10.08.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-2:

ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი 
ქრისტიანული სალოცავი ევროპაში,
წმინდა მიხეილის მთა,საფრანგეთი
   1. „სამშობლო ისაა რაც გვიყვარს!":                              


 ესაა ელემენტები რომლებიც მიყვარს როგორც პატრიოტს, თუნდაც ეს იყოს სუსტი სიყვარული, ჩვეულება.
არადა  გეოგრაფია,ისტორია,ტრადიციები,წეს-ჩვეულებები, ენა ჩემს ქვეყანას განასხვავებენ სხვა ქვეყნებისგან. ისინი ჩემს ქვეყანას წარმოადგენენ განსაკუთრებულ,უნიკალურ მოვლენად.
ამ ელემენტების მეშვეობით მე მძაფრად ვგრძნობ რომ ფრანგად ყოფნა არაა იგივე რაც გერმანელად, იტალიელად, შვედად, რუსად ყოფნა.
საფრანგეთის პეიზაჟები განსხვავდება შვედეთის პეიზაჟებისაგან, ფრანგული მუსიკა განსხვავდება
გერმანული მუსიკისგან,ფრანგული სამზარეულო განსხვავდება იტალიური სამზარეულოსგან, საფრანგეთი და რუსეთი სხვადასხვანაირად განვითარდნენ.


                   ჩემი ქვეყნის  თავისებურების საფუძველს ქმნიან ტერიტორია,ისტორიული წარსული,ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობა, ტრადიციები,ცხოვრების წესი,ენა. 
            და სწორედ ამიტომაა ისინი ჩემთვის ძვირფასი.


           პატრიოტს უყვარს იმის ცოდნა რომ მისი ქვეყანა განსხვავებულია,არ დაიყვანება სხვებზე,ერთი სიტყვით შეუდარებელია. 


                "ყველა ერს აქვს დღევანდელი,წარსული თუ მომავალი მიზეზები იმისათვის რომ დაიჯეროს რომ ის შეუდარებელია და,მართლაც,ყოველი ერი შეუდარებელია, წერდა პოლ ვალერი"("Toutes les nations ont les raisons présentes,passées ou futures de se croire incomparables. Et d'ailleurs elles le sont",Regards sur le monde actuel,Gallimard,coll.Folio Essais,2001).


                 ამის შესაბამისად პატრიოტს მოსწონს იდეა რომ მსოფლიოში არის სამშობლოთა სიმრავლე. ის დედამიწას აღიქვამს ერთა მოზაიკად. მისი აზრით ეს სიმრავლე არის სიმდიდრე რომლის დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.


               პატრიოტი აფასებს კულტურათა სიმრავლეს იმიტომ რომ მისი აზრით ადამიანთა სამყარო გაღარიბდება თუ კი მონდიალიზაცია,მიგრაციები,პლანეტარული კომუნიკაცია,კულტურათა შერევა წაშლის ეროვნულ განსხვავებებს და სამშობლოთა სამყაროს გადაეფარება ერთგვაროვნების  რუხი საფარველი. 


         ისევე როგორც ეკოლოგს უყვარს ბიომრავალფეროვნება და თვლის რომ ცოცხალი სამყარო ღარიბდება ცხოველთა თუ მცენარეთა ყოველი სახეობის გაქრობისას,პატრიოტი,ვისაც უყვარს კულტურული მრავალფეროვნება,თვლის რომ ადამიანთა სამყაროს გააღარიბებს ერის გაქრობა. 


     მაგრამ იქაა მეტი. ჩემი ქვეყნის სიყვარული არაა მხოლოდ სიყვარული იმ ასპექტებისა  რომლებიც შეუდარებელს,სასიამოვნოს,ჩვეულს ხდის ჩემს ქვეყანას. 


           ჩემს პატრიოტიზმს ვერ ამოწურავენ ჩემი სამშობლოს მონუმენტთა ბრწყინვალება,მისი საცხოვრებლის კომფორტი,მისი ტრადიციული ხელოსნობის სილამაზე,მისი ისტორიის სიდიადე,მისი ფოლკლორის ცხოველხატულობა,მისი ხალხური დღესასწაულების მომხიბლაობა, მისი ენის სიმდიდრე,მისი ლიტერატურის სიღრმე,მისი თბილი ჰავა.


               ჩემი პატრიოტიზმი ერთგვარად არის ყოველივე ამის მიღმა. 
          ჩემი საყვარელი ქვეყანა არ დაიყვანება მის თვისებათა ჯამზე. მე არ მიყვარს თვისებათა ნაერთი.


            მე მიყვარს ქვეყანა,ესე იგი დაუშლელი ინდივიდუალობა რომელიც არის ყველა ამ თვისების წყარო, მე მიყვარს საფრანგეთი.




                             პატრიოტის თვალში "საფრანგეთი",
"გერმანია","იტალია",რუსეთი",შვედეთი"...არაა უბრალო სახელები ან ეტიკეტკები.


             ესაა არსებათა სახელები. ყოველი ეს სიტყვა აღნიშნავს ონტოლოგიურ რეალობას. 
         სწორედ ამ რეალობაზე,ამ განსაკუთრებულ არსზე მიუთითებდა მიშლე როდესაც ამბობდა რომ საფრანგეთი არის "პიროვნება":


          " საფრანგეთი უნდა ჩაითვალოს პიროვნებად რომელიც ცოცხლობს და კვდება"( საყოველთაო ისტორიის შესავალი). 


                 სწორედ ამ არსზე ფიქრობდა პეგი როდესაც ამბობდა რომ საფრანგეთს აქვს სული. 
           ჰეგელი მას უწოდებდა ხალხის დულს,ფოლკსგაისტ-ს...


                როგორც განმანათლებელი ისე გერმანული რომანტიზმის ლიდერი ჰერდერი, 1784 წელს გამოცემული "კაცობრიობის ისტორიის ფილოსოფიის" ავტორი ერებს უყურებდა ერთგვარი "ესენციალისტური პერსონალიზაციის"პრიზმით. 


                 ეროვნული განსხვავებებით მოხიბლული ჰერდერი ხოტბას ასხავდა განგებას იმიტომ რომ მან ერები ერთმანეთისგან საოცრად გამოყო არა მარტო ტყეებითა და მთებით,მდინარეებითა და კლიმატებითმარამედ აგრეთვე ენებით, მიდრეკილებებითა და ხასიათებით.


                   ჰერდერის თქმით ყოველი ერი განისაზღვრება თავისი საკუთარი სულით,რადიკალური ინდივიდუალობის პრინციპით რომელიც არის მისი კულტურული სპეციფიურობის საფუძველი. 


     ყოველი ერი ქმნის თავისებური წეს-ჩვეულებებისგან,
იდეებისგან,აზროვნების წესებისგან, მორალისგან,ინსტიტუტებისგან,მსოფლმხედველობისგან შემდგარ დახურულ და სხვებისთვის შეუღწევად სამყაროს. 
   ჰერდერის აზრით ყოველი ერი მასში ატარებს მისი სრულყოფილების სხვებთან შეუდარებელ ჰარმონიას.


             ეს "ეროვნული არსი" არის აგრეთვე ხალხთა ფსიქოლოგიის საგანი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დიდად პოპულარული ეს ფსიქოლოგია ცდილობდა ხალხთა მორალური პიროვნების აღწერას. 
          ხალხთა ფსიქოლოგია ამ პიროვნება+21; უწოდებს ეროვნულ სულს.


            მისი აზრით არსებობს ფრანგული სული,რუსული სული,ბრიტანული სული,იტალიური სული და ა.შ.


              ხალხთა სულის შესახებ ლაპარაკობდნენ 1950-ან წლებშიც. 


   ხალხთა ფსიქოლოგია იყენებდა ეროვნული გენიას კონცეფციასაც. ამ კონცეფციის თანახმად არსებობენ ფრანგული გენია,ინგლისური გენია,ლათინური გენია,ჩრდილოური გენია,სლავური გენია,აფრიკული გენია და ა.შ. 


              ცნება ეროვნული გენია აღნიშნავს მორალურ,სულიერ,თითქმის მისტიკურ სუბსტრატს რომლითაც ცდილობდნენ ქვეყნის ახსნას.


              პიროვნება,სული,გენია,ყველა ეს ცნება მიუთითებს ეროვნულ თავისებურებაზე. 
    როდესაც პატრიოტები წარმოთქვამენ სახელებს საფრანგეთი,იტალია,რუსეთი,ჩინეთი...ისინი სწორედ ამ თავისებურებაზე ფიქრობენ. 


                    სწორედ მისი ქვეყნის თავისებურებაა პატრიოტის სიყვარულის საგანი. პარტიკულარიზმი არის ეროვნული გრძნობის ორგანული ნაწილი,ის ჩაწერილია პატრიოტიზმის გენებში. 


               

No comments: