10.08.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-3: უნივერსალისტური მოთხოვნა:



ფრანგული დევიზი: რესპუბლიკისერთიანობა და განუყოფლობა, თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა ან სიკვდილი

   მე არ მიყვარს ჩემი ქვეყანა მარტო იმიტომ რომ გარკვეული ნიშნები მას აქცევენ გამორჩეულ,უნიკალურ,შეუდარებელ ავეყნად. მე ის მიყვარს იმიტომაც რომ ის იცავს სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპებს. 
   მე ის მიყვარს იმიტომ რომ სახელმწიფო რომელსაც მე წარმოვადგენ არის დემოკრატიული სახელმწიფო.
   მე მიყვარს მიწა სადაც ბედმა გამაჩინა იმიტომ რომ ამ მიწაზე იცავენ ადამიანის უფლებებს.
    ჩემი სამშობლო ჩემს სიყვარულს იმსახურებს იმიტომ რომ ის განასახიერებს მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ იდეალებს. მე ჩემს ქვეყანასთან თავს დაკავშირებულად ვგრძნობ იმდენად რამდენადაც ის მონაწილეობს ამ უნივერსალურში.


          "ჭეშმარიტი პატრიოტიზმი,წერდა ბარონი ჰოლბახი მე-18 საუკუნეში,შეიძლება იყოს მხოლოდ იქ სადაც ბედნიერად გრძნობენ თავს თავისუფალი და კანონით მართული მოქალაქეები".


           მე გამიჭირდებოდა ადამიანის უფლებათა გამთელი სამშობლოს სიყვარული. 


            ამ შემთხვევაში მე ვიქნებოდი გახლეჩილი სამშობლოსადმი ერთგულებასა და მის მიერ დემოკრატიული იდეალის ღალატით მოყენებულ ტკივილს შორის.


               ასე იყ+09;ნენ გახლეჩილები გერმანელი დემოკრატები ჰიტლერული რეჟიმის დროს და დღეს ასე არიან გახლეჩილები ირანელი დემოკრატები რომელთა ეროვნული თავმოყვარეობა შელახეს ფანატიკოსმა და მათი ერის სახის დამმახინჯებელმა ხელმძღვანელებმა. 


თავისუფლება, თანასწორობა,
 ძმობა მაგრამ პატრიოტიზმს
აქვს მეორე მხარეც.
                ასე ჩანს სრულ სინათლეზე პატრიოტიზმის მეორე მხარე. წინა თავის საკვანძო სიტყვა იყო თავისებურება. ამ თავის საკვანძო სიტყვაა უნივერსალობა,საყოველთაოობა.

                 გრძნობა რომელსაც მე განვიცდი ჩემი ქვეყნის მიმართ აღარ გამომდინარეობს ისე როგორც ეს ადრე იყო ჩემი ქვეყნის თავისებური,განსაკუთრებული,უნიკალური ხასიათიდან, ის გამომდინარეობს მისი უნივერსალური,საყოველთაო ხასიათიდან.

            ჩემი ქვეყნის სიყვარული ეხლა გამომდინარეობს იქიდან რომ ჩემი ქვეყანა აკმაყოფილებს სამართლიანობის,თავისუფლების,ადამიანის უფლებების,ესე იგი უნივერსალისტურ მოთხოვნებს.

            ჩემი პატრიოტიზმი ეფუძნება უკვე არა მარტო ეროვნულ განსხვავებებს,არამედ  საერთო, ესე იგი ტრანსეროვნულ ღირებულებებსაც.

                მე აღარ განვადიდებ იმას რაც განასხვავებს ჩემს სამშობლოს სხვა სამშობლოებისგან. მე განვადიდებ  იმას რითიც ის ჰგავს ყველას ვინც ცდილობს დემოკრატიულ ერად გახდომას.

              პარტიკულარიზმის ლოღიკით მე ჰერდერის თუ ჰეგელის მსგავსად ვხარობდი იმით რომ ჩემს სამშობლოს აქვს უნიკალური,შეუდარებელი პიროვნება.

                უნივერსალიზმის ლოღიკით მე ჩემს თავს ვულოცავ იმას რომ ის უერთდება ერთა კონცერტს უნივერსალურის სფეროში.

             პატრიოტული გრძნობის გულში ამ უნივერსალისტური მოთხოვნის არსებობას სრულებით ბუნებრივად მივყავართ ერთგვარ  "ეროვნულ გულგრილობამდე".

     და მართლაც, უნივერსალური თვალსაზრისზე დადგომისთანვე  თითქმის სულ ერთი ხდება იმის ცოდნა თუ  რომელ სამშობლოს ვეკუთვნით მას შემდეგ რაც ის პატივს მიაგ;ებს უნივერსალურ,საყოველთაო ღირებულებებს.  დიდი მნიშვნელობა არა აქვს მე ვიქნები ამერიკის შეერთებული შტატების თუ იტალიის,გერმანიის,შვედეთის,და ა.შ. მოქალაქე  იმიტომ რომ ისინი დემოკრატიული ერები არიან. სრულიად მკაცრად რომ ვთქვათ მე არა მაქვს არავითარი საბაბი საფრანგეთის ამ უცხო ქვეყნებზე წინ დასაყენებლად ,მას შემდეგ რაც მათ მიაღწიეს დემოკრატიის ჩემი დონის მსგავს დონეს.
 უნივერსალისტური მოთხოვნების თვალსაზრისით "ეროვნული უპირატესობის" იდეა კარგავს აზრს.

                      ციცერონის აზრის ცოტა გადაკეთებით მე შეიძლებოდა მეთქვა რომ ჩემი სამშობლო არის ყველგან სადაც მეფობს დემოკრატია. 

No comments: