,უცვლელი წარსულის გვერდით არის მრავალი შესაძლებლობის მომცემი მომავალი/ ისაა განუსაზღვრელი მატერია რომლეზეც იმოქმედებს ჩვენი შემოქმედებითი ნება. 

        თანამემამულეთა მეგობრობას კვებავს წარსულის გახსენება და მომავლის წარმოდგენა. 
თანამემამულეები ექვემდებარებიან დეტერმინიზმს და ფესვგადგმულები არიან მათი ერის თავისებურებაში და ამავე დროს მომავლის პროექტის შემდგენელი თანამემამულეები არსებობენ ნებისა და უნივერსალობის ნიშნის ქვეშ.


აქაც ვხედათ უკვე ადრე ნანახ თავისებურების,ორიგინალობის და უნივერსალობის,საყოველთაოობის ორ კომპონენტს.


          
        

No comments: