10.09.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-5, კუთვნილების განცდა:


  აქამდე პატრიოტული გრძნობა ჩვენ წარმოგვიდგა როგორც სიყვარული, მაგრამ ის არაა მარტო სიყვარული. ის ასევე კუთვნილების განცდაა. მე ვეკუთვნი ჩემს სამშობლოს. მაგრამ ეს კუთვნიელება შეიძლება იყოს განცდილი ორნაირად.
     ჩემი ქვეყნისადმი კუთვნილება მე შეიძლება განვიცადო როგორც ჩემთვის დაძალებული და თავს მოხვეული აუცილებლობა. მაშინ მე მას განვიცდი როგორც ბედის მიერ ნაკარნახევ ფაქტს. რაღაც ბრმა შემთხვევამ გამაჩინა სწორედ ამ საზოგადოებაში და არა სხვაში...ეს განსაკუთრებული ქვეყანა მარგუნა ბედმა... თანხმობა ჩემგან არავის უთხოვია და მე ვიღებ ამ ფაქტს. მე ვემორჩილები იმ ფაქტს რომ ჩემი თავისუფლება
წუთითაც არ ჩარეულა ამ სოციალურ კორპუსში ჩემი ინტეგრაციის პროცესში.
  ეროვნული კუთვნილების სწორედ ასე წარმოდგენას განადიდებდა მორის ბარესი როდესაც ის პატრიოტიზმს განსაზღვრავდა როგორც დეტერმინიზმის მიღებას. ცნებას დეტერმინიზმი უნდა დავურთოთ ცნება პარტიკულარისტული იმიტომ რომ ხვედრმა გვარგუნა სწორედ ამ ერში ცხოვრება, სწორედ ამ განსაკუთრებულ და არა სხვა ერში.


         ამ პარტიკულარისტური დეტერმინიზმის თვალთახედვით პატრიოტიზმი სრულებით ლოღიკურად  ეფუძნება გაჩენას.

            ჩემი სამშობლო არის ის ქვეყანა სადაც გავჩნდი და მეტი არაფერი. "სამშობლო არის ბუნებრივი საზოგადოება...მისი გადამწყვეტი ხასიათია გაჩენა"// შარლ მორასი, მთავარი ნაშრომები,ფლამარიონი,1954,გვ.269//.

              მაგრამ ჩემი ქვეყნისადმი კუთვნილება მე სხვანაირადაც შეიძლება განვიცადო. მე ის შეიძლება განვიცადო არა როგორც დაძალებული ფაქტი არამედ როგორც ნებაყოფლობითი თანხმობის და მიღების ნაყოფი. 

             ამ თვალსაზრისით მე ვეკუთვნი ჩემს სამშობლოს არა უბრალოდ იმიტომ რომ იქ გავჩნდი არამედ იმიტომ მე შეგნებულად მივისწრაფი მისკენ. მე მასთან უკვე მაკავშირებს არა შემთხვევითობა არამედ პერსონალური ძიება რომელმაც მიმიყვანა კიდეც მასთან. 


    მე სამშობლოს აღარ განვიცდი ისე როგორც ბარესი,როგორც უცნობი ბრმა ხვედრის დეკრეტს. სამშობლო ჩემია,მე მასთან ერთად შევქმენი ერთი სხეული იმიტომ რომ მე ის ავირჩიე. ჩამი სამშობლო ჩემი გულის და გონების რჩეულია. 


            მე მინდა ფრანგობა და მე განუწყვეტლად ვადასტურებ ჩემს არჩევანს იმით რომ ვრჩები ფრანგი. მე განუწყვეტლად ვადასტურებ ჩემს არჩევანს ჩემი ეროვნების შენარჩუნებით... სწორედ ამ  არჩეულ კუთვნილებას გამოხატავდა რენანი პლებისციტის თავის სახელგანთქმულ ფორმულაში:


"ერის არსებობა არის ყოველდღიური პლებისციტი"("რა არის ერი?").


              ასე იკვეთება ეროვნული კუთვნილების განცდის ორი მანერის კონტრასტი. 


               ერთ მხარესაა დაბადების ფატალიზმი,მორჩილება დეტერმინიზმისადმი.
მეორეს მხრივ არის ნებაყოფლობითობა და მოქალაქეობრივი კუთვნილება. 


             პირველ შემთხვევაში ჩემი სამშობლო ენათესავება დიდ ცოცხალ სხეულს,გიგანტურ მრავალუჯრედიან ორგანიზმს რომელშიც მე ვარ მხოლოდ მიკროსკოპიული უჯრედი. მე ვარ ამ ორგანიზმის ინდივიდი-უჯრედი და მეტი არაფერი. მე ვარ ორგანული მთლიანობის ორგანული ნაწილი.


            მეორე შემთხვევაში სამშობლო წარმოდგება როგორც ნებაყოფლობით,პაქტით,სოციალური კონტრაქტით გაერთიანებული მოქალაქეებისგან შემდგარი   პოლიტიკური საზოგადოება. ჩემი კუთვნილება კონტრაქტუალიზმის რიგისაა. 


   დეტერმინისტულ-პარტიკულარისტული თვალსაზრისით ჩემი სამშობლო არის ქვეყანა სადაც გავჩნდი და მეტი არაფერი. ნებაყოფლობით-კონტრაქტუალისტური თვალსაზრისით ის ყველაზე მეტად,აბე სიეიესის ფორმულის თანახმად,არის ასოცირებულთა კორპუსი. მე აღარ განვსაზღვრავ ჩემს თავს მხოლოდ როგორც ჩემი მიწის შვილს. მე ვარ მოქალაქე რომელმაც ავირჩიე ამ პოლიტიკურ საზოგადოებაში ცხოვრება. მე ვეკუთვნი უკვე არა სამშობლო-მემკვიდრეობას არამედ სამშობლო-კონტრაქტს.
 არა
                    კუთვნილების წარმოდგენის ეს მეორე მანერა უპირატესობას ანიჭებს ნებას და თავისუფლებას. არა და ნებისა და თავისუფლების იდეები დაკავშირებულია უნივერსალობის იდეასთან და ეს იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.


            თუ კი მე მომეთხოვება არჩევანის გაკეთება,ეს ხდება იმიტომ რომ თავიდან ჩემს წინაშე იყო  ერთა სიმრავლე.  მე ერთგვარად მთავაზობდნენ მრავალ ერს. 


       იმის განცხადებით რომ მე მინდა ფრანგობა ან იმის თქმით რომ მე დავრჩები ფრანგი // თუ კი მე უკვე ფრანგი ვარ// მე ვამბობ იმას რომ მე ფრანგობა მირჩევნია სხვა ერების წევრობას.   ესე იგი ჩემი პლებისციტისას მე უპირატესობა მივანიჭე საფრანგეთს იმიტომ რომ მე შემეძლო სხვა ერის არჩევაც. ჩემს არჩევანს ნამდვილად აქვს აზრი მხოლოდ უნივერსალობის პერსპექტივაში. .


                  კუთვნილების გრძნობის გულში ჩვენ ასე ვპოულობთ იგივე დუალობას რაც ვნახეთ პატრიოტული სიყვარულის გრძნობაზე ლაპარაკისას, სამშობლოსადმი კუთვნილება შეიძლება განცდილი იყოს დეტერმინისტულ-
-პარტიკულარისტულად ან,პირიქით,ნებაყოფლობით-უნივერსალისტურად...



             

No comments: