10.10.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-6, სამშობლო-მემკვიდრეობითობა და სამშობლო-კონტრაქტი:


სტრასბურგი
  ეროვნული კუთვნილების დეტერმინისტურ-პარტიკულარისტურ კონცეფციას  როგორც წესი უწოდებენ "ერის გერმანულ კონცეფციას". მე-19 საუკუნეში ის გამოხატეს ისტორიკოსებმა თეოდორ მომზენმა და ჰაინრიხ ფონ ტრაიჩკემ. ერის ნებაყოფლობით--უნივერსალისტურ კონცეფციას კი იცავდნენ ერტესტ რენანი და ფიư3;სტელ დე კულანჟი.
  ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდა 1870 წლის ომის შემდეგ თვალსაზრისთა რადიკალიზაციისთვის ხელის შემწყობ კონტექსტში.


  1870 წლის საფრანგეთ-გერმანიის ომი დამთავრდა ელზასისა და ლორენის ნაწილის ანექსიით.

   მათი ანექსიის გასამართლებლად გერმანელი თეორეტიკოსები იყენებდნენ ეთნო-კულტურულ არგუმენტებს რომლებიც არსებითად დაიყვანებოდა ლინგვისტურ და ისტორიულ მოსაზრებებზე.
   
    გერმანელ თეორეტიკოსთა თქმით ელზასელები მუდამ გერმანულად ლაპარაკობდნენ და.,მეტიც,1681 წელს საფრანგეთის სამეფოსთან შეერთებამდე ელზასი და ლორენი შეადგენდნენ  წმინდა რომაული გერმანული იმპერიის ნაწილს. მათი მტკიცებით ენისა და ისტორიის დეტერმინიზმით ელზასი და ლორენი გერმანული მხარეებია და მათი შეერთება რაიხთან კანონიერია.

    ფრანგი თეორეტიკოსები ამაზე მათ გერმანელ კოლეგებს პასუხობდნენ თანხმობის პრინციპის ხსენებით ანუ ინდივიდთა და ხალ+34;თა თვითგამორკვევის უფლების ხაზგასმით. მათი თქმით ადამიანი ეკუთვნის იმ სამშობლოს რომელსაც ირჩევს.
არადა ელზასელებს სწორდაც რომ სურთ საფრანგეთის მოქალაქეებად დარჩენა და ამდენად ისინი ფრანგები არიან. " 
"ფრანგია ის ვისაც უნდა ფრანგად ყოფნა"
  ფრანგულ-გერმანულმა დავამ ელზასის გამო იმდენად გაამძაფრა ეროვნული კუთვნილების ორი თეორიის ანტინომია რომ ფილოსოფოსებმა და პოლიტოლოგებმა შემდეგ იფიქრეს რომ ორი თეორია სრულებით შეურიგებელია.
   მართლაც, წმიდა კონცეპტუალური თვალსაზრისით განხილვისას ისინი გადაჭრით უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ განა ასეა ფენომენოლოგიური თვალსაზრისით? 
    არადა ფენომენოლოგიური თვალსაზრისით აშკარაა რომ ეს ორი კონცეფცია ურთიერთშემავსებელია და არა ანტინომიური,რომ ინდივიდები ეროვნულ კუთვნილებას უმრავლეს შემთხვევაში განიცდიან ერთდროულად დეტერმინისტულ-პარტიკულარისტულად და ნებაყოფლობით--უნივერსალისტურად.
 თავიდან ავიღოთ მაგალითად ცენტრალური ევროპის პატრიოტები.    
  ამ ჩეხ,სლოვენ,სერბ,უნგრელ...პატრიოტებს ძალიან უყვართ მათი ეროვნული ტრადიციები, ისტორია და ენა რომლებიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს ანუ რომლებიც მათ არგუნა ხვედრმა. ანუ ეს პატრიოტები მათ კავშირს სამშობლოსთან განიცდიან დეტერმინისტულ-პარტიკულარისტულად.


    მაგრამ ამავე დროს იოლი დასანახია ისიც რომ  ეს პატრიოტები არიან თავისი წარსულით დაინტერესებული თავისუფალი ადამიანები, რომ სწორედ ამ თავისუფალმა ადამიანებმა მოისურვეს ხალხური სიმღერების შეკრება,
ლექსიკონების დადგენა, ეროვნული ფოლკლორის რეაბილიტაცია. 


    ისინი სულაც არ ყოფილან ბრმა ეთნო-კულტურული ხვედრის სათამაშოები. ისინი იყვნენ ამ ხვედრის მოქმედი სუბიექტები და ისინი სრულებით შეგნებულად და ნებაყოფლობით აკეთებდნენ ამას. 


     მათ მიერ აღქმული სამშობლო უფრო ჰგავდა გერმანელი თეორეტიკოსების მიერ განდიდებულ სამშობლო-მემკვიდრეობას ვიდრე რენანისთვის ძვირფას სამშობლო-კონტრაქტს.მაგრამ ფაქტია რომ ისინი შეგნებულად და ნებაყოფლობით იღებდნენ ამ მემკვიდრეობას.


     ეხლა ავიღოთ მაგალითი ინდივიდისა რომელიც რენანის მსგავსად თავის კავშირს ერთან განიცდის როგორც თავისუფალ კონტრაქტს, როგორც "პლებისციტს". 


      ყურადღებით დაკვირვება გვიჩვენებს რომ სწორედ ამ ქვეყნის და არა სხვის წევრობის სურვილი ინდივიდს არ გასჩენია არაფრიდან. მისი ნება არ იწერება ცარიელ ფურცელზე.  ეს ინდივიდი არ იგონებს ხვედრს არაფრისგან. ის არაა შესაძლებელი ერების მარაოზე მოსეირნ;ე თავისუფალი ელექტრონი.  ეს ინდივიდი საფრანგეთს ირჩევს იმიტომ რომ საფრანგეთი გარკვეულად უკვე არის მასშ;ი. საფრანგეთმა მასში შეაღწია მისი დაბადებიდანვე დაწყებული სოციალიზაციის და აკულტურაციის პროცესით. მასზე გავლენას ახდენენ მისი ქვეყნის ქალაქები,პეიზაჟები, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა,
ტრადიციები,ცხოვრების წესი,სამზარეულო,ენა,ხელოვნება,პოეზია,მუსიკა და ყველაფერი ეს გადააწყვეტინებს მას ფრანგად დარჩენას. 
            მისი კუთვნილების სურვილი განსაზღვრა წინასწარმა კუთვნილებამ. 


      გულში დემარშისა რომელიც ერთის შეხედვით ჩანს მხოლოდ ნებაყოფლობით-უნივერსალისტურად მოქმედებს დეტერმინისტული ელემენტები. 


       მის მიერ სამშობლო-კონტრაქტის მიღება გულისხმობს სამშობლო-
-მემკვიდრეობის არსებობას. 


     დაბოლოს განვიხილოთ მაგალითი უცხოელისა რომელმაც გადაწყვიტა საფრანგეთში დამკვიდრება და საფრანგეთის მოქალაქედ გახდომა. ერთის შეხედვით ეს შეიძლება ჩანდეს ნებაყოფლობითი უნივერსალიზმის ქიმიურად წმინდა აქტად. ის თითქოს ნაკარნახევია აბსოლუư2;ური თავისუფლებით,
განუპირობებელი გადაწყვეტილებით ზუსტად იმიტომ რომ ამ უცხოელს არ მიუღია განათლება საფრანგეთში. არადა მისი სურვილიც არ გაჩენილა არაფრიდან,სიცარიელიდან. ფრანგად გახდომაზე თანხმობა არაა წმინდა სპონტანურობის ნაყოფი. 


       არაა შემთხვევითი როდესაც კაცს ორასი ერი უხსნის თავის საზღვრებს და ის მაინც და მაინც საფრანგეთს ირჩევს. 


       უმრავლეს შემთხვევაში ეს იმიგრანტი მოდის ყოფილი ფრანგული კოლონიიდან. ის მოდის მალიდან,სპილოს ძვლის სანაპიროდან,
ვიეტნამიდან,მაროკოდან... 


      მისი თავდაპირველი ქვეყნისთვის ნაცნობმა  კოლონიალურმა ისტორიამ გააცნო და დააფასებინა საფრანგეთი რომელიც მისთვის იქცა თავისი მოქალაქეებისთვის თავისუფლებისა და სამართლიანო;ბის მიმცემ ქვეყნად. 


     ეს უცხოელი თავის თავდაპირველ ქვეყანაში ალბათ სწავლობდა სკოლაში სადაც ასწავლიდნენ ფრანგი მასწავლებლებიც. ის ზოგჯერ საუცხოოდ ლაპარაკობს ფრანგულად. მას არ უცხოვრია საფრანგეთში მაგრამ საფრანგეთმა მასზე მოახდინა გავლენა. ამ ელემენტებმა მოახდინეს გადამწყვეტი გავლენა მის არჩევანზე.ისევე როგორც წინა შემთხვევაში,მისი საფრანგეთისადმი კუთვნილების სურვილი რომელიც თითქოს  არაფრისგან გაჩნდა სინამდვილეში ეფუძნება წინაკუთვნილებას. მის მიერ საფრანგეთის არჩევა ეყრდნობა დეტერმინიზმს რომელიც აქაც ენის და ისტორიის დეტერმინიზმია, 


      მოკლედ,ერთის შეხედვით რენანის მოწაფის მსგავსი ეს იმიგრანტი ფრანგულ კულტურაში ამ წინასწარი ფესვგადგმის გამო გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს ბარესის მოწაფედაც.


                 როგორც დავინახეთ ეროვნული კუთვნილების გულშიცაა დუალობა. მაგრამ ეს არაა ორი შეურიგებელი რამის დუალობა. პარტიკულარისტული დეტერმინიზმი და უნივერსალისტური ნებაყოფლობითობა არის პატრიოტული გრძნობის ერთმანეთში გადახლართული და ერთმანეთისგან განუყოფელი ორი ნაწილი. 
  

No comments: