10.08.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-4, ბაღი და შუქურა:

მცირე ტრიანონის
 შუქურა
  შევკრიბოთ ჩვენს მიერ ნახსენები ელემენტები. ჩვენ დავინახეთ რომ ჩვენი თემის გულში გამოისახა დუალობა რომელიც გაყვება მთელ ამ წიგნს და რომელიც იქნება ჩვენს მიერ მკითხველისთვის შეთავაზებული პატრიოტიზმის კონცეფციის ხერხემალი.
             ეროვნული გრძნობა ეფუძნება ორმაგ გამართლებას.
  ერთის მხრივ პატრიოტს უყვარს მისი ქვეყნის საკუთარი ხასიათი,მისი "გენია",მისი "პიროვნება",მისი "განსაკუთრებული სული", ესე ნიშნები რომლებითაც მისი ქვეყანა განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან.
   მეორეს მხრივ მას მოსწონს მისი ქვეყნის ის პოლიტიკური და იურიდიული თვისებები რომლებისთაც ის ჰგავს იგივე უნივერსალისტური მოთხოვნილების მქონე სხვა ქვეყნებს.
 პატრიოტული გრძნობა იკვებება როგორც  განსაკუთრებულობით ისე  ზოგადობით. ის ერთდროულად  ეფუძნება  პარტიკულარიზმსაც და უნივერსალიზმსაც. პატრიოტიზმი მოქალაქეებს აძლევს განსაკუთრებულ ისტორიას, განსაკუთრებულ გეოგრაფიას, თავისებურ კულტურასა და ენას და ამავე დროს ის მოქალაქეებს მიმართავს ყველა ადამიანისთვის საერთო დემოკრატიული იდეალისკენ.


    პატრიოტიზმი ფესვგადგმულია კონკრეტულში და მიისწრაფის აბსტრაქტულისკენ. ის ხორციელიცაა და იდეალისტურიც, მიწიერიც და ზეციურიც.


    წარმოვიდგინოთ ზღვის პირას გაშლილი ბაღი. წარმოვიდგინოთ აგრეთვე რომ ტალღების ზევით გაშენებულ ამ ბაღში აღმართულია შუქურა რომელიც გზას უნათებს და ორიენტირს აძლევს მეზღვაურებს. ეს შუქურიანი ბაღი არის სრულყოფილი ალეგორია ერის ცნებისა რომელსაც გთავაზობთ ამ წიგნში.


            დახურული სივრცის შემქმნელი,თავის თავში ჩაკეტილი ბაღი არის ეროვნული თავისებურებისა და განსაკუთრებულობის სიმბოლო. ის არის ხატი სამშობლოსი მისი განსაკუთრებულობით, ხორციელებით, კონკრეტულობით. შუქურა კი, პირიქით,მიმართულია გაშლილი სივრცისკენ,ზღვისკენ და შორს ავრცელებს მეზღვაურებისთვის აუცილებელ სინათლეს. ეს სინათლე არის დემოკრატიულ ღირებულებათა უნივერსალობის,საყოველთაოობის სიმბოლო.


           ამ შუქურიან ბაღში ცხოვრობენ ადამიანები რომლებიც ერთნაირი კმაყოფილებით მისდევენ ორმაგ საქმიანობას.  ერთის მხრივ ისინი უვლიან უნიკალურ,მხოლოდ მათ სასიამოვნოდ არსებულ მშვენიერ ბაღს და მეორეს მხრივ ისინი დარაჯობენ და მუდამ ანთებულს ინახავენ შუქურას რათა მან გაანათოს ვრცელი ოკეანე. 


             ეს მცხოვრებლები მაშ ორმაგად ამაყები არიან. ისინი ამაყობენ თავისი უნიკალური, განუმეორებელ-შეუდარებელი ბაღით და იმითაც რომ შუქურა რომელსაც ისინი უვლიან დგას ყველა ადამიანის სამსახურში. 


    ამ მებაღე-შუქურის მცველების გული ერთნაირი გზნებით სცემს მათთვის მინდობილი ორივე საუნჯისთვის. ეს გამოხატავს სამშობლოს სიყვარულის შემადგენელ დუალობას, როგორც თავის თავში ჩაკეტილი ისე დიდი ჰორიზონტისკენ გაშლილი სიყვარულის, ერთდროულად შინაური და მესიანური სიყვარულის დუალობას. 


           რაც შემეხება მე,მე მომეცა რაინიდან პირენეებამდე,ბრეტანიდან ალპებამდე,ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე გადაშლილ ბაღში ცხოვრების შანსი.  იქაა ტულუზას წითელი აგურები,სოლონის ტყე,ლუარას ციხე--სასახლეები...კანტალის ბალახოვანი ველები, ნორმანდიის ჭალა, ნოტრ-დამის კოშკები...


          მე მსიამოვნებს ყოფნა ამ ბაღში სადაც ისმის ფრანგული ენა,სადაც სკოლის მოწაფეები იმეორებენ ლაფონტენის ზღაპრებს,სადაც თეატრში დგავენ მოლიერის პიესებს, სადაც  დღესაც ახსოვთ ჟანა დარკი და ანრი მეოთხე და სადაც დედები მათ ბავშვებს ფრანგული ნანათი აძინებენ.


           და ზოგის აზრით მსოფლიში ულამაზეს ამ ბაღში აღმართულია დიდებული შუქურა რომელსაც ჰქვია ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. თავისუფლება,თანასწორობა,ძმობა,საეროობა. 


     მე ვამაყობ რომ ვცხოვრობ ამ შუქურა-საფრანგეთში რომელიც თაობიდან თაობამდე თავისი ინსტიტუტების დაუღალავად სრულყოფის ფასად ცდილობს უნივერსალური,საყოველთაო ღირებულებების განსახიერებას. 


          მე მიყვარს ეს ერი რომელიც არ კმაყოფილდება ამ უნივერსალურ ღირებულებათა გათავისებით და თავის მოვალეობად თვლის მათ გავრცელებას მთელ მსოფლიოში. 


         მე მიყვარს ეს ქვეყანა რომელსაც ჩვენ უდიდესმა ინტელექტუქლებმა ჟიულ მიშლედან შარლ პეგიმდე,ვიქტორ ჰიუგოდან ალბერ კამიუმდე დააკისრეს დედამიწაზე გაბრწყინების,სამართალის დაცვის, ხალხთა განთავისუფლების,თავისუფლების მაცნის მისია. 


            საფრანგეთის რევოლუციის ზენიტში სიტყვა პატრიოტს ჰქონდა ორი მნიშვნელობა.   იმდროინდელი ლექსიკონების თანახმად პატრიოტი არის ის  ვისაც უყვარს თავისი მიწა,თავისი ენა,თავისი ხალხის წეს-ჩვეულებები, ისტორია და ამავე დროს მიისწრაფის თავისუფლებისკენ.  ერთდროულად საფრანგეთი-ბაღისაკენ და საფრანგეთი-შუქურისკენ მიმართული ეს გზნებაა არის სწორედ ის გზნება რომლითაც მიყვარს ჩემი ქვეყანა.

შუა საუკუნეებში საფრანგეთს ახსენებდნენ ხოლმე როგორც დასვენებისთვის, შრომისთვის, ლოცვისთვის განკუთვნილ, ლამაზი ყვავილებითა და სნეულთა სამკურნალო ბალახებით სავსე ბაღს, რევოლუციის შემდეგ ამას დაემატა საფრანგეთის როგორც უნივერსალურ ღირებულათა სინათლის გამავრცელებელი შუქურის ხატი... 
         

No comments: